ამერიკის ელჩი სახალხო დამცველს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 23 მარტი 2021 11:37

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას შეხვდა მისი უმნიშვნელოვანესი საქმიანობის მიმართ აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერის გამოსახატად. ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" აშშ-ს საელჩოში განუცხადეს.

მათი ინფორმაციით, სახალხო დამცველის ოფისი საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვისა და დემოკრატიული განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, დამოუკიდებელი ინსტიტუტია. "ჩვენ შეშფოთებული ვართ სახალხო დამცველის ოფისზე პოლიტიზირებული თავდასხმებით, რაც აზიანებს ამ მნიშვნელოვან ინსტიტუტს და ძირს უთხრის მის ეფექტურობას. მოვუწოდებთ პარლამენტს, კონქტრუქციულად ჩაერთოს სახალხო დამცველის ოფისის საქმიანობაში და მხარი დაუჭიროს მის როლს საქართველოში თითოეული მოქალაქის უფლებების დასაცავად", - აღნიშნეს საელჩოში.

"მართალია, ქართული არმია პატარაა, თუმცა ძალიან ძლიერია" - იან კელი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 05 დეკემბერი 2016 13:54

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, იან კელის ექსკლიუზიური ინტერვიუ „სტარვიზიის“ სპეციალურ პროექტში „სასაზღვრო ზონა“/ ‘Пограничная ZONA’: «ყველაფერი ვიცით პენტაგონში და «FoggyBottom»-ში, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქართული არმია. მართალია, იგი პატარაა, თუმცა ძალიან ძლიერია და მას მსოფლიო ინტერესების დაცვაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს». უყურეთ „სტარვიზიაზე“ და უსმინეთ რადიო star fm-ზე ინტერვიუს სრულ ვერსიას დღეს, 21:30 საათზე, გადაცემაში „სასაზღვრო ზონა“/’ПограничнаяZONA’

*«Пограничная ZONA» : «FoggyBottom» - ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის არაოფიციალური დასახელება იმ რაიონის მიხედვით, სადაც მდებარეობს აღნიშნული დეპარტამენტის ოფისი.

Посол США в Грузии Ян Келли в эксклюзивном интервью для проекта «Пограничная ZONA» :     «Все там, в Пентагоне, все в «FoggyBottom»- мы все знаем насколько важна грузинская армия. Маленькая, но очень сильная, которая вкладывает столько в интересах мира». 

Полную версию интервью смотрите сегодня в программе «ПограничнаяZONA» в 21:30
на телеканале Starvisionи слушайте на радио StarFM93.9.
*«Пограничная ZONA» : «FoggyBottom» - неформальное название Госдепартамента США
по названию района, где находятся офисы департамента

"ჩვენ გვინდა დავეხმაროთ საქართველოს მთავრობას დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნაში" - იან კელი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 05 დეკემბერი 2016 13:52

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, იან კელის ექსკლიუზიური ინტერვიუ „სტარვიზიის“ სპეციალურ პროექტში „სასაზღვრო ზონა“/ ‘Пограничная ZONA’: «ჩვენ გვინდა დავეხმაროთ საქართველოს მთავრობას დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნაში. არსებობს გარკვეული წარსულის კვალი სასამართლო სისტემის მენტალიტეტში». უყურეთ „სტარვიზიაზე“ და უსმინეთ რადიო star fm-ზე ინტერვიუს სრულ ვერსიას დღეს, 21:30 საათზე, გადაცემაში „სასაზღვრო ზონა“/’ПограничнаяZONA’

Посол США в Грузии Ян Келли в эксклюзивном интервью для проекта
«Пограничная ZONA»:«Мы хотим помочь грузинскому правительству установить более независимую судебную систему. Есть некоторое наследие из прошлого времени в менталитете судей».
Полную версию интервью смотрите сегодня в программе
«ПограничнаяZONA» в 21:30
на телеканале
Starvisionи слушайте на радио StarFM93.9.

დავით სერგეენკო ამერიკის ელჩს შეხვდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 01 მარტი 2016 10:01

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ამერიკის ელჩს შეხვდა.

დავით სერგეენკომ და იან კელიმ ქვეყანაში საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით, ორმხრივი თანამშრომლობის შედეგად, წარმატებით განხორციელებული პროექტები განიხილეს.

აქცენტი ერთიანი ლაბორატორული სისტემის შექმნაზე, ლუგარის კვლევითი ცენტრისა და მთავრობათაშორისი გარდამავალი პასუხისმგებლობების ხელშეკრულების საკითხებზე გაკეთდა.

საუბარი შეეხო დავით სერგეენკოს ამერიკაში ვიზიტის დეტალებსაც.

მეჭიაური ამერიკის ელჩისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 06 ნოემბერი 2015 15:24

თამაზ მეჭიაურმა ამერიკელი დიპლომატი გააკრიტიკა. მისი განცხადებით ელჩმა ბოდიში უნდა მოიხადოს.

"თვით ამერიკის ელჩსაც კი არა აქვს უფლება ასე მკვეთრდა ჩაერიოს სუვერენული ქვეყნის საქმეებში. არც მეგობარს არა აქვს ასეთი ფრომით მომმართოს მე ჩემი ოჯახის საქმეებში. მეგობრობას აქვს რაღაც ზღვარი, რომლის იქით თვითონაც არ უნდა გადავიდეს. მე არ ვეთანხმები ამერიკის ელჩის განცხადებას და მგონია, რომ ბოდიშიც უნდა მოიხადოს", - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

წულუკიანი აშშ-ის ელჩისგან განმარტებებს ითხოვს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 06 ნოემბერი 2015 15:02

იუსტიციის მინისტრი საჯარო რეესტრის მიერ რუსთავი 2-ის დროებით მმართველებთან დაკავშირებით მოსამართლე თამაზ ურთმელიძის მიერ მიღებული გადაწყვეტილების რეგისტრაციაში გატარების თაობაზე განმარტებებს აკეთებს.

თეა წულუკიანის მტკიცებით, მოსამართლის გუშინდელი გადაწყვეტილება რეესტრში შევიდა დღისგანმავლობაში და არა ღამე, როგორც მისი თქმთ, ამას ამბობს ზოგიერთი წარმომადგენელი რესპუბლიკური პარტიიდან და საერთაშორისო თანამეგობრობიდან.

"საჯარო რეესტრმა ეს გადაწყვეტილება აღსასრულებლად მიიღო, გუშინ 5 ნოემბერს, 16 საათზე. 7-ის წუთებზე, როგორც ამას ნებისმიერი რიგით შემთხვევაში ვაკეთებთ, ეს გადაწყვეტილება იქნა საჯარო რეესტრის ვებ გვერდზე გამოქვეყნებული, რადგან არაფერი არ არის დასამალი, როდესაც საჯარო რეესტრში დოკუმენტაცია შემოდის.

დღეს დილით საჯარო რეესტრმა აღასრულა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც შუალედური, დროებითი ხასიათის გადაწყვეტილებაა და დროებით მმართველებად მოცემული კერძო კომპანიისა, დარეგისტრირდნენ დვალი და საყევარიშვილი. ეს არის დროებითი გადაწყვეტილება, რომლის აღსრულებას ევალებოდა საჯარო რეესტრს," - განმარტა თეა წულუკიანმა. 

იუსტიციის მინისტრი დღესვე ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მოსამართლის გუშინდელ განჩინებაზე გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა. უწყების ხელმზღვანელი განმარტებებს ითხოვს.

"მინდა მეგობრულად ვთხოვო აშშ-ის საელჩოს საქართველოში, რომ განმიმარტოს რას ნიშნავს ღამით მომხდარი პროცესები და ხელი დამიდოს იმ დოკუმენტზე, იმ პროცესზე, რომელიც სახელმწიფომ განახორციელა ღამით. მე ველოდები პასუხს, რადგან შეშფოთებით ვნახე ის განცხადება, რომელიც აშშ-ის საელჩომ გააკეთა და რომელიც არაპირდაპირს აკნინებს იუსტიციის სამინისტრო საჯაროს რეესტრს, როგორც ინსტიტუტს," - აღნიშნა თეა წულუკიანმა.   

„მოხარული ვარ, რომ რუსთავი 2 ეთერშია“, - იან კელი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 02 ოქტომბერი 2015 15:22

„ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს  და დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მედიის დამოუკიდებლობას და აზრის თავისუფლებას“, - ასე გამოემხაურა რუსთავი 2-თან დაკავშირებით მიმდინარე მოლენებს აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, იან კელი.

„არ გვსურს ვიხილოთ პლურალისტული მედიაგარემო შეზღუდული. ჩვენ თვალყურს ვადევნებთ ამას. შეკითხვებსაც ვსვამთ. გვქონდა შეხვედრები მინისტრებთან, პარლამენტის წევრებთან. ვაკვირდებით აქტიურად პროცესებს და მოხარული ვარ, რომ რუსთავი 2 ეთერშია“, - განაცხადა იან კელიმ.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აპრილი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური