ამერიკაში 15 მილიონი დოზა ვაქცინა ნაგავში გადაიყარა

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
პარასკევი, 02 აპრილი 2021 12:00

აშშ-ის ქალაქ ბალტიმორში, ფარმაცევტული კომპანია Johnson & Johnson-ის მიერ წარმოებული კოვიდ-19-ის დაახლოებით 15 მილიონი დოზა ვაქცინა, მის სხვა კომპონენტებში შერევის გამო გაფუჭდა და ნაგავში გადაიყარა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "TRT-ქართული" New York Times– ზე დაყრდნობით ავრცელებს.

New York Times – ის თანახმად, ბალტიმორის ფარმაცევტულ ქარხანაში, სადაც Johnson & Johnson's და  AstraZeneca-ს ვაქცინებს ამზადებენ, მათი სხვა კომპონენტებში  შერევის გამო, 15 მილიონი დოზა ვაქცინა უვარგისი გახდა და ნაგავში გადაიყარა.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) გამოძიება დაიწყო.

 

ამერიკის 46-ე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ფიცი დადო

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 21 იანვარი 2021 11:38

ამერიკის შეერთებულ შტატებში 3 ნოემბრის არჩევნების შემდეგ ახალმა ადმინისტრაციამ მოვალეობის შესრულება დაიწყო. ამის თაობაზე სააგენტო "TRT-ქართული" წერს.

მათი ინფორმაციით, არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და არჩეულმა პირველმა ქალმა ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა ფიცი დადეს და თავიანთი მოვალეობების შესრულება დაიწყეს.

ინაუგურაციის ცერემონიის დაწყებამდე ჯო ბაიდენი და კამალა ჰარისი ვაშინგტონში მოციქულ წმინდა მათეს სახელობის ტაძარში მივიდნენ,საიდანაც კონგრესის შენობაში გადავიდნენ.

აქ კი თურქეთის დროით 20:00 საათზე ჯო ბაიდენმა აშშ-ს 46-ე პრეზიდენტის რანგში, ხოლო კამალა ჰარისმა 49-ე ვიცე-პრეზიდენტის რანგში ფიცი დადეს.

ახალმა პრეზიდენმა ფიცის დადების შემდეგ განაცხადა: „დღეს დემოკრატიის, ისტორიის და იმედის დღეა.“

მან გაავრცელა გზავნილი, რომ ქვეყანა სირთულეების გადალახვას „ერთიანობით“ შესძლებს.

”ჩვენ აღვადგენთ ჩვენს ალიანსურ ურთიერთობებს და კიდევ ერთხელ დავამყარებთ მჭიდრო კავშირებს მსოფლიოსთან.” - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

შემდეგ კი პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი და მათი მეუღლეები სამხედროებს მიესალმნენ.  

საზეიმო კონტიგენტის მისალმება, რომელიც სამხედრო ტრადიციაა, სიმბოლოა ძალაუფლების ახალი მთავარსარდლისთვის მშვიდობიანად გადაცემისა.

სამხედრო ტრადიციაა, სიმბოლოა ძალაუფლების ახალი მთავარსარდლისთვის მშვიდობიანად გადაცემისა.

ჯო ბაიდენი მისალმების შემდეგ თეთრ სახლში გადავიდა, სადაც პრეზიდენტის რანგში პირველ გადაწყვეტილებებს ხელი მოაწერა.

მაიკ პომპეოს ვიზიტი კიდევ ერთხელ მიუთითებს რომ საქართველოში იქნება მეტი ამერიკა - ზალკალიანი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 23 დეკემბერი 2020 14:24

ამერიკის შეერთებული შტატები (აშშ) განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას - ასეთი იყო სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს გზავნილი საქართველოსთვის, 17-18 ნოემბერს განხორციელებული  ვიზიტისას“ - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა დავით ზალკალიანმა  ევროპასთან ინტეგრაციის, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ერთობლივი სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, მაიკ პომპეოს ვიზიტი კიდევ ერთხელ მიუთითებს რომ საქართველოში იქნება მეტი ამერიკა და საქართველო დარჩება ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარ საყრდენად რეგიონში. ამასთან, ეს ვიზიტი ადასტურებს აშშ-სა და საქართველოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის სიმტკიცეს, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ჩვენი ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული განვითარებისა და ევროპული და ევრატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების ურყევ მხარდაჭერას.

როგორც ზალკალიანმა ხაზგასმით აღნიშნა, საქართველოს მთავრობა ინტენსიურად გააგრძელებს მუშაობას აშშ-ს ახალ ადმინისტრაციასთან, რათა კიდევ უფრო განმტკიცდეს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ყველა მიმართულებით დაფიქსირებული მიღწევები და გაძლიერდეს აშშ-ს ყოფნა და ჩართულობა, როგორც საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე, ეკონომიკური განვითარების პროცესში.

საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა განსაკუთრებული ყურადღება  აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტზე გაამახვილა. 20201 წლის ავტორიზაციის აქტი, მისი თქმით,  საქართველოსთვის მნიშვნელოვან მხარდამჭერ გზავნილებს შეიცავს როგორც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცების, ასევე, ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით. კერძოდ, დოკუმენტში ნათქვამია, რომ აშშ-მა უნდა განაგრძოს საქართველოს უსაფრთხოების მრავალდარგობრივი მხარდაჭერა, მათ შორის, თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების გზით, რათა ხელი შეუწყოს ქვეყნისა და მთლიანად  რეგიონის სტაბილურობას.

მინისტრობის კანდიდატმა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზეც ვრცლად ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ საქართველოსადმი აშშ-ის კონგრესის ორპარტიული მხარდაჭერა  2020 წელს არა მარტო შენარჩუნდა, არამედ კიდევ უფრო განმტკიცდა. მისი თქმით, აშშ კონგრესის მხრიდან საქართველოს მხარდამჭერ არაერთ განცხადებასთან ერთად, განსაკუთრებით საყურადღებოა აშშ-ის კონგრესის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი დაფინანსება, რომელმაც 2020 წელს 132 025 000 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც ბოლო 5 წლის მანძილზე 50 მილიონიან ზრდას წარმოადგენს.

როგორც ზალკალიანმა ხაზგასმით აღნიშნა, ეს დაფინანსება აშშ-ის კონგრესში საქართველოს მიმართ არსებული მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერის მკაფიო დადასტურებაა.

საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ასევე ვრცლად ისაუბრა  ეკონომიკურ სფეროში ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობაზე. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საინვესტიციო და სავაჭრო ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცების საკითხზე. ხაზი გაესვა აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების საკითხზე მუშაობის მნიშვნელობას, რომელიც ინტენსიურად გაგრძლედება. ზალკალიანის განცხადებით, აშშ-თან როგორც სტრატეგოულ პარტნიორთან, აუცილებელია სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების იმავე დონეზე აყვანა, რა დონეზეც უკვე გვაქვს პოლიტიკურსა და უსაფრთხოების სფეროებში კავშირები.

 

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მაღალ დონეზე განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების საკითხები

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 18 ივნისი 2020 21:45

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მაღალ დონეზე განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების საკითხები.
ჩინეთის საერთაშორისო რადიოს ცნობით, ჰავაის კუნძულზე ამერიკული მხარის ინიციატივით შედგა შეხვედრა ჩინეთის კომპარტიის პოლიტბიუროს ცენტრალური კომიტეტის წევრ, საგარეო საქმეთა ცენტრალური კომიტეტის კანცლარიის ხელმძღვანელ იან ცზეჩისა და აშშ-ს სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს შორის.
მხარეებმა ღრმა მოსაზრება გაცვალეს ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობებზე, ასევე იმსჯელეს საერთაშორისო და რეგიონალური საკითხებზე. ორივე მხარემ სრულად განმარტა საკუთარი პოზიციები და დიალოგს კონსტრუქციული უწოდა.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ ძალისხმევას არ დაიშურებენ ორი ქვეყნის ხელმძღვანელთა მიერ მიღწეული შეთანხმებების ცხოვრებაში გასატარებლად, ასევე გააგრძელებენ ურთიერთკონტაქტებს მაღალ დონეზე და შეინარჩუნებენ ურთიერთთანამშრომლობის არსებულ დონეს.

აშშ საქართველოს გადასცემს $1.1 მილიონ დოლარს ჯანდაცვის სფეროს დასახმარებლად

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
ორშაბათი, 30 მარტი 2020 11:19

ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს გადასცემს $1.1 მილიონ დოლარს ჯანდაცვის სფეროს დასახმარებლად. ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ადმინისტრაცია იტყობინება.

"კერძოდ, დაფინანსება მოხმარდება ლაბორატორიული სისტემების მომზადებას, ეპიდემიოლოგიური გამოკვლევებისა და მეთვალყურეობას, ტექნიკურ ექსპერტთა დახმარებას და მომზადება, ინფორმაციის გაცვლას და სხვა", - ნათქვამია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ადმინისტრაციის განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 722 000-ს აჭარბებს, გარდაცვლილია 34 000-მდე ადამიანი.

Worldometers-ის მონაცემებით, ყველაზე მეტი შემთხვევა დადასტურებულია აშშ-ში - 142 070 ადამიანი, იტალიაში - 97 689, ჩინეთში - 81 470, ესპანეთში - 80 110 და გერმანიაში - 62 435 ადამიანი.

რაც შეეხება გარდაცვლილთა სტატისტიკას, 10 779 ლეტალური შემთხვევაა რეგისტრირებული იტალიაში, 6 803 - ესპანეთში, 3 304 - ჩინეთში, 2 640 - ირანში, 2 606 საფრანგეთში და 2 484- აშშ-ში.

 

ამერიკის მეგობართა კლუბი სოლიდარობას უცხადებს ამერიკელ ხალხს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 10 სექტემბერი 2016 21:27

ამერიკის მეგობართა კლუბი სოლიდარობას უცხადებს ამერიკელ ხალხს და ხვალ 11 სექტემბერს განახორციელებს პროექტს „თავისუფლების ხე“, რომელიც ეძღვნება, 2001 წლის 11 სექტემბრის ტრაგედიის მეთხუთმეტე წლისთავს. ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია ფოტო გამოფენა და 9/11-ისადმი მიძღვნილი მატჩი ბეისბოლში საქართველოს ნაკრების მონაწილეობით. 11 სექტემბრის ტერაქტის დროს დაღუპული ამერიკელი მეხანძრეების პატივსაცემად, სოლიდარობის მიზნით ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრეები.

ღონისძიებაზე მოწვეული არიან საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საქართველოს მთავრობის და პარლამენტის წევრები, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეები.

9/11-ის ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია. გთხოვთ გვეწვიოთ და ერთად გამოვხატოთ სოლიდარობა ამერიკელი ხალხის მიმართ.

9/11 ისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება კვირას, 11 სექტემბერს დღის 2:00 სათზე. მისამართი: ასათიანის ქ. 7ა. (ბენდელას სახელობის სტადიონი)
ღონისძიების ოფიციალური პარტნიორია, ქ.თბილისის მერია და აშშ-ის საელჩო საქართველოში.

ამერიკელი ანალიტიკოსები რუსეთისთვის სანქციების მოხსნაზე

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 23 თებერვალი 2016 11:58

არ მოხსნან რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები და გააძლიერონ ბალტიისპირეთის სახელმწიფოების უსაფრთხოება- ამერიკელი ანალიტიკოსები  შეერთებული შტატების და ევროკავშირის ლიდერებს მოუწოდებენ.  განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, ჯონ ჰერბსტმა,  ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში მოხსენების დროს გააკეთა. 

„პუტინის განზრახვა ძალიან მარტივია და ამას გარკვევით ადასტურებს. მას სურს ცივი ომის შემდგომი წესრიგის დამთავრება ევროპაში და ახალი წესრიგის დამყარება. რუსები საუბრობენ ევროპისა და ევრაზიისთვის უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაზე. დასავლეთმა უნდა გაიგოს, რასაც ვამბობ. ამის გაგება უფრო ადვილია ახლა, ვიდრე შარშან იყო. სერიოზულობას მოკლებულია ევროკავშირის მნიშვნელოვანი მოთამაშეების მხრიდან სანქციების შესუსტებაზე საუბრის დაწყება, ვიდრე რუსეთი უკრიანიდან არ გავა. ჩვენ უნდა გადავდგათ სერიოზული ნაბიჯები ნატოში აღმოსავლეთ წევრების, კერძოდ კი ბალტიისპირეთის ქვეყნების გასაძლიერებლად. ჩვენ რაც შეიძლება მტკივნეული უნდა გავხადოთ კრემლისთვის უკრაინაში ყოფნა, რათა ისინი იქიდან დამარცხებულები გავიდნენ“, - განაცხადა ჰერბსტმა.

რუსეთის აგრესიაზე საუბრის დროს ჰერბსტი ყოველთვის ერთ კონტექსტში განიხილავს საქართველოს და უკრაინას და რუსეთთან დასავლეთის მკაცრი მიდგომის მომხრეა. ამერიკელი დიპლომატი ამბობს, რომ დღევანდელი პრობლემა – რუსეთის ევროპისთვის საფრთხედ გადაქცევა, სათავეს გაცილებით ადრე, ვარდების და ნარინჯისფერი რევოლუციებიდან იღებს, როდესაც ქართველმა და უკრაინელმა ხალხმა თავიანთი მომავალი აირჩია.

„საბჭოთა კავშირის დანგრევიდან 2 წელიწადზე ნაკლებ დროშო რუსეთს უკვე ჰქონდა გაყინული კონფლიქტების სტრატეგია, მის მეზობელ ქვეყნებში გავლენის სფეროების დასამკვიდრებლად. პრობლემები, რომელთა წინაშეც დღეს ვდგავართ, 2014 წელს მოულოდნელად არ გაჩენილა. არც 2008 წელს, როდესაც კრემლმა საქართველო დაანაწევრა, ან 2007 წელს, როდესაც ესტონეთის წინააღმდეგ კიბერშეტევა განახორციელა. გადამწყვეტი მომენტი პუტინისთის იყო უკრაინის ნარინჯისფრი რევოლუცია, იქამდე კი, 2003 წლის ნოემბერში ვარდების რევოლუცია საქართველოში. ამ მოვლენებმა დაარწმუნა პუტინი, რომ დასავლეთი რუსეთის იმპერიას ანგრევდა და მას არ დაუნახავს, რა ხდებოდა საქართველოში და უკრიანაში, სადაც ხალხი მათი მომავლის შესახებ არჩევანს აკეთებდა“, - განაცხადა ჰერბსტმა.

ევროპელი დიპლომატები განმარტავენ, რომ უკრაინა აღმოჩნდა რუსეთთან დამოკიდებულების შეცვლის მთავარი მომენტი და არა საქართველო, რომლის წინააღმდეგ განხორციელებულ რუსეთის აგრესიას თავის დროზე სათანადო ყურადღება არ მიაქციეს.

 

ანალიტიკოსები ამერიკის დაზვერვის სამსახურის შეფასებას ეხმაურებიან

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 10 თებერვალი 2016 14:37

ამერიკის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის მიერ სენატში საქართველოს შესახებ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურებიან ანალიტიკოსები.

ჯეიმს კლეპერის განცხადებით, ქვეყანამ ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით ძალისხმევა შესაძლოა შეაჩეროს. მიზეზად რუსეთის პროპაგანდა და ზეწოლის მოსალოდნელი ზრდა სახელდება.

ამ საკითხზე შეფასება გააკეთა საქართველოს ატლანტიკური საბჭოს გამგეობის თავმჯდომარემ.

„პირველი პოლიტიკური არასტაბილურობა და პოლიტიკური პოლარიზაციის პრობლემა, მეორე, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური პრობლემები და ეკონომიკური გამოწვევებია. მესამე რუსული პროპაგანდა და ზეწოლა, რომელიც სავარაუდოდ, იქნება საქართველოზე იმისათვის, რომ საქართველომ გადაუხვიოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსს,“ - აცხადებს დავით სიხარულიძე. 

ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატთა წინასაარჩევნო კამპანია დაიწო

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 01 თებერვალი 2016 12:51

ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატთა წინასაარჩევნო კამპანია მნიშვნელოვან ფაზაში გადადის. დღეს აიოვას შტატში შიდაპარტიული არჩევნები იწყება, რომელიც 5 თვეს გაგრძელდება. კანდიდატები ამ ხნის განმავლობაში ამომრჩევლნებს შეხვდებიან და შეეცდებიან უფრო მეტი მხარდამჭერის მოგროვებას პრაიმერიზისთვის, რომელიც ზაფხულში გაიმართება.

აიოვას შემდეგ სასურველ კანდიდატს პარტიის აქტივისტები ხმას ნიუ ჰემფშირში მისცემენ. ორივე შტატის მონაცემებს პრაიმერიზისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება. ხმის მიცემის დაწყებამდე კანდიდატებმა მომხრეებთან ბოლო შეხვედრები გამართეს. რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა მხარდამჭერებს ოჯახი წარუდგინა, დემოკრატი ბენ სანდერსი კი სცენაზე მუსკალურ ჯგუფს შეუერთდა და მათთან ერთად იმღერა.

ამერიკა წყალდიდობას ებრძვის

გამოქვეყნებულია მსოფლიო
კვირა, 03 იანვარი 2016 11:35

9 მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. მდინარე მისისიპში წყლის დონემ ბოლო წლების რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ამის შესახებ "TRT-ქართული" წერს.
ტენესისა და ილინოისის შტატებში მდინარეები ადიდდა, ასობით ადამიანი იძულებული გახდა საცხოვრებელი მიეტოვებინა.
ამერიკის ცენტრალურ დასავლეთ რეგიონებში კვირის ბოლოდან მოყოლებული მომხდარ წყალდიდობებს 28 ადამიანი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მომდევნო დღეებში წყალდიდობა შესაძლოა სამხრეთ რეგიონებშიც მოხდეს.

გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აპრილი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური