"ამბასადორიალზე" ელჩების ყოველწლიური შეხვედრა დღეს დასრულდება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 29 ივლისი 2016 13:27

საქართველოს ელჩების ყოველწლიური შეხვედრა დღეს დასრულდება.ამბასადორიალის მეხუთე დღეს ვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს მთავრობის მეთაური შეხვდება.ელჩებს ექნებათ შესაძლებლობა მოისმინონ საქართველოს ხელისუფლების საგარეო კურსის პრიორიტეტების დეტალები და მიიღონ პასუხები უშუალოდ მთავრობის მეთაურისგან საგარეო პოლიტიკის ყველა დეტალზე.ამბასადორიალი შემაჯამებელი პრესკონფერენციით დასრულდება, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრი გამართავს.

„ამბასადორიალი 2016“ - დიპლომატები თემატურ და რეგიონულ სამუშაო შეხვედრებს გამართავენ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 28 ივლისი 2016 16:26

„ამბასადორიალი 2016“ გრძელდება. მე-3 დღეს სამუშაო შეხვედრები იმართება. დიპლომატები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, რეგიონში არსებულ და გლობალურ პრობლემებზე მსჯლეობენ. საუბარი შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს. დოპლომატები საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური სტრქტურებისკენ მისწრაფებას მხარდაჭერას კიდევ ერთხელ უცხადებენ. დღის ბოლოს დელეგატებს საქართველოს პრეზიდენტი შეხვდება, სადაც საგარეო მიმართულებით არსებული პროცესები განიხილება.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე “ამბასადორიალი 2016-ის" გახსნაზე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 26 ივლისი 2016 12:37

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი თბილისში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელების ყოველწლიურ შეხვედრას - “ამბასადორიალი 2016” დაესწრო. 

ღონისძიება, რომელიც პარლამენტში მოეწყო, მისასალმებელი სიტყვით  საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გახსნეს.

ცერემონიას დედაქალაქის მერი, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, ასევე აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელები და საგანგებო დავალებათა ელჩები ესწრებოდნენ.  

ოფიციალური გახსნითი ნაწილის შემდეგ ,,ამბასადორიალი’’ სამუშაო სესიებით გაგრძელდა, რომლის ფარგლებშიც  ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკის სხვადასხვა მიმართულებები და ხელისუფლების მიერ განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმები განიხილება. 

“ამბასადორიალი 2016” 29 ივლისს დასრულდება.

ამბასადორიალები საუკეთესო საშუალებაა ერთობლივად დავგეგმოთ განსახორციელებელი ღონისძიებები,- თინათინ ხიდაშელი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 26 ივლისი 2016 12:08

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი თბილისში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელების ყოველწლიური შეხვედრის - ამბასადორიალის გახსნის ცერემონიალს დაესწრო. ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გახსნეს. 

ოფიციალური გახსნითი ნაწილის შემდეგ ამბასადორიალი სამუშაო სესიებით გაგრძელდება, რომლის ფარგლებშიც განიხილავენ ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკის სხვადასხვა მიმართულებებს, ხელისუფლების მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებს. სესიებზე მომხსენებლის სტატუსით, მოწვეულნი არიან საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები.

„ეს ღონისძიება ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ყოველწელს გვაქვს შესაძლებლობა ჩვენს დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან ვისაუბროთ განვლილი წლის შედეგებზე და ხარვეზებზე, რომელიც მარტივად გამოსწორებადია. ასევე, რაც ყველაზე უფრო მთავარი და მნიშვნელოვანია გვაქვს შესაძლებლობა დავგეგმოთ შემდეგი წელი. ვფიქრობ, რომ ვარშავის სამიტის ფონზე და ვიზალიბერალიზაციის გზაზე ჯერ კიდევ გადასადგმელი ნაბიჯების გათვალისწინებით, სამი დღის განმავლობაში სასაუბრო ძალიან ბევრი გვაქვს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა დიპლომატიურმა კორპუსმა, ისევე როგორც უწყებებმა ადგილზე, უკვე ხვალიდან, დავიწყოთ მზადება ბრიუსელის მომავალი წლის სამიტისთვის. ეს დრო ძალიან სწრაფად გარბის და ასეთი ამბასადორიალები საუკეთესო საშუალებაა ერთობლივად დავგეგმოთ განსახორციელებელი ღონისძიებები, ვინაიდან ეს პროცესი მხოლოდ ბრიუსელში არ იმართება. უზარმაზარია ორმხრივი ფორმატების როლი და როდესაც ყველა ელჩი ადგილზეა, გაცილებით უფრო ადვილია შედეგზე ორიენტირებული დაგეგმვის განხორციელება,“ - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

კონფერენციის მეორე დღეს, მეოთხე პანელი საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებული საკითხების განხილვას დაეთმობა. აღნიშნულ სამუშაო სესიაზე, მომხსენებლის სტატუსით, საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი წარსდგება.

ამბასადორიალის გახსნის ცერემონიას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს ხელმძღვანელი პირები, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელები და საგანგებო დავალებათა ელჩები დაესწრებიან.

წელს პირველად ამბასადორიალის ფარგლებში გაიმართება საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა შეხვედრა საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის წარმომადგენლებთან. ელჩების შეხვედრა ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან და ეკონომიკური დიპლომატიის შესახებ სამუშაო სესია გაიმართება საქართველოს ტექნოლოგიური პარკში. ელჩებისთვის საქართველოს ტურისტული შესაძლებლობების შესახებ ასევე სპეციალურ პრეზენტაციას გამართავს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.
საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრება - ამბასადორიალი 29 ივლისს დასრულდება.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე “ამბასადორიალი 2016-ის" გახსნაზე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 26 ივლისი 2016 12:45

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი თბილისში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელების ყოველწლიურ შეხვედრას - “ამბასადორიალი 2016” დაესწრო. 

ღონისძიება, რომელიც პარლამენტში მოეწყო, მისასალმებელი სიტყვით  საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გახსნეს.

ცერემონიას დედაქალაქის მერი, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, ასევე აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელები და საგანგებო დავალებათა ელჩები ესწრებოდნენ.  

ოფიციალური გახსნითი ნაწილის შემდეგ ,,ამბასადორიალი’’ სამუშაო სესიებით გაგრძელდა, რომლის ფარგლებშიც  ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკის სხვადასხვა მიმართულებები და ხელისუფლების მიერ განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმები განიხილება. 

“ამბასადორიალი 2016” 29 ივლისს დასრულდება.

"ამბასადორიალი 2015" გრძელდება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 03 სექტემბერი 2015 12:43

საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრა - "ამბასადორიალი" გრძელდება. დღეს სხდომას საგარეო საქმეთა მინისტრი წარუძღვება.

"ამბასადორიალზე"რეგიონულ უსაფრთხოებასა და არსებულ გამოწვევებზე, ასევე ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე იმსჯელებენ.

"ამბასადორიალი" გუშინ გაიხსნა. ის ხვალ შემაჯამებელი შეხვედრით და პრემიერთან მიღებით დასრულდება.

 

შინაგან საქმეთა მინისტრი ყოველწლიური ამბასადორიალის გახსნის ცერემონიას დაესწრო

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 02 სექტემბერი 2015 13:16

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და მთავრობის სხვა წევრებთან ერთად, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური ამბასადორიალის გახსნის ცერემონიას დაესწრო. ღონისძიების გახსნისას მონაწილეებს სიტყვით მიმართეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. ამბასადორიალის გახსნის ცერემონიას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები დაესწრნენ.

წელს ამბასადორიალზე მსჯელობა გაიმართება ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე და ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებზე, ასევე შეფასდება დიპლომატიური სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობა და განისაზღვრება მომდევნო წლის საქმიანობის პრიორიტეტები.

საქართველოს პრეზიდენტი „ამბასადორიალი -2015“ ჩატარებას მიესალმება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 02 სექტემბერი 2015 10:36

საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება  საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრის  - „ამბასადორიალი -2015“ ჩატარებას.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ჩვენს ქვეყანას აქვს ისტორიული მისია, იქცეს იმ ევროპულ სახელმწიფოდ, რომელიც იმავდროულად ევროპასა და აზიას შორის  თანამშრომლობის სივრცეს წარმოადგენს. ეს მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ფუნქციაა, რომლის განვითარებას სწორედ საქართველოს დიპლომატიური კორპუსის ძალისხმევა ესაჭიროება.

მისი თქმით, მსოფლიო ახალი წესრიგის ძიებაშია, ამიტომ აღნიშნულმა კიდევ უფრო აქტიურად წარმოაჩინა ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც ვდგავართ დღეს და ვიქნებით ახლო მომავალში.

„ჩვენ ზუსტად უნდა ვაფასებდეთ ვითარებას და ვმოქმედებდეთ სტრატეგიით, რომელიც არამხოლოდ მომხდარზე რეაგირებას, არამედ სამომავლო სცენარების წინასწარ გათვლას ეფუძნება და პროაქტიური საგარეო პოლიტიკის წარმოებას ითვალისწინებს“,-აღნიშნავს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყნის უსაფრთხოება და კეთილდღეობა უშუალოდაა დაკავშირებული მის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან.

„ერთი წლის განმავლობაში ბევრი გაკეთდა ამ მიმართულებით. ნატოს უელსის სამიტი, ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების პროცესი და ამ შეთანხმების ამოქმედება, მნიშვნელოვანი პროგრესი ვიზა ლიბერალიზაციის საკითხში - ეს ყოველივე არასრული ჩამონათვალია იმ წინგადადგმული ნაბიჯებისა, რომელმაც ხელი შეუწყო ჩვენი ქვეყანის განვითარებას, მაგრამ კიდევ უფრო მეტი გვმართებს ინტეგრაციული პროცესების გასაძლიერებლად და ევროატლანტიკური სივრცის თითოეულ სახელმწიფოსთან ურთიერთობების გასაღრმავებლად“,-აღნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.

პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ამბასადორეალის ფარგლებში დიპლომატები მუშაობისას განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებენ ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანეს საკითზებზე,  ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებასა და განვითარებაზე, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და დეოკუპაციის პრობლემატიკასა და საერთაშორისო არენაზე საქართველოს კიდევ უფრო ღირსეულად წარმოჩენაზე.

ვაგრძელებთ პრაგმატულ პოლიტიკას რუსეთთან, - გიორგი კვირიკაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 02 სექტემბერი 2015 10:15

"მიუხედავად პრობლემებისა, კვლავ ვაგრძელებთ პრაგმატულ პოლიტიკას რუსეთთან. უსაფრთხოებისა და პოლიტიკის თემებზე მოლაპარაკებები, ბუნებრივია, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში გაგრძელდება, ხოლო ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ მიმართულებებზე სპეციალური წარმომადგენლები იმუშავებენ", -  ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ შეხვედრაზე ისაუბრა.
 

„ამბასადორიალი - 2015" გაიხსნა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 02 სექტემბერი 2015 09:53

საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრა  ”ქორთიარდ მერიოტში” ოფიციალურად გაიხსნა. „ამბასადორიალი - 2015-ის" მონაწალეებს პრემიერ-მინისტრი სიტყვით მიმართავს.

 

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური