ალეკო ელისაშვილი ეკა ბესელიაზე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 23 დეკემბერი 2015 10:25

საკრებულოს დეპუტატი ალეკო ელისაშვილი მთავარი პროკურორის პირველ მოადგილეს გიორგი გოგაძეს ბრალის დაფარვაში ადანაშაულებს და ითხოვს შეუჩერდეს უფლებამოსილება გამოძიების დასრულებამდე.

ელისაშვილი ასევე ითხოვს ვიცე-სპიკერის უფლებამოსილება შეუჩერდეს კობახიძეს, ბესელიას კი საპროკურორო საბჭოს წევრობა

“სანამ ბოლომდე არ გაანადგურებენ მტკიცებულებებს ამის ლოდინს არ ვაპირებ და მივმართავ პარლამენტს, რომ შეიქმნას რეგლამენტის და კონსტიტუციის მიხედვით, დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელთანაც ვითანამშრომლებ. ეკა ბესელიამ მე რაც არ უნდა დამწამოს, მე მას დავუმტკიცებ იმას, რასაც ვეუბნები. დღეს არ მოხერხდება ეს და ჩაფარცხავს ხელისუფლება, მაშინ მალე იქნება არჩევნები, შეიცვლება ხელისუფლება და შემდეგ იქნება,“ - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

უფლებადამცველი,გიორგი გაბედავას სკანდალური ფეისბუქ პოსტი ალეკო ელისაშვილზე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 21 დეკემბერი 2015 11:38

ვანო ჩხარტიშვილი აფინანსებს ელისაშვილის წივილ-კივილს და ტვინს ურევს საქართველოს პრეზიდენტს, – ამის შესახებ უფლებადამცველი გიორგი გაბედავა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს.
უფლებადამცველი ვანო ჩხარტიშვილის წინააღმდეგ ხვალ მშვიდობიანი აქციის გამართვას გეგმავს, სადაც ახალგაზრდები პრეზიდენტს მოუწოდებენ, რომ ჩხარტიშვილის ავანტიურაში არ გაეხვეს.
ამასთან, გაბედავას ინფორმაციით, ჩხარტიშვილმა საქართველოს მოსახლეობის მიერ შეტანილი ანაბრები მოიპარა და საჭიროა, პროკურატურამ გამოძიება დაიწყოს.
„მეგობრებო, მინდა ყველას შეგახსენოთ ნაძირალა ვანო ჩხარტიშვილი, რომელმაც საქართველოს მოსახლეობის ანაბრები მოიპარა და ამის შემდეგ გახდა ბიზნესმენი! ადამიანი, რომელიც ბადრი პატარკაციშვილის საეჭვო ვითარებაში გარდაცვალების შემდეგ უფრო გამდიდრდა! ადამიანი, რომელიც ჩემი ინფორმაციით, აფინანსებს ალეკო ელისაშვილის წივილ-კივილს, პოლიტპატიმრებისათვის ჩრდილის მიყენებას და მეორეს მხრივ, ტვინს ურევს საქართველოს პრეზიდენტს, რაც უკვე ნათლად გამოჩნდა ბევრ შემთხვევაში…
მას ასევე ერთი წლის წინ ჰქონდა მცდელობა, გადაებირებინა პრეზიდენტი, რათა შეექმნათ პარტია და მოსულიყო ხელისუფლებაში, ეს არ გამოუვიდა საბედნიეროდ, ახლა ის ცდილობს, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გახდეს და ამისთვის არ იშურებს არც ფინანსებს და არც აფერისტობას!!! მან შეიძინა აპარატურა ტელეკომპანია “მზის” ასამუშავებლად, რათა ჰქონდეს თავისი სატელევიზიო ტრიბუნა, და საბოტაჟს შეუწყოს ხელი, რომელშიც ეხმარება ელისაშვილი და სხვა მსგავსი პოპულისტი ათას საოხრეზე გადავლილი პოლიტიკოსები!!!
სამშაბათს, შუადღეს, შევიკრიბებით ახალგაზრდები და გავმართავთ ინფორმაციულ და მშვიდობიან აქციას, და მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს, რომ არ გაეხვეს ვანო ჩხარტიშვილის ავანტიურაში!!!
ასევე მაქვს ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილი აპირებს არჩევნების დროს მას ჩააბაროს გურიის საარჩევნო ოლქი, მასაც მოვუწოდებ, რომ თავი შეიკავოს ამ ავანტიურისტი ადამიანის რაიმენაირად მთავრობასთან დაახლოებისგან!!! ასევე მოვუწოდებ საქართველოს პროკურატურას, დაინტერესდეს ანაბრების თემით და დაიწყოს სამართლებრივი დევნა ვანო ჩხარტიშვილის წინააღმდეგ, რომელმაც მოიპარა საქართველოს მოსახლეობის მიერ შეტანილი ანაბრები, რომლის დაბრუნებასაც გვპირდებოდა მთავრობა!!!“, – წერს გაბედავა.

ალეკო ელისაშვილი მისი მოსალოდნელი ცემის შესახებ განცხადებას აკეთებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 19 დეკემბერი 2015 16:35

საკრებულოს დეპუტატი, ალეკო ელისაშვილი, მიიჩნევს, რომ მის უსაფრთხოებაზე სახელმწიფომ უნდა იზრუნოს.

ამის შესახებ ელისაშვილმა დღეს ნაციონალური მოძრაობის წევრის, ირმა ნადირაშვილის, მოწმის სტატუსით დაკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„ჩემზე მეტად უნდა დარდობდეს ხელისუფლება ჩემს უსაფრთხოებაზე, რომ ვიღაცამ ეს პოლიტიკური სპეკულაციებისთვის არ გამოიყენოს. მე არ მითქვამს, რომ ირმა ნადირაშვილი იტყუება. მე ეს არ ვიცი, იტყუება თუ არა. ახლა, როდესაც ძალიან ბევრი ცდილობს, რომ როგორღაც მიმაწებოს ნაციონალურ მოძრაობას, არანაირი ურთიერთობა მათთან არა მაქვს და ეს მეც მედიიდან მოვისმინე,“ - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

შეგახსენებთ,რომ ნაციონალური მოძრაობის წევრი, ირმა ნადირაშვილი, მოწმის სტატუსით დაკითხეს. გუშინ მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით ინფორმაცია დეპუტატმა შსს-ს მიაწოდა.

ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, ალეკო ელისაშვილის ცემა უსაფრთხოების სამსახურში იგეგმებოდა.

სამართალდამცველების განცხადებით, გამოძიება ამ საკითხზე ნიკა გვარამიასა და გიორგი გაბუნიას დაგეგმილი ცემის საქმესთან ერთად იძულების მუხლით მიმდინარეობს.

ელისაშვილის ტელეფონში მაღალჩინოსნების მესიჯები არ აღმოჩნდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 15 დეკემბერი 2015 17:33

"ალეკო ელისაშვილის მიერ პროკურატურაში მოტანილ მობილურ ტელეფონში არ აღმოჩნდა იმ მაღალჩინოსნების მესიჯები, რომლებსაც ის ასახელებს," - ამის შესახებ ჟურნალისტებს პროკურორმა, კოკა კაციტაძემ, განუცხადა.

მისი თქმით, ელისაშვილმა ტელეფონის ტექნოლოგიური ესქპერტიზა მოითხოვა, რომელიც  დაადგენს, ტელეფონში რა შინაარსის ინფორმაცია არსებობდა. 

კაციტაძის განმარტებით, ტელეფონში მესიჯები მართლაც იყო, თუმცა, მისივე განმარტებით, "ისინი შემხებლობაში არ არის მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან".

"ალეკო ელისაშვილმა დამატებითი დაკითხვისას წარმოადგინა მობილური ტელეფონი, რომელშიც უნდა ყოფილიყო იმ მაღალჩინოსნების სმს-ები, რომლებიც მან გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებებში დაასახელა. მისი თანდასწრებით მოხდა აღნიშნული ტელეფონის დათვალიერება, თუმცა არ აღმოჩნდა მაღალჩინოსნების მიერ გაგზავნილი სმს-ები," - განაცხადა კოკა კაციტაძემ.

გოგაძის და ბადაშვილის წინააღმდეგ გამოძიება უნდა დაიწყოს-ელისაშვილი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 09 დეკემბერი 2015 17:26

მთავარ პროკურატურაში საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის ალეკო ელისაშვილის დაკითხვა დასრულდა.

ჟურნალისტებთან საუბრისას, ელისაშვილი მთავარი პროკურორის გიორგი გოგაძის განცხადებას გამოეხმაურა და მას უსირცხვილო უწოდა.

დეპუტატი ადასტურებს, რომ პროკურატურაში ნამდვილად იყო მისული ერთ-ერთი სკოლის პედაგოგის საქმეზე. თუმცა როგორც ელისაშვილი ამბობს შეხვედრის დასრულების შემდეგ, მასთან შეხვედრის სურვილი გიორგი ბადაშვილმა გამოთქვა და სწორედ ამის შემდეგ შედგა საუბარი შეწყალების კომისიაში არსებულ მდგომარეობაზე.

„ჩემთვის პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რომ დაისაჯონ ის ადამიანები, რომლებიც ცდილობდნენ პატიმრების გამოშვებით ფული ეშოვათ. მეორე ამოცანა, რადგან ბატონი გოგაძე ასეთი უსირცხვილო და ლაჩარია, გოგაძის და ბადაშვილის წინააღმდეგ უნდა დაიწყოს მეორე გამოძიება გულგრილობის გამო. მათ ჩემგან, სხვა არხებისგან მიიღეს ინფორმაცია საშიშ დანაშაულთან დაკავშირებით“, - აცხადებს ელისაშვილი.

დეპუტატი მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ აღნიშნულ საქმეზე პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე და თავდაცვის მინისტრი დაიკითხონ.

ელისაშვილის განცხადება და პროკურატურის პასუხი

გამოქვეყნებულია სამართალი
ოთხშაბათი, 09 დეკემბერი 2015 12:24

უკვე ერთი საათია საგამოძიებო უწყებაში დაკითხვაზე იმყოფება საკრებულოს წევრი ალეკო ელისაშვილი, რიმელიც მმართველი გუნდის წევრების ფინანსურ დაინტერესებასა და კორუფციაზე საუბრობს.

პროკურატურაში მისი დაბარების მიზეზი  პატიმართა შეწყალებას და მათი გათავისუფლების საქმეში ხელისუფლების წარმომადგენელთა სავარაუდო ჩარევას ეხება.

საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა საგამოძიებო ორგანოში შესვლამდე კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მან ამ საკითხზე ინფორმაცია მთავარ პროკურატურას ჯერ კიდევ წელიწადნახევრის წინ მიაწოდა. 

მისივე თქმით, საქმეზე ქართული ოცნების გავლენიან პოლიტიკოსებზეა საუბარი. დეტალებზე ალეკო ელისაშვილი ჟურნალისტებთან არ საუბრობს. მისი თქმით, ყველაფერს იტყვის პროკურატურაში. საკრებულოს დეპუტატის განმარტებით, დღეს კიდევ ერთმა პირმა, რომელიც  ასევე იყო ინფორმირებული იყო ამ თემაზე, დაადასტურა, რომ ისიც მისცემს ჩვენებას საგამოძიებო ორგანოს.  

ალეკო ელისაშვილის განცხადებას კატეგორიულად უარყოფს მთავარი პროკურატურა.

გოგაძე ადასტურებს, რომ ის მართლა შეხვდა ელისაშვილს მისივე თხოვნის საფუძველზე და ამ შეხვედრას მისი თქმით, რაიონის ზედამხედველი პროკურორი და სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსის მოადგილეც ესწრებოდა.

„სიტყვა - შეწყალების კომისია საერთოდ არ ყოფილა ნახსენები. ამ პიროვნებას ერთხელ შევხვდი და ზუსტად ვიცი რა საკითხზეც ვესაუბრე,“ - განმარტა გიორგი გოგაძემ. 

ალეკო ელისაშვილი და ზვიად ქორიძე პროკურატურაში დაიბარეს

გამოქვეყნებულია სამართალი
ოთხშაბათი, 09 დეკემბერი 2015 10:15
თბილისის საკრებულოს ყოფილი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი და შეწყალების კომისიის ხელმძღვანელი, ზვიად ქორიძე პროკურატურაში, დაკითხვაზე დაიბარეს.
საქმე კონკრეტული პატიმრების გათავისუფლების საქმეში ხელისუფლების წარმომადგენელთა სავარაუდო ჩარევასა და კონკრეტული მსჯავრდებულების შეწყალებით მათ დაინტერესებას ეხება.
ელისაშვილი პროკურატურაში ხვალ გამოცხადდება.
რაც შეეხება ზვიად ქორიძეს,
შეწყალების კომისიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ თბილისში არ იმყოფება და მას შემდეგ, რაც დედაქალაქში ჩამოვა, ის პროკურატურას თავად დაუკავშირდება. 

ალეკო ელისაშვილი დავით ნარმანიას აკრიტიკებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 08 დეკემბერი 2015 15:28

თბილისის საკრებულოს წევრი ალეკო ელისაშვილი დავით ნარმანიას წლის ანგარიშს მერიის საქმიანობის შესახებ აკრიტიკებს და გაკვირვებას გამოთქვას იმ ფაქტით, რომ დედქალაქის მერმა პრეზენტაცია "რედისონში" გამართა, მაშინ, როცა ამის გაკეთება საკრებულოში სრულიად უფასოდ შეეძლო. "მერის კაბინეტში არის ყველაზე რთული ვითარება თბილისში, იმიტომ, რომ ძალიან არაადეკვატური ადამიანი ავსებს მერის სავარძელს და იღებს ხელფასს. კითხვა მე რაც გამოჩნდა დღეს იყო ის, რომ რედისონის დაქირავებაში რატომ გადაიხადა მერიამ ფული, როდესაც აქ საკრებულოში არის არაჩვეულებრივი უფასო სივრცე. ნახევარი მილიონი ხე დავრგეო დავით ნარმანიამ თქვა დღევანდელ შემაჯამებელ პრეზენტაციაზე, არ ვიცი, სადმე სხვა ქალაქის მერი ხომ არ არის დავით ნარმანია სადაც ხეებსაც რგავს, გზებსაც აგებს და ხიდებიც გაყავს და რაღაცეებს აკეთებს,. არ ვიცი ვეძებ ასეთ ქალაქს. თბილისი ყოველ შემთხვევაში ეს ქალაქი არ არის, სადაც ნახევარი მილიონი ახალი ხე დაიგო, ანუ უკვე თავის ილუზორულ სამყაროში ცხოვრობს დავით ნარმანია სადაც ყველაფერი კარგად არის, ხეები შრიალებენ, გზები დაგებულია, თავშესაფრები აქვთ სოციალურად დაუცველებს და ყველაფერი არის ბრძწინვალედ",-განაცხადა ალეკო ელისაშვილმა

 

გვერდი 3/ 3-დან

ბიზნეს ნიუსი

ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს - ნ. თურნავა

ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს - ნ. თურნავა

„ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს დ...

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« ოქტომბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური