ალეკო ელისაშვილის საქმის გამოძიება დასკვნით ეტაპზეა-მთავარი პროკურორი

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 29 იანვარი 2016 16:38

ალეკო ელისაშვილის შეწყალების კომისიაში ყოფნის პერიოდთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიება დასკვნით ეტაპზეა ,აცხადებს საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, შოთაძის თქმით  დარჩენილია მხოლოდ ექსპერტიზის დასრულება. ეს განცხადება შოთაძემ სტრასბურგში გააკეთა, სადაც ის სასამართლოებთან დაკავშირებულ კონფერენციას ესწრებოდა. 

"მე რომ წამოვედი ველოდებოდი ექსპერტიზის დასკვნას. მას შემდეგ რაც მზად იქნება ექსპერტიზის დასკვნა საგამოძიებო მოქმედებები დასრულებული იქნება და ჩვენ შეგვეძლოება საზოგადოებას მივაწოდოთ გამოძიების შედეგების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია.

შოთაძე ასევე განმარტა ალეკო ელისაშვილის ანასტასია ზაუტაშვითან ციხეში ვიზიტის სამართლებრივი გარემოებები და აღნიშნა, რომ ელისაშვილს ამისათვის პროკურატურის ნებართვა არ ესაჭიროებოდა.  

მანანა კობახიძე ალეკო ელისაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან კავშირს უარყოფს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 28 იანვარი 2016 13:49

პარლამენტის ვიცე სპიკერი მანანა კობახიძის ოფიციალურ გვერდზე მიმართვა ვრცელდება. კობახიძე ალეკო ელისაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან კავშირს უარყოფს და აცხადებს, რომ კომენტარი, რომლის "სქრინიც" ალეკო ელისაშვილმა დღეს გაავრცელა მას არ ეკუთვნის
"კოლეგებო, ჩემი სახელით რაღაც დაუპოსტავთ ელისაშვილის გვერდზე, ვაცხადებ ეს არ არის ჩემი და თუ რაიმე საეჭვო მიიღეთ პირადში ან საჯაროდ ჩემი სახელით, ეს არ იქნება ჩემგან გამოგზავნილი!"- წერს მანანა კობახიძე.

შეგახსენებთ,რომ შეწყალების კომისიის ყოფილმა ხელმძღვანელმა ალეკო ელისაშვილმა საკუთარ ფეისბუკზე მანანა კობახიძის მიერ დაწერილი კომენტარი გამოაქვეყნა. 

ალეკო ელისაშვილი საკუთარ ფეისბუკზე მანანა კობახიძის მიერ დაწერილ კომენტარს აქვეყნებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 28 იანვარი 2016 12:16

შეწყალების კომისიის ყოფილი ხელმძღვანელი ალეკო ელისაშვილი საკუთარ ფეისბუკზე მანანა კობახიძის მიერ დაწერილ კომენტარს აქვეყნებს:

„ეს კომენტარი მანანა კობახიძემ დაწერს გუშინ საღამოს ჩემს გვედზე, მერე მიხვდა რაც დაწერა და წაშალა. მაგრამ შევინახეთ ქალბატონო მანანა თქვენდა სამწუხაროდ ! ჯერ ლექსიკა ნახეთ პარლამენტის ვიცე სპიკერის, მერე შინაარსს დაუკვირდით: ახლა კი ორი მთავარი შეკითხვა - 1. საიდან იცის ეჭვმიტანილმა კობახიძემ რა ჩაიწერა გამოძიებამ? 2. და რაც მთავარია საიდან იცის ამ ჩანაწერის შინაარსი? ველი პროკურატურის დაუყოვნებლივ რეაქციას მანანა კობახიძის ამ განცხადებაზე.“- წერს ალეკო ელისაშვილი.

ალეკო ელისაშვილი ეკა ბესელიას პასუხობს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 18 იანვარი 2016 15:31

ეკა ბესელიას ბრალდებებს შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე პასუხობს. ალეკო ელისაშვილი უმრავლესობის დეპუტატის განცხადებებს არასერიოზულად აღიქვამს.

მისი თქმით, ცხადია, რომ ნებისმიერი პატიმრის წერილი, რომელის კომისიამ არ შეიწყალა, კრიტიკული იქნება. საკრებულოს დეპუტატი კვლავ პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.

„ეს ზღაპრები მოუყვეს მანანა კობახიძეს და ნანა კაკაბაძეს მოუხმონ ხოლმე და ამ სამმა ერთმანეთს მოუყვნენ ეს ზღაპრები. რაც უნდა გამოაქვეყნოს, კისერი უტეხია. საგამოძიებო კომისია შეიქმნას. ხელფასის მეტი არაფერი ამიღია, მიუხედავად იმისა, რომ მილიონი შემოთავაზება იყო,“ - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

პარლამენტის დეპუტატმა ეკა ბესელიამ დღეს ალეკო ელისაშვილის შესაძლო კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობაზე ისაუბრა. მისი თქმით, კომისიის მიმართ ძალიან დიდი პრეტენზიები იყო. მისივე განმარტებით, იყო პერიოდი, როდესაც კომისია საერთოდ არ იხილავდა პატიმართა საქმეებს თვეების განმავლობაში. 

 

ეკა ბესელია პატიმართა წერილებს გამოაქვეყნებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 18 იანვარი 2016 14:33

ბევრი ეჭვია, რომ ელისაშვილი თავად არის კორუფციულ სქემებში ჩართული-ამის შესახებ განცხადება, პარლამენტის ადმიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელამ გააკეთა. ე.წ. შეწყალების სკანდალის შესახებ საუბრისას ბესელიამ განაცხადა, რომ ხვალიდან გამოაქვეყნებს პატიმართა წერილებს, რომლებშიც ისინი შეწყალების კომისიის უსამართლო საქმიანობაზე წერენ. მისივე თქმით, წერილებში ასევე ალეკო ელისაშვილის საქმიანობასთან დაკავშირებითც არის საუბარი.

"მე გადავწყვიტე, რომ ხვალიდან ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდება პატიმრების რამდენიმე წერილი, სადაც ბოლო პერიოდის მოვლენებთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო ფაქტებზეა საუბარი. ისინი ეხება შეწყალების კომისიის უსამართლო საქმიანობას, ამ წერილებს გამოვაქვეყნებთ და ყველა დააკვირდება რამდენად დიდია პროტესტი პატიმრების მხრიდან შეწყალების კომისიის მოქმედი და ყოფილი თავმჯდომარეების მიმართ. საქმე ეხება პირად საკითხებს, როგორ უსამართლოდ იღებს გადაწყვეტილებას ეს კომისია, ყვებიან საკუთარ ისტორიებს და ა.შ. ამ წერილებს გავასაჯაროებ, რომ არ ჩათვალოს ბატონმა ქორიძემ, რომ ჩვენს მიერ გაგზავნილი წერილები არის ზეწოლის მატარებელი, ყველა გაეცნობა რატომ ვგზავნით წერილებს იმ კომისიაში. დაახლოებით, 34 ათასი წერილი და საჩივარი გვაქვს განხილული. ყველა რეკორდი მოვხსენით.ელისაშვილთან დაკავშირებითაც არის წერილები. მათ შორის არის ისიც, რომ ვიღაცის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება პატიმრებმა მიიჩნიეს უსამართლოდ, მათ შორის ისიც, რომ მათ მიმართ გადაწყვეტილება მიიღეს უსამართლოდ და ა.შ. საზოგადოებამ შეაფასოს როგორ მუშაობს ეს კომისია. ელისაშვილის მიმართ სხვა ეჭვებიც არსებობს, მისი სტანდარტით ვერ ვიმოქმედებ, უაპელაციო ბრალდებებს ვერ დავიწყებ, მაგრამ არის ბევრი ეჭვი, რომ ის თავად არის კორუფციულ სქემებში ჩართული, ეს ინფორმაციები სხვადასხვა წყაროდან ჩვენ გვაქვს მოწოდებული და შესაბამის უწყებებსაც აქვს", - განაცხადა ბესელიამ.

ალეკო ელისაშვილი მერიაში მიმდინარე საკადრო ცვლილებებს ეხმაურება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 14 იანვარი 2016 15:26

თბილისის მერიაში მიმდინარე საკადრო ცვლილებებს საკრებულოს დეპუტატები ეხმაურებიან. დამოუკიდებელი დეპუტატი, ალეკო ელისაშვილი, მიიჩნევს, რომ დედაქალაქის მერის მოადგილედ გიორგი ლილუაშვილის წარდგენა ბიძინა ივანიშვილს უკავშირდება.

„მერიაში მიმდინარე საკადრო ცვლილებები ცირკს ემსგავსება, ორმოები არ ივსება და ეს კარუსელი ტრიალებს და ტრიალებს, ბარემ მერია გავაუქმოთ და ქართუ ჯგუფი იყოს თბილისის მმართველი,“- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ალეკო ელისაშვილი მირიან ნიკოლაძის ბრალდებებს პასუხობს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 08 იანვარი 2016 18:27

შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი ე.წ. კოკაინის საქმეზე ბრალდებული ანასტასია ზაუტაშვილის ადვოკატის მირიან ნიკოლაძის ბრალდებებს პასუხობს და მათ "სასაცილოს" უწოდებს. 

ელისაშვილი პროკურატურას ობიექტური გამოძიების ჩატარებას სთხოვს.

„ნამდვილად სასაცილოა, მე რა შუაში ვარ ამ მიმოწერასთან. გზაში ვიყავი და ფეისბუკში ვნახე ეს ამბავი. პროკურატურამ გამოიძიოს და დაადგინოს ავთენტურია არაა ავთენტური, შემდეგ წავიდეს საგამოძიებო პროცესი, დაკითხონ ის ბიჭები, ვინც ასეთ რაღაცას ამბობს და გაირკვეს ეს ყველაფერი,“ - აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ანასტასია ზაუტაშვილის ადვოკატი მირიან ნიკოლაძე ალეკო ელისაშვილს ნაციონალური მოძრაობის ინტერესების გატარებაში ადანაშაულებს. ადვოკატის განცხადებით ეკა ბესელიასა და მანანა კობახიძისთვის ფულის აღების თაობაზე არანაირი მტკიცებულება არ არსებობს.

გია ჟორჟოლიანი ელისაშვილის განცხადებებზე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 31 დეკემბერი 2015 17:12

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები  ალეკო ელისაშვილის სკანდალზე ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ეთანხმებიან. მათი თქმით, ელისაშვილის მხრიდან მსგავსი განცხადებები იმის გამო გაკეთდა, რომ მომხდარიყო მმართველი კოალიციის დისკრედიტაცია.

„ბატონი ბიძინა ამ შემთხვევაში არ არის ორიგინალური. ეს ოცნების დისკრედიტაციისთვის წამოწყებული კამპანიაა და ნაციონალური მოძრაობის ინტერესებში შედის,“ - განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები კი ხელისუფლებას ურჩევენ, რომ ეს საქმე დროულად იყოს გამოძიებული.

„ჩვენი და ელისაშვილის კავშირებს რაც შეეხება ეს არის ნონსენს,“ - განაცხადა ლევან თარხნიშვილმა. 

"ალეკო ელისაშვილი სახიფათო მატყურაა"-ეკა ბესელია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 29 დეკემბერი 2015 11:14

"სახიფათო მატყუარა "ასე აფასებს ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, შეწყალების კომისიის ყოფილ ხელმძღვანელს, დამოუკიდებელ დეპუტატ ალეკო ელისაშვილს. . როგორც ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, საზოგადოებამ უნდა დაინახოს, "რა სახიფათო მატყუარასთან გვაქვს საქმე". მისივე თქმით, ელისაშვილი პატიმარ და ქალთმოძულეა. "ელისაშვილი ჩემთან ერთად ეთერში არ ჯდება, რადგან ეშინია საზოგადოებას თვალებში შეხედოს. პრინციპულად მნიშვნელოვანია ჩვენმა მოქალაქეებმა დაინახონ, რა სახიფათო მატყუარასთან გვაქვს საქმე, ამიტომ მე მოთხოვნას ვტოვებ ძალაში. ჟურნალისტებთან მაქვს ერთი თხოვნა - დაუსვით მას კონკრეტული კითხვა, ეკა ბესელია რა ფორმით, რა საშუალებით, რა მეთოდით ახდენდა მასზე რაიმე სახის ზეწოლას. ეს ადამიანი, არამარტო პატიმართმოძულე, არამედ ქალთმოძულეცაა. ისეთ ეპითეტებს იყენებს, მე არ ვიცი, სად გაიზარდა და რა კულტურისაა. ასეთი ამაზრზენი ფრაზებით თხზავს ტყუილს. მე ამ პროცესს ბოლომდე მივიყვან,"- განაცხადა ეკა ბესელიამ. 


პარლამენტი ალეკო ელისაშვილის მოთხოვნას უპასუხებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 23 დეკემბერი 2015 14:50

შეუჩერდებათ თუ არა ეკა ბესელიას და მანანა კობახიძეს უფლებამოსილება და შეიქმნება თუ არა საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, რომელმაც შეწყალების კომისიის საქმეზე ალტერნატიული მოკვლევა უნდა დაიწყოს. 

რამდენიმე წუთში პარლამენტში ბრიფინგი დაიწყება. უმრავლესობა განცხადებას გააკეთებს და პოზიციას დააფიქსირებს. 

ალეკო ელისაშვილმა 4- პუნქტიანი მოთხოვნა გააჟღერა. შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ითხოვს, რომ მანანა კობახიძეს, ეკა ბესელიას და გიორგი გოგაძეს უფლებამოსილება შეუჩერდეთ, ასევე, საკანონმდებლო ორგანოში საგამოძიებო კომისია შეიქმნას, რომელმაც ზეწოლის ფაქტები უდნა შეისწავლოს. 

ბიზნეს ნიუსი

ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს - ნ. თურნავა

ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს - ნ. თურნავა

„ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს დ...

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« ოქტომბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური