ალეკო ელისაშვილი - პროკურატურას ეს თუ შერჩება მაშინ მას უნდა ეწოდოს ბიძინა ივანიშვილის დუქანი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 31 მაისი 2018 13:50

მთავარ პროკურატურასთან, სადაც ზაზა სარალიძე მხარდამჭერებთან ერთად იმყოფება ალეკო ელისაშვილი მივიდა. მისი თქმით ის მზად არის ყველა იმ აქტივობაში მიიღოს მონაწილეობა, რასაც ზაზა სარალიძე დაგეგმავს. 

„შვილები მყავს და არ მინდა ჩემ შვილებს სკოლაში ისეთი რამ დაემართოთ, რაც მოხდა და მეორეც არ მინდა სახელმწიფო და პროკურატურა აი, ესე სრესდეს ერთ კონკრეტულ მშობელს. რას ვსაყვედურობდით სააკაშვილს? ეს უარესი არ არის რაც ხდება? ადამიანს შვილი მოუკლეს და აბუჩად იგდებს მთელი პროკურატურა,“-განაცხადა ალეკო ელისაშვილმა და აღნიშნა, რომ თუ პროკურატურას ეს თუ შერჩება მაშინ მას უნდა ეწოდოს ბიძინა ივანიშვილის დუქანი.

ალეკო ელისაშვილი - მოვუწოდებ მერიას, წინასაარჩევნო მაიმუნობებს მოეშვას

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 09 აგვისტო 2017 13:38

თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის ალეკო ელისაშვილის ინფორმაციით, #2 ავტობუსების პარკში 50-მდე ლურჯი ავტობუსი მერიას ტყუილად ჰყავს გაჩერებული. 

ელისაშვილი ავტოპარკთან დღეს ჟურნალისტებთან ერთად იმყოფებოდა. მისი თქმით, ავტობუსებს მერია წინასაარჩევნოდ, სექტემბრისთვის გამოსაყვანად ინახავს. 

„ამ ავტობაზაზე რამდენიმე ათეული ლურჯი, MAN-ის ავტობუსი დგას. თბილისის მერიას ამ უბედურ სიცხეში გამოჰყავს მხოლოდ ამ ავტობუსების ნაწილი და საერთოდ არ ადარდებს, რომ ადამიანები იხრუკებიან სამარშრუტო ტაქსებში, რომლებშიც, ძირითადად, კონდინციონერიც კი არ არის ჩართული. ეს ავტობუსები დაყენებეულია მხოლოდ იმიტომ, რომ სექტემბრის ბოლოს გამოიყვანონ და წინასაარჩევნოდ მოიწონონ თავი. ხალხზე მზრუნველი მერია ავტობუსებს არ შეინახავდა, ქუჩებში გამოიყვანდა და მგზავრების ნაწილიც კომფორტულად იმგზავრებდა. მოვუწოდებ მერიას, მოეშვას წინასაარჩევნო მაიმუნობებს და თავისი სამარცხვინო ვადის დასასრულს დავით ნარმანიამ ერთი ნორმალური საქმე გააკეთოს - მისცეს სატრანსპორტო კომპანიას დავალება, რომ გამოიყვანონ ავტობუსები ქუჩაში“, - განაცხადა ელისაშვილმა.

მისი თქმით, ამ საკითხზე მერიისგან ოფიციალურად აქვს ინფორმაცია, რომ ავტობუსებს ადაპტირება სჭირდება, მოსაწყობია ინფრასტრუქტურა, თუმცა მერობის კანდიდატი ყველა აღნიშნულ მიზეზს ტყუილს უწოდებს.

"რამდენს უზაგრავია, რამდენს უცურავია, შემდეგ იყიდა ივანიშვილმა და აბა შეხედეთ (ვიდეო)

გამოქვეყნებულია ვიდეო
კვირა, 25 ივნისი 2017 12:25

თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი "ლაგუნა ვერეზე" არსებული მგომარეობით დაინტერესდა და ადგილიდან Facebook-ის Live-ით ჩაერთო. დახურულ ობიექტზე მოხვედრა საკმაოდ რთულია, შესაბამისად, სპორტკომპლექსიდან ვიდეოკადრები დიდი ხანია არ გასაჯაროებულა.

ალეკო ელისაშვილი თბილისის მერზე საუბრობს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 25 აგვისტო 2016 11:01

 თბილისის საკრებულოს წევრი, საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი, თბილისის მერის დავით ნარმანიას გადადგომის მოთხოვნაზე და გუშინ მერიაში მომხდარ ფაქტზე საუბრობს. მისი თქმით,  სჯობს დავით ნარმანიამ თანამდებობა თავისი ნებით დატოვოს.“უბრალოდ შეუძლებელია, უბრალოდ უხერხულია დავით ნარმანიას თბილისის მერის თანამდებობაზე დარჩენა. ადამიანი, რომელიც 2 წელის თავს ვერაფერს აბამდა, ვერაფერს ვერ აკეთებდა ამას კიდევ ვითმენდით და გუშნი საკუთარ კაბინეტში გაყოყოჩებული მაამებლებით გარშემორტყმული უცბად ძველ ბიჭად და უზრდელადაც მოგვევლინა და ახალგაზრდა გულანთებულ სტუდენტს აყენებდა შეურაცხყოფას. ყველაფერთან ერთად არის უზრდელიც. დავით ნარმანიას ბოლო რჩევას ვაძლევ ცხოვრებაში, რომ თავის ნებით დატოვოს  ეს თანამდებობა. ბოდიში უდნა მოუხადოს ყველას,“ - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ალეკო ელისაშვილი მთავარ არქიტექტორს უკანონო ნებართვის გაცემაში ადანაშაულებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 21 ივნისი 2016 13:29

საკრებულოს დეპუტატი, ალეკო ელისაშვილი თბილისის მთავარ არქიტექტორს უკანონო ნებართვის გაცემაში ადანაშაულებს. ელისაშვილის განცხადებით,  საბურთალოს ქუჩის 63 ნომრის მიმდებარე ტერიტორიაზე სახლის მშენებლობაზე ნებართვა ყოველგვარი გეოლოგიური დასკვნის გარეშეა გაცემული.

„მთავარმა არქიტექტორმა, არქიტექტურის სამსახურის უფროსმა, ფული გააკეთა და ისე გასცა ის უკანონო ნებართვა, ვინაიდან შეუძლებელია, იმდენად არაკომპეტენტური იყოს, რომ მოტყუებულიყო და შეცდომით მოეწერა ხელი იმ ნებართვებისთვის. კონკრეტულად გესაუბრებით, საბურთალოს N85, თანამედროვე ნუმერაციით არის სულხან ცინცაძის N63. გეოლოგიური დასკვნა ამ მშენებლობას არ გააჩნია და არის ძალიან დიდი საფრთხე, რომ კლდის მასივის მოჭრის და იქ მშენებლობის დაწყების შემდეგ, საირმის ქუჩის კლდოვანი ფენა დაემხობა,“ - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

 

კეთილი ინებოს ამ ადამიანმა, მოვიდეს საკრებულოში - ელისაშვილი ნარმანიას შესახებ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 03 მაისი 2016 15:00

„ქალაქის მერს დავით ნარმანიას ამ ორი კვირის განმავლობაში ამ ძალიან მტკივნეულ საკითხთან დაკავშირებით ერთი სიტყვაც არ უთქვამს. ამდენად,  მე ძალისხმევას არ დავაკლებ იმ საკითხს, რომ თბილისის საკრებულოში მოეწყოს ფართო საზოგადოებრივი განხილვა და თბილისის მერი, კეთილი ინებოს ამ ადამიანმა, მოვიდეს საკრებულოში და დაინტერესებულ საზოგადოებასთან ერთად გამართულ საკრებულოს სხდომას დაესწროს და ყველა კითხვას გასცეს პასუხი,“ -  ასე გამოეხმაურა ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის ნაწილის გასხვისებასა და 29 ჰექტარ მიწაზე გამოცხადებულ აუქციონს საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი.

 

ალეკო ელისაშვილი ნარმანიას ძმას ბრალდებებს უყენებს

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 19 აპრილი 2016 16:29

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს დამოუკიდებელმა წევრმაალექსანდრე ელისაშვილმა საკრებულოში ბრიფინგი გამართა.
დეპუტატის განცხადებით, თბილისში მიმდინარე მშენებლობებზენებართვები განსაკუთრებული ინტენსივობით გაიცემა, რაც მოქალაქეთა უფლებების დარღვევასა და ქალაქის იერ-სახის დაზიანებს იწვევს.
ალეკო ელისაშვილმა ყურადღება გლდანში ანგია ბოჭორიშვილის N 15-ში ორსართულიანისახლის გვერდით მიმდინარე მშენებლობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ათსართულიანიკორპუსის მშენებლობა გეოლოგიური კვლევისა და მომიჯნავე საცხოვრებელი სახლებისექსპერტიზის გარეშე დაიწყო.
მისივე თქმით, ამავე მისამართზე ათსართულიანი კორპუსის მშენებლობაც იგეგმება, რაც აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული ორსართულიანი სახლების ნგრევას გამოიწვევს.
ალეკო ელისაშვილმა ბრიფინგზე მშენებლობებში თბილისის მერის დავით ნარმანიას ძმის ინტერესებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ირაკლი ნარმანია სამშენებლო კომპანიას „ბალავარი“ არაოფიციალურად უწევს მფარველობას.
,,მიუხედავად სასამართლოში მიმდინარე პროცესისა, მშენებლობა დღესაც არ შეჩერებულა“-განაცხადა ალექსანდრე ელისაშვილმა.
ბრიფინგს საკრებულოს დეპუტატთან ერთად ბოჭორიშვილის ქუჩის მცხოვრებლებიცესწრებოდნენ.

ალეკო ელისაშვილი საგანგებო ბრიფინგს გამართავს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 23 მარტი 2016 11:24

შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ალექსანდრე ელისაშვილი 14:00 საათზე, საკრებულოში განცხადებას გააკეთებს. ის „კოკაინის საქმეზე“ პროკურატურის დასკვნას, გამოეხმაურება. 

 

მთავარ პროკურატურაში ალეკო ელისაშვილის დაკითხვა დასრულდა

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 14 მარტი 2016 16:50

მთავარ პროკურატურაში ალეკო ელისაშვილის დაკითხვა დასრულდა. დაკითხვა 4 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. თბილისის საკრებულოს დეპუტატი საგამოძიებო უწყებაში ეკა ბესელიას მიერ გავრცელებული ინფორმაციის გამო დაიბარეს.

"ორი დასკვნაა, სამხარაულის ექსპერტიზის და შინაგან საქმეთა სამინისტროსი, რომ ტელეფონშიო ჩვენ რა პროგრამული საშუალებებიც გვაქვს, ვერაფერს აღვადგენთო. ვერც ზარებსო, ვერც ეს-ემ-ეს-ებსო, ვერც კონტაქტებს და ვერაფერსო და აბა რა ვქნათო. 3 თვე ელოდებოდნენ ამის სათქმელად. არადა ეს პასუხები და დასკვნები არის დაწერილი იანვარში. მეორე საქმეზე დარწმუნებული ვარ მიხვდნენ იმდენად უხერხულში არიან ბესელიას გაგზავნილ ამ წერილზე, იცნობთო და არ ვიცნობ-მეთქი და კარგითო", - განაცხადა ელისაშვილმა.

ალეკო ელისაშვილი ღირსების შელახვისთვის ბესელიას წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 01 მარტი 2016 11:29

ეკა ბესელიამ გუშინ ერთ-ერთი პატიმრის წერილი გაასარაჯოვა სადაც, მისი თქმით, ელისაშვილი   პატიმრის ადვოკატს, დადებითი რეკომენადაციის სანაცვლოდ, 50 ათას ლარს სთხოვდა. შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე დეპუტატის ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს და საკითხის გამოძებას ითხოვს. ალეკო ელისაშვილი ღირსების შელახვისთვის ეკა ბესელიას წინააღმდეგ სასამართლო სარჩელს ამზადებს. 

ელისაშვილი პარლამენტში საგამოძებო კომისიის შექმნის აუცილებლობაზე კვლავ საუბრობს. 

გვერდი 1/ 3-დან

ბიზნეს ნიუსი

1 სექტემბრიდან პენსიების გაცემის წესი იცვლება

1 სექტემბრიდან პენსიების გაცემის წესი იცვლება

 საქართველოს მთავრობისა და ლიბერთი ბანკის ერთობლივ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური