„სტალინის სასამართლომ სააკაშვილზე მეტი გამამართლებებლი განაჩენი გამოიტანა“

გამოქვეყნებულია სამართალი
ოთხშაბათი, 05 აგვისტო 2015 20:23

საქართველოს ტრადიციონალისტთა კავშირის ლიდერის აკაკი ასათიანის განცხადებით, ექს–პრესიდენტ სააკაშვილის მიერ რეფორმირებულ სასამართლოებში გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა 1% –საც არ აღწევდა. „სტალინის რეპრესიების დროს არც სასამართლო იყო, არც ადვოკატი და არც მედია აშუქებდა პროცესებს , რასაც უნდოდათ, იმას გადაწყვეტდნენ და, თურმე, გამამართლებელი განაჩენები 10%დან– 14% ჰქონიათ. ჩვენთან კი „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი 1 %–ც არ იყო“,  – აღნიშნა აკაკი ასათიანმა „სპუტნიკ-ჯორჯიასთან“ ინტერვიუში, მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში განხორციელებული სასამართლო რეფორმის შეფასებისას .

„ვარდების რევულუციის“ შედეგად ხელისუფალებაში მოსულმა  პარტიამ სასამართლო სისტემის რეფორმა 2005 წლიდან დაიწყო . აკაკი ასათიანის აზრით, ეს პროცესი მხოლოდ ზედაპირულ ხასიათს ატარებდა. 

„ევროპაზე უკეთესი პარტნორი არ გვყავს“- აკაკი ასათიანი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 05 მაისი 2015 14:43

ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირის თავმჯდომარის აკაკი ასათიანის თქმით, დღევანდელი  სიტუაცია იმაზე მიგვითითებს, რომ სერიოზული პრობლემა აქვს, როგორც ხელისუფლებას, ისე ჩვენ, და რაც არ უნდა გამაღიზიანებელი იყოს, ევროპაზე უკეთესი პარტნიორი არ გვყავს. „ჩვენ და ევროპა რაღაცით ვგავართ ერთმანეთს. ევროპა დღეს გადაიქცა რუსეთ-ამერიკის ჭიდილის ასპარეზად, რომლის განაპირა კუთხეში ქართველები ვართ. ჩვენ კი ძალიან ცუდ, „გაცვლითი ხურდის“  როლში ვართ. ჩვენ არ გვაქვს, ჩვენი პოლიტიკა და ბევრი სხვა რამ, რაც ქვეყნის წინსვლაში დაგვეხმარებოდა“, - განაცხადა „სპუტნიკ-ჯორჯიასთან“ ინტერვიუში აკაკი ასათიანმა. მან ასევე აღნიშნა, რომ, „შეიძლება, ბევრს აღიზიანებს ის მსოფლიო წესრიგი, რომელსაც ახლა ამერიკა უზრუნველჰყოფს, მაგრამ, სანამ უკეთესი წესრიგი არ გამოჩნდება, ანგარიში მათ უნდა გავუწიოთ , რაც, არამც თუ სამხედრო, არამედ პოლიტიკური ან ეკონომიკური თავლსაზრისით, სულაც არ ნიშნავს რუსეთთან დაპირისპირებას“ .

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური