საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოში სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა

გამოქვეყნებულია განათლება
ოთხშაბათი, 02 ოქტომბერი 2019 09:34

საქართველოში აზერბაიჯანის ელჩი დურსუნ ჰასანოვი იმ აზერბაიჯანელ სტუდენტებს შევდა, რომლებიც საქართველოში სწავლობენ. შეხვედრას 50-მდე სტუდენტი ესწრებოდა. შეხვედრის მიზანი იყო იმ საკითხების მოსმენა და მოგვარება, რომლებიც აზერბაიჯანელ სტუდენტებს აწუხებთ.
ელჩის განცხადებით, საქართველოს უნივერსიტეტებში ჩარიცხული ადგილობრივი აზერბაიჯანელი ახალგაზრდების რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. 

ფიდან ისმაილოვას თქმით, რომელიც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტია, კარგი იქნება, თუ კომპანია "სოკარი" სტიპენდიებს დააწესებს საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელი სტუდენტებისთვის.
ელჩმა აღნიშნა, რომ შეხვედრაზე ახალგაზრდების მიერ გაკეთებული საკითხები განიხილება და მათთან შეხვედრები გაგრძელდება.

საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 26 თებერვალი 2019 12:41

პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი ბაქოში 27 თებერვალს დაიწყება.
ვიზიტის მიზანი აზერბაიჯანთან, როგორც მეზობელ სახელმწიფოსთან, სტრატეგიული პარტნიორობის გაგრძელება და განვითარებაა.
პოლიტიკურ-ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებასთან ერთად, პრიორიტეტული იქნება კულტურული ურთიერთობების განვითარებაც, რომლის საფუძველსაც ქართველ და აზერბაიჯანელ ხალხებს შორის, წლების განმავლობაში, ჩამოყალიბებული კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობები ქმნის.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდება. შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში გაიმართება. სალომე ზურაბიშვილი და ილჰამ ალიევი შეხვედრის დეტალებს ჟურნალისტებს ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააცნობენ.
ბაქოში დაგეგმილია უმაღლესი დონის შეხვედრები: აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნოვრუზ მამედოვთან და პარლამენტის თავმჯდომარე ოქტაი ასადოვთან.
ბაქოში, ოფიციალური ვიზიტით მყოფი სალომე ზურაბიშვილი აზერბაიჯანში მცხოვრებ ქართველ სტუდენტებს და საქმიანი წრეების წარმომადგენლებსაც შეხვდება.
საქართველოს პრეზიდენტი ბაქოს სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად ეწვევა, რომლის შემადგენლობაშიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები შედიან.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური