ჯანდაცვის მინისტრი საქართველოში აზერბაიჯანის ელჩს შეხვდა
არჩილ თალაკვაძე აზერბაიჯანის ელჩს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე აზერბაიჯანის ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ფაიგ გულიევს შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებულ ისტორიულ მეგობრულ და პარტნიორულ კავშირებზე ისაუბრეს და ამ კონტექსტში, ყურადღება საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებაზე გაამახვილეს. ხაზი გაესვა საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების მჭიდრო ურთიერთობის მნიშვნელობას.
მხარეებმა ისაუბრეს რეგიონში მშვიდობის და უსაფრთხოების მნიშვნელობაზე.
საუბარი შეეხო გლობალურ პანდემიასთან დაკავშირებულ გამოწვევებს და აღინიშნა, რომ პანდემიის დასრულების შემდეგ, სავაჭრო კავშირებისა და ტურიზმის სფეროს სწრაფი აღდგენა ორივე ქვეყნისთვის პრიორიტეტული საკითხია.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ელჩს საქმიანობაში წარმატებები უსურვა და თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.
პარლამენტის ადმინისტრაციის პრეს-რელიზი
“სამართლიანობა ხოჯალოს” საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში თბილისში, აზერბაიჯანელი მხატვრების გამოფენა გაიხსნა
თბილისში, მირზა ფათალი ახუნდოვის კულტურის ცენტრში, აზერბაიჯანის საელჩოს მხარდაჭერით, “სამართლიანობა ხოჯალოს” საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში აზერბაიჯანელი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა.
გამოფენა ეძღვნება „ხოჯალოს“ ტრაგედიის 28 წლისთავს. ღონისძიების მიზანს წარმოადგენს აღნიშნული გამოფენის დახმარებით „ხოჯალოს“ ტრაგედიის შესახებ მწარე სიმართლე მსოფლიოს თანამეგობრობის ყურამდე მიიტანოს.
აზერბაიჯანის საელჩოსთან ერთად, გამოფენის ორგანიზატორია აზერბაიჯანული E-MEDIA GROUP. გამოფენაზე წარმოდგენილია აზერბაიჯანელი პროფესიონალი მხატვრების მიერ შესრულებული 50-მდე ნამუშევარი, რომლებიც „ხოჯალოს“ ტრაგიკულ მოვლენებს ასახავს.
ღონისძიება წუთიერი დუმილით დაიწყო, რომელიც დაღუპულების ხსოვნას მიეძღვნა. მოგვიანებით ნაჩვენები იქნა აზერბაიჯანული E-MEDIA GROUP-ის მიერ მომზადებული მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომელიც „ხოჯალოს“ ტრაგიკულ მოვლენებს მიეძღვნა.
ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა აზერბაიჯანის ელჩმა საქართველოში დურსუნ ჰასანოვმა, რომელმაც ანიშნა, რომ „ხოჯალოს“ ტრაგედია წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სისხლიან დანაშაულს ჩადენილს მსოფლიოს წინაშე. “სამართლიანობა ხოჯალოს” საერთაშორისო კამპანიამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა და მსოფლიოს თანამეგობრობას სამართლიანი ინფორმაცია მიაწოდა „ხოჯალოს“ ტრაგედიის შესახებ“, - აღნიშნა აზერბაიჯანელმა დიპლომატმა.
შეგახსენებთ, რომ ღონისძიება სახელწოდებით „ხოჯალოს ისტორიის სისხლიანი მოგონებები“ დაიწყო აზერბაიჯანში მიმდინარე წლის 2 თებერვალს. ანალოგიური ღონისძიებები ჩატარდა გუბასა და გიანჯაში.
ასეთივე გამოფენა უახლოეს დღეებში სტამბულში, ანკარასა და იზმირში გაიხსნება.
ავთანდილ ოთინაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის სრულუფლებიან და საგანგებო ელჩს დურსუნ ჰასანოვს შეხვდა
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებებს შორის არსებული და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები, ასევე რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.
თავდაცვის მინისტრმა ყურადღება აზერბაიჯანთან ურთიერთობაზე, ასევე სამმხრივ ფორმატში - საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის თანამშრომლობის შესახებ გაამახვილა.
ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანელ დიპლომატთან სამხედრო განათლების მიმართულებით თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების შესახებაც ისაუბრა.
შეხვედრას საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის სამხედრო ატაშე პოლკოვნიკი ფუად იბრაჰიმოვი და საელჩოს წარმომადგენელი დაესწრო.
შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური აზერბაიჯანის ელჩს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩს - დურსუნ ჰასანოვს შეხვდა. ელჩმა ვახტანგ გომელაურს შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშვნის შესახებ აზერბაიჯანელი კოლეგის ოფიციალური მისალოცი წერილი გადასცა.
ვახტანგ გომელაურმა მეზობელი ქვეყნის ელჩთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობას. მხარეებმა რეგიონული უსაფრთხოების საკითხებში, ასევე, საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროების მჭიდრო თანამშრომლობაზე ისაუბრეს და სამომავლო ურთიერთობის პერსპექტივები განიხილეს.
ვახტანგ გომელაურმა ელჩს ოფიციალური მისალოცი წერილის გადმოცემისთვის მადლობა გადაუხადა და უახლოეს მომავალში ვიზიტის დაგეგმვის მზაობა გამოთქვა.
თბილისში აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით მიღება გაიმართა
28 მაისს თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით საზეიმო მიღება გაიმართა, რომელსაც მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართაეს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში დურსუნ ჰასანოვმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. როგორც საქართველოს მთავრობის მეთაურმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, წელს ამ თარიღს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. "ჩვენი ქვეყნები წელს ზეიმობენ პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნის ასი წლის იუბილეს. სიმბოლურია, რომ ჩვენ ახლა სწორედ იმ ისტორიულ კედლებში ვიმყოფებით, სადაც ასი წლის წინ, ჩვენმა ერებმა წინსვლისა და კეთილდღეობის გზა აირჩიეს. ზუსტად ერთი საუკუნის წინ, 1918 წლის 28 მაისს, აზერბაიჯანის ეროვნულმა საბჭომ სწორედ აქ, ამ შენობაში გამოაცხადა აზერბაიჯანის პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა. ორი დღით ადრე კი, ამავე შენობაში, დამოუკიდებლობის აქტი საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ერთხმად დაამტკიცა და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსება გამოაცხადა", - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს აღსანიშნავ ღონისძიებაზე შეკრებილ სტუმრებს.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მშვიდობიანი და სტაბილური რეგიონი, უმნიშვნელოვანესია იმ სტრატეგიული პროექტებისთვის, რომლებსაც საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივად ახორციელებენ. პრემიერ-მინისტრმა ყურადღება ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზისა და ტრანსანატოლიური გაზსადენის - TANAP-ის პროექტზე გაამახვილა. მისივე თქმით, ორი ქვეყნის ურთიერთობა კეთილმეზობლობისა და თანამშრომლობის გამორჩეული მაგალითია.
მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს და მის ოჯახს, აგრეთვე, აზერბაიჯანელ ხალხს ჰეიდარ ალიევის 95 წლის იუბილე მიულოცა. გიორგი კვირიკაშვილმა აზერბაიჯანს მშვიდობა, კეთილდღეობა და წარმატება უსურვა.
„მიედი მაქვს, ერთობლივი ძალისხმევითა და ჩართულობით შევძლებთ აღვასრულოთ ჩვენზე დაკისრებული უდიდესი მისია და მომავალ თაობებს მშვიდობიანი, სტაბილური და აყვავებული რეგიონი დავუტოვოთ. როდესაც აზერბაიჯანის სახელმწიფოს მშენებლობაზე ვსაუბრობთ, გვერდს ვერ ავუვლით ჰეიდარ ალიევის სახელს, რომლის წვლილი უდიდესია ამ საქმეში. ცოტა ხნის წინ, 10 მაისს, მისი დაბადებიდან 95 წელი შესრულდა. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ეს დღე ოდნავ დაგვიანებით, მაგრამ განსაკუთრებულად მივულოცო აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ბატონ ილჰამ ალიევს და მის ოჯახს. ასევე, აზერბაიჯანელ ხალხს. მინდა, აზერბაიჯანის პრეზიდენტს ვუსურვო კიდევ უფრო მეტი წარმატება ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში. კიდევ ერთხელ გილოცავთ აზერბაიჯანის პირველი რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს და მეგობარ აზერბაიჯანელ ხალხს მშვიდობას, კეთილდღეობასა და წარმატებას ვუსურვებ,"- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.