23 წლის პროგრამისტი თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი იპოვეს

გამოქვეყნებულია სამართალი
ოთხშაბათი, 22 ივლისი 2020 12:29

ხუთი დღის წინ გაუჩინარებული თამარ ბაჩალიაშვილი გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას "მთავარი არხის" ტელევიზია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, 23 წლის პროგრამისტის ცხედარი ტყეში, მისივე ავტომობილში აღმოაჩინეს. ბაჩალიაშვილს ბოლო დღეების განმავლობაში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში ეძებდნენ.

ოჯახმა გოგოს გარდაცვალების შესახებ სულ რამდენიმე წუთის წინ შეიტყო. ახლობლების თქმით, ოჯახს ოფიციალური უწყებიდან ამ დრომდე არ შეხმიანებიათ.

ბაჩალიაშვილის ახლობლები დღეს, 22 ივლისს თეთრიწყაროს რაიონში წავლას აპირებდნენ, რათა სამძებრო სამუშაოებში მიეღოთ მონაწილეობა. 

ცხედარი, სავარაუდოდ, იმ ტერიტორიაზე იპოვეს, სადაც ბოლო 5 დღის განმავლობაში ძებნა მიმდინარეობდა. უცნობია, თუ რატომ ვერ მოხერხდა მისი აქამდე აღმოჩენა.

შეგახსენებთ, რომ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს.ოჯახის ინფორმაციით, მას თან მხოლოდ პირადი ნივთები - მობილური ტელეფონი, საფულე და პირადობის მოწმობა ჰქონდა წაღებული.

წყარო: https://mtavari.tv/news/11135-23-clis-programisti-tetricqaros-tqeshi

კლიენტების გაკოტრების ახალი ქართულ-ამერიკული პირამიდა

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 19 ნოემბერი 2018 14:03

კლიენტების გაკოტრების ახალი ქართულ-ამერიკული პირამიდა: ,,ფორვარდერი“ და ,,ატლანტიკ ექსპრესი“ დაზარალებულ ავტომფლობელებს უსახლკაროდ ტოვებენ

„ატლანტიკ ექსპრესი“ მიხვდა, რომ საზღვაო ხაზებს ვალს ვერ უხდიდა, ამიტომ ამერიკიდან საქართველოში გამოგზავნილი დაახლოებით 500 ავტომობილი ქართულ პორტებში გააჩერა და კლიენტებს აღარ გაატანა. ავტომობილთა კლიენტები კი ქართველი, სომეხი და აზერბაჯანელი ფიზიკური პირები და დილერები იყვნენ, რომლებსაც თანხა კომპანიისთვის ბოლო კაპიკამდე ჰქონდათ გადახდილი. ,,ატლანტიკ ექსპრესი“ მალე იმასაც მიხვდა, რომ მისი ყოფილი ბიზნეს-პარტნიორის მეშვეობით, აღნიშნულ თანხებს ვერ შეაგროვებდა ამიტომაც, გაჩნდა სერიოზული ეჭვი იმისა, რომ ,,ატლანტიკ ექსპრესმა“, კანონის გვერდის ავლით და კლიენტთა დაზარალებით, ,,ფორვარდერთან საიდუმლო გარიგება დადო, რომლის მიზანი შეჭმული თანხების კლიენტებისგან ამოღება და ამ გზით დანაკლისის დაფარვა იყო. ამასობაში ,,ფორვარდერმა“ გამოაცხადა გაკოტრების შესახებ და ოფისი დაკეტა, მალე, ქართულ-ამერიკული კომპანიების მაქინაციური გეგმა ამოქმედდა, რომლის შედეგებიც, საკუთარ ტყავზე, მწარედ იგემეს ,,ფორვარდერის“ და „ატლანტიკის“ კლიენტებმა.

როგორც აღმოჩნდა, პორტში მისულ კეთილსინდისიერ მყიდველებს ,,ატლანტიკ ექსპრესი“ დამატებით დიდ თანხებს სთხოვდა (500 – 3000 დოლარიდან ზემოთ, მანქანის მათ მიერვე განსაზღვრული ღირებულებიდან გამომდინარე). იმ შემთხვევაში, თუ მანქანის მფლობელი ,,შეწერილ“ თანხას არ ან ვერ იხდიდა, რუსულ-ამერიკული კომპანია Atlantic Express-ი ასეთ ავტომობილებს ხელმეორედ ყიდდა, თაღლითურად ამოღებული თანხებით კი კომპანიის დაგროვილ ვალებს იხდიდა.

იმ კლიენტების რაოდენობა, რომლებმაც მთლიანი თანხის დაკარგვის შიშით, სოლიდური თანხები გადაიხადეს, საკამოდ დიდია. თუ მანქანის შესაძენი ღირებულება 8 000 -10 000 დოლარს აჭარბებდა, შემძენი, იძულების წესით, კიდევ დაახლოებით 2 000 დოლარს იხდიდა, რომ ამერიკიდან გამოგზავნილი, ქართულ პორტში ,,დაპატიმრებული“ მანქანა, ბოლოს და ბოლოს, სახლში წაეყვანა. ,,ფორვარდერის“ კლიენტთა დიდ უმრავლესობას ეჭვი აქვს, რომ ქართული და ამერიკული რუსული კომპანიები შეთანხმებულად მოქმედებენ კეთილსინდისიერ შემძენთა ხარჯზე, რომლებსაც ავტომობილები იპოთეკური თუ სალომბარდე კრედიტებით აქვთ შეძენილი. ზოგიერთმა მათგანმა კომპანიების კრიმინალური გარიგების შედეგად უკვე 30-50 000 დოლარზე მეტი დაკარგა.

“ჯორჯიან თაიმსი“ ზოგიერთ დაზარალებულ კლიენტს დაუკავშირდა. ერთ-ერთი მათგანი, ლადო გურგენიძე აცხადებს, რომ ,,ფორვარდერს“ ავტომობილი ჯერ კიდევ 2 თვის წინ შეუკვეთა და კარგა ხნის წინ უნდა ჩაბარებოდა.

- ავტომობილთა ტრანსპორტირებისათვის დამატებით თანხას ამერიკული კომპანია გვთხოვს. მეუბნებიან, რომ ქართულ კომპანიას ტრანპორტირების თანხები ,,შეუჭამია.“ მეგონა, ფული ჩავრიცხე, ყველაფერი რიგზე მქონდა, მაგრამ ჩემი ავტომობილი ჯერ კიდევ „ატლანტიკის“ ამერიკის საწყობში დგას. ვურეკავ კომპანიის წარმომადგენლებს, რომლებიც მეუბნებიან, რომ „ფორვარდერს“ 250 000 დოლარი აქვს მათი ვალი და სანამ არ გადაიხდის, მანქანას ვერ გამოგიგზავნითო. არიან კლიენტები, რომელთა მანანები საერთოდ დაკარგულია. გავიგეთ, რომ ,,ფორვარდერის“ კრიმინალურ საქმიანობას ფინანსურ პოლიცია იძიებს, თუმცა სიტუაცია ძალიან გაუგებარია. ,,ფორვარდერი“ ამბობს, ამერიკელების ვალი არ გვაქვსო, ,,ატლანტიკ ექსპრესი“ კი - პირიქით. მე 3 000 დოლარი მაქვს გადახდილი, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებსაც 15-20-50 000 დოლარი აქვს გადარიცხული. ზოგს ამ ბიზნესში სახლი აქვს ჩადებული. გამოდის, რომ ეს ადამიანები, მათი ფინანსური მაქინაციების გამო, გამო, ხვალ ქუჩში აღმოჩნდებიან! - აცხადებს ლადო გურგენიძე.

„ჯორჯიან თაიმსი“ სხვა დაზარალებულებსაც დაუკავშირდა, რომელმაც, საკუთარი ვინაობის გამხელა არ ისურვეს:

-კომპანიაში მივდივარ და დაკეტილია, ტელეფონზე არ გვპასუხობენ, ყველა თავიდან ირიდებს პასუხისმგებლობას. შუამდგომლები, რომელთა მეშვეობითც შევისყიდეთ მანქანები, ფინანსურ კრახამდე ორი თვით ადრე წავიდნენ კომპანიიდან. პასუხის გამცემი არავინაა, დირექტორი კი გვემალება!..

-ორი მანქანა შევიძინე, ერთი დაახლოებით სამი თვის და მეორე - სამთვენახევრის წინ. ორივე დაახლოებით 5 000 დოლარამდე დაჯდა. როცა ვუკავშირდებოდი მპასუხობდნენ, რომ რაღაც პრობლემები ჰქონდათ და მალე ჩაიტვირთებოდა მანქანები. ბოლოს გავიგე, რომ კომპანიას მართლაც სერიოზული პრობლემები ჰქონდა. თუ არ ვცდები, მათ დავალიანება ჰქონდათ ამერიკაში და მანქანები იმიტომ დაიტოვეს, რომ ამით თანხა გადაახდევინონ. ერთი ავტომობილი საქართველოშია შემოსული და ვერ გამომყავს მაგის გამო, რომ თანხაა ზედმეტად გადასახდელი, სადღაც 400-500 დოლარამდე,

კომპანიის დირექტორს ველოდები, ვესაუბრე და მითხრა, რომ სარჩელი ,,ატლანტიკ ექსპრესზე“ პროკურატურაში შეიტანა. არ შეუძლიათ მანქანები გააჩერონ ამერიკაშიო, მე სხვა ვალი მაქვს მაგათიო... ვერაფერი გავიგე, თუმცა მეც ცუდ მდგომარეობაში ვარ, რადგან ეს მანქანები კლიენტებისთვის შევიძინე. ისინი კი ან თანხას მთხოვენ, ან - მანქანებს.“- აცხადებს ჩვენთან საუბარში დაზარალებული.

-კარგა ხანია დაზარალებულები დამნაშავეს ვეძებთ. ოფიციალურ პასუხს არც პროკურატურა გვაძლევს და არც კომპანიები. ყველა ისე ვაგროვებთ ინფორმაციას, როგორც შეგვიძლია. ამ ძიება-ძიებაში ერთ დასკვნამდე მივედით: ,,ფორვარდერი“ და ,,ატლანტიკ ექსპრესი“ გარიგებულები არიან კლიენტების ხარჯზე და ჩვენგან წაგლეჯილ ფულს შუაზე იყოფენ. სხვა დასკვნის გამოტანა ძნელია. თუ ეს ორი კომპანია ერთმანეთში ვერ შეთანხმდა და ბიზნესში პრობლემები გაუჩნდათ, რა შუაშია კლიენტები, რომლებსაც ავტომანქანის შესაძენი ფული კეთილსინდისიერად ჰქონდათ გადახდილი? - კითხულიბს ,,ჯორჯიან თაიმსთნ“ საუბრისას კიდევ ერთი დაზარალებული.

- ამდენი კლიენტის დაზარალება მხოლოდ ერთი გზით შეიძლება: ეს არის ,,ფორვარდერის“ და ,,ატლანტიკ ექსპრესის“ ძალზე კარგად გააზრებული და დახვეწილი სქემა, რომლის მიხედვითაც ზარალდება მხოლოდ უდანაშაულო კლიენტი, მოგებას კი, სრულიად უკანონო გზით იღებენ კომპანიები. ნაცვლად იმისა, რომ ამ მექანიზმის მომფიქრებელი კომპანიის ხელმძღვანელები ისხდნენ ციხეში უკანონოდ გამდიდრების მუხლით, ისინი დღემდე გადასარევად გრძნობენ თავს და აგრძელებენ კლიენტთა გაკოტრებას. როგორც ქართული ,,ფორვარდერის“, ისე ამერიკული ,,ამერიკან ექსპრესის“ (იგივე „ატლანტიკ ექსპრესი“) საქმიანობით უნდა დაინტერესდნენ სამართლდამცავი ორგანოები საქართველოშიც და ამერიკაშიც. ამას მოვითხოვთ ორივე კომპანიისგან დაზარალებული უამრავი კლიენტი.

„ჯორჯიან თაიმის“ შეეცადა კომპანია "ფორვარდერს“ ოფიციალურ საიტზე მითითებულ ნომერზე დაკავშირებოდა, თუმცა ჩვენს სატელეფონო ზარებს არავინ უპასუხა. ასევე, შევეცადეთ დავკავშირებოდით კომპანია “ატლანტიკ ექსპრესს“. დიდი ძალისხმევის შემდეგ მოვიძიეთ კომპანიის წარმომადგენლის საკონტაქტო ნომერი, თუმცა, არ გვიპასუხა. ბოლოს, მოკლე ტექსტური შეტყობინებით ვთხოვეთ ,,ჯორჯიან თიმსისთვის“ განემარტა, როგორ აპირებდნენ კომპანიები შემნილი პრობლემების გადაჭრას:

-ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, ვერც ჭორებს ავყვები. ნებისმიერი კითხვით მიმართეთ საგამოძიებო ორგანოებს, კონკრეტულად კი - ფინანსურ პოლიციას.

დღეისათვის კომპანია ,,ფორვარდერის“ ოფისი დაკეტილია. სასოწარკვეთილ ბიზნესმენებსა და კლიენტებს ვერც კომპანიაში და ვერ ფინანსურ პოლიციაში კონკრეტულ პასუხს ვერავინ სცემთ, როდის დაუბრუნდებათ, ან დაუბრუნდებათ თუ არა ოდესმე ნაყიდი მანქანები ან გადახდილი ფული.

ავტორი : geotimes.ge

ლიბერთი ბანკის მხარდაჭერით, პროექტის „ლურჯი ფრინველის“ ფარგლებში შშმ პირებისთვის ავტომობილის მართვის თეორიული სწავლების ინფრასტრუქტურა შეიქმნა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ხუთშაბათი, 22 სექტემბერი 2016 15:15

დელისის მეტროსთან ავტომობილი ქვეითს დაეჯახა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 15 ივლისი 2016 01:48

ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში. დელისის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილი ფეხით მოსიარულეს დაეჯახა. დაშავებული 40 წლამდე ქალბატონია, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.  

დამატებითი დეტალები ამ დროისთვის ცნობილი არ არის. 

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. 

 

სტიქიის შედეგად დაზიანებული ავტომობილების მფლობელ ფიზიკურ პირებს ფულადი ანაზღაურება გადაეცემათ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 04 თებერვალი 2016 12:36

მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კარლო ლაფერაძემ 13-14 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანებული ავტომობილების მფლობელებთან ფულადი დახმარების გაცემის შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოაწერა. 

პირველ ეტაპზე ხელშეკრულება 27 ფიზიკურ პირთან გაფორმდება, რომლებსაც ფულადი დახმარების სახით, ჯამში 74 450 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში ჩაერიცხებათ. 

13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ 100-ზე მეტ ფიზკურ პირს განადგურებული, ან დაზიანებული სატრანსპორტო საშუალების საფასური ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №33-128 დადგენილების შესაბამისად აუნაზღაურდება. 

სატრანსპორტო საშუალება რომელზეც ფულადი დახმარება გაიცემა იყოფა ორ კატეგორიად: I კატეგორიაში შედის სტიქიის შედეგად განადგურებული ავტომობილები, რომლებიც შემფასებლის მიერ გაცემული დასკვნის მიხედვით არ ექვემდებარება აღდგენას; II კატეგორიაში კი შედის სტიქიის შედეგად დაზიანებული სატრანსპორტო საშუალება, რომელიც შემფასებლის მიერ გაცემული დასკვნის მიხედვით ექვემდებარება აღდგენას. 

წესის შესაბამისად, I კატეგორიას მიეკუთვნება ის დაზარალებული პირები, რომლებმაც სტიქიის დროს დაკარგეს სატრანსპორტო საშუალებები, (და გაცემულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ცნობა.) ამასთან, სატრანსპორტო საშუალების II კატეგორიას მიეკუთვნება სტიქიის შედეგად დაზიანებული სატრანსპორტო საშუალება, რომელიც უკვე აღდგენილია დაზარალებული პირის მიერ. 

I კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებისთვის რომლის საშუალო საბაზრო ღირებულება ნაკლებია 5 000 (ხუთი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარზე – გაიცემა ფულადი დახმარება სატრანსპორტო საშუალების სტიქიამდე არსებული სავარაუდო საბაზრო ღირებულების სრული ოდენობით; 

I კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებისთვის რომლის საშუალო საბაზრო ღირებულება 5 000 (ხუთი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარის ტოლია ან მეტია – გაიცემა ფულადი დახმარება სატრანსპორტო საშუალების სტიქიამდე არსებული სავარაუდო საბაზრო ღირებულების 70 %-ის ოდენობით. 

II კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებისთვის – გაიცემა ფულადი დახმარება სატრანსპორტო საშუალების სტიქიამდე არსებული სავარაუდო საბაზრო ღირებულების 25 %-ის ოდენობით. 

სააგენტო ფულად დახმარებას არ გაუწევს იმ პირებს, რომლებსაც დაზღვეული ჰყავდათ ავტომობილი. ასევე, იმ პირებს, რომლებსაც კერძო სექტორის მხრიდან გადაეცათ ავტომობილები, ან მიიღეს ფულადი დახმარება. 

იმ ფიზიკურმა პირებმა, რომლებსაც 13-14 ივნისის სტიქიის დროს დაუზიანდათ ავტომობილები და არ ირიცხებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებულ სიებში, უნდა მიმართონ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს. 

საბურთალოზე სავაჭრო ცენტრთან კედლის ჩამონგრევის შედეგად 6 ავტომობილი დაზიანდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 30 დეკემბერი 2015 19:17

საბურთალოზე, გუდვილთან მშენებარე კორპუსის კედელი ჩამოინგრა. ნგრევის შედეგად 6 ავტომობილი დაზიანდა. 

არსებული ინფორმაციით, შემთხვევას არც მსხვერპლი არ მოჰყოლია და არც არავინ დაშავებულა. 

ადგილზე ამ წუთებში სამაშველო სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ. მაშველები კედლის დემონტაჟს ახდენენ. 

ლას ვეგასში ავტომობილმა 33 ფეხით მოსიარულე დააზიანა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 21 დეკემბერი 2015 11:32

ავტომობილი ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, დაშავებულია 33 ადამიანი. ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა უახლოეს საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილს ქალი მართავდა, რომელსაც სალონში მცირეწლოვანი შვილიც ეჯდა. 

შემთხვევის შემდეგ, მძღოლი ადგილიდან მიმალვას შეეცადა, თუმცა ის სამართალდამცველებმა დააკავეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

შს მინისტრის მოადგილის განმარტება მარჯვენა საჭიანი ავტომობილების აკრძალვასთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 18 დეკემბერი 2015 10:38

მარჯვენა საჭიანი ავტომობილების აკრძალვასთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე. არჩილ თალაკვაძის თქმით, ეს არ ეხება უკვე რეგისტრირებულ ავტომობილებს.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, საერთაშორისო კვლევების მიხედვით, 40 პროცენტით არის მაღალი ავტოსაგზაო შემთხვევების რისკი, მარჯვენია საჭიანი მანქანების მხრიდან, ისეთ ქვეყნებში, სადაც მარცხენა საჭიანი მანქანების მოძრაობაა.  

მარტიდან მარჯვენასაჭიან ავტომობილებთან ერთად, ე.წ. საჭეგადატანილი მანქანების რეგისტრაციაც იკრძალება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 15 დეკემბერი 2015 10:00

2016 წლის პირველი მარტიდან მარჯვენასაჭიან ავტომობილებთან ერთად, ე.წ. საჭეგადატანილი მანქანების რეგისტრაციაც იკრძალება. ეს აკრძალვა ავტომობილების გარდა, ასეთი ტიპის ავტობუსებსაც შეეხება. 
ამას მთავრობის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია. 
პროექტის მიხედვით, 2016 წლის პირველი მარტის შემდგომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი/შემოყვანილი ავტობუსი ან მსუბუქი ავტომობილი, რომელსაც საჭე აქვს მარჯვენა მხარეს, ან რომლის საჭეც გადატანილია მარცხება მხარეს ქარხანა-დამამზადებლის მიერ გამოშვების შემდეგ, რეგისტრაციას არ დაექვემდებარება. 
ამასთან, რეგისტრაციის აკრძალვა საქართველოში უკვე ექსპლუატაციაში მყოფ მარჯვენასაჭიან და საჭეგადატანილ მანქანებსა და ავტობუსებზე არ გავრცელდება და მათი ხელახალი რეგისტრაცია დასაშვები იქნება. 
როგორც პარლამენტის ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განაცხადა, პროექტის მიღებას პარლამენტი არ იჩქარებს და საკითხი მიმდინარე წლის დღის წესრიგში შეტანილი არ იქნება. 
"არ უნდა დავტოვოთ არც ერთი პასუხგაუცემელი კითხვა. მინდა კიდევ ერთხელ განვმარტოთ ის, რაც შსს-ს მხრიდან არაერთხელ ითქვა, რომ კანონის მიღების შემდეგ არანაირი პრობლემა არ შეექმნება არც ერთ იმ ადამიანს, რომელიც მარჯვენასაჭიანი ავტომობილით სარგებლობს. ამასთან, საუბარია იმაზე, რომ საქართველოშიც, ისევე როგორც ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში მოწესრიგდეს საგზაო მოძრაობა და ეს მოწესრიგება იყოს არა შოკის მომგვრელი, არა რაიმეს აკრძალვები, არამედ, დროში გაწელილი იმისთვის, რომ ჩვენ სასურველი შედეგი მივიღოთ. პრობლემა ის არის, რომ თავის დროზე, ძალიან ბევრი წლის წინ, ეს საკითხი არ მოგვარდა და ახლა გვიწევს ამ თემებზე საუბარი," – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, პარლამენტი ინიციატივას ძალიან დეტალურად განიხილავს.
"კომიტეტებს, რომლებიც შეირჩა, მინდა ვთხოვო, რომ განსაკუთრებით მიიღონ ზომები, რათა ამ საკითხის განხილვისას ვუზრუნველყოთ საჯაროობაც, ინტერესთა ჯგუფების მონაწილეობაც. რაც შეიძლება კარგად განვმარტოთ, რა ნოვაციები შემოდის, რა იქნება სიახლე, ვისთვის რა იცვლება. კარგად ავუხსნათ მოსახლეობას მათთვის რა იცვლება და პირველ რიგში ავუხსნათ ის, რომ ვისაც უკვე ყავს ასეთი ავტომობილი, მათ რაიმე პრობლემები არ შეექმნებათ. არის სხვა თემებიც ამ კანონპროექტში, რომელსაც კარგი შესწავლა სჭირდება დარწმუნებული ვარ, ისეთ კანონს მივიღებთ, რომელიც ყველა მოქალაქისთვის ყოველმხრივ დასაბუთებული და გააზრებული იქნება ", - აღნიშნა უსუფაშვილმა.
ცვლილებები "საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონსა და მასთან ერთად, ოთხ კანონში შედის. 
საკანონმდებლო პაკეტი შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა. ინიციატორი საქართველოს მთავრობაა.

ავტომობილებისთვის აქციზის გადასახადში ცვლილებებია

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 15 დეკემბერი 2015 10:15

მნიშვნელოვნად იზრდება აქციზის გადასახადი 9 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებისთვის ხოლო 3-დან 6-წლამდე ავტომობილები შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმში ექცევა,ასევე შეღავთიან რეჟიმში გადადის მოპედებისა და მოტოციკლების აქციზით დაბეგვრა. ამას მთავრობის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია. "საგადასახდო კოდექსში" დაგეგმილ ცვლილებებს მთავრობა ახალი ავტომობილების იმპორტის წახალისებისა და ქვეყნის ავტოპარკის გადახალისების გზად განიხილავს. 
როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, უკანასკნელ პერიოდში საქართველოში რეგისტრირებულმა ავტოსატრანსპორტო საშუალებების ოდენობამ მილიონს გადააჭარბა, რაც ქვეყნის მოსახლეობის ოდენობასთან მიმართებით საკმაოდ სოლიდური ციფრია. ამასთან, შსს-ს განმარტებით, საქართველოს ავტოპარკის ძირითად ნაწილს მეორადი – 5-დან 15 წლამდე ასაკის ავტომობილები წარმოადგენს, რომლებიც ხშირ შემთხვევაში, ტექნიკური და ეკოლოგიური უსაფრთხოების მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. პროექტის ავტორის – შინაგან საქმეთა სამინისტროს შეფასებით, მოქმედი "საგადასახადო კოდექსით" განსაზღვრული საკანონმდებლო გარემო ვერ უზრუნველყოფს, ვერ ხერხდება ავტოპარკის განახლების მძლავრი სიტიმულირება და უფრო უკეთესი პარამეტრების მქონე ახალი ავტომობილების საქართველოში შემოყვანა. საბოლოო ჯამში კი, აღნიშნული ვითარება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაზე უარყოფით გავლენას ახდენს. შედეგად, საგზაო მოძრაობაში კვლავაც დიდი რაოდენობით არის ჩართული მოძველებული და მწყობრიდან გამოსული ავტომანქანები, რაც ხშირად ავტოსაგზაო შემთხვევათა გამომწვევი მიზეზი ხდება.
"ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის არსებული განაკვეთები 2004 წელს დადგინდა, როდესაც სატრანსპორტო სფეროში დღევანდელისგან კარდინალურად განსხვავებული სურათი იყო. გარდა ამისა, არსებული განაკვეთები იმ პერიოდში ბევრად უფრო მეტი ფისკალური ეფექტის მქონე იყო, ვიდრე დღეს. შესაბამისად, შესაძლებელია ჩაითვალოს, რომ მსუბუქი ავტომობილების დაბეგვრის რეჟიმი დღეს ბევრად უფრო ლიბერალურია, ვიდრე არსებული განაკვეთის შემოღების მომენტში. აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილია მოხდეს მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთების ცვლილება, არსებული რეალობის გათვალიწინებით. აქციზის განაკვეთების წარმოდგენილი ოდენობა მიზნად ისახავს შედარებით ნაკლები წლოვანების ავტომობილების იმპორტის ხელშეწყობას და შესაბამისად, ძველი ავტომობილების იმპორტისათვის გარკვეული ბარიერის შექმნას, მაღალი გადასახადის სახით", - ნათქვამია განმარტებით ბარათში, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივას ერთვის თან. 
გარდა ამისა, პროექტი ითვალისწინებს მოტოციკლებისა (მოპედების ჩათვლით) და ძრავიანი ველოსიპედების იმპორტისა და მიწოდების გათავისუფლებას დამატებული ღირებულების გადასახადისგან და მათი იმპორტის დაბეგვრას აქციზით, მათი წლოვანებისა და ძრავის მოცულობის მიხედვით.
"აღნიშნული ცვლილების მიზანია შედარებით ეკოლოგიური სატრანსპორტო საშუალებების ლიბერალური დაბეგვრის რეჟიმის შემოღება. კერძოდ, მოტოციკლეტების, მოპედებისა და ძრავიანი ველოსიპედების საშუალო საბაჟო ღირებულებისა და მასზე დასარიცხი დამატებული ღირებულების გადასახადის ოდენობიდან გამომდინარე, შემოთავაზებული განაკვეთების პირობებში საქონლის გაფორმებისას დასარიცხი იმპორტის გადასახდელები საკმაოდ შემცირებულია. ამასთან, ვინაიდან აქციზით მხოლოდ მსუბუქი ავტომობილების კატეგორია იბეგრება, განაკვეთების გაზრდა კომერციული დანიშნულების სატრანსპორტო საშუალებებს ნაკლებად შეეხება და შესაბამისად, არ გახდება ბიზნესის განვითარების ხელშემშლელი ფაქტორი. ამრიგად, კანონპროექტის მიღება განპირობებულია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტის, ავტოპარკის განახლების აუცილებლობით", - აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. 

გვერდი 1/ 3-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური