თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 21 ნოემბერი 2015 17:36

თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება.  პირველი და მესამე მონაკვეთის რეკონსტრუქცია-მოდერნიზაცია 2014 წელს   დაიწყო და მის ძირითად ნაწილზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.  

2016 წლის გაზაფხულისთვის კი მთლიანად დამთავრდება გარე განათების მონტაჟი  და მეორადი გზების დაგება.  ამ ეტაპზე, გზის აღნიშნულ მონაკვეთებზე უკვე დასრულებულია  ხელოვნური ნაგებობებისა და სატრანსპორტო კვანძების მშენებლობა. 

აშენდა საავტომობილო და საფეხმავლო ხიდები და მიმდინარეობს ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება გზის ორივე მხარეს, ასევე, გზის შემოფარგვლის, ტროტუარების მოწყობის, გარე განათების ქსელის მონტაჟისა და გზის გამწვანების სამუშაოები. 

 პროცესს  მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი აზიის განვითარების ბანკის მისიის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. 

უკვე მეხუთედ თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის ნაწილი წყალმა დააზიანა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 16 ნოემბერი 2015 13:07

უკვე მეხუთედ თბილისი-სენაკი-ლესელიძის 206-ე კილომეტრზე ავტომაგისტრალის ნაწილი წყალმა დააზიანა. აღდგენითი სამუშაოები ამ მონაკვეთზე გუშინ დასრულდა.

მაგრამ, დღეს მდინარე ჩხარა ისევ ადიდდა და გზის საფარი კვლავ დააზიანა.

ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა. თუმცა, ამინდის გაუმჯობესებამდე აღდგენითი სამუშაოები შეფერხებულია.

სენაკის შესასვლელთან სტიქიამ გზა დააზიანა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 14 ნოემბერი 2015 10:15

სენაკის შესასვლელთან სტიქიამ გზა დააზიანა. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე განმარტებით, უსაფრთხოების ზომების დაცვის მიზნით , აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა და გადაერთო სენაკში გამავალ საავტომობილო გზაზე. უწყების ინფორმაციით, ამ დროისათვის, სტიქიით დაზიანებულ ობიექტზე მუშაობენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები, რომლებიც სწავლობენ შექმნილ ვითარებას, რათა წყლის დონის დაწევისთანავე დაიწყონ გზის აღდგენის სამუშაოები.
"დაწესებული რეჟიმით მოძრაობა განხორცილდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით", - განმარტავენ უწყებაში.

სტიქიის შედეგები - რა ვითარებაა აღმოსავლეთ საქართველოში

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 12 ნოემბერი 2015 12:25

დასავლეთ საქართველოს მსგავსად, უამინდობაა აღმოსავლეთ რეგიონებში. ხაშურში დატბორილია სახლები, დახოცილია შინაური ფრინველი, განადგურებულია ტექნიკა.

თოვს დუშეთის რაიონში, ბაკურიანსა და გუდაურში. ქარბუქია ნინოწმინდაში, სადაც ჩაკეტილია სოფლებისკენ მიმავალი გზა. უამინდობისაგან მიყენებული ზარალის ოდენობა ამ დროისთვის უცნობია ,საქართველოს ყველა მაღალ მთლიან რეგიონში ამ წუთებში თოვს. 

ცენტრალურ ავტომაგისტრალებზე შეზღუდვები დაწესდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 12 ნოემბერი 2015 11:30

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილოგზის 206-ე კილომეტრზე, ინტენსიური წვიმების შედეგად მდინარე ჩხარას ადიდების გამო დაზიანდა საგზაო მონაკვეთი და ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილების მიზნით მოძრაობა დაიკეტა. აღნიშნული საგზაო მონაკვეთი ჩქაროსნული გზის მშენებლობასთან დაკავშირებით, დროებითი შემოვლითი გზის ფუნქციას ასრულებდა. ამ დროისათვის, მოძრაობა გადართულია ზესტაფონი-ბაღდათი-ქუთაისის საავტომობილო გზაზე, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ადგილზე მუშაობს შესაბამისი სამსახურები და ტექნიკა. მეტეოროლოგიური პირობების გაუმჯობესებასთან ერთად, ჩატარდება ინტენსიური სამუშაოები და მოძრაობა ოპტიმალურად მოკლე დროში იქნება აღდგენილი. ზამთრის პერიოდთან დაკავშირებული შეზღუდვები საავტომობილო გზებზე რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი, ნამქერები, შეზღუდულიხილვადობა) გამო, კოდა – ფარცხისი – მანგლისი – წალკა – ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94 – კმ110 (ნარდევანი–როდიონოვკა (ფარავანი)) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძარობა. თოვლისა და ლიპყინულის გამო, მცხეთა–სტეფანწმინდა ლარსის საავტომობილო გზის კმ80–კმ136 მონაკვეთზე (მლეთა–რუსეთის საზღვარი) ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თვისუფალია. დიდთოვლობის გამო, ზუგდიდი–ჯვარი–მესტია–ლასდილის საავტომობილო გზის კმ70–კმ188 (ხაიში–უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ინტენსიური თოვის, ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის კმ106-კმ117 გოდერძის უღელტეხილის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. აღნიშნული რეჟიმებით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ზამთრის პერიოდის დადგომასთან დაკავშირებით შეგახსენებთ, რომ საავტომობილო გზებზე დიდთოვლობის ან ლიპყინულის დროს უსაფრთხო მოძრაობის უზრუნველსაყოფად აუცილებელია: დაემორჩილოთ საავტომობილო გზებზე დაწესებული რეჟიმების მოთხოვნებს; გამოიყენოთ ზამთრის შესაბამისი საბურავები დათან იქონიოთ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები.

ბიზნეს ნიუსი

1 სექტემბრიდან პენსიების გაცემის წესი იცვლება

1 სექტემბრიდან პენსიების გაცემის წესი იცვლება

 საქართველოს მთავრობისა და ლიბერთი ბანკის ერთობლივ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური