საქართველოს ხელისუფლება უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დაბრუნების პროცესს განაგრძობს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 07 აპრილი 2020 13:55

დღეს განხორციელდება საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული განრიგიდან  მორიგი რეისი ათენი-თბილისის მიმართულებით.
 
მგზავრებს შორის არიან  განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოქალაქეები,   ფეხმძიმე ქალბატონები, 10-მდე მცირეწლოვანი ბავშვი და მძიმე ქრონიკული დაავადების მქონე პირები.
 
საკოორდინაციო საბჭოსთან განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, სამშობლოში  უკვე დაბრუნდნენ მოქალქეები ბერლინიდან,ვენიდან,ამსტერდამიდან, ლონდონიდან,მათ შორის ათენიდანაც( "ეგეოსის ავიახაზები").
 
უცხოეთში მყოფი მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების მიზნით დაგეგმილია ფრენები:
 
 10 აპრილი - თბილისი- ლარნაკა -თბილისი, 12 აპრილი - თბილისი-ბერლინი-თბილისი, 14 აპრილი თბილისი- ამსტერდამი-თბილისი, 16 აპრილი - თბილისი- პარიზი-თბილისი, 18 აპრილი - თბილისი-თელავივი-თბილისი,21 აპრილი- თბილისი-რომი-თბილისი,
24 აპრილი - თბილისი-ბარსელონა-თბილისი,27 აპრილი - თბილისი-ვარშავა-თბილისი.
 
აღნიშნული რეისები განხორციელდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წესის სრული დაცვით და ყველა მგზავრი, რომელიც საქართველოში ჩამოვა, 14 დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლის.
 
შეგახსენებთ, უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი და ორგანიზებული დაბრუნების მიზნით ევროპიდან საქართველოს მიმართულებით რეისებს კომპანია “Georgian Airways” ახორციელებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების საკითხზე ისაუბრა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 16 დეკემბერი 2019 10:41

მოსკოვს მიაჩნია, რომ პირდაპირი ავიარეისების აღდგენა რუსეთსა და საქართველოს შორის სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა, განუცხადა ჟურნალისტებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ Sputnik-ის მოსკოვი-თბილისი-კიშინიოვი-მინსკის ვიდეოხიდის მიმდინარეობისას.

დიპლომატმა მოიყვანა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ციტატა: „ამ ფრენებს მე, ალბათ, დავაბრუნებდი“.

„რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენა სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა... ასე ძალიან ბევრი ფიქრობს“, — აღნიშნა ზახაროვამ.
მან ხაზი გაუსვა, რომ მიუხედავად დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობისა, ჰუმანიტარული და ბიზნეს-ურთიერთობა ორი ქვეყნის მოსახლეობას შორის კვლავაც ვითარდება.

რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა მიმდინარე წლის 8 ივლისს შეჩერდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებულებით, რასაც საფუძვლად თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციები დაედო.

Royal Falcon Airlinesამანი-თბილისის მიმართულებით ჩარტერული ავიარეისების შესრულებას გეგმავს

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 25 ივლისი 2016 18:04

ამანი-თბილისი- ამანის საჰაერო ხაზზე ოპერირების დაწყების შესაძლებლობას ავიაკომპანია 2016 წლის აგვისტოდან განიხილავს. Royal Falcon Airlines-ის საქართველოს ავიაბაზარზე შემოსვლისათვის საჭირო სამართლებრივ და ტექნიკურ საკითხებზე მოლაპარაკებები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში დღეს გაიმართა.

როგორც ავიაკომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა სააგენტოს

ხელმძღვანელობასთან შეხვედრაზე განაცხადა, უახლოეს დღეებში Royal Falcon Airlines- ის კუთვნილი ტურისტული კომპანია ქართველ ტურ-ოპერატორებთან გაფართოვებულ შეხვედრას გეგმავს. სწორედ აღნიშნული კონსულტაციების შემდეგ განსაზღვრავს კომპანია თუ რა ტევადობის საჰაერო ხომალდის ტიპით და სიხშირით იფრენს საქართველოს მიმართულებით ზაფხულის სეზონზე. თავის მხრივ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ გამოთქვა მზადყოფნა რომ მჭიდროდ ითანამშრომლებს როგორც ავიაკომპანიასთან ისე იორდანიის საავიაციო ხელისუფლებასთან შესაბამისი დოკუმუნტაციის განხილვისა და ნებართვის გაცემის მიზნით. ავიამიმართულებაზე საკმარისი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში Royal Falcon Airlines არ გამორიცხავს რეგულარულ ოპერირებაზე გადასვლის შესაძლებლობას.

იორდანიის დედაქალაქ ამანის საერთაშორისო აეროპორტში ბაზირებული ავიაკომპანია Royal Falcon Airlines რეგულარულ და ჩარტერულ რეისებს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების მიმართულებით ახორციელებს.

 

 

ახალი შიდა ავიარეისები ბათუმის მიმართულებით

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 21 ივნისი 2016 16:51

24 ივნისიდან ბათუმის მიმართულებით  შიდა ფრენები თბილისიდან და ნატახტარიდან შესრულდება.  ბათუმი-თბილისი-ბათუმის მიმართულებით ავიაბილეთის საწყისი ფასი 50 (ერთი გზა) დოლარი იქნება, რომელსაც ყაზახური კომპანია  “SKYBUS”შეასრულებს. ნატახტარი-ბათუმი-ნატახტარის მიმართულებით ქართული ავიაკომპანია  „სერვისეარი” იფრენს,  ავიაბილეთის ფასი80 ლარი იქნება. 

Skybus-იბათუმი-თბილისი-ბათუმისმიმართულებითშიდარეისებს 24 ივნისიდან 27 სექტემბრისჩათვლითყოველორშაბათს, ოთხშაბათსადაპარასკევს 50-ადგილიანი CRJ100 ტიპისსაჰაეროხომალდითშეასრულებს.

ნატახტარი-ბათუმი-ნატახტარისმიმართულებითრეისები 21 ივნისიდანდაიწყო, რომელსაც ავიაკომპანია„სერვის ეარი” განახორციელებს.  კომპანიაყოველსამშაბათს, ხუთშაბთსადაკვირას 17 ადგილიანი L410 საჰაეროხომალდითიფრენს.

 

ფრენებისგანრიგი: 

 

ორშაბათიდაოთხშაბათი:

ბათუმი-თბილისი: 07:30

თბილისი-ბათუმი: 09:00

 

პარასკევი: 

ბათუმი-თბილისი: 19:25

თბილისი-ბათუმი: 20:50

 

სამშაბათი, ხუთშაბათი, კვირა: 

ნატახტარი - ბათუმი: 09:00

ბათუმი - ნატახტარი: 11:00

ყაზახური ჩარტერული ავიაკომპანია SKYBUS დაარსდა 2008 წელს.  ავიაკომპანიის ფლოტი მოიცავს ორ 50 ადგილიან CRJ-100 ტიპის ავიახომალდს. ამჟამად ავიაკომპანია ასრულებს ჩარტერულ რეისებს ყაზახეთის 8 ქალაქიდან ბათუმის მიმართულებით, ხოლო 24 ივნისიდან კვირაში 3 სიხშირით შეასრულებს შიდა ფრენებს ბათუმი-თბილისი-ბათუმის მარშრუტით.

კომპანია "სერვის ეარი" 2004 წლიდან ქვეყნის შიდა საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვებს ნატახტარის აეროდრომიდან ახორციელებს.  2007 წლიდან დღემდე კომპანია ჩარტერტული და რეგულარული ავიარეისებით მესტიის მიმართულებით ნატახტარის აეროდრომიდან L410 ტიპის 17 ადგილიანი საჰაერო ხომალდით დაფრინავს, ხოლო 2016 წლიდან "სერვის ეარი" რეგულარულ ავიარეისებს მესტიისა და ქუთაისის მიმართულებით ასრულებს.

 

თბილისი-ბათუმისა და ნატახტარი-ბათუმის მიმართულებით ავიარეისები შესრულდება

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 20 ივნისი 2016 11:40

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტებისგაერთიანების“ ინფორმაციით, 24 ივნისიდან 27 სექტემბრის ჩათვლით, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათსა დაპარასკევს შესრულდება შიდა ავიარეისები ბათუმი-თბილისი-ბათუმის მიმართულებით.

ფრენებს 50 ადგილიანი CRJ100-ის ტიპის საჰაერო ხომალდით ყაზახური ავიაკომპანია “SKYBUS" შეასრულებს,

ხოლო მიმდინარე წლის 21 ივნისიდან ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათსა და კვირას ავიაკომპანია “სერვისეარი”შეასრულებს ავიარეისებს ნატახტარი - ბათუმი - ნატახტარის მიმართულებით 17 ადგილიანი L410 ტიპისსაჰაერო ხომალდით.

ზამთრის საკურორტო ზონებში ავიარეისებს ავსტრიული კომპანია Wucher Helikopter Gmbh შეასრულებს

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 25 იანვარი 2016 17:48

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ დააკმაყოფილა ავსტრიული კომპანიის Wucher Helikopter Gmbh განაცხადი და კომპანიას მიმდინარე წლის იანვრიდან აპრილის ჩათვლით ზამთრის საკურორტო ზონებში, ფრენის ნებართვა მიანიჭა. ანალოგიურ ფრენებს კომპანია 2013-2015 წლებშიც ახორციელებდა.

საქართველოში ოპერირების განმავლობაში „Wucher Helikopter Gmbh“ ძირითადად ორიენტირებული იქნება მცირე ტურისტული ჯგუფების მომსახურებაზე, კერძოდ, კომპანია სტეფანწმინდა-გუდაურის ზონაში განახორციელებს ე.წ. Heli-skiing ტურებს, რაც ვერტმფრენებით მოთხილამურეების და სნოუბორდისტების გაუკვალავ თოვლში გადასხმას, თხილამურებით სრიალისა და სნოუბორდინგის ორგანიზებას გულისხმობს.

 

ფრენები AS 350 B3 Ecureuil და AS 350 B Lama-ს ტიპის თანამედროვე ვერტმფრენებით, ხელსაყრელ მეტეოროლოგიურ პირობებში, ვიზუალური ფრენის წესებით (VFR) განხორციელდება.

ავიაკომპანიის ოპერირება საქართველოში ხელს შეუწყობს ზამთრის ტურიზმის განვითარებას, უცხოელი ტურისტების მოზიდვას საქართველოს ზამთრის სათხილამურო კურორტებზე და მათთვის მაქსიმალურად კომფორტული გარემოს შექმნას.

 

 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ნოემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური