ჩინეთმა ახალი ფართოფიუზელაჟიანი სამგზავრო თვითმფრინავი წარმოადგინა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 02 ნოემბერი 2015 19:29

ორშაბათს, შანხაის საერთაშორისო გამოფენაზე ჩინურმა მხარემ  С919 - ახალი ფართოფიუზელაჟიანი სამგზავრო თვითმფრინავი წარმოადგინა. ავიალაინერი დამუშავებული და შექმნილია ჩინელი სპეციალისტების მიერ. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „სინხუა“ წერს.

თვითმფრინავბში მგზავრთა რაოდენო 158-ს შეადგენს და ლაინერს 4075 კმ-ის სიშორეზე შეუძლია ფრენა. საჰაერო ხომალდის შემქმნელია ჩინეთის თვითმფრინავების კომერციული კორპორაცია.

როგორც დაგეგმილია, С919 პირველ საცდელ ფრენას 2016 წელს განახორციელებს. ხოლო კომერციულ ექსპლოატაციაში ჩაშვებამდე 3 წლის განმავლობაში თვითმფრინავი ტესტურ რეჟიმში იქნება.

როგორც ჩინეთის თვითმფრინავების კომერციული კორპორაციის ხელმძღვანელები აცხადებენ, ამ ეტაპზე კორპორაციამ უკვე მიიღო შეკვეთა 21 ქვეყნიდან 517 თვითმფრინავის აგებაზე.

რუსული ავიალაინერის კატასტროფის ადგილზე 100 ცხედარია ნაპოვნი

გამოქვეყნებულია მსოფლიო
შაბათი, 31 ოქტომბერი 2015 17:22

ეგვიპტეში სინას ნახევერკუნძულის ტერიტორიაზე ეგვიპტელმა მაშველებმა დაახლოებით 100 მგზავრის ცხედარი იპოვეს. მათგან 17 ბავშვია. "ასოშიეითედ პრესის" ინფორმაციით, ეგვიპტეში რუსული სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა. 
ცნობისთვის, სააგენტო "როიტერმა" დაახლოებით 1 საათის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სინაის ნახევარკუნძულზე, პროვინცია ჩრდილო სინაის მთიან რაიონში სადაც ბოინგი ჩამოვარდა, ადგილზე მომუშავე მაშველებს მგზავრების ხმა მოესმათ, თუმცა საუბედუროდ ეს ინფორმაცია ტყუილი აღმოჩნდა. 
რუსული ავიაკომპანია "კოგალიმავიას" ლაინერი Airbus А-321 ეგვიპტის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. ავიაკატასტორის მომენტში ბორტზე 224 ადამიანი - 217 მგზავრი და ეკიპაჟის 7 წევრი იმყოფებოდა. მგზავრთა შორის 17 ბავშვია. 

ეგვიპტეში რუსული სამგზავრო ავიალაინერი ჩამოვარდა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
შაბათი, 31 ოქტომბერი 2015 15:10

ეგვიპტის ხელისუფლებამ დაადასტურა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ შაბათს რუსული სამგზავრო ავიალაინერი Airbus-321 სინაის ნახევარკუნძულზე ჩამოვარდა. ბორტზე 217-ი მგზავრი და ეკიპაჟის 7 წევრი იმყოფებოდა. მგზავრთა შორის 17 ბავშვია. გავრცელებული ინფორმაციით, ყველა მათგანი რუსეთის მოქალაქეა. წინასწარი მონაცემებით ყველა მათგანი დაღუპულია.
რუსული ავიაკომპანია "კოგალიმავიას" ლაინერი Airbus А-321 შარმ ელ-შეიხიდან სანქტ-პეტერბურგში მიფრინავდა. აფრენიდან 23 წუთში თვითმფრინავი რადარების ეკრანებიდან მოულოდნელად გაქრა.

სამძებრო ოპერაციაში ჩართულმა სამხედრო თვითმფრინავებმა ავიალაინერის ნამსხვრევები აღმოაჩინეს და დაადასტურეს თვითმფრინავის კატასტროფა.

ეგვიპტური მედია წერს, რომ ეგვიპტის პრემიერ-მინისტრმა შარიფ ისმაილმა ავიაკატასტროფის გამოძიება პირად კონტროლზე აიყვანა და დღეს დაგეგმილი ყველა ღონისძიება გააუქმა.

ბიზნეს ნიუსი

ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს - ნ. თურნავა

ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს - ნ. თურნავა

„ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს დ...

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« ოქტომბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური