ავიაკატასტროფა სტამბოლში

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 10 მარტი 2017 18:35
სტამბოლში მომხდარ ავიაკატასტროფას 5 ადამიანი ემსხვერპლა. ვერტმფრენი ათათურქის სახელობის აეროპორტის დატოვებიდან 5 წუთში ქალაქის გარეუბანში ავტომაგისტრალზე ჩავარდა.გავრცელებული ცნობით, ვერტმფრენი ტელეანძას შეეჯახა, რაც სავარაუდოდ კატასტროფის გამომწვევი მიზეზი გახდა.

„თურქეთის ავიახაზებს“ არ ეკუთვნოდა სატვირთო თვითმფრინავი, რომელმაც ავიაკატასტროფა განიცადა ყირგიზეთში

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 16 იანვარი 2017 13:46

„ ჰონკონგის საერთაშორისო აეროპორტიდან ბიშკეკის მანასის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით გამოფრენილმა სატვირთო თვითმფრინავმა, რომლის სარეგისტრაციო ნომერია  TC-MCL, ხოლო ექსპლუატაციას უწევდა  ავიაკომპანია ACT,

ავიაკატასტროფა განიცადა ბიშკეკთან ახლოს, დაახლოებით  01:40UTC  საათზე.

გაცნობებთ, რომ არც თვითმფრინავი და არც ეკიპაჟი “Turkish Airlines”- ის არ ეკუთვნის.

 

“Turkish Airlines”-ის მედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტი

ყირგიზეთში სამაშველო სამუშაოები გრძელდება

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 16 იანვარი 2017 10:09

ყირგიზეთში  ავაიკატასტროფის ადგილას სამაშველო სამუშაოები გრძელდება.  ბოლო ინფორმაციით, ავაიკატასტროფას  32 ადამიანი ემსხვერპლა.

წინასწარი ვერსიით, Turkish Airlines-ის კუთვნილი სატვირთო თვითმფრინავი დაშვებისას ბიშკეკის მახლობლად, დასახლებულ პუნქტში ჩამოვარდა.

ავიაკატასტროფას 6 ადამიანი გადაურჩა, მათ შორის 1 ფეხბურთელიც

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 29 ნოემბერი 2016 12:44

ბოლო ინფორმაციით, კოლუმბიის ტერიტორიაზე მომხდარ ავიაკატასტროფას 6 ადამიანი გადაურჩა, მათ შორის ფეხბურთელი ალან რუშელი. ის ამ დროისთვის  რიონეგროს ერთ-ერთ საავადმყოფოშია გადყვანილი.

შეგახსენებთ, უბედური შემთხვევა კოლუმბიაში მოხდა. თვითმფრინავი, რომელიც ბოლივიიდან მედელინის აეროპორტისკენ მიემართებოდა კატარსტროფა განიცადა. რადარებიდან რიო ნეგროს თავზე გაქრა.  BBC Mundo-ს ცნობით, ბორტზე, 81 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან 72 მგზავრი და 9 ეკიპაჟის წევრი. 

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად,  თვითმფრინავით  ბრაზილიის საფეხბურთო გუნდ „შაპეკოენსეს“ 27 ფეხბურთელი და ჟურნალისტები მგზავრობდნენ. 

თვითმფრინავით, რომელმაც კატასტროფა განიცადა, ბრაზილიელი ფეხბურთელები და ჟურნალისტები მგზავრობდნენ

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 29 ნოემბერი 2016 10:49

უბედური შემთხვევა კოლუმბიაში. თვითმფრინავი, რომელიც ბოლივიიდან მედელინის აეროპორტისკენ მიემართებოდა კატარსტროფა განიცადა. რადარებიდან რიო ნეგროს თავზე გაქრა.  BBC Mundo-ს ცნობით, ბორტზე, 81 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან 72 მგზავრი და 9 ეკიპაჟის წევრი. 

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად,  თვითმფრინავით  ბრაზილიის საფეხბურთო გუნდ „შაპეკოენსეს“ 27 ფეხბურთელი და ჟურნალისტები მგზავრობდნენ

 

 

ბოინგ 777-ის ავიაკატასტროფის ახალი დეტალები

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 02 ნოემბერი 2016 13:04

მალაიზიური ბოინგის ნამსხვრევების კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ფრენა ემ-ეიჩ 370-მა ინდოეთის ოკეანეში მართული დაშვება განახორციელა. საქმე ეხება ბოინგ 777-ს, რომელიც პეკინიდან კუალა ლუმპურისკენ მიფრინავდა და კატასტროფა განიცადა. ავსტრალიელი გამომძიებლების თანახმად, ლაინერის ფრთები კრუიზის პოზიციაში იყო, როდესაც ის ოკეანის ზედაპირზე მოხვდა, რაც ბადებს ეჭვს, რომ თვითმფრინავის მართული დაშვება ადამიანის მიერ კონტროლდებოდა. ლაინერის ნამსხვრევების შესწავლის შედეგად, გამომძიებლებმა ფოკუსირება მოახდინეს თვითმფრინავის ფრთებზე. მომხდარის შესწავლა კვლავ გრძელდება. შეგახსენებთ, რომ ბოინგ 777-მა ავიაკატასტროფა 2014 წლის მარტში განიცადა. დაიღუპა ბორტზე მყოფი 239 ადამიანი.

მორიგი ავიაკატასტროფა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 19 მაისი 2016 12:41

ავიაკატასტროფა ავღანეთის პროვინცია ჰელმანდში მოხდა, სადაც სატვირთო თვითმფრინავი ჩამოვარდა. დაიღუპა 7 ადამიანი. გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფინავი Ан-12 აზერბაიჯანულ ავიაკომპანია Silk Way-ს ეკუთვნოდა. აზერბაიჯანის სამოქალაქო ავიაციის სახელმწიფო ადმინისტრაციამ მომხდართან დაკავშირებით ინფორმაციია გაავრცელა. უწყების ცნობით, თვითმფრინავი აფრენიდან მალევე ჩამოვარდა, ეკიპაჟის წევრებს შორის არიან აზერბაიჯანის, უკრაინისა და უზბეკეთის მოქალაქეები. რაც შეეხება ავიაკატასტროფის მიზეზებს, გამოსაძიებლად შეიქმნა სპეციალური კომისია, რომლის წარმომადგენლები ავღანეთში უახლოეს საათებში ჩავლენ.

 

აშშ-ში ტურისტული ვერტმფრენი წყალში ჩავარდა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 19 თებერვალი 2016 13:12

აშშ-ში ტურისტული სააგენტოს ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა პერლ ჰარბორის მემორიალთან. საფრენი აპარატი, რომლის ბორტზეც 5 ადამიანი იმყოფებოდა წყალში ჩავარდა.

მგზავრები გადარჩნენ. თუმცა ყველა მათგანი დაშავდა და ჰონოლულუს საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთ-ერთი მათგანი მძიმე მდგომარეობაშია.

ვერტმფრენი დაშვებას აპირებდა, მაგრამ ხმელეთს ვერ მიაღწია და სანაპიროდან რამდენიმე მეტრის დაშორებით წყალში ჩავარდა. ბორტზე მყოფი ტურისტები მაშველების მისვლამდე წყლიდან ადგილობრივებმა ამოიყვანეს.

რუსულმა ავიაციამ სირიაში მორიგი იერიშები განახორციელა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 15 თებერვალი 2016 09:59

რუსული ავიაციის მიერ სირიაში განხორციელებული მორიგი იერიშების შედეგად მშვიდობიანი მოსახლეობა, მათ შორის ბავშვებიც დაიღუპნენ. იერიშები დერაას პროვინციაში ერთ-ერთი სკოლის მახლობლად განხორციელდა.

პარასკევს გერმანიაში მიღწეული შეთანხმება ამ დრომდე არ შესრულებულა სირიაში მებრძოლი სამთავრობო და ოპოზიციური ძალების მიერ.

პარალელურად, სირიის ჩრდილოეთში თურქეთი ქურთ მებრძოლებზე სარაკეტო იერიშებს უკვე მეორე დღეა განაგრძობს.

ავიაკატასტროფა ყაზახეთში დაღუპულია 5 ადამიანი

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 28 იანვარი 2016 16:16

ყაზახეთში ავიაკატასტროფის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ ყაზახეთის შინაგან საქმეთა მინისტრზე დაყრდნობით წერს. 

ვერტმფრენი, რომლითაც ერთი წლის ბავშვი, დედასთან ერთად, რეგიონის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაჰყავდათ, რადარებიდან გუშინ ღამით გაქრა. 

სამძებრო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. გავრცელებული ცნობით, სამუშაოებში 500 ადამიანი და 70 ერთეული ტექნიკა იყო ჩართული. 

ბორტზე სულ ხუთი ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის მფრინავი, ორი ექიმი, ქალი და ბავშვი. ვერტმფრენის ნამსხვრევები და დაღუპულთა ცხედრები დღეს დილით აღმოაჩინეს. 

ავიაკატასტროფის გამომწვევი მიზეზები ჯერ უცნობია.

გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური