შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია გომბორის უღელტეხილზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია სამართალი
შაბათი, 09 ივნისი 2018 13:58

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ გომბორის უღელტეხილზე თელავის რაიონის სოფელ თეთრი წყლების მიმდებარედ, კახეთის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი, რომელშიც თბილისის 175-ე საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეები მშობლებთან ერთად იმყოფებოდნენ საავტომობილო გზიდან გადავიდა და ამობრუნდა.

შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე გამოცხადდნენ, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, ასევე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების და სამაშველო ჯგუფები.

გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, საავტომობილო გზიდან გადავიდა და ხევში გადავარდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია 4 ადამიანი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო 16 ადამიანმა, რომლებიც უკვე გადაყვანილები არიან სამედიცინო დაწესებულებაში.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქმესთან დაკავშირებით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები და მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები. ამ დროისთვის ავტომანქანის მძღოლი გამოკითხვის მიზნით გადაყვანილია პოლიციის განყოფილებაში.

გერმანიაში სატვირთო და სამგზავრო მატარებლების შეჯახების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 08 მაისი 2018 11:10

სამხრეთ გერმანიაში სატვირთო და სამგზავრო მატარებლების შეჯახების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერსი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით იუწყება.
გერმანული კომპანიისა და სარკინიგზო ოპერატორის Deutsche Bahn-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ შეჯახება ბავარიაში, აიხახის სადგურთან მოხდა.
Deutsche Bahn-ისა და გაზეთ Sueddeutsche Zeitung-ის ინფორმაციით, მომხდარის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა.

ახალციხეში ათი წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 04 აპრილი 2018 16:26

ახალციხეში, ნათენაძის ქუჩაზე ათი წლის ბავშვს მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ის ქუჩაზე გადადიოდა.

დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა.

როგორც ექიმები აცხადებენ, ბავშვს ფეხი და ლავიწის ძვალი აქვს მოტეხილი და მას გამოკვლევები უტარდება.

მათივე თქმით, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ შემთხვევაზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე.

ავარია რიკოთთან - დაღუპულია 6 ადამიანი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 27 იანვარი 2018 13:12

რიკოთის გვირაბთან ტრაილერისა და მსუბუქი ავტომობილის შეჯახების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა. ავტოსაგზაო შემთხვევა წუხელ მოხდა.

არსებული ინფორმაციით, გზის საპირისპირო ზოლში მოძრავი ტრაილერი მსუბუქ მანქანას დაეხაჯა. შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ერთი მათგანი კი ხაშურის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც დღეს დილით გარდაიცვალა. 

შსს-ს ინფორმაციით, ტრაილერის მძღოლი დაკავებულია.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდქსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 

ბექა ხახუბიას სიცოცხლის ბოლო წამები - ექსკლუზიური კადრები, რომლებსაც პირველად ნახავთ (ვიდეო)

გამოქვეყნებულია ვიდეო
კვირა, 05 ნოემბერი 2017 23:23

ბექა ხახუბიას სიცოცხლის ბოლო წამები - ექსკლუზიური კადრები, რომლებსაც პირველად ნახავთ.

დეპუტატი ირაკლი ხახუბია გორის გვირაბთან ავარიისას მისი შვილის დაღუპვის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 13 ოქტომბერი 2017 14:25

მომავალში სხვისი შვილები რომ გადარჩნენ, პოლიციაში რომ აღარ მუშაობდეს ასეთი მოუმზადებელი და უპასუხისმგებლო თუნდაც რამდენიმე თანამშრომელი - ჩვენი ოჯახი სამართლებრივი მექანიზმებით ბოლომდე იბრძოლებს, - ამის შესახებ ნათქვამია საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი ხახუბიას მიერ მისი შვილის, ბექა ხახუბიას გარდაცვალების მიზეზებსა და შემდგომ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში. 

როგორც ირაკლი ხახუბია წერს, 2017 წლის 17 მაისს, გორის გვირაბთან განვითარებული ფატალური მოვლენების შედეგად მისი შვილი „უკვე ყოფილი პოლიციელების სრულიად გაუმართლებელი ქმედების გამო გარდაიცვალა“. 

„მინდა თავიდანვე გითხრათ, რომ მე ვსაუბრობ, როგორც გარდაცვლილი შვილის მამა და არა როგორც პარლამენტარი. ჩემი შვილის დაღუპვის მიზეზი გახდა დღეს უკვე ყოფილი პოლიციელების სრულიად გაუმართლებელი ქმედება - მათ გზის გადაკეტვის მიზნით გამოიყენეს სატვირთო ტრაილერი, რომელსაც არც კანონი უშვებს და არც გონივრული ზომების ფარგლებში ჯდება. ამ გადაწყვეტილებით მათ პრაქტიკულად გადარჩენის შანსი არ დაუტოვეს 21 წლის ბექას. გამოძიებამ დაადასტურა ის, რაც სამწუხაროდ შემთხვევის ადგილას მისულმა ახლობლებმა ნახეს - გორის გვირაბთან ახლოს, დასასვენებლად გაჩერებული სატვირთო ტრაილერის მძღოლს გიორგი ღლონტს, გორის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა არაგონივრული და უკანონო გადაწყვეტილებით აიძულეს სიბნელეში, გორის გვირაბის გასასვლელთან ჩაეხერგა გზა, ისე რომ მაღალი სიჩქარით მოძრავ ავტომობილს გაჩერების შანსი აღარ ჰქონდა.

დიდი სისწრაფით მოძრავმა ბექა ხახუბიამ, განათებული გვირაბიდან სიბნელეში გამოსვლის მომენტში ავტომანქანის შეჩერებაც კი ვერ მოასწრო, ისე შეეჯახა სატვირთო ტრაილერს. მას არ ჰქონდა საკმარისი დრო, რომ მკვეთრად განათებული გვირაბიდან სიბნელეში მხედველობის ადაპტირება და რეაგირება მოეხდინა. ამას თან ერთვის ისიც, რომ ტრაილერი არ იყო მანათობელი ნიშნით (რეფლექტორით) აღჭურვილი, რაც სტანდარტის კიდევ ერთი დარღევევაა საპატრულო პოლიიციის მხრიდან, რისთვისაც სხვათაშორის, პოლიციელები მოქალაქეებს თავად აჯარიმებენ ხოლმე გზებზე. ყოფილი პოლიციელების მხრიდან ამ გაუმართლებელი ქმედებების შედეგად, 21 წლის ახალგაზრდა სიცოცხლით სავსე ბიჭი ადგილზევე გარდაიცვალა. 

ჩატარებული ექსპერტიზის და საგამოძიებო ექსპერიმენტის თანახმად, გვირაბთან ტრაილერის ამგვარი განლაგების პირობებში, მძღოლი ვერც ერთ შემთხვევაში ვერ მოასწრებდა რეაგირებას. ჩვენს ოჯახს არც წინასწარი შეფასებები, არც ემოციური განცხადებები არ გაუკეთებია. ჩვენი დარდი და ტკივილი გვაქვს და ბექას პატარა შვილს ვცდილობთ უმამობა არ ვაგრძნობინოთ. ნაცვლად იმისა, რომ ყოფილი პოლიციელები და ახლა უკვე ბრალდებულები დალოდებოდნენ სასამართლოს გადაწყვეტილებას, მათ საჯაროდ, ჩვენი ოჯახის ღირსების და ბექას სახელის შემბღალავი განცხადებები გააკეთეს, ცდილობენ ყველაფერი ჩემს გარდაცვლილ შვილს დააბრალონ. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის საქმის რეალური სურათი. მათ უკანონო გადაწყვეტილებით და ქმედებებით, ახალგაზრდა ბიჭი გაწირეს სასიკვდილოდ და ახლა იმის ვაჟკაცობაც არ ყოფნით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მომენტში მიღებულ, საკუთარ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობა აიღონ. 

მომავალში სხვისი შვილები რომ გადარჩნენ, პოლიციაში რომ აღარ მუშაობდეს ასეთი მოუმზადებელი და უპასუხისმგებლო თუნდაც რამდენიმე თანამშრომელი - ჩვენი ოჯახი სამართლებრივი მექანიზმებით ბოლომდე იბრძოლებს. ადამიანის სიცოცხლე, ღირსება და სამართლიანობა ჩვენი საზოგადოებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულებაა. მართლმსაჯულება უნდა აღსრულდეს! ჩვენ არ ვაპირებთ ამ თემაზე შემდგომში განცხადებების გაკეთებას და მოვუწოდებთ ყველას, პატივი სცენ ბექას ხსოვნას, პატივი სცენ დამწუხრებულ ოჯახს და თავი შეიკავონ სპეკულაციებისა და მანიპულირებისგან. დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას,"  - ნათქვამია განცხადებაში. 

აღნიშნულ ფაქტზე ყოფილ პოლიციელებს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით აქვთ წაყენებული, რაც მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური პირის უფლების არსებითი დარღვევა გამოიწვია.

რას ჰყვება ავარიაზე დედა, რომელსაც ფეხის ამპუტაცია დასჭირდა

გამოქვეყნებულია ვიდეო
ორშაბათი, 17 ივლისი 2017 12:10

თურქეთში მომხდარი ავარიის შედეგად ერთ-ერთ დაშავებულს, რომელიც ბავშვის მშობელია, ფეხის ამპუტაცია ჩაუტარდა, ხოლო მძღოლი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

ავტოსაგზაო შემთხვევა თურქეთში, ტრაპზონიდან 120 კილომეტრში, გირესუნის მახლობლად მოხდა. ავტოავარიის შედეგად 38 ადამიანი - "ერისიონის" საბავშვო სტუდია "ლამპრების" წევრები და თანმხლები პირები დაშავდნენ.
ცეკვის ანსამბლი გასტროლებზე ბულგარეთში მიდიოდა. 

ავარია მცხეთასთან - „ფიატის" მარკის ავტომობილი „ფორდს“ დაეჯახა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 16 ივნისი 2017 13:11

თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის საავტომობილო მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

თვითმხილველების განცხადებით, „ფორდის" მარკის მფლობელი ავარიულ ზოლში იყო გაჩერებული და საბურავს ცვლიდა, რა დროსაც ავტომობილს „ფიატი“ შეეჯახა.

შემთხვევის გამო, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ავტომობილების მოძრაობა შეფერხებული იყო.

შს სამინისტროში აღნიშნავენ, რომ მომხდართან დაკავშირებით ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმი შედგა.

რუსთავში 7 წლის გოგონას ავტომანქანა დაეჯახა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 14 ივნისი 2017 19:03

რუსთავის მე-7 მიკრორაიონში მცირეწლოვანს მანქანა დაეჯახა. არსებული ინფორმაციით, 7 წლის გოგონამ ქუჩაზე გადაირბინა, რა დროსაც მას ,,ოპელის" მარკის ავტომობილი დაეჯახა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. 

როგორც რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში განუცხადეს, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. შსს-ს ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმე 276-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა. მძღოლის ვინაობა დადგენილია და მიმდინარეობს გამოძიება.

პატრულის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა

გამოქვეყნებულია სამართალი
ოთხშაბათი, 07 ივნისი 2017 13:01

მართვის მოწმობის არმქონე მოქალაქე ჯერ საპატრულო პოლიციის 2 ავტომობილს, შემდეგ კი პატრულის თანამშრომელს დაეჯახა, რომელიც  მანქანიდან გადმოსული იყო. პოლიციელი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 3 წლამდე.

გვერდი 1/ 5-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური