სააკაშვილი ბოკერიას საუბრის დეტალები

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 24 ოქტომბერი 2015 13:28

 “სააკაშვილი საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებს”-ამ სათაურით უკრაინული ვებგვერდი wikileaks.center საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და უშიშროების ყოფილი მდივნის გიგა ბოკერიას სტამბულის ათა-თურქის აეროპორტში 22 ოქტომბერს, დილის 06:18 საათზე საუბრის სტენოგრამას ავრცელებს.
გიგა ბოკერია: გავიმეორებ, ის ბიჭები სტარტზე არიან. ისინი რეალურად ყველაფერს გადაუვლიან, მაგრამ ერთია, რომ შეიძლება იყოს მსხვერპლი.
მიხეილ სააკაშვილი: მერე რა, იყოს, ეს ხომ უკეთესია! ნიკა რომ მაგრად არ დაზარალდეს, იყოს დასისხლიანებული, უფრო ეფექტურად გამოიყურება.. თუკი ქალს სცემენ, ქალს ბავშვთან ერთად, ზუსტად ის არის, რაც საჭიროა. ვინმე შეარჩიე კოლექტივიდან. ამ თემას ბომბივით ავაფეთქებთ. პინგვინის ამ ბანდის თავდასხმა თავისუფალ მედიაზე, მთელ მსოფლიოს შეძრავს. საჭიროა, ყველაფერი კამერაზე დაფიქსირდეს. გვარამიასგან გმირს შევქმნით, ახალგაზრდა დედის მკვლელობა კი მთელ საქართველოს ფეხზე დააყენებს. შენი ნიღბიანი ბიჭები შეუმჩნევლად უნდა გაქრნენ.
ამავე მასალის თანახმად, გიგა ბოკერია მიხეილ სააკაშვილს პასუხობს, რომ ამის შესახებ არავინ უნდა იცოდეს და არც ნიკა გვარამიას ეტყვის. მისი თქმით, თუ ეს გამჟღავნდება, ყველაფერი ჩამოიშლება. ბოკერიას თქმით, ის ბიჭებთან პირდაპირ არ კონტაქტობს, არამედ “გაგუშა” მუშაობს მათთან და თავად ამ საქმეში არ გამოჩნდებიან. “სცენარი დამუშავებულია, ოპერატორი იქნება რუსთავი 2-დან, ის ყველაფერს დააფიქსირებს. ბიჭებს ეცოდინებათ და მას ხელს არ ახლებენ. ამის შემდეგ ყველა თურქეთში შეუმჩნევლად გადავა. ამ ყველაფრისთვის 160 უნდა გამოიყოს”.
მიხეილ სააკაშვილი: მე ხომ ვთქვი, ბეჟო ყველაფერს გადაწყვეტს, ის ახლა თბილისში არ არის. ზურამ გააფრთხილა და თავის თანხას შენ მოგიტანს. მთავარია ყველაფერი სწორად წარმოვაჩინოთ. რუსთავზე თავდასხმისა და მსხვერპლის ფონზე ამ ნაბიჭვრებს გადავაგდებთ! ვინ არის მოძალადე ყველა ნახავს. გიგა! შეხვდი გიორგის (მარგველაშვილს). ჩემგან მადლობა გადაუხადე და სთხოვე გამოვიდეს და გააკეთოს განცხადება მოიწვიოს ელჩები, იქ სიტყვის თავისუფლება, კონსტიტუცია და ა.შ. მან იცის, რომ არ დავტოვებთ უყურადღებოდ.
გიგა ბოკერია: მარგველას დილითვე შევხვდები, როგორც კი ჩავფრინდები. გამოვა, აბა სად წავა. ჩვენმა გეგმამ რეალურად შეიძლება გადაარჩინოს ტელევიზია და ჩვენი მოძრაობა. როგორც კი ფულს მივიღებ, დავიწყებთ.
საიტზე გამოქვეყნებული სტენოგრამის თანახმად, საუბრის ბოლოს მიხეილ სააკაშვილი გიგა ბოკერიას სთხოვს, შეეცადოს, სასამართლო სხდომამდე გააკეთოს, მერე კი სასამართლო საჭირო აღარ იქნება.
ამავე ტექსტის თანახმად, გიგა ბოკერია პირობას აძლევს, რომ მოასწრებს. მისი თქმით, მოსამართლე ურთმელიძე ადეიშვილზე ყოფილა განაწყენებული და ამიტომ დათანხმდა საქმის განხილვას. “სასამართლოში ჩვენი ხალხია დარჩენილი და ვიცი როგორც დავაშინებთ. ზაზა მეიშვილი და შავლიაშვილი უზენაესი სასამართლოდან აქტიურად არიან ჩართულები. ეს თემა ზურას მიყავს. მთავარია დაგეგმილი ზუსტად გავაკეთოთ და როგორც შენ თქვი, სასამართლო აზრს დაკარგავს”.

თბილისის აეროპორტის განახლების პროცესი დაიწყო

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 12 ოქტომბერი 2015 16:20

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენი ზოლისა და სამიმოსვლო ბილიკების რეაბილიტაცია დაიწყო. სამუშაოები დღეს პრემიერმა, ერჯონომიმკს მინისტრმა და ტავ ჯორჯნიას წარმომდგრებმა დაათვალიერეს. სამუშაოები მომავალი წლის ზაფხულში დასრულდება.

"მნიშვნელოვანია, რომ ეს მოლაპარაკება წარმატებით დავასრულეთ. საბოლოო ჯამში ტავს შევუთანხმდით ახალი ხელშეკრულების პირობებზე. ააშენდება ახალი ასაფრენი ბილიკი. ასევე მიმოსვლის ბილიკების მოწესრიგება. შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტი იქნება სრულ შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტებთან,"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.  

თბილისს საერთაშორისო სტანდარტების აეროპორტი ექნება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 12 ოქტომბერი 2015 15:19

წარმატებული მოლაპარაკებები, რომლის შედეგად შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტი საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში იქნება, - ასე შეაფასა საქართველოს მთავრობის მეთაურმა ინვესტორთან ხელშეკრულების განახლება და ეკონომიკის ყოფილ და მოქმედ მინისტრებს მადლობა გადაუხადა.„მნიშვნელოვანია, ჩვენი აეროპორტი გახდეს კიდევ უფრო საინტერესო სხვა ავიაკომპანიებისთვის. მგზავრთნაკადი წელს განსაკუთრებით გაზრდილია, ჩვენ რეკორდულ მაჩვენებელს მივაღწიეთ. სექტემბრის მონაცემებით, მგზავრთნაკადი, გასულ წელთან შედარებით, 25%-ით გაიზარდა. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ ინტერესი ჩვენი აეროპორტის მიმართ კიდევ უფრო გაიზრდება. დარწმუნებული ვარ, შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი იქნება და მომავალი წლის ივნისში, ჩვენს მოქალაქეებს და ტურისტებს ექნებათ კომფორტულად მგზავრობის საშუალება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.მთავრობის მეთაურმა საქართველოში განხორციელებული მნიშვნელოვანი ინვესტიციისთვის TAV-ის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა.თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სამიმოსვლო ბილიკებისა და ასაფრენი ზოლის რეაბილიტაცია საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და „ტავ ურბან საქართველოს” შორის 2015 წლის 28 მაისს განახლებული ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელდება. სამუშაოები საერთაშორისო სტანდარტების და ავიაციის უსაფრთხოების უმაღლესი ნორმების დაცვით შესრულდება და მას როგორც ადგილობრივი, ასევე - IATA Consulting-ის ექსპერტები ყოველდღიურ რეჟიმში დააკვირდებიან. აეროდრომის რეაბილიტაცია 2016 წლის ივნისში დასრულდება.

"ჩვენ ვცდილობთ, ჩვენს მეზობლებთან საუკეთესო ურთიერთობები გვქონდეს და ამის ნათელი მაგალითი საქართველოა"-იასინ თემიზქანი

გამოქვეყნებულია ინტერვიუ
პარასკევი, 09 ოქტომბერი 2015 17:25

თურქეთის რესპუბლიკის გენერალურკონსული ბათუმში იასინ თემიზქანი უკვე ერთი წელია რაც ამ თანამდებობაზე მუშაობს და როგორც იგი აცხადებს, უკანასკნელ ხანებში ქართულ-თურქული ურთიერთობები აჭარას და თურქეთის მოსაზღვრე რეგიონებს შორის ძალიან ინტენსიურიხდა. „როგორც ეტყობა ამ ურთიერთობებს მომავალში კიდევ უფრო დიდი პერსპექტივა გააჩნია“, დარწმუნებულია თურქი დიპლომატი.

„პირველ რიგში საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ორი ქვეყნის მოქალაქეებს საშუალება აქვთ უვიზოდ, მხოლოდ პირადობის მოწმობის საფუძველზე იმოგზაურონ თურქეთსა და საქართველოში. ამის მსგავსი მაგალითები ძალიან იშვიათია და თურქეთის მოქალაქეებს, მხოლოდ ჩრდილოეთ კვიპროსში აქვთ ანალოგიურად მგზავრობის შესაძლებლობა. რაღა თქმა უნდა ეს ხელს უწყობს ორ ქვეყანას შორის ინტენსიურ მიმოსვლას. ოფიციალური მონაცემებით, დაახლოებით 3 მილიონი თურქეთის მოქალაქე სარგებლობს ამ შეღავათით და კვეთს თურქეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვარს“, - აღნიშნა თურქეთის გენერალურმა კონსულმა.

მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც განაპირობებს ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაუმჯობესებას, არის ის, რომ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი გამოიყენება, როგორც ერთობლივი აეროპორტი, ანუ თურქეთისთვის შიდა  რეისების შესასრულებლად, ამბობს იასინ თემიზქანი. „მაგალითისთვის გეტყვით, რომ ართვინის რეგიონის მოსახლეობა ინტენსიურად სარგებლობს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტით. ისინი ბათუმში შემოდიან და თვითმფრინავით თურქეთის რომელიმე ქალაქში მიემგზავრებიან. შემდეგ კი ისევ ბათუმის გავლით უკან სახლებში ბრუნდებიან“.

გარდა ამისა აჭარაში დღეისათვის 3 ათასამდე თურქეთის მოქალაქე ცხოვრობს, რომელთა შორისაც არიან ინვესტორები, ბიზნესმენები, სტუდენტები და სხვა. ასევე აჭარაში ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში მოღვაწეობს დაახლოებით 400 თურქული კომპანია, რომლებსაც დასაქმებული ყავთ 20 ათასამდე საქართველოს მოქალაქე.  აჭარაში ჩადებული ინვესტიციების 80 პროცენტი, კი სწორედ თურქული ინვესტიციაა. ეს ყველაფერი, მყარ საფუძველს უქმნის ორმხრივ ურთიერთობებს. ყველაზე მეტი უცხოური ინვესტიცია სწორედ თურქული ინვესტიციაა და ყველაზე მეტი უცხოელი ტურისტიც თურქეთიდან შემოდის საქართველოში. ასევე ძალიან ბევრი მოქალაქე ერთი წლით და მეტით მიემგზავრება თურქეთში სამუშაოდ, ასევე სეზონური სამუშაოებისთვის უამრავი მოქალაქე გადადის თურქეთში. გენერალური საკონსულო ბათუმში სწორედ იმაზე მუშაობს, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს. ბუნებრივია თანამშრომლობა რაღა თქმა უნდა უფრო ინტენსიურია აჭარის მეზობელ რეგიონებთან - ართვინი, რიზე და ტრაბზონი. გასულ წელს აჭარის მთავრობის თავჯდომარე და მინისტრები, ქალაქის მერთან ერთად ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ სამივე რეგიონში. როგორც მოგეხსენებათ ტრაბზონი და ბათუმი დაძმობილებული ქალაქები არიან და დამეგობრების მე-15 წლისთავის აღსანიშნავად ერთობლივი კონცერტიც კი მოვაწყვეთ, იხსენებს გენერალური კონსული.   

მისივე თქმით, ასევე ძალიან მჭიდრო ურთიერთობებია განათლების, კულტურის და სპორტის სფეროებშიც. ორი თვის წინ თურქეთის საკონსულოს ორგანიზებით, შეხვედრა გაიმართა ამ რეგიონების და ბათუმში განთავესებული უნივერსიტეტების რექტორებს შორის. „კოლეგები მოვიწვიეთ ართვინიდან, რიზედან და ტრაბზონიდან. რექტორების  რიგით მეორე შეხვედრა ტრაბზონში ჩატარდა, სადაც მეც მივიღე მონაწილეობა. ჩვენი მიზანია, რომ უნივერსიტეტებს შორის ურთიერთობები სისტემატიური და უფრო აქტიური გახდეს. აუცილებელია როგორც ლექტორ-მასწავლებლების გაცვლა, ასევე სტუდენტების გაცვლითი პროგრამების უფრო ხშირად განხორციელება. ასევე ჩამოთვლილი რეგიონებიდან კულტურის სამსახურების ხელმძღვანელები შევახვედრეთ ერთმანეთს და ასეთივე შეხვედრა უახლოეს მომავალში ართვინში ჩატარდება“.

როგორც იასინ თემიზქანი აცხადებს, აჭარასა და თურქეთის მოსაზღვრე რეგიონები კულტურის, ტურიზმის და სპორტის სფეროებშიც ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობენ და ამ ურთიერთობების განვითარებას მომავალშიც აპირებენ. „ასევე ჩვენი ერთ-ერთი პროექტია, ურთიერთობების გაღრმავება აჭარის რეგიონსა და ბურსას და სტამბულს შორის. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და მინისტრები იანვარში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ სტამბულში, და ბურსაში, სადაც შეხვდნენ გუბერნატორებს, მერებს, აგრეთვე საქმიანი წრეების წარმომადგენლებს. პრეზენტაციის სახით მათ გააცნეს აჭარის რეგიონში არსებული საინვესტიციო გარემო. ამის შემდეგ საპასუხო ვიზიტით ბურსას ხელმძღვანელობა ეწვია აჭარის რეგიონს. ჩვენ განხორციელებული გვაქვს არაერთი პორექტი, რომელიც ემსახურება აჭარის ქართული ხელოვნების პოპულარიზაციას. ასევე ბათუმის პოპულარიზაციას თურქეთში. ამასთანავე ჩვენ ბურსაში და სტამბულში გავაგზავნეთ ბათუმელი მხატვრები. 12 მხატვარი 10 დღის განმავლობაში იმყოფებოდა თურქეთის დიდ ქალაქებში, სადაც მხატვრებმა ტილოზე გადმოიტანეს ბურსას თემატიკა.  უახლოეს მომავალში კი იქ შესრულებული ნამუშევრების გამოფენა ბათუმში მოეწყობა. ბათუმელი მხატვრების ასევე სტუმრობდნენ სტამბულს და მათი გამოფენა გაიხსნა ტაქსიმის მოედანზე. გამოფენის გახსნის ცერემონიალს  აჭარის კულტურის მინისტრი და ბათუმის მერი ესწრებოდა. ამ ღონისძიების მასპინძელი  სტამბულის მერია იყო. ისევე, როგორც ბურსაში ბათუმელმა მხატვრებმა ტილოზე გადმოიტანეს სტამბულის თავისებურად უნიკალური თემატიკა. სწორედ ამ ნამუშევრების გამოფენა ახლო მომავალში გაიმართება ბათუმში“, - ხაზს უსვავს გენერალური კონსული.   

გარდა ამისა, როგორც მან აღნიშნა, იმისათვის რომ ორი ერის წარმომადგენლებმა უფრო კარგად გაიცნონ ერთმანეთი, საჭიროა თურქეთის დიდ ქალაქების სტამბულის, ბურსას და იზმირის მონახულება. „აქედან გამომდინარე ჩვენ ვცდილობთ ახალგაზრდებს, სტუდენტებს, ხელოვნების მოღვაწეებს უფრო კარგად გავაცნოთ თურქეთი. მაგალითად საკონსულოში  ფუნქციონირებს თურქული ენის შემსწავლელი უფასო კურსები, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია ენის შესწავლა. შარშან ასეთი მსმენელი 800-მდე იყო. გასულ წელს წარჩინებული სტუდენტები ბურსაში გავაგზავნეთ. ასევე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფუნქციონირებს თურქოლოგიის ფაკულტეტი და შესაბამისად ნევშეჰირში ექსკურსიაზე წავიყვანეთ ამ სასწავლებლის სტუდენტები“, - ამბობს იასინ თემიზქანი.

რაც შეეხება მომავალ თაობას, როგორც ცნობილია 23 აპრილი თურქეთში აღინიშნება ბავშვთა დაცვის დღე და ამასთან დაკავაშირებით თურქეთის გენერალურმა საკონსულომ თურქი და ქართველი ბავშვები  შეახვედრა ერთმანეთს. აჭარის 250-მდე სკოლის მოსწავლე გაემგზავრა თურქეთში და ისინი თურქეთის 5 ქალაქში იმყოფებოდნენ. აჭარის რეგიონიდან ჩასული ბავშვები თურქულ ოჯახებში ცხოვრობდნენ. ეს პროექტი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად განხორციელდა. ასეთი სახის ღონისძიებები ხელს უწყობს ორი ქვეყნის ბავშვების დაახლოებას და დამეგობრებას. რაღა თქმა უნდა ასეთი სახის პროექტები მომავალშიც გაგრძელდება.

„ჩვენ ვცდილობთ ჩვენს მეზობლებთან გვქონდეს საუკეთესო ურთიერთობა და ამის ნათელი მაგალითია ის, რაზეც ზემოთ ვისაუბრე. რაც შეეხება მომავალს, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ასევე უნდა გავაგრძელოთ. ჩვენ გვსურს, რომ საქართველო კიდევ უფრო გაძლიერდეს, ვინაიდან ჩვენს კულტურაშია მიღებული ასე, რომ როდესაც შენი მეზობელი კარგად გრძნობს თავს და კარგად ცხოვრობს, მაშინ ჩვენც კარგად ვგრძნობთ თავს. ხოლო როდესაც ჩვენი მეზობელი შეწუხებულია, შესაბამისად ჩვენც ცუდად ვგრძნობთ თავს. ამიტომ ჩვენს ქვეყნებს საერთო მომავალი აქვს და აქედან გამომდინარე შევეცდებით ეს მომავალი ყველასათვის სასიამოვნო და მიმზიდველი გავხადოთ“, - აცხადებს თურქეთის რესპუბლიკის გენერალური კონსული ბათუმში იასინ თემიზქანი.

ავთანდილ ოთინაშვილი

 

 

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტამდე რკინიგზა მივა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 08 ოქტომბერი 2015 10:21

„საქართველოს რკინიგზის“ პროექტის იდეა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა მომსახურების შესახებ, ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე მოიწონეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
ეკონომიკური საბჭოს წევრებმა ასევე იმსჯელეს ენერგოეფექტურობის სახელმწიფო სტრატეგიასთან დაკავშირებით, რომელიც ენერგორესურსებზე მოთხოვნილების მართვის ერთ-ერთ მექანიზმს წარმოადგენს. ამ მიმართულებით, მნიშვნელოვანი ღონისძიებები თბილისშიც განხორციელდება. პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, დედაქალაქის მასშტაბით, საცხოვრებელი კორპუსების სახურავებზე მზის პანელები მოეწყობა.
ასევე, ეკონომიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, ქართული ჩაის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის განხორციელება იწყება, რეგიონებში კი შემნახველი მეურნეობები აშენდება. ჩაის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა წლების მანძილზე მიტოვებული პლანტაციების რეაბილიტაციას ითვალისწინებს, რაც მოსახლეობის დასაქმებას და მეჩაიეობის განვითარებას შეუწყობს ხელს. პროექტი მთავრობას დასამტკიცებლად უახლოეს სხდომაზე წარედგინება.
რეგიონებში კი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს საგრანტო პროგრამის ფარგლებში, შემნახველი მეურნეობების აშენება იგეგმება, რაც ქვეყნის მასშტაბით სასაწყობე-სამაცივრე მეურნეობის განვითარებას და პროდუქციის შენახვის ხანგრძლივობის გაზრდას ისახავს მიზნად.
ეკონომიკურმა საბჭომ ასევე მოიწონა ვეტერანთა კოოპერატიული სასოფლო-სამეურნეო თემის პროექტის საბოლოო ვერსია. ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, კონკრეტული სამუშაოები ამ მიმართულებით, უახლოეს მომავალში დაიწყება.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ხარკოვის მიმართულებით ფრენები განახლდება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 07 ოქტომბერი 2015 13:15
18 დეკემბერს, დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ავიაკომპანია უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები კიევი-ხარკოვი-კიევის მიმართულებით პირველ ავიარეისს შეასრულებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, მგზავრებს ქუთაისი-ხარკოვის ავიარეისით სარგებლობა კვირაში ორჯერ - ოთხშაბათსა და შაბათს შეეძლებათ. "მოლაპარაკებების პროცესი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების წარმომადგენლებს შორის წარმატებით დასრულდა. ავიაბილეთის საფასური ორი გზა 146 ევროდან იწყება და მისი შეძენა მსურველებს უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების ვებ-გვერდზე (www.flyuia.com) შეუძლიათ", - აცხადებენ სამინისტროში.

აზერბაიჯანის მოქალაქეს 7 ცალი არადეკლარირებული IPHONE 6 შემოჰქონდა

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 08 სექტემბერი 2015 17:47

საბაჟო გამშვებ პუნქტ „თბილისის აეროპორტის“ ტერიტორიაზე აზერბაიჯანის მოქალაქე მობილური ტელეფონების კანონდარღვევით შემოტანას შეეცადა. 

შემოსავლების სამსახურის ცნობით, აზერბაიჯანის მოქალაქის - ვ.კ.-ს ხელბარგის ეჭვის საფუძველზე დათვალიერებისას, მებაჟე ოფიცრებმა 7 ცალი არადეკლარირებული მობილური ტელეფონი - IPHONE 6 აღმოაჩინეს. 

საქონლის საბაჟო ღირებულებამ 9 510 ლარი შეადგინა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, მგზავრს სანქციის სახით, 9510 ლარის ოდენობით ფულადი ჯარიმა შეეფარდა.

ELBIT Systems – Cyclone საქართველოსთან თანამშრომლობას იწყებს.

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 07 სექტემბერი 2015 10:13

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საავიაციო ნაწილების საწარმოს მშენებლობას ჩაუყრის საფუძველს, რომლის საინვესტიციო მოცულობა 85 მლნ დოლარია.მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მსოფლიოში ცნობილი და წარმატებული კომპანია საქართველოსთან თანამშრომლობას იწყებს. მასშტაბურ საწარმოში, რომელიც საპარტნიორო ფონდის თანადაფინანსებით აშენდება, თვითმფრინავის ნაწილებს კომპოზიტური მასალისგან მსოფლიოში ბრენდის ქვეშ დაამზადებენ.საწარმოში 300-მდე ადამიანი დასაქმდება.

 

დაკავებულია თუ არა "მამულიჩა"?

გამოქვეყნებულია სამართალი
შაბათი, 18 ივლისი 2015 18:29

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს და მთავარი პროკურატურის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ერთობლივი საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით 1971 წელს დაბადებული კახი მ. დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკის დროს ხელბარგიდან და პირადი საფულიდან ამოიღეს სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალებები, კერძოდ საქმეზე ჩატარებული ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებებია: 5.591 გრ კოკაინი, 1,15 გრ კანაფის ფისი და მდმ ე.წ. „ექსტაზი“ 0,2048 გრ.
კახი მ-ს ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად ნარკოტიკული საშუალება კოკაინის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.
გამოძიება ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 262-ე მუხლის პირველი ნაწილით).
გამოძიებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს საგამოძიებო მთავარი სამმართველო აწარმოებს.

არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველების მიერ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე დაკავებული პირი მომღერალ ლელა წურწუმიას მეუღლე, პროდიუსერი კახა მამულაშვილია (მამულიჩა), . თუმცა ლელა წურწუმიას თქმით, გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს, ვინაიდან მისი მეუღლე კახა მამულაშვილი გერმანიაში იმყოფება.

 

გვერდი 4/ 4-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური