ძლიერი ნისლის გამო თბილისის აეროპორტიდან ავიარეისები გადაიდო

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 17 თებერვალი 2016 10:35

ძლიერი ნისლის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მუშაობა შეფერხდა, გაუქმდა 5 რეისი , მათ შორის 4 სტამბოლის, 1 კი ყაზახეთის მიმართულებით. რეისები გადაიდო მინსკის, კიევის, მოსკოვის, დუბაის და ჩინეთის ქალაქ ურუმჩის მიმართულებით. ჩინეთის რეისი თბილისის ნაცვლად ბაქოში შესრულდა.

იმ შემთხვევაში თუ ამინდი შესაბამისი იქნება, გადადებული რეისების შესრულება დღეს დღის განმავლობაში იგეგმება,

თბილისის აეროპორტში სარემონტო სამუშაოების დროს მამაკაცი დაიღუპა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 12 თებერვალი 2016 13:00

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ასაფრენ ბილიკზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების დროს მამაკაცი დაიღუპა. ის  კომპანია "ბლექ სი გრუპის" თანამშრომელი იყო, რომელიც   აეროპორტში ასაფრენი ზოლის რეაბილიტაციის სამუშაოებს აწარმოებს. 

არსებული ინფორმაციით, მამაკაცს სარემონტო სამუშაოების დროს სატვირთო მანქანა დაეჯახა.   გამოძიება   სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ოპოზიცია აეროპორტის მუშაობის პარალიზებისთვის პასუხისმგებლობას პრემიერს აკისრებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 08 თებერვალი 2016 14:43

თბილისის აეროპორტის მუშაობის პარალიზებისთვის ნაციონალური მოძრაობა პასუხისმგებლობას მთავრობას და პრემიერმინისტრს აკისრებს. გიორგი კანდელაკმა დღეს ამ თემაზე საუბრისას პრობლემების წარმოქმნაში უშუალოდ გიორგი კვირიკაშვილი დაადანაშაულა. დეპუტატმა აღნიშნა, რომ 2012 წელს მიხეილ სააკაშვილის მიერ გახსნილი ახალი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის მშენებლობა, სწორდედ იმდროინდელმა ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა შეაჩერა.

“აეროპორტის სანახევროდ პარალიზება სათხილემურო სეზონის პიკზე რა თქმა უნდა უარყოფითად აისახება და ზიანს მიაყენებს ვიზიტორთა შემოდინებას რაც კიდევ უფრო მეტ ზიანს მიაყენებს ეკონომიკას. სრული პასუხიმგებლობით ვაცხადებთ, რომ ამ კრიზისულ ვითარებაზე პასუხიმგებელია მთავრობა და ფორმალური პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი“, - განაცხადა გიორგი კანდელაკმა. 

ქუთაისის აეროპორტში დაგეგმილი რეისები არ შესრულდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 04 იანვარი 2016 18:06

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ღამით დაგეგმილი რეისები არ შესრულდა. ფრენების გადადების გადაწყვეტილება ავიაკომპანია „ვიზეარისა“ და „არკიას“ ადმინისტრაციამუამინდობის გამო მიიღო. ფრენები თბილისის დროით 21:00, 06:15 და 11:45 საათებში უნდა შესრულებულიყო.

არახელსაყრელი მეტეოლოგიური პირობების გამო ავიაკომპანია „ვიზეარმა“ მიიღო გადაწყვეტილებაგადაედო ვარშავის რეისი 5 იანვარს, 04:15 საათზე, ხოლო ქუთაისი- ვილნიუსის რეისი თბილისის შოთარუსთაველის სახელობის აეროპორტში შესრულდა.

ვარშავის რეისით მიმავალი მგზავრები გადაყვანილ იქნენ სასტუმროში და ასევე უზრუნველყოფილ იქნენკვებით და ტრანსპორტირებით სასტუმრომდე.

ამ ეტაპზე ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში რეისების მიღება ისევ ფერხდება უამინდობისა და ძლიერი ქარის გამო.

სტამბოლის "გოგჩენის" სახელობის აეროპორტში აფეთქება მოხდა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 23 დეკემბერი 2015 11:50

სტამბოლის გოგჩენის სახელობის აეროპორტში აფეთქება მოხდა . შედეგად  დასუფთავების სამსახურის ორი თანამშრომელი დაშავდა. ორივე საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ერთ-ერთ დაჭრილს დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული და მისი მდგომარეობა მძიმეა. ჯერჯერობით უცნობია აფეთქების გამომწვევი მიზეზი.

თურქული მედიის ცნობით, მომხდარის გამო აეროპორტის მუშაობა არ შეფერხებულა.

განახლებული ფრენები ხარკოვის მიმართულებით, ქუთაისის აეროპორტიდან

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 18 დეკემბერი 2015 15:45

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან ხვალ ავიაკომპანია უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები ხარკოვი ქუთაისი ხარკოვის მიმართულებით პირველ ავიარეისს შეასრულებს.

მოლაპარაკებების პროცესი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების წარმომადგენლებს შორის წარმატებით დასრულდა. 19 დეკემბრიდან მგზავრებს ქუთაისი-ხარკოვის ავიარეისით სარგებლობა კვირაში ორჯერ- ოთხშაბათსა და შაბათს შეეძლებათ.

ავიაბილეთის ერთი გზის საფასური 60 აშშ დოლარი ხოლო ორი გზის 130 აშშ დოლარიდან იწყება და მისი შეძენა მსურველებს უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების ვებ-გვერდზე (www.flyuia.com) შეეძლებათ.

ხარკოვის მიმართულებით 2013- 2014 წლებში ავიარეისებს ავიაკომპანია ვიზეარ უკრაინა ახორციელებდა და ამ პერიოდში აღნიშნულ მარშრუტზე 34 813 მგზავრი იქნა გადაყვანილი. რეისები ავიაკომპანია ვიზეარ უკრაინამ ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო გააუქმა.

 

 

ავღანეთში ყანდაარის აეროპორტში თალიბანის მებრძოლები შეიჭრნენ-არიან დაღუპულები

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 09 დეკემბერი 2015 12:18

თავდასხმა მოხდა ავღანეთში, ყანდაარის აეროპორტზე. კომპლექსის ტერიტორიაზე, სადაც ნატოსა და ავღანეთის სამხედრო ძალების ერთობლივი ბაზაც მდებარეობს, თალიბანის მებრძოლები შეიჭრნენ.

ოფიციალური მონაცემებით, ინტენსიური შეტაკების შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 20–მდე კი დაშავდა. ცნობილია, რომ გარდაცვლილთა შორის სამოქალაქო პირებიც არიან.

შეტევა აეროპორტზე ამ დრომდე გრძელდება. თალიბანი ირწმუნება, რომ თავდასმხის დროს 80–მდე სამხედრო მოკლეს, თუმცა ეს ინფორმაცია ჯერ არ დასტურდება.

სოფიას აეროპორტთან ასაფეთქებელი მოწყობილობა იპოვეს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 01 დეკემბერი 2015 17:59

ბულგარეთში, სოფიას აეროპორტთან ასაფეთქებელი მოწყობილობა იპოვეს. ამის შესახებ სააგენტო "როიტერი" აეროპორტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით იტყობინება. 
მანამდე, ბულგარელმა სამართალდამცველებმა აეროპორტის ერთ-ერთი ტერმინალიდან მგზავრთა ევაკუაცია განახორციელეს. 
"როიტერის" ცნობით, ასაფეთქებელი მოწყობილობა ტერმინალთან მდგომ ავტობუსში იპოვეს. ადგილზე მუშაობენ სპეციალისტები.

დაკავება ტერორისტული საქმიანობის ბრალდებით-დაკავებულია საქართველოს მოქალაქე

გამოქვეყნებულია სამართალი
კვირა, 22 ნოემბერი 2015 11:15

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დავით ბორჩაშვილი დააკავა.

როგორც "ნიუსდეის"სუს-ში განუმარტეს ბორჩაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტიული ცენრტის თანამშრომლებმა სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც გულისხმობს უცხო ქვეყნის ტეორისტულ ორგანიზაციაში ან უცხოეთის კონტორილისადმი დაქვემდებარებულ ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებას ან ტერორისტულ საქმიანობაში მის დახმარებას. დავით ბორჩაშვილს 10-დან 18 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

იგი გვიან ღამით თურქეთიდან ჩამოიყვანეს, თუმცა ბორჩაშვილი ამ დროისთვის ღუდუშაურის საავადმყოფოში იმყოფება. მისი ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. რაც შეეხება ბრალდებებს, როგორც ბორჩაშვილის დედა და მამიდა განმარტავენ ის თურქეთში იმყოფებოდა და არანაირი კავშირი არ ჰქონია სირიასთან.  

შეგახსენებთ,რომ დავით ბორჩაშვილის ადგილსამყოფელის დადგენას ოჯახის წევრები პანკისში გამართული აქციით ცდილობდნენ. მათი განცხადებით  ახალგაზრდა მამაკაცი ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში სამუშაოდ თურქეთში იმყოფებოდა ,საქართველოში დაბრუნებისას კი სახელმწიფო საზღვარზე დააკავეს და რამდენიმე საათის შემდეგ უკან გააბრუნეს .

რუსული სამგზავრო თვითმფრინავი ერთ-ერთი სასმელის ყუთში ჩადებული ბომბით ჩამოაგდეს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2015 14:23

ტერორგანიზაცია DEAŞ-ის განცხადებით, ეგვიპტეში რუსული სამგზავრო თვითმფრინავი ერთ-ერთი სასმელის ყუთში ჩადებული ბომბით ჩამოაგდეს. ამის შეასახებ "TRT-ქართული" იტყობინება.
განცხადებაში ნათქვამია, რომ შარმ ელ შეიხის აეროპორტში არსებული სუსტი უსაფრთხოების ზომების მეშვეობით მათ შეძლეს ყუთის თვითმფრინავში ატანა.
ტერორგანიზაციის ინტერნეტგამოცემაში 31 დეკემბერს სინაის ნახევარკუნძულზე ჩამოგდებულ რუსულ სამგზავრო თვითმფრინავში ჩადებული ბომბის ფოტო გავრცელდა.
ინტერნეტგამოცემის მიხედვით, რომ მიუხედ იმისა, რომ მთავარი სამიზნე დასავლური ქვეყნებია, სირიაში ოპერაციების გამო რუსეთის წინააღმდეგ განახორციელეს ტერაქტი.
შეგახსენებთ, რომ ჩამოვარდნილ რუსულ სამგზავრო თვითმფრინავშიო 224 ადაამიანი დაიღუპა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური