დუბაის აეროპორტში თვითმფრინავს დაშვებისას ცეცხლი გაუჩნდა (ფოტო)

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 03 აგვისტო 2016 14:04

დუბაის საერთაშორისო აეროპორტში "ემირატების" (Emirates) სამგზავრო თვითმფრინავმა ავარიული დაშვება განახორციელა და ცეცხლი გაუჩნდა.

როგორც NBC News-ი იტყობინება, მგზავრთა ევაკუაცია დროულად განხორციელდა, წინასწარი მონაცემებით არავინ დაშავებულა.

ინციდენტის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ასევე უცნობია, რამდენი ადამიანი იმყოფებოდა თვითმფრინავის ბორტზე.

ერთ-ერთი თვითმხილველის განცხადებით, თვითმფრინავ დაშვებისას ასაფრენ ბილიკს კუდით შეეხო.

თვითმფრინავი ინდოეთიდან მოფრინავდა.

აეროპორტის მიმართულებით მოძრავი ავტობუსი მგზავრებს 24-საათიანი გრაფიკით მოემსახურება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 04 ივლისი 2016 17:14

აეროპორტის მიმართულებით მოძრავი 37 ავტობუსი დღეიდან მგზავრებს ღამის საათებშიც მოემსახურება.

00:00 საათიდან დილის 07:00 საათამდე აღნიშნულ მარშრუტზე მგზავრებს გადაადგილება დიდი ზომის ავტობუსებით შეეძლებათ. ღამის საათებში N37 ავტობუსი ყოველ 35 წუთში ერთხელ ივლის. თითოეულ ავტობუსში 36 დასაჯდომი ადგილია, ხოლო სრული ტევადობაა 100 ადამიანი. ღამის საათებში მგზავრობის საფასური არ შეიცვლება და 50 თეთრი იქნება. შენარჩუნდება დაწესებული შეღავათებიც.

გარდა ამისა, უცვლელი რჩება 37 ავტობუსის მარშრუტი. ავტობუსი გადის სადგურის მოედნიდან. გმირთა მოედნის, მელიქიშვილისა და რუსთაველის გამზირების გავლის შემდეგ მობრუნდება თავისუფლების მოედანზე და ჭანტურიას ქუჩიდან ჩაუხვევს მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე. შემდეგ, გაივლის ავლაბარში, კაჩინსკისა და ბუშის ქუჩებზე და გავა კახეთის გზატკეცილზე. ავტობუსი მოძრაობას დაასრულებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. უკუმიმართულებით 37 ავტობუსი გაივლის იგივე მარშრუტს და მისი ბოლო გაჩერება იქნება სადგურის მოედანზე.

 

კადრები ათათურქის აეროპორტიდან (ფოტორეპორტაჟი)

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 29 ივნისი 2016 00:44

სტამბოლის ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარი ორი აფეთქების შედეგად დაშავებულთა რიცხვი 60-მდე გაიზარდა. დაშავებულები ადგილობრივ საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი.  პასუხისმგებლობა მომხდარზე ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა, როგორც დასავლური მედია აღნიშნავს, ბოლო პერიოდში თურქეთში მომხდარი ძალადობრივი აქტები „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ ან დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ იყო ორგანიზებული.

ვითარება თურქეთის აეროპორტში

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 29 ივნისი 2016 00:02

15 წუთში უნდა დაეშვას თბილისის აეროპორტში თურქეთიდან გამოფრენილი თვითმფირნავი, რომელიც ტერაქტამდე რამდენიმე წუთით ადრე დაეშვა. ამ წუთებში ცნობილია რომ 2 -მა თვითმკვლელმა ტერორტისტმა თავი აიფეთქა.   სტამბოლის ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარ აფეთქებებს სულ მცირე 10 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ მედია ავრცელებს. ამასთან, არსებული ინფორმაციით, მომხდარი ორი აფეთქებიდან სულ მცირე ერთი შესაძლოა, თვითმკვლელი ტერიტორის მიერ იყოს განხორციელებული. ამის შესახებ CNN Turk წერს. 

თბილისის აეროპორტში ჩამოსულ მგზავრებს ახალი მოფრენის ტერმინალი მოემსახურება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 27 ივნისი 2016 13:17

2017 წლის ბოლოს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოსულ მგზავრებს ახალი მოფრენის ტერმინალი მოემსახურება - ახალი ტერმინალის მშენებლობისთვის საფუძვლის ჩაყრის საზეიმო ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო.

გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, მოფრენის ტერმინალის მშენებლობა დაგეგმილზე ადრე იწყება, რაც ტურიზმის მაჩვენებლების ზრდით არის განპირობებული.

„ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენ გვაქვს 25%-ზე მეტი ზრდა დაფიქსირებული, რაც შენარჩუნდება და დიდი ალბათობით შეიძლება იყოს კიდევ უფრო მაღალი მაჩვენებლები. ამიტომ, „ტავ ჯორჯია" იწყებს მოფრენის ახალი ტერმინალის მშენებლობას. მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ საქართველოს მთავრობა ყოველთვის მზად არის ხელი შეუწყოს უცხოელი ინვესტორების საქმიანობას, შექმნას შესაბამისი გარემო ბიზნესის განვითარებისთვის და ამავე დროს მაქსიმალურად დაიცვას საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში ჩამომსვლელი ტურისტების ინტერესები," - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერის თქმით, „ტავ ჯორჯია" არის „ტავ ჰოლდინგის" შვილობილი კომპანია, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი აეროპორტების ოპერატორი კომპანიაა და თავის ფრანგ პარტნიორთან ADP-სთან ერთად 40-მდე აეროპორტს მართავს.

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად, ბოლო წლების განმავლობაში ავიაბაზარზე შემოვიდნენ ახალი ავიაკომპანიები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. „ტავ ჰოლდინგმა" უკვე განახორციელა 100 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში. სააეროდრომო ინფრასტრუქტურის განვითარებაში და ტერმინალის გაფართოება-მშენებლობაში განხორციელდება ჯამში 60 მილიონ დოლარამდე დამატებითი ინვესტიცია," - აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა „ტავ ჯორჯიას" და „ტავ ჰოლდინგს" გაწეული საქმიანობისთვის და „ტავ ჰოლდინგის" პრეზიდენტს სანი შენერს შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტისა და საქართველოს საავიაციო ბაზრის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელი გადასცა.

ახალი მოფრენის ტერმინალის ფართობი 12000 კვადრატული მეტრი იქნება. მშენებლობაზე დასაქმდება 500-მდე ადამიანი. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების პროექტი არსებული ასაფრენი ზოლის, სამიმოსვლო ბილიკების რეაბილიტაციას, ახალი მოფრენის ტერმინალის 5 ახალ სადგომს და მგზავრთა ხიდით უზრუნველყოფას მოიცავს. ახალი ტერმინალის მშენებლობა 2017 წლის ბოლოს დასრულდება, რის შემდეგაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტი წელიწადში 3 500 000 მგზავრს მოემსახურება.

ერევნის აეროპორტში ასაფეთქებელ მოწყობილობას ეძებენ

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 24 მარტი 2016 16:57

ერევნის საერთაშორისო აეროპორტში განგაშია, სამართალდამცავები ასაფეთქებელ მოწყობილობას ეძებენ. აეროპორტის ადმინისტრაციაში შეტყობინება შევიდა, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა ერევანი -მოსკოვის რეისის თვითმფრინავშია მოთავსებული. სომხეთს საგანგებო სიტუაციების სამინისტროში აცხადებენ, რომ მსგავსი შეტყობინება მათ არ მიუღიათ, თუმცა აროპორტში გაგზავნილია დამატებითი ძალები.

ბრიუსელის აეროპორტში კრიმინალისტები მუშაობენ

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 23 მარტი 2016 10:17

ბრიუსელის აეროპორტში კრიმინალისტები და გამომძიებლები მუშაობენ.  შენობასთან მ წუთებშიც პოლიცია პატრულირებს.

ოფიციალური ცნობით, ზავენტემის აეროპორტი არც დღეს იმუშავებს. უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია მთელს ქალაქში.

ადგილობრივი დროით შუადღის 12 საათზე მთელ ქვეყანაში დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ წუთიერი დუმილით. ბელგიაში სამ დღიანი გლოვაა გამოცხადებული. 

პრემიერი დამატებით რეისებზე ქუთაისიდან

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 17 თებერვალი 2016 13:51

საქართველოს პრემიერმინისტრი ქუთაისის აეროპორტში ახალი მიმართულებების დამატებას და კომპანია Wizz Air-ის ბაზის გახსნას გამოეხმაურა.

გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ტურიზმისა და ბიზნესის განვითარებას.

„კარგი ამბავი არის ის, რომ Wizz Air-მა გახსნა ბაზა ქუთაისში და ჩვენ გვექნება 7 ახალი რესი ევროპის მიმართულებით. უფრო მეტი პირდაპირი რეისი განხორციელდება ევროპისკენ. ეს კარგია იმიტომ, რომ ორი თვითმფრინავი იქნება მუდმივად მიმაგრებული ქუთაისზე.  გაჩნდება  200 ახალი სამუშაო ადგილი ქუთაისსა და თბილისში და განმტკიცდება კავშირები ევროპასთან. 

ეს, ყოვლისმომცველ ინფრასტრუქტურულ გეგმასთან ერთად, რომელსაც მალე წარვადგენთ, მოგვცემს შესანიშნავ შესაძლებლობას, გვქონდეს ევროპასთან სატრანსპორტო კავშირი ქუთაისიდან. ეს კარგია ტურიზმის და ბიზნესის განვითარებისთვის და ევროპასთან სატრანსპორტო კავშირის განმტკიცებისთვის,“–აღნიშნა პრემიერ–მინისტრმა ინვესტორთა საბჭოს სხდომის დაწყების წინ.

თბილისის აეროპორტმა თვითმფრინავების მიღება განაახლა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 17 თებერვალი 2016 12:59

თბილისის აეროპორტმა თვითმფრინავების მიღება განაახლა. ძლიერი ნისლის გამო, გვიან ღამით 5 რეისი გაუქმდა, 5 კი გადაიდო.

გაუქმებული ფრენებიდან 4 სტამბოლის, ერთი კი ყაზახეთის მიმართულებით უნდა შესრულებულიყო. გადაიდო ჩინეთი-თბილისის ჩამოფრენა - თვითმფრინავი ბაქოში დაჯდა.

ასევე დროულად ვერ შესრულდა კიევისა და მოსკოვის რეისები. 

ქუთაისი-მიუნხენი და ქუთაისი-ბერლინი 39.99 ევროდ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 17 თებერვალი 2016 11:48

ავიაკომპანია „ვიზეარი“ ქუთაისიდან ევროპის შვიდი ქალაქის მიმართულებით სექტემბრიდან ახალი რეისებს დაამატებს.

ქუთაისი-მიუნხენი და ქუთაისი-ბერლინი, ორივე შემთხვევაში რეისები განხორციელდება კვირაში ორჯერ, ორშაბათსა და პარასკევს, ბილეთის ფასი 39.99 ევრო იქნება.

ქუთაისი-მილანი და ქუთაისი-დორტმუნდი განხორციელდება ასევე კვირაში ორჯერ, ორივე შემთხვევაში გამგზავრების დღეებია ოთხშაბათი და კვირა, ფასი კი იგივე 39.99 ევრო.

ქუთაისი - სალონიკი რეისი განხორციელდება კვირაში სამჯერ - სამშაბათი, ხუთშაბათი და შაბათი, ფასი 29.99 ევრო.

ქუთაისი - ლარნაკა, გამგზავრების განრიგია სამშაბათი და შაბათი, ფასი 24.99 ევრო.

ქუთაისი - სოფია, რეისები განხორციელდება ასევე კვირაში ორჯერ, სამშაბათსა და შაბათს. ბილეთის ფასი იქნება 29.99 ევრო.

ამჟამად ავიაკომპანია ქუთაისიდან რეისებს ახორციელებს ვარშავის, ვილნიუსის, ბუდაპეშტისა და კატოვიცეს მიმართულებით.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური