სოფო ჯაფარიძემ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე ადამიანის უფლებების დაცვისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით საქართველოში მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 30 ოქტომბერი 2018 16:58

ადამიანის უფლებების დაცვის, გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული საქმიანობის, მიღწეული პროგრესისა და სამომავლო გეგმების შესახებ მოხსენება წარადგინა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე სოფო ჯაფარიძემ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე, რომელიც ნატო-ს პარტნიორობებისა და თანამშრომლობითი უსაფრთხოების კომიტეტის დონეზე ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში გაიმართა.

პრემიერ-მინისტრის თანაშემწემ ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში მოკავშირეებს ასევე მიაწოდა ინფორმაცია ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ საკანონმდებლო თუ ინსტიტუციურ ცვლილებებზე. 
კერძოდ, ყურადღება გამახვილდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის პრაქტიკულ იმპლემენტაციაზე, ასევე ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების მიმართულებით სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებზე. აღინიშნა, რომ არასრულწლოვანთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრა საქართველოს მთავრობის ერთერთი მთავარი პრიორიტეტია.

შეხვედრაზე ნატო-ს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს გენდერული თანასწორობის, ადამიანის უფლებათა   და ეროვნული უმცირესობების უფლებათა დაცვის კუთხით საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი.

სოფო ჯაფარიძემ კომისიის სხდომაში მონაწილე პირებს ასევე გააცნო საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ".

დღეს ადამიანის უფლებათა სამართლის საუნივერსიტეტო კვირეული გაიხსნება

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 05 დეკემბერი 2016 15:39

5 დეკემბერს ადამიანის უფლებათა სამართლის საუნივერსიტეტო კვირეული გაიხსნება, რომელიც მთელი კვირის განმავლობაში, ყოველ დღე სხვადასხვა საინტერესო, საპანელო დასაჯარო დისკუსიების ფორმატში ჩატარდება.

კვირეულის ორგანიზატორები არიან თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს უნივერსიტეტი, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი და საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი.

კვირეულს გახსნის თავისუფალი უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულისაჯარო დისკუსია "საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საერთო სასამართლოების აქტების კონსტიტუციურობის კონტროლისა და საკუთარი გადაწყვეტილებებისთვის რეტროაქტიული ეფექტის მინიჭების კონსტიტუციურობა".

კვირის მსვლელობისას სხვადასხვა უნივერსიტეტები საზოგადოებასადამიანისუფლებების სფეროში აქტუალური საკითების გარშემო,მოხსენებების, საპანელო დისკუსიებისადა ლექციების ფორმატში,მსჯელობის შესაძლებლობას მისცემენ.

კვირეულის დახურვა 10 დეკემბერს, საქართველოს უზენაესსასამართლოში გაიმართება, სადაც უნივერსიტეტების მიერნომინირებული წლის ადამიანისუფლებათა დამცველიდაჯილდოვდება.

Human Rights Watch: თურქეთში გამოცემული კანონის ძალის მქონე განკარგულებები წამებას ამარტივებს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 26 ოქტომბერი 2016 11:37

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch-ი თურქეთის ხელისუფლებას პატიმართა წამებაში ადანაშაულებს. ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული 47 გვერდიანი ანგარიში შეიცავს გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთის ციხეებში ადამიანის უფლებების სავარაუდო დარღვევის 13 შემთხვევის აღწერას, მათ შორის სახელდება წამება, უძილოდ დატოვება, ფიზიკური და სექსუალური ძალადობა.
HRW-ს ევროპისა და შუა აზიის განყოფილების დირექტორის ჰიუ უილიამსონის განცხადებით, თურქეთის მთავრობის მიერ წამების წინააღმდეგ თავდაცვითი ზომების გაუქმება სამართალდამცველებს პატიმრების სურვილისამებრ წამებისა და არასათანადოდ მოპყრობის საშუალებას აძლევს.
″ჩვენს მიერ მოპოვებული მტკიცებულებებიც იმას გვიჩვენებს, რომ ზოგიერთი სამართალდამცველი ზუსტად ასე მოქმედებს. თურქეთის მთავრობამ ეს მნიშვნელოვანი თავდაცვითი ზომები ისევ უნდა აღადგინოს.″- განაცხადა მან.
კანონის ძალის მქონე ბრძანებულებაში არსებული ერთ-ერთი მუხლის საშუალებით სახელმწიფო მოხელეები, ამ დავალებების შესრულების დროს ჩადენილი ყოველგვარი ქმედების პასუხისმგებლობისგან თავისუფლდებიან. გარდა ამისა, თურქეთის ოფიციალური პირების მიერ გაეროს წამების საკითხებში სპეციალური მომხსენებლის ვიზიტის თავიდან აცილებაც, წამებისა და არასათანადოდ მოპყრობის ვალდებულებებთან დაკავშირებით სერიოზულ ეჭვებს ბადებს.
საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ პატიმრების უმრავლესობას ციხეში მომხდარ მოვლენებზე საუბრის ეშინიათ.
ანგარიშზე მუშაობის დროს, HRW-ის თანამშრომლები 40 ადვოკატს, უფლებადამცველს, ყოფილ პატიმარსა და სასამართლო ექსპერტიზის ექიმს გაესაუბრნენ.
წყარო: https://www.hrw.org/tr/news/2016/10/25/295598

"სისტემატურად ვაწყდებით ადამიანის უფლებების ძალიან უხეშ დარღვევებს" - ქეთევან ციხელაშვილი (ვიდეო)

გამოქვეყნებულია სამართალი
კვირა, 31 ივლისი 2016 21:57

"კირბალის მკვიდრის გატაცების მცდელობა არ მოხერხდა, მაგრამ ამ ადამიანს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. ეს არის ღია და თავხედური პროვოკაცია. 2008 წლიდან მოყოლებული ჩვენ სისტემატურად ვაწყდებით ადამიანის უფლებების ძალიან უხეშ დარღვევებს, ღირსების შელახვას, შეურაცხყოფას საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მცხოვრები ადამიანებისას, ან როგორც მინიმუმ, მათი თავისუფალი მიმოსვლის შეფერხებას. ეს არის უკანონობა. ამის თაობაზე გვქონდა კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთანაც. საქმის კურსში ჩავაყენეთ ევროკავშირის მონიტორინგის მისია, რათა მათ შესაბამისად მოახდინონ გარემოებების დადგენა და შემდგომ რეაგირება. ერგნეთში "ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის" მორიგ შეხვედრაზე ეს საკითხი ცალკე იქნება დასმული ქართული მხარის მიერ...ჩვენ რასაც ვაკეთებთ არის ის, რომ მაქსიმალურად ვცდილობთ მსგავსი შემთხვევების პრევენცია მოვახდინოთ და გვქონდეს ძალიან მკაცრი რეაგირება, ამავდროულად არ მივცეთ არავის საშუალება, რომ ეს ინციდენტები გამოიყენონ რაიმე უფრო დიდი დაძაბულობის პროვოცირებისათვის." - განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ, ქეთევან ციხელაშვილმა, "სტარვიზიის" ეთერში. უყურეთ "სტარვიზიაზე" და უსმინეთ რადიო star fm-ზე, "აქტუალური თემის" შეკითხვებს ქეთევან ციხელაშვილი პასუხობს.

თურქეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს მიერ გაკეთებული განცხადება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 27 ივლისი 2016 20:19

თურქეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს მიერ გაკეთებული განცხადება, რომელიც შეეხება ორგანიზაცია „საერთაშორისო ამნისტიის“ (Amnesty International) მიერ  თურქეთში მომხდარი გადატრიალების მცდელობის შემდგომ დაკავებული პირების  წამებასა და არაადამიანური მოპყრობის შესახებ გამოთქმულ ბრალდებებს.

2016 წლის 24 ივლისს ორგანიზაცია „საერთაშორისო ამნისტიის“ (Amnesty International) მიერ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ თურქეთში მომხდარი გადატრიალების მცდელობის შემდგომი დაკავებების დროს ადგილი ჰქონდა ეჭვმიტანილების წამებასა და ცუდ მოპყრობას, რაც არარეალური და უსაფუძვლო ბრალდებებია.
„საერთაშორისო ამნისტია“ ამტკიცებს, რომ არის ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის დამცველი ორგანიზაცია, თუმცა მის მიერ გაკეთებულ განცხადებაში არაა დაგმობილი და გაკიცხული გადატრიალების მცდელობა, რომელიც მიზნად ისახავდა მთავრობისა და პრეზიდენტის იარაღის ძალით ჩამოგდებას, თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის დაშლას და კონსტიტუციის გაუქმებას. აგრეთვე, არანაირი შეფასება არ გაკეთებულა დემოკრატიის საფუძველის -თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის- დაბომბვის ფაქტზე, ტანკების წინ მდგარი სამოქალაქო პირების მისამართით ცეცხლის გახსნასა და ასობით სამოქალაქო, სამხედრო პირისა და პოლიციელის მკვლელობაზე, რაც მის არაობიექტურობასა და არანეიტრალურობას გვიჩვენებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ თურქეთში აღარ ფუნქციონირებს „თურქეთის ადამიანის უფლებების ორგანიზაცია“ და არ არსებობს რაიმე უწყება, რომელიც ამ საკითხებზე მუშაობს, რაც იმის მაჩვენებელია, რომ „საერთაშორისო ამნისტია“ არ ფლობს ინფორმაციას თურქეთში მიმდინარე მოვლენების შესახებ. აღსანიშანვია, რომ მოხდა „თურქეთის ადამიანთა უფლებების დაცვის ორგანიზაციის“ რესტრუქტურიზაცია და უფრო ფართო კომპეტენციით ჩამოყალიბდა და ამჯამად ფუნქციონირებს „თურქეთის ადამიანთა უფლებებისა და თანასწორობის ორგანიზაციის“ სახელწოდებით. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ დაკავებული პირების წამების ბრალდებები არამც და არამც არ შეეფერება სინამდვილეს. თურქეთი სამართლებრივი სახელმწიფოა, რის გამოც საგანგებო მდგომარეობის პირობებშიც კი დაკავებისა და დაპატიმრების პროცედურები ხორციელდება ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული ეროვნული და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად.
ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შესაბამისი კანომდებლობის თანახმად, პირებს მათი დაკავებისა და შემდგომი სამართლებრივი მოქმედებების პროცესში უტარდებათ სამედიცინო შემოწმება, რადგანაც „დაპატიმრების, დაკავებისა და ჩვენების ჩამორთმევის შესახებ შინაგანაწესის“ მე-9 მუხლში, აღნიშნულია შემდეგი: „პირის დაკავებისას ან ძალის გამოყენებით დაპატიმრების შემთხვევების დროს ხდება მისი სამედიცინო შემოწმება და დაკავების მომენტში მისი ჯანმრთელობის მდგომარების განსაზღვრა.“
რაიმე მიზეზით, დაკავებული პირის ადგილის შეცვლის, წინასწარი პატიმრობის ვადის გაგრძელების, გათავისუფლებისა თუ სასამართლო უწყებებში გადაყვანის პროცედურების დაწყებამდე ეჭვმიტანილის ჯანმრთელობის მდგომარების დადგენა ხდება ექიმის ცნობის საფუძველზე. „შესაბამისი მუხლის საფუძველზე პირის დაკავებისა და დაპატიმრების პროცედურების დროს ხდება ეჭვმიტანილი პირების სამედიცინო შემოწმება. სასამართლო ექპერტიზის დროს თუკი დადგინდება „#5237 თურქეთის სისხლის სამართლის კოდექსის“ 94-ე მუხლში აღნიშნული წამების, 95-ე მუხლში აღნიშნული დამამძიმებელი ნიშნით წამებისა და 96-ე მუხლში აღნიშნული არაადამიანური მოპყრობის რაიმე ნიშანი, კანონი შემმოწმებელს ავალდებულებს, რომ აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს რესპუბლიკის პროკურორს და ამგვარი ნიშნის აღმოჩენის შემთხვევაში, რესპუბლიკის პროკურორი გამოძიებას იწყებს შესაბამისი თანამშრომლების წინააღმდეგ. ამგვარად, ეჭვმიტანილის დაკავების შემდგომ ტანჯვის შესახებ ბრალდება არის არარეალური და უსაფუძვლო.
ასევე, რესპუბლიკის პროკურორების მხრიდან ხორციელდება პერმანენტული მონიტორინგი წინასწარი დაკავების იზოლატორებზე. ყველა ადგილი, სადაც ხდება თავისუფლება აღკვეთილი პირების განთავსება, ღიაა როგორც ადგილობრივი ორგანიზაციების ასევე, ხელშეკრულების მონაწილე მხარეების: განსაკუთრებით, ევროპის წამების აღკვეთის კომიტეტის, სხვა საერათშორისო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მონიტორებისათვის.
აგრეთვე, თურქეთმა წამებისადმი ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის შედეგად, ამ კატეგორიის დანაშაულისათვის გააუქმა ხანდაზმულობის ვადა, რითაც იგი გამოირჩევა მსოფლიოს სხვა ქვეყნებისაგან.
აღნიშნულ განცხადებაში, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, დაკავებულების გაუპატიურების მცდელობის შესახებ გამოთქმული ბრალდებები კი, მთლიანად ფანტაზია და ცილისწამებაა. „საერთაშორისო ამნისტია“ თავის ანგარიშში არ უნდა აქვეყნებდეს ამგვარ უსაფუძვლო ცილისწამებას და არ უნდა ემსახურებოდეს, ფეთულაჰის ტერორისტული ორგანიზაციის მიერ საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიების მიზნით წარმოებულ უსაფუძვლო და მახინჯ პროპაგანდას.
დაკავებისა და დაპატიმრების გადაწყვეტილებებს მოკვლვის შედეგად იღებენ რესპუბლიკის პროკურორები. არ ხდება ყველა დაკავებული პირის პატიმრობაში მიცემა, უდანაშაულო პირები თვისუფლდებიან.
პატიმრობის პირობებთან დაკავშირებით სასამართლოების მიერ მოკვლევის ჩატარებისას არავითარი შეზღუდვა არაა დაწესებული, სასამართლო პროცესის დაწყების ან მოწმის, ეჭვმიტანილის ან დაცვის მხარის მოსაზრების გაზიარების კუთხით. ამ საკითხში, სრული კომპეტენცია გააჩნია შესაბამის მოსამართლესა და სასამართლოს.
FETÖ-მ (ფეთულაჰ გულენის ტერორისტული ორგანიზაცია) სისხლიანი გადატრიალების მცდელობით აჩვენა, რომ იგი წარმოადგენს საფრთხეს თურქეთის რესპუბლიკისათვის და ამ ორგანიზაციის წინააღმდეგ სახელმწიფოს მიერ დემოკრატიული რეფლექსების გამომჟღავნება არის მისი ბუნებრივი უფლება. სახელმწიფო უწყებებში ჩანერგილ ამ არალეგალურ სტრუქტურებთან ბრძოლის ფარგლებში დაწყებული სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული საქმეების გამოძიება მიმდინარეობს სამართლებრივი წესების სრული დაცვით.

საქართველოს პრეზიდენტი ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვედა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 09 მაისი 2016 14:23

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, დღეს, ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის - ბულგარეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს დანიელ მიტოვს და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილეს, გაბრიელა ბატაინი-დრაგონის შეხვდა.
საქართველოს პრეზიდენტმა ევროსაბჭოს უმაღლეს წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოს ქვეყნების მინისტრების მოადგილეების კომიტეტის დადგენილების გამო, რომელიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს მიუთითებს და რუსეთის ფედერაციას პირდაპირ აკისრებს ვალდებულებას, რომ დაიცვას იქ ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის უფლებები, როგორც ქართულ ენაზე განათლების მიღების, ისე საკუთრებისა და ადმინისტრაციულ ხაზზე გადაადგილების კუთხით.
ხაზგასმით აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, ევროსაბჭოსა და საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში საქართველოს თემატიკა აქტუალურად იყოს წამოწეული - განსაკუთრებით ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული საკითხები, რადგან როგორც ცნობილია, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არცერთ საერთაშოისო ორგანიზაციას ეძლევა ადგილზე შესაბამისი მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა.
საუბარი ასევე შეეხო საქართველოსთვის 2016-2019 წლების ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმას, რომელიც ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ 2016 წლის მარტში საქართველოს ხელისუფლებასა და ევროპის საბჭოს შორის კონსულტაციების შედეგად დამტკიცდა. მისი მიზანია გაგრძელდეს საქართველოს მხარდაჭერა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და პრეცედენტული სამართლის ეროვნულ დონეზე გატარების მიზნით, ასევე ხელი შეუწყოს ქვეყანას ინსტიტუტებისა და მათი საქმიანობის ევროპის საბჭოს სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანაში. ევროსაბჭოს დელეგაციის მიერ აღინიშნა, რომ საქართველომ წარმატებით შეასრულა ევროპის საბჭოს საქართველოსთვის დამტკიცებული წინა სამოქმედო გეგმა. თავის მხრივ, ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების ევროპეიზაციისა და დემოკრატიზაციის პროცესში ამ თანამშრომლობის განსაკუთრებული მნიშვნელობა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე საქართველოში არსებულ წინასაარჩევნო გარემოს, დემოკრატიული რეფორმების მიმდინარეობას, მედიის მდგომარეობას და საქართველოს მიერ ევროსაბჭოს წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულების საკითხს.

„კოალიცია თანასწორობისთვის“ მრგვალ მაგიდას გამართავს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 21 ოქტომბერი 2015 17:59

„კოალიცია თანასწორობისთვის“ მრგვალ მაგიდას თემაზე:"სასამართლოში დისკრიმინაციასთან დაკავშირებული საქმეების განხილვა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი წესით“ გამართავს.

ღონისძიება "ადამიანის უფლებათა სახლი - თბილისის" საკონფერენციო დარბაზში გაიმართება.

„დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ, საქართველოს კანონის“ მიღებასთან ერთად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ახალი ნორმები ამოქმედდა. მათ საფუძველზე, დისკრიმინაციის მსხვერპლებს შეუძლიათ უფლებები სასამართლოს მეშვეობით დაიცვან. ვინაიდან დისკრიმინაციის საქმეების წარმოებასთან დაკავშირებული ეს დებულებები სამოქალაქო საპროცესო კოდექსშია მოქცეული, ამან გამოიწვია ადმინისტრაციული წესით საქმეთა განმხილველი სასამართლოების არაერთგვაროვანი მიდგომა, თუ რამდენად არის შესაძლებელი ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეებზე სასამართლომ იმსჯელოს მოსარჩელის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის შესახებ და დაადგინოს დისკრიმინაცია.   

 ღონისძიების ფარგლებში, კოალიციის წარმომადგენელი ორგანიზაციები შეხვედრაზე მოწვეულ პირებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. ასევე, გაიმართება დისკუსია სასამართლო პრაქტიკაში გამოვლენილი არაერთგვაროვანი მიდგომების გადაჭრის გზების შესახებ.

  "ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს" მხარდაჭერით, „კოალიცია თანასწორობისთვის“ აერთიანებს ხუთ არასამთავრობო ორგანიზაციას: "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი", "კონსტიტუციის 42-ე მუხლი", "საფარი", "იდენტობა".

ისრაელში თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 12 ოქტომბერი 2015 10:15

ისრაელში ავტობუსის გაჩერებაზე მომხდარი თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა. არაბული ეროვნების ისრაელის მოქალაქე სამ მამაკაცს და ერთ ქალ სამხედრო მოსამსახურეს დანით თავს დაესხა.

ეჭვმიტანილი ადგილზევე დააკავეს. თავდასხმის მოტივი უცნობია. ინციდენტს წინ უძღვოდა ისრაელის პარლამენტის მიერ მიღებული კანონი, რომელიც სადამსჯელო ზომებს ამკაცრებს სხვადასხვა სახის თავდასხმაზე, განსაკუთრებით კი ხელნაკეთი ბომბებისა და ქვების სროლისთვის.

წინასაწარი პატიმრობის პერიოდში არსებულ პრობლემებზე PACE-მა რეზოლუცია გამოაქვეყნა

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 01 ოქტომბერი 2015 15:28

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუცია, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვეციის მონაწილე ქვეყნებში წინასწარი პატიმრობის ბოროტად გამოყენებას ეხება და მათ შორის, საქართველოში წინასწარი პატიმრობის კუთხით არსებულ დარღვევებს აკრიტიკებს, 89 ხმით 10-ის წინააღმდეგ მიიღო.
PACE-ს დეპუტატებმა "ქართული ოცნების" წარმომადგენლების მიერ ინიცირებული ძირითადი შესწორებები არ გაითვალისწინეს.
საქართველოსთან მიმართებაში, რეზოლუციის თანახმად, დარღვევად სახელდება "პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაცია ან სხვა გზით განეიტრალება (მაგალითად, "საქართველოში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერთა კონკრეტული საქმეები)". დოკუმენტში ასევე წერია, რომ "საქართველომ მიიღო რეფორმები და პრაქტიკული ზომები, რამაც წინასწარ პატიმრობაში მყოფ პირთა მნიშვნელოვანი შემცირება და დაკავებულთა მიმართ მოპყრობა გააუმჯობესა, მიუხედავად იმისა, რომ პატიმრობის სფეროში დარღვევები კვლავ ფიქსირდება". ასევე აღნიშნულია, რომ წინასწარი პატიმრობის სფეროში არსებული დარღვევების ერთ-ერთი მიზეზია "პროკურატურის "forum-shopping" შესაძლებლობა (შესაძლებლობა გადასცეს საქმე სასამართლოს, რომლისგანაც მოსალოდნელია უფრო სასიკეთო შედეგის მიღება), რის შედეგადაც შესაძლოა, ჩამოყალიბდეს სხვადასხვა სტრატეგიები, რათა წინასწარი პატიმრობის მოთხოვნა კონკრეტულ საქმეებში, გადაწყდეს ისეთი მოსამართლის მიერ, რომელიც სხვადასხვა მიზეზის გამო, "დამთმობი იქნება". წინასწარი პატიმრობის სფეროში არსებული დარღვევების კიდევ ერთ მიზეზად სახელდება "პროკურატურის შესაძლებლობა, გვერდი აუაროს წინასწარი პატიმრობის შესახებ კანონით დადგენილ ვადებს, საბრალდებო აქტების შეცვლის ან რეგულირების გზით". 
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს საქართველოს "მიიღოს შესაბამისი ზომები, პროკურატურის მხრიდან forum-shopping-ის გამოყენების პრევენციის მიზნით, ასევე, "თავი შეიკავოს წინასწარი პატიმრობის გამოყენებისგან, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ხორციელდება მართლმსაჯულება და გაათავისუფლოს ყველა ის პატიმარი, რომელიც არასამართლებრივად არის დაკავებული".

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური