თბილისში გაზის გაჟონვის შედეგად შვიდი ადამიანი გარდაიცვალა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 31 იანვარი 2019 14:05

თბილისში, ქეთევან წამებულის 67 ნომერში, გაზის გაჟონვის შედეგად შვიდი ადამიანი გარდაიცვალა.  ინფორმაციას შსს-ში ადასტურებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევას 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შვიდივე გარდაცვლილი მშენებლობაზე მუშად მუშაობდა. მათ ქეთევან წამებულის გამზირზე ბინა ჰქონდათ ნაქირავები.

წინასწარი ინფორმაციით, თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე გაზის ნამწვით გარდაცვლილთა შორის მამა-შვილიც არის. ამასთან, ადგილზე მყოფების ინფორმაციით, გარდაცვლილთა შორის იყვნენ ძმებიც. მეზობლების ინფორმაციით, გარდაცვლილთა უმეტესობა ერთმანეთის ნათესავები იყვნენ და ბინა ერთად ჰქონდათ ნაქირავები.

ამასთანავე, თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში, სადაც ბუნებრივი აირის ნამწვის დაგროვებას მსხვერპლი მოჰყვა, ღიაკამერიანი, აკრძალული გამათბობელი იყო დამონტაჟებული. ამის შესახებ „ყაზტრანსგაზ თბილისში“ განაცხადეს.

ადგილზე მისული სპეციალისტების განცხადებით, გამათბობელი კუსტარულად იყო დამონტაჟებული.

მათივე ცნობით, კუსტარულად დამონტაჟებული გაზგამათბობელი ცოტა ხნის წინ „ყაზტრანსგაზმა“ ჩაჭრა, მაგრამ  გამათბობელი თვითნებურად აღადგინეს.

ილია მეორე - ახალი იდეები, აზრები, გზები უნდა გამოვნახოთ, რათა შეიცვალოს ადამიანი, სიკეთე ვაკეთოთ და არა ბოროტება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 14 იანვარი 2019 13:13

ახალი იდეები, აზრები, გზები უნდა გამოვნახოთ, რათა შეიცვალოს ადამიანი, რომ სიკეთე ვაკეთოთ და არა ბოროტება, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა, სადაც საახალწლო პარაკლისს აღავლენს.

„გილოცავთ ახალ წელს. ბედნიერი ყოფილიყოს ახალი წელი ჩვენთვის, საქართველოსთვის, ეკლესიისთვის და მთელი მსოფლიოსთვის. ახალი იდეები, ახალი აზრები, ახალი გზები უნდა გამოვნახოთ, რათა შეიცვალოს ადამიანი, რომ სიკეთე ვაკეთოთ და არა ბოროტება. ღმერთი შეისმენს ჩვენს ლოცვას. დალოცვილი იყავით და გაიხარეთ“, – განაცხადა პატრიარქმა.

6 კითხვა, რომელსაც ქრისტე მეორედ მოსვლისას ყოველ ადამიანს დაუსვამს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 26 სექტემბერი 2017 23:43

გერმანიაში, მიუნხენში მოღვაწე დეკანოზი თამაზ ლომიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე განკითხვის დღის შესახებ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"მხოლოდ 6 კითხვა!

მეორედ მოსვლის დროს, როცა ღვთის შეუმცდარი სამსჯავროს წინაშე წარსდგება ყველა ადამიანი, განვლილი ცხოვრება აიწონება ქრისტეს მიერ დასმული 6 კითხვით.

მხოლოდ 6 კითხვა!

ეს თვითონ ქრისტეს სიტყვებია მათეს სახარებიდან (თ.25), როცა მის საშინელ მეორედ მოსვლაზე ლაპარაკობს:

1. მშიერს აძლევდით საჭმელს?

2. მწყურვალს აწვდიდით წყალს?
3. უსახლკაროს და მიუსაფარს მიეცით ბინა?
4. შიშველს მიეცით ტანსაცმელი?
5. მიხედეთ და მოუარეთ ავადმყოფებს?
6. ინახულეთ ციხეში მყოფნი?

მეტი არაფერი, არცერთი სხვა კითხვა, მხოლოდ ეს 6 კითხვა დევს სასწორის პინაზე!

მაშველებმა 12 საათის განმავლობაში შტორმის დროს 31 ადამიანი გადაარჩინეს

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 25 აგვისტო 2017 12:15

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წყალზე მაშველებმა ბათუმსა და ქობულეთში, ბოლო 12 საათის განმავლობაში, ხუთბალიანი შტორმის დროს, 31 ადამიანი გადაარჩინეს.

შსს-ს მაშველებმა ყველა შემთხვევაზე მყისიერი რეაგირება მოახდინეს და განსაცდელში მყოფი მოქალაქეები ზღვიდან ნაპირზე უსაფრთხოდ გამოიყვანეს.

ამ დროისათვის, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე არსებულ ყველა საგუშაგოზე აღმართულია ცურვის ამკრძალავი წითელი ალმები. მიუხედავად ამისა, დამსვენებელთა ნაწილი ზღვაში მაინც შედის. მოქალაქეებს ვთხოვთ, უსაფრთხოების მიზნით, დაემორჩილონ წყალზე მაშველების მითითებებს და გაითვალისწინონ მათი რეკომენდაციები.

შტორმის დასრულებისთანავე, როგორც კი ზღვაში შესვლა უსაფრთხო იქნება, სანაპირო ზოლზე არსებულ საგუშაგოებზე თეთრი ალმები აღიმართება.

სოფელ ვაჩიანში დედას და სამ შვილს გლოვობენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 12 ივლისი 2016 14:45

სოფელ ვაჩიანში დედას და სამ შვილს გლოვობენ. გარდაცვლილების ოჯახს უამრავი ადამიანი უსამძიმრებს. ადგილობრივები მკვლელობის სხვადასხვა ვერსიებზე საუბრობენ.მათი თქმით, დაკავებული ეჭვმიტანილი მარტო არ მოქმედებდა. ისინი ვარაუდობენ, რომ მისი თანამონაწილე შესაძლებელია იყოს სულ მცირე სამი ადამიანი, რადგან ერთი ადამიანი 4 ადამიანის მოკვლას ვერ შეძლებდა. ასევე თვითმხილველების თქმით, მოკლულები ნაწამები არიან. მკვლელობაში ეჭვმიტანილი პოლიციამ გუშინ დააკავა. სამართალდამცავების ინფორმაციით, დაკავებული არის 24 წლის ადგილობრივი. ასევე პოლიციის ინფორმაციით, დამნაშავემ ბრალი აღიარა. მას ადამიანი განზრახ მკვლელობის მუხლით წაუყენეს.

უამინდობის გამო ქედაში ორი ადამიანი უგზო უკვლოდ დაიკარგა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 04 დეკემბერი 2015 14:35

ქედაში თოვლში  დაკარგულ ორ ადამიანს ეძებენ. ისინი ორი დღის წინ ტყეში შევიდნენ და გამოსვლა ვეღარ შეძლეს,  მას შემდეგ მათი კვალი დაიკარგა.  მთელი ღამე გადაუღებლად თოვდა აჭარის მაღალმთიანეთში, ხულოს ცენტრში თოვლის საფარმა 80 სანტიმეტრს, მაღალმთიან სოფლებში კი მეტრს გადააჭარბა. 

უხვი ნალექის გამო პარალიზებულია გზები. მოსახლეობას არ მიეწოდება ელექტროენერგია. სასწავლო პროცესი შეწყდა ხულოს 7 და შუახევის 14  საჯარო სკოლაში, ასევე ყველა საბავშვო ბაღში. 

ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 24 ნოემბერი 2015 11:59

სამოხელეო დანაშაულის ჩამდენი თანამდებობის პირები, რომლებმაც პირადობის მოწმობები და მოქალაქის სხვა მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტები გააყალბეს, შესაძლოა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდნენ. 

შესაბამისი ინიციატივით პარლამენტს იუსტიციის სამინისტრომ უკვე მიმართა. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში პირველი მოსმენით იმსჯელებენ. 

კანონპროექტის მიხედვით, პასუხისმგებლობისგან დევნილი მოსახლეობაც გათავისუფლდება. ამნისტია მხოლოდ იმ პირებზე გავრცელდება, რომლებმაც აღნიშნული დანაშაულები 2009 წლის პირველ იანვრამდე ჩაიდინეს. 

დღესვე კომიტეტი ,,საარჩევნო კოდექსში” ინიცირებულ ცვლილებებს განიხილავს. ცვლილებების მიხედვით, საარჩევნო სიებში, სქესთა შორის ბალანსის დაცვის მიზნით, ყოველ მომდევნო სამი კანდიდატი ქალი უნდა იყოს. კანონპროექტი მიზნად პოლიტიკაში ქალთა ჩართულობის გაზრდას ითვალისწინებს. 

რუსმა ოკუპანტებმა სოფელ აძვიდან 3 ადამიანი გაიტაცეს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 23 ნოემბერი 2015 11:55

სამი ადამიანი გაიტაცეს დღეს დილით რუსმა ოკუპანტებმა სოფელ აძვის წმინდა გიორგი სახელობის ეკლესიიდან. დავით გულიტაშვილი, ზურაბ კორინთელი და გიორგი გოგიაშვილი ტაძარში გიორგობის აღსანიშნავად ოჯახებთან ერთად იმყოფებოდნენ.

რუსმა ოკუპანტებმა მხოლოდ მამაკაცები დააკავეს და გამოუშვეს ბავშვები და ქალები. უცნობია სად გადაიყვანეს დაკავებულები. სავარაუდოდ ისინი უკვე ცხინვალის იზოლატორში არიან. 

კრასნოგორსკში ოთხი ადამიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ამირან გიორგაძე გარდაცვლილი იპოვეს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 24 ოქტომბერი 2015 10:44

კრასნოგორსკში ოთხი ადამიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ამირან გიორგაძე გარდაცვლილი იპოვეს. რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ელენა ალექსეევამ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, ამირან გიორგაძის ცხედარი კრასნოგორსკის რაიონის ერთ-ერთ კერძო სახლში აღმოაჩინეს. პირველადი ინფორმაციით, მან თავი იმავე დღეს მოიკლა, როდესაც ოთხი ადამიანი მოკლა.
გამოძიების ცნობით, გიორგაძესთან ერთად კიდევ ერთი ადამიანის ცხედარია აღმოჩენილი. მიმდინარეობს იდენტიფიცირება.
ამირან გიორგაძეს კრასნოგორსკში სამშენებლო ბიზნესი ჰქონდა. ის 19 ოქტომბერს კრასნოგორსკის რაიონის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილესთან იური კარაულოვთან კაბინეტში იმყოფებოდა, რა დროსაც კრასნოგორსკის ელექტროქსელების ხელმძღვანელი გიორგი კოტლიარენკო შეუერთდა. სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ გიორგაძემ კარაულოვი და კოტლიარენკო ადგილზე ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა და მიიმალა. იმავე დღეს მის მიერ მოკლული კიდევ ორი ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს, მათ შორის, ერთი მის საცხოვრებელ სახლში.
რუსული მედიის ინფორმაციით, ამირან გიორგაძე კრასნოგორსკის ელექტროქსელების ერთ-ერთი მფლობელია.

სააკაშვილი და მისი მიმდევრები არიან სახე იმ ნიღბიანი ადამიანის, რომელიც აუპატიურებს ადამიანებს - პრემიერი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 22 ოქტომბერი 2015 10:45

პრემიერი წამების კადრების გავრცელებაზე პირველ კომენტარს აკეთებს. მისი თქმით, გავრცელებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ ექცეოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მოქალაქეებს.

ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე კონკრეტული შემთხვევა გაიხსენა, როდესაც მისი თქმით, მოქალაქე სახლიდან ღამის სამ საათზე გაიტაცეს.

„მე ვიცი ერთი ადამიანის ისტორია, რომელიც სახლიდან ღამის სამ საათზე მოიტაცეს, მას ჰყავდა სამი თვის ორსული მეუღლე, რომელსაც სახლში სასტიკად გაუსწორდნენ, მუცელიც მოეშალა, ეს კაცი წაიყვანეს და აწამეს ისე, როგორც თქვენ ამ ვიდეოში ნახეთ. იმს გამო, რომ მას არ ჩადენილი, შეუმდგარი დანაშული ვერ ააღებინეს საკუთარ თავზე, სხვა მიზეზით, ნარკოტიკების ჩადებით გაასამართლეს“- განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს არანაირი უფლება არ აქვთ, რომ საზოგადოებას ისეთი ენით ელაპარაკონ, როგორც ლაპარაკობენ.

„დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში ძნელად თუ მოიძებნება რამდენიმე ათეული ადამიანი, რომელიც მხარს უჭერს და რომლისთვისაც მისაღებია ის, რაც ამ ვიდეოებში ხდება. მაინტერესებს, რამდენი ადამიანია საქართველოში, რომელიც ასეთ დანაშაულებრივ, სასტიკ საქმიანობას მხარს უჭერენ. ასეთ ადამიანებს არ აქვთ უფლება, პოლიტიკაში დარჩნენ. ჩემთვის სააკაშვილი, მისი მთავრობა და მიმდევრები არიან სახე იმ ნიღბიანი ადამიანის, რომელიც ამ ვიდეოებში აუპატიურებენ ადამიანებს, ეს არის მათი სიმბოლო," - განაცხადა ღარიბაშვილმა.

გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური