დიუსელდორფის გრან სლემზე საქართველოს ღირსებას 7 ძიუდოისტი დაიცავს

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 17 თებერვალი 2020 12:13

23-25 თებერვალს, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები ძიუდოში, გერმანიის ქალაქ დიუსელდორფის პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე - დიუსელდორფის გრან სლემზე მიიღებენ მონაწილეობას.

დიუსელდორფის გრან სლემზე, მედლებისთვის მსოფლიოს 71 ქვეყნის 500 ძიუდოისტი იბრძოლებს მამაკაცთა და ქალთა შორის. 23, 24 და 25 თებერვალს წინასწარი შეხვედრები 3 ტატამზე თბილისის დროით 13:00 საათიდან დაიწყება, ფინალური ბლოკი კი 20:00 საათიდან აიღებს სტარტს.
აღსანიშნავია, რომ დიუსელდორფში წლების მანძილზე ძიუდოს გრან პრი ტარდებოდა, წელს კი პირველად ქალაქი გრან სლემს მასპინძლობს, რაც ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის უფრო პრესტიჟული რანგის ტურნირია.
შეიცვალა ტურნირის სპორტული არენის ადგილმდებარეობაც. წინა წლებისგან განსხვავებით, ამჯერად გრან სლემი ქალაქის გაცილებით დიდ სპორტულ დარბაზში - „ISS DOME"-ში გაიმართება, რომელიც 13.000 მაყურებელს იტევს.

დიუსელდორფში საქართველოს ნაკრები გადახალისებული შემადგენლობით გამოვა. გერმანიაში სულ 7 ქართველი ძიუდოისტი იჭიდავებს, მათ შორის არიან - ნაკრების კაპიტანი, ოლიმპიური და მსოფლიოს ვერცხლის პრიზიორი, ევროპის სამგზის ჩემპიონი ვარლამ ლიპარტელიანი და 2015 წლის ევროპის ჩემპიონი, მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული ადამ ოქრუაშვილი.

გრან სლემის გამარჯვებულები 1000 სარეიტინგო ქულას გამოიმუშავებენ, მე-2 ადგილოსნები 700 ქულას, მე-3 ადგილოსნები კი 500 ქულას მიიღებენ. ტურნირის ჯამური საპრიზო თანხა 154.000 დოლარია. საპრიზო თანხები თითოეულ წონით კატეგორიაში შემდეგნაირად ნაწილდება - 1 ადგილი - 5.000 დოლარი, მე-2 ადგილი 3.000, მესამე ადგილი 1.500-1.500.

დიუსელდორფის გრან სლემის ფინალური ბლოკის პირდაპირი ტელეტრანსლაციის ხილვა ტელეკომპანია „სილქ უნივერსალზე" და „სილ სპორტ HD3"-ზე იქნება შესაძლებელი, ინტერნეტტრანსლაცია კი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის არხზე - www.ippon.tv გადაიცემა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დიუსელდორფის გრან სლემზე

60 კგ - ლუხუმ ჩხვიმიანი
81 კგ - თამაზ კირაკოზაშვილი, კობა მჭედლიშვილი
100 კგ - ვარლამ ლიპარტელიანი, ლაშა ტაველური
+ 100 კგ - ადამ ოქრუაშვილი, ლევან მატიაშვილი.


სპორტის სამინისტროს პრეს-სამსახური

დღეს ოლიმპიადაზე 3 ქართველი იასპარეზებს

გამოქვეყნებულია განათლება
პარასკევი, 12 აგვისტო 2016 14:16

12 აგვისტოს რიოში 3 ქართველი იასპარეზებს. დღეს ძიუდო მძიმეწონოსნების ასპარეზობით დასრუდლება. ქართველთანაგან ტატამზე ძიუდოისტი ადამ ოქრუაშვილი გავა, რომელსაც პირველივე წრეში საკმად რთული მეტოქე ჰყავს, ოქრუაშვილი  იაპონელ ჰისაიოში ჰარასავას შეხვდება. კვალიფიკაცი 17:00 საათიდან დაიწყება.

დღეს რიოში გამოცდილი ოლიმპიელი ბატუტზე ხტომაში ლუბა გოლოვინა იასპარეზებს. ლუბასთვის ეს მესამე ოლიმპიადაა.  გოლოვინა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონია ახალგაზრდებს შორის.  სპორტსმენი მედლისთვის ბრძოლას აპირებს, კვალიფიკაცია 21;00 საათზე დაწყება.

რიოში ასაპრეზობას ქართველი მძლეოსნები იწყებენ. დღეს  ოლიმპიადაზე სიგრძეზე ხტომში, ბაჩანა ხორავა იასპარეზებს.  კვალიფიკაცია თბილისის დროით,  04:20  საათზე დაიწყება.

 

ამირან პაპინაშვილი აბუ-დაბის გრან სლემის გამარჯვებული გახდა

გამოქვეყნებულია სპორტი
შაბათი, 31 ოქტომბერი 2015 10:27

ამირან პაპინაშვილი არაბეთის გაერთიანებული საემიროების დედაქალაქ აბუ დაბიში მიმდინარე ძიუდოს საერთაშორისო ტურნირის - გრან სლემის გამარჯვებული გახდა. 60 კგ წონით კატეგორიაში მოჭიდავე პაპინაშვილმა 5 მეტოქე დაამარცხა. ფინალში 27 წლის ქართველმა ძიუდოისტმა მონღოლეთის წარმომადგენელ ცენდოჩირ ცოგტბაატარს სძლია. 31 ოქტომბერს და 1 ნოემბერს აბუ დაბიში საქართველოს ნაკრების სხვა წევრებიც იჭიდავებენ. მათ შორის არიან ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი და მსოფლიოს წლევანდელი ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი ადამ ოქრუაშვილი.

აბუ-დაბის ტურნირში მონაწილეობს მსოფლიოს 88 ქვეყნის 489 სპორტსმენი.
აბუ დაბის "გრანდ სლემზე"  მედლებისათვის საქართველოს 12 წარმომადგენელი იბრძოლებს - 11 ვაჟი და 1 ქალი.

ტურნირი სამდღიანია.

30 ოქტომბერი

ვაჟები (60,66)
ქალები (48, 52, 57)

31 ოქტომბერი

ვაჟები (73, 81)
ქალები (63, 70)

1 ნოემბერი


ვაჟები (90, 100, + 100)
ქალები (78, + 78)

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

-60კგ - პაპინაშვილი ამირან, ჩხვიმიანი ლუხუმ
-66კგ - მარგველაშვილი ვაჟა
-73კგ - შავდათუაშვილი ლაშა
-81კგ - მარგიანი უშანგი
-100კგ - მსხალაძე ალექსანდრე
+100კგ - მატიაშვილი ლევან
-70კგ - ესტერ სტამი

იხილეთ პირდაპირი რეპორტაჟი - www.ippon.tv
იხილეთ შედეგები - www.ippon.org

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური