ამირან პაპინაშვილი აბუ-დაბის გრან სლემის გამარჯვებული გახდა

გამოქვეყნებულია სპორტი
შაბათი, 31 ოქტომბერი 2015 10:27

ამირან პაპინაშვილი არაბეთის გაერთიანებული საემიროების დედაქალაქ აბუ დაბიში მიმდინარე ძიუდოს საერთაშორისო ტურნირის - გრან სლემის გამარჯვებული გახდა. 60 კგ წონით კატეგორიაში მოჭიდავე პაპინაშვილმა 5 მეტოქე დაამარცხა. ფინალში 27 წლის ქართველმა ძიუდოისტმა მონღოლეთის წარმომადგენელ ცენდოჩირ ცოგტბაატარს სძლია. 31 ოქტომბერს და 1 ნოემბერს აბუ დაბიში საქართველოს ნაკრების სხვა წევრებიც იჭიდავებენ. მათ შორის არიან ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი და მსოფლიოს წლევანდელი ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი ადამ ოქრუაშვილი.

აბუ-დაბის ტურნირში მონაწილეობს მსოფლიოს 88 ქვეყნის 489 სპორტსმენი.
აბუ დაბის "გრანდ სლემზე"  მედლებისათვის საქართველოს 12 წარმომადგენელი იბრძოლებს - 11 ვაჟი და 1 ქალი.

ტურნირი სამდღიანია.

30 ოქტომბერი

ვაჟები (60,66)
ქალები (48, 52, 57)

31 ოქტომბერი

ვაჟები (73, 81)
ქალები (63, 70)

1 ნოემბერი


ვაჟები (90, 100, + 100)
ქალები (78, + 78)

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

-60კგ - პაპინაშვილი ამირან, ჩხვიმიანი ლუხუმ
-66კგ - მარგველაშვილი ვაჟა
-73კგ - შავდათუაშვილი ლაშა
-81კგ - მარგიანი უშანგი
-100კგ - მსხალაძე ალექსანდრე
+100კგ - მატიაშვილი ლევან
-70კგ - ესტერ სტამი

იხილეთ პირდაპირი რეპორტაჟი - www.ippon.tv
იხილეთ შედეგები - www.ippon.org

შალვა გოგოლაძემ ახალგაზრდა ძიუდოისტებს წარმატება და ძიუდოს საერთაშორისო დღე მიულოცა

გამოქვეყნებულია სპორტი
ხუთშაბათი, 29 ოქტომბერი 2015 14:42

არაბეთის გაერთიანებული საემიროების დედაქალაქ აბუ დაბიში 23-27 ოქტომბერს გამართულ მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ძიუდოში, წარმატებით იასპარეზეს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრებმა.

აბუ დაბიდან დაბრუნების შემდეგ, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრებს 29 ოქტომბერს მწვრთნელებთან ერთად, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე შეხვდა და მოპოვებული წარმატება, ასევე ძიუდოს საერთაშორისო დღე მიულოცა, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით 28 ოქტომბერს აღინიშნება.
მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ძიუდოში ინდივიდუალურ ჩათვლაში მსოფლიოს ჩემპიონი ბექა ღვინიაშვილი (90 კგ) გახდა, რომელმაც წელს ევროპის ჩემპიონატიც მოიგო, ვერცხლის მედლები თამაზ კირაკოზაშვილმა (73 კგ) დამარიამ ჯანაშვილმა (52 კგ) აიღეს, ბრინჯაო კი ირაკლი კუპატაძემ (55 კგ) მოიპოვა.
გუნდურ ტურნირში საქართველოს ნაკრები ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. ქართველმა ძიუდოისტებმა ფინალური დაპირისპირება იაპონიის ახალგაზრდულ ნაკრებთან დათმეს, ფინალამდე კი საქართველომ ნახევარფინალში ეგვიპტე, ხოლო მეოთხედფინალში ბელარუსი დაამარცხა. გუნდურ მსოფლიო ჩემპიონატში სულ 14 ქვეყანა იღებდა მონაწილეობას.
ჯამში, მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდოს ნაკრების წევრების მონაგარი 1 ოქროს, 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი და ასევე 1 ვერცხლის მედალია გუნდურ ტურნირში.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ნოემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური