ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია დაიწყო

გამოქვეყნებულია განათლება
ორშაბათი, 02 მარტი 2020 10:54

2020 წლის 2 მარტს საქართველოში დაიწყო მოსწავლეების რეგისტრაცია ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, რომელიც 30 მარტის 18:00 საათამდე გაგრძელდება.

მონაწილეებმა რეგისტრაცია ელექტრონულად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე – online.naec.ge უნდა გაიარონ.

ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად ჩატარდება.

რეგისტრაციის პირველ ეტაპზე აბიტურიენტი ვალდებულია,  შეავსოს პირადი მონაცემები, აირჩიოს საგამოცდო ქალაქი, ჩასაბარებელი საგნები და საჭიროების შემთხვევაში, მონიშნოს სპეციალური პირობა. საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა აბიტურიენტებს 7 მაისის 18:00 საათამდე შეუძლიათ. საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა კი, მათ აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ეძლევათ.

2020 წლის სიახლეებს, საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალს, ხშირად დასმულ კითხვებსა და საგამოცდო პროცესთან დაკავშირებულ სხვა მნიშვნელოვან საკითხებს მონაწილეები „აბიტურიენტთა ცნობარში“ გაეცნობიან.

27 782 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 25 აგვისტო 2016 11:27

2016 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო მონაცემებით 27 782 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა.

გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ეს მაჩვენებელი გამოცდებზე გამოცხადებულ აბიტურიენტთა 745-ზე მეტს შეადგენს.

სრული ან ნაწილობრივი სახელმწიფო გრანტი 6500-ზე მეტმა აბიტურიენტმა მიიღო, ხოლო 4000-მდე პირველკურსელი იმ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა, სადაც სწავლას სახელწიფო სრულად აფინანსებს.

აბიტურიენტები შედეგების ნახვას 12:00 საათიდან შეძლებენ.

 

აბიტურიენტები დღეს გამოცდას ზოგად უნარებში ჩააბარებენ

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 04 ივლისი 2016 09:59

ერთიანი ეროვნული გამოცდები გრძელდება. აბიტურიენტები დღეს გამოცდას ზოგად უნარებში ჩააბარებენ. 

პირველი გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩატარდა. წელს პირველად აბიტურიენტები გამოცდას ყველა საგანში, ნაწილობრივ, ელექტრონულად აბარებენ.

საგამოცდო პროცესი 22 ივლისამდე გაგრძელდება. 

აბიტურიენტი, რომელიც "სტუდენტთა უფლებების ლიგის" მოსწავლეებთან ურთიერთობის ცენტრის ხელმძღვანელად დაინიშნა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 17 სექტემბერი 2015 11:25

საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის პრეზიდენტმა, ნოდარ თათვიძემ აბიტურიენტი თამთა ლუტიძე საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის მოსწავლეებთან ურთიერთობის ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობაზე წარადგინა.

შეგახსენებთ, თამთა ლუტიძე ის აბიტურიენტია რომელიც მეორადი ჩარიცხვების მოთხოვნით გამოდიოდა, თუმცა აქციებს არ უერთდებოდა და ცდილობდა საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგასთან ერთად მოლაპარაკებების გზით ემუშავა აღნიშნულ თემაზე.

''თამთა ძალიან აქტიური ახალგაზრდაა, ის სხვა აბიტურიენტებთან ერთად აქტიურად ერთვება საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის საქმიანობებში და თამთას სულ მალე ვიხილავთ წარმატებულ სტუდენტად!'' - განაცხადა საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის პრეზიდენტმა ნოდარ თათვიძემ.

 ''დიდ მადლობას ვუხდი საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის პრეზიდენტს ნოდარ თათვიძეს გამოცხადებული მხარდაჭერისთვის. ჩემთვის ძალიან საინტერესოა აღნიშნული საქმიანობა და დიდი აქტიურობით ჩავერთვები საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის საქმიანობებში.'' - განაცხადა საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის მოსწავლეებთან ურთიერთობის ცენტრის ხელმძღვანელმა თამთა ლუტიძემ.

აბიტურიენტები აქციებს წყვეტენ

გამოქვეყნებულია განათლება
სამშაბათი, 08 სექტემბერი 2015 13:45

განათლების სამინისტროს წარმომადგენლებთან აბიტურიენტთა კიდევ ერთი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. უწყება კვლავ არ აპირებს მათი მოთხოვნის დაკმაყოფილებას და მეორად ჩარიცხვებს. ამის გამო აბიტურიენტები დღეიდან აქციებს წყვეტენ, თუმცა მათ შესაძლოა სასამართლოს მიმართონ.მომზადდება თუ არა სარჩელი, საბოლოოდ ჯერ არ აქვთ გადაწყვეტილი. მეორად ჩარიცხვებს 700-მდე აბიტურიენტი ითხოვდა 18 ათას ვაკანტურ ადგილზე, თუმცა განათლების სამინისტროს შემდეგ, მეორად ჩარიცხვებზე უარი უმაღლესი სასწავლებლების რექტორებმაც თქვეს.

აბიტურიენტთა პრობლემატიკით საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგა დაინტერესდა

გამოქვეყნებულია განათლება
შაბათი, 29 აგვისტო 2015 22:19

მეორად ჩარიცხვებთან დაკავშირებით აბიტურიენტთა პრობლემატიკით საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგა დაინტერესდა. "როგორც მოგეხსენებათ 2015 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში აბიტურიენტთა გარკვეულმა ნაწილმა გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, მაგრამ ვერ ჩაირიცხა უმაღლეს სასწავლებლებში. საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგა ვინტერესდებით აღნიშნული საკითხით.''- განაცხადა საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის პრეზიდენტმა ნოდარ თათვიძემ.

უმაღლეს სასწავლებლებში 28 053 სტუდენტი ისწავლის

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 26 აგვისტო 2015 13:17

უმაღლეს სასწავლებლებში 28 053 სტუდენტი ისწავლის, მათ შორის, 10 ათასამდე სახელმწიფოს ფინანსებით. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დღეს საკუთარ ვებ-გვერდზე ეროვნული გამოცდების შედეგები გამოაქვეყნა. ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა გამოცდების შედეგები დღეს ბრიფინგზე შეაჯამა. მაია მიმინოშვილის თქმით, წელს 40 ათასი აბიტურიენტი იყო, თუმცა პირველად ეტაპზე ამ რაოდენობას გამოაკლდა ის მეთორმეტე კლასელები, რომლებმაც ატესტატი ვერ აიღეს. საბოლოო ჯამში, გამოცდებში მონაწილეობას იღებდა 29 ათასამდე აბიტურიენტი. მათგან სტუდენტი გახდა 28 053 აბიტურიენტი. აღნიშნული კონტინგენტიდან 6555-მა სხვადასხვა პროცენტიანი სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გაზრდილია ასევე იმ სტუდენტების რიცხვი, რომლებიც ჩაირიცხნენ იმ ფაკულტეტებზე, რომელსაც სახელმწიფო აფინანსებს. ასეთი არის 3742 სტუდენტი. სულ საბოლოო ჯამში, წელს სახელმწიფო ფინანსებით 10 ათასამდე აბიტურიენტი ისწავლის. მაია მიმინოშვილმა ასევე დაასახელა ვაკანტური ადგილების რაოდენობა. მისივე თქმით, წელს 44 ათასი ვაკანტური ადგილი იყო, იმაზე მეტი, ვიდრე აბიტურიენტთა რიცხვი. შესაბამისად, ვაკანტური დარჩა 18 ათასი ადგილი.მაია მიმინოშვილის განცხადებით, ყველაზე მეტად ადგილები შეივსო ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იმის მიუხედავად, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტს საკუთარი მაღალი ბარიერი აქვს გამოცდებზე დაწესებული, ვიდრე გამოცდების ეროვნული ცენტრის კომპეტენციის მინიმალური ზღვარია.მისივე თქმით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 3881 ადგილი იყო, მათგან ვაკანტური დარჩა 225.აგრარულ უნივერსიტეტში 420 ადგილი იყო და მათგან არც ერთი ვაკანტური აღარ დარჩა. 
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2667 ადგილიდან ვაკანტური დარჩა 208 ადგილი. თავისუფალ უნივერსიტეტში 453 ადგილიდან 2 დარჩა ვაკანტური.
მიმინოშვილმა დასძინა, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი წელს ბევრი გახდა, თუმცა მათ ბევრი ადგილიც აქვთ ვაკანტური. 
სულ წელს ეროვნულ გამოცდებზე ვაკანტური ადგილები დაახლოებით 64 უმაღლეს სასწავლებელს ჰქონდა წარდგენილი. ამასთან, სამაგისტრო გამოცდების საბოლოო შედეგები უკვე დასრულდა და სავარაუდოდ, ხვალ გამოცხადდება. მთავრდება ასევე მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდის სააპელაციო ნაშრომების გასწორება.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მარტი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური