კონკურსი აბიტურიენტებისთის და სტუდენტებისთვის

გამოქვეყნებულია განათლება
სამშაბათი, 01 დეკემბერი 2015 17:38

საქართველოს უნივერსიტეტი ადამიანის უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით აცხადებს  კონკურსს  Human Rights.
კონკურსის პირობები:
კონკურსანტებმა უნდა წარმოადგინონ ესსე ქვემოთ მოცემული 2 საკონკურსო თემიდან ერთერთ თემაზე:
1)      ადამიანის უფლებები - თანდაყოლილი თუ სახელმწიფოსგან მინიჭებული?
2)      ადამიანის უფლებები და განვითარება
კრიტერიუმები:
    ესსე უნდა მოიცავდეს არაუმეტეს 3 გვერდს (Sylfaen შრიფტი, 12);
    ტექსტი განთავსებული უნდა იყოს A4 ფორმატში;
    ნაშრომი უნდა იყოს მკაფიოდ ჩამოყალიბებული;
    ნაშრომი უნდა იყოს გამართული სტილისტურად და გრამატიკულად.
საუკეთესო ესსეს ავტორს  3 კატეგორიაში გამოავლენს საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორებისგან შემდგარი ჟიური.  პირველი 3 ადგილის მფლობელი დაჯილდოვდება.  ასევე, თითოეულ მონაწილეს გადაეცემა სერთფიკატი.
ნამუშევრები მიიღება 2015 წლის 1 დეკემბრიდან 7 დეკემბრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: https://www.ug.edu.ge/registration_m
მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:  სტუდენტებსა და აბიტურიენტებს მთელი საქართველოს მაშტაბით.

აქცია განათლების სამინისტროსთან

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 07 სექტემბერი 2015 15:49

უმაღლეს სასაწავლებლებს მიღმა დარჩენილ აბიტურიენტებს თამარ სანიკიძე პროფესიული განათლების მიღებას სთავაზობს. მეორად ჩარიცხვებთან დაკავშირებით სამინისტროს გადაწყევტილება უცვლელია. პარლელურად სტუდენტების აქცია ისევ გრძლებდა. განათლების სამინისტროსთან შეკრებილ ახალგაზრდებს შეხვედრაზე თამარ სანიკიძემ უარი უთხრა. აბიტურიენტებმა, რომლებმაც ეროვნულ გამოცდებში ზღვარი გადალახეს, თუმცა უმაღლეს სასწავლებლებში ვერ მოხვდნენ, მინისტრის გადაწყვეტილება გააპროტესტეს.ისინი ამ დრომდე განათლების სამინისტროს შენობასთან იმყოფებიან და ოფიციალურ პასუხს ელოდებიან მინისტრის აპარატისგან, სადაც ეწერება, რომ სანიკიძე აბიტურიენტებთან შეხვედრას არ გამართავს. 

აბიტურიენტები პრემიერის პასუხის მოლოდინში

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 07 სექტემბერი 2015 10:45
  პრემიერმინისტრის პასუხს ელოდებიან ის აბიტურიენტები, რომლებიც მეორად ჩარიცხვებს ითხოვენ.    მთავრობის ადმინისტრაციაში წერილი უკვე შეიტანეს.დღეს დილიდან  ისინი უკვე განათლების სამინისტროსთან გადაინაცვლებენ და აქციას გააგრძელებენ. მათ აბიტურიენტთა ის ნაწილი ისევ არ უერთდება, რომელიც მოლაპარაკებების გზით  პრობლემის მოგვარებას ცდილობდა. როგორც აცხადებენ, ისინი მომავალი გამოცდებისთვის მოემზადებიან.უმაღლეს სასწავლებლებში დარჩენილ 18 ათას ვაკანტურ ადგილზე მეორად ჩარიცხვებს 700-მდე აბიტურიენტი ითხოვდა, თუმცა, მეორად ჩარიცხვებს არც რექტორებმა დაუჭირეს მხარი. მოთხოვნების დაკმაყოფილებას არ აპირებს არც განათლების სამინისტრო.

სავარაუდოდ, მეორადი ჩარიცხვები არ იქნება

გამოქვეყნებულია განათლება
პარასკევი, 04 სექტემბერი 2015 12:37

სავარაოდოდ, მეორადი ჩარიცხვები არ იქნება, - გადაწყვეტილება ამიშ შესახებ  უმაღლესი სასწავლებლების რექტორებისა და  გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის შეხვდრაზე მიიღეს.

უმაღლესი სასწავლებლების რექტორების თქმით, ზოგიერთ სასწავლებელში სტუდენტთა რეგისტრაცია უკვე დასრულდა და სასწავლო საგნების არჩევა მიმდინარეობს, ამ ფონზე შეუძლებელია მეორადი ჩარიცხვების დანიშვნა.

შეგასხენებთ, აბიტურიენტები, რომლებმაც ეროვნულ გამოცდებზე მინიმალური კომპედენციის ზღვარი გადალახეს მეორადი ჩარიცხვების მოთხოვნით აქციას მართავდნენ, მათ შიმშილობა დღეს შეწყვიტეს. 

 

 

აბიტურიენტებმა შიმშილობა შეწყვიტეს

გამოქვეყნებულია განათლება
პარასკევი, 04 სექტემბერი 2015 10:10

აბიტურიენტებმა, რომლებიც მეორადი ჩარიცხვების მოთხოვნით აქციას მართავენ შიმშილობა შეწყვიტეს. მეორად ჩარიცხვებთან დაკავშირებით დღეს უმაღლესი სასწავლებლების რექტორებს გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი შეხვდება.

საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში აქციის მონაწილეები პროტესტის შეწყვეტას გეგმავენ.

 

დიდი უსამართლობა იქნება ერთი ჯგუფის თხოვნის გათვალისწინება, - მაია მიმინოშვილის პასუხი აბიტურიენტებს

გამოქვეყნებულია განათლება
ოთხშაბათი, 02 სექტემბერი 2015 16:34

"იშვიათად ვწერ ხოლმე სოციალურ ქსელში, მაგრამ დღეს აუცილებლად უნდა გამოვეხმაურო აბიტურიენტთა ნაწილის პროტესტს," - გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი სოციალურ ქსელში იმ აბიტურიენტებს პასუხობს, რომლებიც  მეორადი ჩარიცხვის მოთხოვნით აქციას განაგრძობენ.

newsday.ge - მაია მიმინოშვილის პოსტს უცვლელლად გთავაზობთ:

"ყოველთვის მიმაჩნდა - ჯანმრთელობა, ფიზიკური თუ ემოციური, ყველაფერზე მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, მშობლების უმეტესობა დამეთანხმება. გაუგებარია, როდესაც მშობელი თავად ურჩევს შვილს ჯანმრთელობის დაზიანების ფასად მიიღოს გამონაკლისი. კიდევ უფრო სამწუხარო და მიუღებელია, როდესაც საუბარში პოლიტიკური აქცენტი ჩნდება.

ამ ყველაფრის მიზეზი კი ისაა, რომ გარკვეულ ფაკულტეტებზე სწავლის გაგრძელების სურვილი ამ აბიტურიენტებს მხოლოდ 26 აგვისტოს, პროცესის დასრულების შემდეგ გაუჩნდათ. 
ორი შეხვედრა გვქონდა და ვეცადე განმემარტა, რომ ნებისმიერი სახის გამონაკლისის თუ ცვლილების დაშვებისას მთავარია სამართლიანობის პრინციპის შენარჩუნება. არის აბიტურიენტების კიდევ ერთი ჯგუფი - რომელმაც არ გაითვალისწინა სწავლების საფასური, ძვირადღირებულ სასწავლებელში ჩაირიცხა და სწავლას ვერ აგრძელებს. მათაც ანალოგიური შეცდომა დაუშვეს. დამეთანხმებით, რომ დიდი უსამართლობა იქნება ერთი ჯგუფის თხოვნის გათვალისწინება და მეორის იგნორირება - ანუ ძვირადღირებულ სასწავლებლებში ჩარიცხულებს, რომლებიც სწავლების საფასურს ვერ იხდიან, ასევე უნდა მივცეთ ცვლილების განხორციელების შესაძლებლობა. თუ ასე მოვიქცევით, მათ მიერ გამოთავისუფლებულ ადგილებზე პრეტენზიის მქონეთ, რომლებიც სხვა არჩევანზე ჩაირიცხნენ, რადგან საკონკურსო ქულა არ ეყოთ, მაგრამ ადგილის გათავისუფლების შემდეგ შანსი უჩნდებათ, ვერ ვეტყვით უარს გამოთავისუფლებული ადგილების დაკავებაზე. ეს არა მხოლოდ ორმაგი სტანდარტი, არამედ ძირითადი წესის დარღვევა იქნება. ეს ყოველივე კი, ალბათ ხვდებით, ჩარიცხვების ხელახლა განხორციელებას გულისხმობს.
პირადად მე მივიჩნევ, რომ არა მხოლოდ საგამოცდო, არამედ ნებისმიერი პროცესის წესების გაცნობა, გათვალისწინება და პატივისცემა ადამიანისა და მთლიანად საზოგადოების უმთავრესი მახასიათებლი უნდა იყოს, თუმცა, თუ ყველა მხარე - ზემდგომი უწყებები, უმაღლესი სასწავლებლები, აბიტურიენტები (ჩარიცხულებიც) და მთლიანად საზოგადოება საჭიროდ მიიჩნევს, მზად ვართ დავიწყოთ ეს პროცესი", - აღნიშნავს გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი.

აქციის მონაწილე აბიტურიენტები  გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს უკვე შეხვდნენ, თუმცა ვერ შეთანხმდნენ.

აბიტურიენტებმა აქცია გადადეს

გამოქვეყნებულია განათლება
კვირა, 30 აგვისტო 2015 20:01

აბიტურიენტებმა რომლებმაც გადალახეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი დახმარებისთვის მიმართეს "საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგას" არასამთავრობო ორგანიზაციამ შეასრულა ერთგვარი მედიატორის როლი და დაიგეგმა შეხვედრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მრჩეველთან ოთარ აბესაძესთან. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე აქციის ორგანიზატორებმა დაგეგმილი აქცია გადადეს.
"აბიტურიენტები დაგვიკავშირდნენ საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგას გავესაუბრეთ მათ და ვასრულებთ ერთგვარი მედიატორის როლს, ვახვედრებთ მათ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მრჩეველს ოთარ აბესაძეს და გაიმართება მოლაპარაკება აღნიშნული პრობლემის ირგვლივ" - განაცხადა საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის პრეზიდენტმა ნოდარ თათვიძემ.
აბიტურიენტები მზად არიან რომ მოლაპარაკების გზით აღნიშნული პრობლემა გადაჭრან.
"ჩვენ დავუკავშირდით საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგას, ისინი დაგვეხმარნენ და ვხვდებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მრჩეველ ოთარ აბესაძეს ასე რომ შევეცდებით მოლაპარაკების გზით გადავწყვიტოთ აღნიშნული პრობლემა" - განაცხადა აბიტურინტმა ნინო ფუტკარაძემ.

შეგახსენებთ, რომ მეორად ჩარიცხვებთან დაკავშირებით აბიტურიენტთა პრობლემატიკით საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგა დაინტერესდა. "როგორც მოგეხსენებათ 2015 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში აბიტურიენტთა გარკვეულმა ნაწილმა გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, მაგრამ ვერ ჩაირიცხა უმაღლეს სასწავლებლებში. საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგა ვინტერესდებით აღნიშნული საკითხით.''- განაცხადა საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის პრეზიდენტმა ნოდარ თათვიძემ.

ნოდარ თათვიძე - 28 053 აბიტურიენტს ვულოცავთ სტუდენტობას !

გამოქვეყნებულია განათლება
ხუთშაბათი, 27 აგვისტო 2015 10:21

საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგა ულოცავს აბიტურიენტებს სტუდენტობას და უსურვებს მათ წარმატებებს. „საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგა ვულოცავთ აბიტურიენტებს სტუდენტობას და ვუსურვებთ წარმატებებს! სტუდენტებისთვის სასურველი გარემოს შექმნა და ამ პროცესში მათი აქტიური ჩართულობა, ჩვენი ერთ-ერთი ფუნდამენტური მიზანია..იმედი გვაქვს, რომ ისინი დიდი მონდომებითა და ენთუზიაზმით ჩაერთვებიან სტუდენტურ ცხოვრებაში. ასე რომ გქონდეთ ჩვენი იმედი! ჩვენ ვიცავდით, ვიცავთ და ყოველთვის დავიცავთ სტუდენტთა უფლებებს!" - განაცხადა საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის პრეზიდენტმა ნოდარ თათვიძემ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში 28 053 სტუდენტი ისწავლის, მათ შორის, 10 ათასამდე სახელმწიფოს დაფინანსებით. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 26 აგვისტოს საკუთარ ვებ-გვერდზე ეროვნული გამოცდების შედეგები გამოაქვეყნა. ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა გამოცდების შედეგები ბრიფინგზე შეაჯამა. მისი თქმით, წელს 40 ათასი აბიტურიენტი იყო, თუმცა პირველად ეტაპზე ამ რაოდენობას გამოაკლდა ის მეთორმეტე კლასელები, რომლებმაც ატესტატი ვერ აიღეს. საბოლოო ჯამში, გამოცდებში მონაწილეობას იღებდა 29 ათასამდე აბიტურიენტი. მათგან სტუდენტი გახდა 28 053 აბიტურიენტი. აღნიშნული კონტინგენტიდან 6555-მა სხვადასხვა პროცენტიანი სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა.

გვერდი 2/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური