შპს „საირმე მინერალ ვოთერსის“ ოფიციალური განცხადება
ვის ინტერესში შედის გაფიცვა და რეალურად რა სურს რადიკალურად განწყობილ ჯგუფს
„საირმე მინერალ ვოთერსის“ ადმინისტრაციასა და გაფიცულ თანამშრომლებს შორის შეხვედრა საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის მონაწილეობით შედგა, თუმცა მოლაპარაკების დროს მიღწეულ შეთანხმებაზე გაფიცულებმა უარი განაცხადეს. მნიშვნელოვანია, რომ საირმემ გაფიცულ თანამშრომლებს თითქმის ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილება შესთავაზა.
შეხვედრა გვიან ღამით დასრულდა. გაფიცვის უმოკლეს ვადაში დასრულებისა და მუშაობის პროცესის სრულად განახლების მიზნით, მოლაპარაკების ფარგლებში კომპანიამ დასაწყისშივე დაადასტურა მზადყოფნა, დაეკმაყოფილებინა გაფიცულების მიერ ადრე წამოყენებული თითქმის ყველა მოთხოვნა. გარდა ამისა, ასოციაციის მონაწილეობით, კომპანიამ შუამავლობის დროს შეთავაზებული ხელფასის 10%-იანი მატება მოლაპარაკებების დროს 22,5%-მდე გაზარდა. თუმცა, გაფიცულებმა მოულოდნელად უარი თქვეს არსებული შეთანხმებაზე. ფაქტობრივად, მათი ყველა პირობა მაქსიმალურად შევასრულეთ, მაგრამ რადიკალმა ჯგუფმა გაფიცულებს მათთვის ნამდვილად მომგებიანი გადაწყვეტილების მიღების საშუალება არ მისცა და უარყვეს ჩვენი წინადადებები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ახლა ყველასთვის სრულიად ნათელია, რომ გაფიცვის მიზანია არა სამუშაო პირობებისა და ხელფასების გაუმჯობესება, არამედ ცალკეული მოქალაქის სრულიად განსხვავებული პირადი ინტერესები, რომლებმაც კომპანიის თანამშრომლები შეიყვანეს შეცდომაში, ჩაითრიეს აღნიშნულ მძიმე სიტუაციაში, რამაც გამოიწვია უამრავი პრობლემა. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ შესაბამისი ორგანოები აუცილებლად გამოიძიებენ კონკრეტულ ფაქტებს, დაადგენენ გამომწვევ მიზეზებს და დამნაშვეები დაისჯებიან!
იმის გათვალისიწინებით, რომ გაფიცულთა ორგანიზატორები არ ეთანხმებიან შეთანხმების პირობებს, ჩვენ გვრჩება გაფიცვის დასასრულებლად მხოლოდ ერთი გზა - გავაგრძელოთ მუშაობა და მივცეთ საშუალება იმ თანამშრომლებს, რომლებიც არ იყვნენ ჩართული ამ პროვოკაციაში და გააგრძელონ სამუშაო პროცესი. ამ საკითხში ძალოვან სტრუქტურებს ვთხოვთ დაგვეხმარონ, კანონსაწინააღმდეგო ფაქტებს კი სასამართლო ორგანო მიხედავს.
აღსანიშნავია, რომ ქარხანა უფრო დიდი ინტენსივობით აგრძელებს მუშაობას, მუშაობს ჩამოსასხმელი ხაზები, პროდუქცია იტვირთება და დისტრუბუციაში გადის, მიუხედავად ყველა მცდელობისა, ჩვენ ვმუშაობთ!
კახა ოქრიაშვილი: „საბოლოო გამარჯვება დადგება მაშინ, როცა „ოცნებას“, როგორც სიმსივნეს, თავისი მეტასტაზებით, ჩვენი უსაყვარლესი ქვეყნის და ხალხის სხეულს ჩამოვაშორებთ“!
პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი, პარლამენტარი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ:
„არალეგიტიმური, უკანონო „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ სრულად დაიმორჩილოს და დაამონოს ქართველი ხალხი, ჩაახშოს ჩვენი სწრაფვა თავისუფლებისკენ და ჩვენი სურვილი, ვიცხოვროთ თავისუფალ, დაცულ, სამართლიან საზოგადოებაში. მათი ერთადერთი მიზანია, შეინარჩუნონ ხელისუფლება და მომავალშიც გააგრძელონ ამ ქვეყნის ყვლეფა, ჩვენი ხალხის ხარჯზე.
დღეს მათ ქართველმა ხალხმა, განსაკუთრებით ახალგაზრდობამ, აიძულა გადაედგათ ნაბიჯი უკან და განეცხადებინათ, რომ გაიწვევენ არადემოკრატიულ, უკანონო კანონპროექტს.
ეს არ არის საბოლოო გამარჯვება, ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია გამარჯვებისკენ! ვითხოვთ, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს აქციის უკანონოდ დაკავებული ყველა მონაწილე!
საბოლოო გამარჯვება დადგება მაშინ, როცა „ოცნებას“, როგორც სიმსივნეს, თავისი მეტასტაზებით, ჩვენი უსაყვარლესი ქვეყნის და ხალხის სხეულს ჩამოვაშორებთ.
გამარჯვება წინ არის!", - წერს თავის განცხადებაში პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი.
როგორც საზოგადოების თითოეული წევრის წინაშე პასუხისმგებელმა მმართველმა ძალამ, მივიღეთ გადაწყვეტილება, უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე გავიწვიოთ ჩვენს მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი-მმართველი პარტია
მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო, „ხალხის ძალა“ და საპარლამენტო უმრავლესობა ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ:
"საზოგადოებას გვინდა ვაცნობოთ, რომ გაიმართა კონსულტაციები „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შორის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გარშემო მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით.
ვხედავთ, რომ მიღებულმა კანონპროექტმა საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. სიცრუის მანქანამ შეძლო კანონპროექტის უარყოფითად წარმოჩენა და საზოგადოების გარკვეული ნაწილი შეცდომაში შეიყვანა. კანონპროექტს მიაკერეს „რუსული კანონის“ ყალბი იარლიყი, ხოლო მისი პირველი მოსმენით მიღება საზოგადოების ნაწილის თვალში ევროპული კურსიდან გადახვევად წარმოაჩინეს.
გარდა ამისა, რადიკალურმა ძალებმა შეძლეს ახალგაზრდების ნაწილი კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში ჩაეთრიათ. მადლობა გმირ სამართალდამცავებს, რომლებმაც ძალადობას მოთმინებითა და უმაღლესი სტანდარტით უპასუხეს.
ჩვენ ყველაზე მეტად უნდა გავუფრთხილდეთ მშვიდობას, სიმშვიდესა და ეკონომიკურ განვითარებას ჩვენს ქვეყანაში, ისევე, როგორც საქართველოს წინსვლას ევროპული ინტეგრაციის გზაზე. შესაბამისად, აუცილებელია, თითოეული ჩვენი თანამოქალაქის ენერგია არა დაპირისპირებაზე, არამედ ქვეყნის სწორი მიმართულებით განვითარებაზე დაიხარჯოს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, როგორც საზოგადოების თითოეული წევრის წინაშე პასუხისმგებელმა მმართველმა ძალამ, მივიღეთ გადაწყვეტილება, უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე გავიწვიოთ ჩვენს მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი.
ემოციური ფონის ჩაცხრომასთან ერთად, საზოგადოებას უკეთ განვუმარტავთ, თუ რას ემსახურებოდა კანონპროექტი და რატომ იყო მნიშვნელოვანი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა ჩვენს ქვეყანაში. ამისათვის, დავიწყებთ შეხვედრებს მოსახლეობასთან და ფართო საზოგადოებას გავაგებინებთ სიმართლეს საკითხის თითოეულ დეტალთან დაკავშირებით.
ჩვენ ვმოქმედებთ იმ განსაკუთრებული პასუხისმგებლობით, რომელიც, როგორც მმართველ ძალას, საზოგადოების თითოეული წევრის წინაშე გვაკისრია.
საქართველო შეინარჩუნებს მშვიდობასა და სტაბილურობას და განაგრძობს სვლას ღირსებით ევროპისკენ, რაც ქართული საზოგადოების პრინციპული არჩევანია“, - ნათქვამია განცხადებაში.