უკრაინამ რუსული სუ-24M ტიპის ბომბდამშენი ჩამოაგდო
უკრაინამ განაცხადა, რომ რუსული სუ-24M ტიპის ბომბდამშენი ბაჰმუტის რაიონში ადგილობრივი დროით 01:30 საათზე ჩამოაგდეს. ამის თაობაზე "TRT-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.
უკრაინის გენშტაბის განცხადებაში ნათქვამია: „უკრაინის შეიარაღებული საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო დანაყოფებმა გუშინ ღამით გაანადგურეს რუსული ბომბდამშენი სუ-24М. ინტერვენცია დაახლოებით 01:30 საათზე ბახმუტის მიმართულებით მოხდა“.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში შეჭრის ბრძანება გასცა, რითაც დაიწყო რუსეთ-უკრაინის ომი.
ვ. პუტინმა თქვა, რომ ის მიზნად ისახავს ქვეყნის დემილიტარიზაციას, რათა თავიდან აიცილოს კიევის ნატოში გაწევრიანება და შეინარჩუნოს იგი რუსეთის გავლენის სფეროში.
კახა ოქრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე: „ეს არის ერთადერთი სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით“
პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი, პარლამენტარი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: “რესპუბლიკური საავადმყოფო აშენებულია, როგორც ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა და ამიტომაც დგას სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გვერდით. დღეს არსებულ შენობაში ფუნქციონირებდა სამედიცინო უნივერსიტეტის კათედრები და გამოყოფილი იყო მრავალი სივრცე სალექციო და პრაქტიკული მეცადინეობისთვის - ის წარმოადგენდა სამედიცინო ინსტიტუტის სამეცნიერო და სასწავლო ბაზას. ფაქტი, რომ ეს დაწესებულება დღემდე არ გადაუციათ სამედიცინო უნივერსიტეტისთვის, მიანიშნებს, რომ საზოგადოებისთვის უკვე კარგად ცნობილი კორუფციული სქემებით სურდათ ამ ობიექტის დაუფლება. (ყველას გვახსოვს, რომ ჯერ კიდევ 2015 წელს, რესპუბლიკური საავადმყოფო უფასოდ გადაეცა „საპარტნიორო ფონდს“ უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად.)
რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობა აშენდება, თუ ძველი შეკეთდება, ის უნდა გადაეცეს სამედიცინო უნივერსიტეტს, რომელსაც შეუძლია, საკუთარი, ანუ საბიუჯეტო სახსრების გარეშე, უზრუნველყოს ამ ობიექტის ახლიდან აშენება, ან მისი რენოვაცია, მოსახლეობის მაღალ დონეზე მომსახურება და კვალიფიციური ექიმების აღზრდა. ეს არის ერთადერთი სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით.
ფაქტი, რომ ეს საკითხი ათწლეულებია არ წყდება, მიანიშნებს არსებული ხელისუფლების უუნარობასა და უნიათობაზე, ქვეყნის აღმშენებლობის ნაწილში. თუმცა, რა გასაკვირია, როცა 10 წელი დასჭირდათ, 1 ფურცლის დასაწერად თურქეთის ფარმაცევტული ბაზრის გახსნასთან დაკავშირებით, რასაც ჩვენ, ფარმაცევტული სექტორი, ოფიციალურად, ათ წელზე მეტი ვითხოვდით მთავრობისგან და დღეს გვაყვედრიან, თითქოს ამ ერთი ფურცლის დაწერა მათი მონაპოვარია", - ნათქვამია კ. ოქრიაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტები იმედით ელოდებიან მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტების დაფინანსებას
საქართველოში მცხოვრები ასობით ადამიანი წელს განსაკუთრებული იმედით ელოდება იმ მედიკამენტებს, რომლებიც მათ სრულფასოვანი ცხოვრების დაბრუნების უდიდეს შანსს აძლევს. საუბარია გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტებზე, რომლებიც წლებია სახელმწიფოს მათი მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტების დაფინანსებას სთხოვენ.
დაფინანსების მოლოდინში პაციენტებს ყოველდღიური, ურთულესი პრობლემების გადალახვა უწევთ. ისინი საკუთარ შეგრძნებებს ასე გამოხატავენ: დაჭიმული, უმოძრაო კიდურები; კოორდინაციის დარღვევა და მოძრავ საქანელაზე ჯდომის განცდა; „აფეთქების“ შეგრძნება და მხედველობის დაკარგვა; ძლიერი დაბუჟება და ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება სხეულში; გაორებული მხედველობა, როდესაც ვერ არჩევ, რომელია რეალური ნივთი და რომელი – ილუზია; თავის ქალაზე მოჭერის განცდა, თითქოს ქალას ძვლები უნდა დაიფშვნას; კითხვის დროს ასოების ქაოტური „ცურვა“; სხეულის ამა თუ იმ ნაწილის მგრძნობელობის დაკარგვა.
მკურნალობის არარსებობის პირობებში, პაციენტის მდგომარეობა მძიმდება, მედიკამენტოზური ხელშეწყობის პირობებში დაავადება არ პროგრესირებს, ამ ადამიანებს შეუძლიათ ძალიან დიდხანს სრულფასოვნად იცხოვრონ, გააჩინონ შვილები და პრაქტიკულად საზოგადოების სრულფასოვანი წევრები იყვნენ.
ნევროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი მარინა ჯანელიძე ხსნის, რომ ეს დაავადება ემართება ახალგაზრდა ადამიანებს. ამასთან, ის ხაზს უსვამს, რომ მსგავსი სახელწოდების მიუხედავად, დაავადებას საერთო არაფერი აქვს ასაკობრივ სკლეროზთან და, შესაბამისად, გაფანტული სკლეროზის მქონე ადამიანებს მეხსიერებასთან და ზოგადად გონებრივ შესაძლებლობებთან დაკავშირებით არანაირი პრობლემები არ აქვთ.
რაც შეეხება მკურნალობის მეთოდიკას, ჯანელიძის თქმით, მსოფლიოში ამ პრეპარატების უზარმაზარი არსენალია. “ამ პრეპარატების გამოყენების შემთხვევაში გაფანტული სკლეროზის შეტევების სიხშირე მნიშვნელოვნად მცირდება. სულ უფრო იხვეწება ეს პრეპარატები და ისინი ნატიფი ხდება, მაგრამ ესაა ძვირადღირებული მაღალტექნოლოგიური ფარმაკოლოგიური წარმოების შედეგი, “- ამბობს მარინა ჯანელიძე.
"მე გოგა ვარ, 34 წლის გურიიდან.
სტუდენტობის პერიოდში დავტოვე ქვეყანა და გადავედი ესპანეთში საცხოვრებლად, იქ ვსწავლობდი, პარალელურად ვმუშაობდი, ოჯახიც იქ შევქმენი და ახლა მყავს მეუღლე და ორი საოცარი შვილი. შემდეგ ყველაფერი ისე განვითარდა, რომ თითქმის 10 წელი ჩვენს ქვეყანაში არც ჩამოვსულვარ, ჩემი შვილები ისე იზრდებოდნენ, რომ ვხვდებოდი, იდენტობას კარგავდნენ, ქართულ ენაზე მხოლოდ მე ვესაუბრებოდი, ვცდილობდი შორიდან მათთვის საქართველო შემეყვარებინა, მაგრამ ვხვდებოდი, რომ ეს უკვე ჩემს ძალებს აღემატებოდა. 4 წლის წინ, ძალიან რთული, მაგრამ ყველაზე სწორი გადაწყვეტილება მივიღე, რომ დავბრუნებულიყავით საქართველოში, ჩემს საყვარელ მხარეში - გურიაში, მცირე მეურნეობა გვეწარმოებინა და ყველაფერი ნოლიდან, ოჯახის წევრების და მეგობრების დახმარებით დაგვეწყო.
ყველაფერი კარგად მიდიოდა, ჩემი ოჯახი კარგად ადაპტირდა ახალ გარემოში, ჩვენი მცირე მეურნეობაც წარმატებით ხორციელდებოდა 2021 წლის 15 ოქტომბრამდე, ეს დღე საკრალურია ჩემთვის, როდესაც ჩემთვის ძალიან უცხო და უცნაური დიაგნოზი დამისვეს - გაფანტული სკლეროზი და ამ დღის შემდეგ თითქოს სამყარო უკუღმა დატრიალდა.
რითი განვსხვავდები მე იმ პაციენტებისგან, რომლებიც თბილისში ცხოვრობენ, მხოლოდ იმიტომ, რომ გურიიდან ვარ? არადა ჩვენი დაავადება ხომ არ არჩევს პაციენტებს, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ძალიან არ მინდა, რომ ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე სწორი გადაწყვეტილება აღმოჩნდეს დამღუპველი ჩემთვის, ძალიან არ მინდა, რომ ვინანო ჩემს ქვეყანაში დაბრუნება, ძალიან არ მინდა, რომ ჩემი ოჯახი ჩემი მზრუნველობის გარეშე დავტოვო - უმორჩილესად გთხოვთ, რეგიონში მცხოვრები პაციენტებისთვისაც გახდეს მკურნალობა ხელმისაწვდომი, რათა არ მოგვიწიოს ჩვენი ქვეყნიდან წასვლა!"
გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტებისთვის მკურნალობა თანამედროვე, მაღალეფექტური მედიკამენტებით ნაწილობრივ ხელმისაწვდომია. კერძოდ, უკვე ორიოდ წელია მუნიციპალური პროგრამები ამოქმედდა აჭარასა და თბილისში მცხოვრები პაციენტებისთვის. მართალია, ეს წინგადადგმული ნაბიჯი იყო, თუმცა - არასაკმარისი, რადგან სხვა ქალაქებსა და რეგიონებში მცხოვრები ადამიანები მკურნალობის გარეშე დარჩნენ. ზოგადად, მკურნალობის მუნიციპალური დაფინანსება არასამართლიანი პრინციპია, რადგან ის ჯანმრთელობის შენარჩუნების უფლებას ადამიანებს გეოგრაფიული კუთვნილების მიხედვით აძლევს, რაც დისკრიმინაციულია. ამას სახელმწიფოც აღიარებს და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ მას აქვს ნება, გამოასწოროს ეს სიტუაცია და მკურნალობის დაფინანსება ყველა მოქალაქისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი გახადოს.
კერძოდ, საქართველოს მთავრობის 2022 წლის 1 აგვისტოს №403 დადგენილებაში („2022 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 12 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე) ჩაიწერა, რომ სახელმწიფო პროგრამებს დაემატა „18-იდან 60 წლის ასაკის ჩათვლით გაფანტული სკლეროზით დაავადებულთათვის (გარდა ქ, თბილისსა და აჭარის ა/რ-ში რეგისტრირებული პირებისა) სპეციფიკური მამოდიფიცირებელი მედიკამენტების შესყიდვა.“
აღნიშნული ჩანაწერი პაციენტებისთვის არის იმის გარანტია, რომ ისინი მედიკამენტებს მიიღებენ. მართალია ამ დრომდე არ მოხდა პროგრამის დაწყება, თუმცა როგორც “მრავლობითი სკლეროზის” საქართველოს ფონდის დირექტორი ქეთი ვარსიმაშვილი ამბობს, მთავარს - სახელმწიფოს მხრიდან მკურნალობის დაფინანსების გარანტიას - უკვე მიაღწიეს, შესყიდვებთან და დოკუმენტაციასთან დაკავშირებული პროცედურები დროს მოითხოვს, რასაც პაციენტები აცნობიერებენ, თუმცა ეს პროცესი უკვე 8 თვეა მიმდინარეობს და კვლავ გაურკვეველი რჩება როდის დაიწყება პროგრამა. ანუ ფურცელზე დამტკიცებული პროგრამა როდის გახდება რეალობა პაციენტებისთვის.
განაახლე შენი გარდერობი Cashback-სა და VISA-თან ერთად!
ლიბერთი ბანკის VISA ბარათების მფლობელებისთვის საგაზაფხულო სიახლეების დრო მოვიდა! CashBack - ის და VISA -ს ახალი, ერთობლივი აქციის ფარგლებში, მომხმარებლები მიიღებენ 65%-მდე ქეშბექს მეგობარ ობიექტებში ტანსაცმლის, ფეხსაცმლის და აქსესუარების შეძენისას.
აქციაში მონაწილე მეგობარი ობიექტებია:
1 აპრილი - NINI Kadagidze SHOES -50% CashBack
1 აპრილი - სილვერ სთორ • SILVER STORE -5O% CashBack
1 აპრილი - ბენირე • Benire (მხოლოდ ონლაინ მაღაზიაში) –50% CashBack
2 აპრილი - კაბა • KABA (როგორც ფიზიკურ, ასევე ონლაინ მაღაზიაში) – 50% CashBack
2 აპრილი - კალეისი • KALEISI –40% CashBack
3 აპრილი - ART LIKA • არტ ლიკა -50% CashBack
4 აპრილი - MOVA Jewelry -50% CashBack
4 აპრილი - KATRIN • კეტრინი -50% CashBack
5 აპრილი - ატელიე NAKA -65% CashBack
6 აპრილი - პარაისო -50% CashBack
6 აპრილი - SI.STORE7 -30% CashBack
6 აპრილი - TANATA • თანათა -65% CashBack
7 აპრილი - გოგერელიანი • GOGERELIANI -65% CashBack
8 აპრილი - MERAKI • მერაკი (როგორც ფიზიკურ, ასევე ონლაინ მაღაზიაში) -50% CashBack
თითოეულ მეგობარ ობიექტში დასაბრუნებელი ქეშბექის ლიმიტი 300 ლარია.
აქციით სარგებლობისთვის საჭიროა www.CashBack.ge-ზე ან მობილურ აპლიკაციაში შეთავაზებების გააქტიურება და აქციის მეგობარ ობიექტებში ლიბერთის Visa ბარათით ლიბერთის ტერმინალზე გადახდა. დაბრუნებული თანხა ანგარიშზე მომენტალურად აისახება.
მომხმარებლებს, ვისაც ჯერ კიდევ არ აქვთ ლიბერთის Visa ბარათი, მისი აღება მარტივად შეუძლიათ ლიბერთის ფილიალებში, სულ რამდენიმე წუთში. ფილიალში ვიზიტის დაჯავშნა წინასწარ არის შესაძლებელი: https://libertybank.ge/ka/booking
მომხმარებლებს, ვინც უკვე სარგებლობენ ლიბერთის ანგარიშით, შეუძლიათ გაიარონ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია მობაილ ბანკში და მარტივად აიღონ ციფრული Visa ბარათი, რომლის გამოყენებასაც Apple Pay-ით ან Google Play-ით გადახდისას შეძლებენ და ბარათის ყველა ბენეფიტით ისარგებლებენ.
*წესები დეტალურად: შეთავაზების გასააქტიურებლად, გადმოწერეთ CashBack ის აპლიკაცია: iOS | Android ან შედით ვებ გვერდზე www.cashback.ge.
თუ უკვე ხართ ლიბერთის ინტერნეტ/მობაილ ბანკის მომხმარებელი, CashBack-ის აპლიკაციაში ავტორიზაციას იგივე მონაცემებით გაივლით. თუ ჯერ არ სარგებლობთ ლიბერთის ინტერნეტ/მობაილ ბანკით, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია.
ავტორიზაციის გავლის შემდეგ, CashBack-ის აპლიკაციაში აირჩიეთ სასურველი მეგობარი ობიექტი, დააჭირეთ ღილაკს "აქტივაცია" და
მომდევნო ერთი თვის განმავლობაში ლიბერთის ბარათით ლიბერთის ტერმინალზე გადახდისას, დაიბრუნეთ თანხა მომენტალურად.
ლიბერთის ლოიალობის პროგრამა CashBack 500-ზე მეტ პარტნიორ კომპანიას აერთიანებს. CashBack ერთადერთი ლოიალობის პროგრამაა საქართველოში მობილური აპლიკაციით, რომელიც ყველა შეთავაზებას ერთ პლატფორმაზე აერთიანებს.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებს შეხვდა
საქართველოსა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და საქართველოში მიმდინარე და განხორციელებული დემოკრატიული რეფორმების დღის წესრიგი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლების შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები.
ფეხბურთი: საქართველო 1:1 ნორვეგია
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ნორვეგიას უმასპინძლა. ბათუმში ჩატარებული შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.
საქართველოს ნაკრების მწვრთნელის ვილი სანიოლის გუნდის რიგებში გოლი გიორგი მიქაუტაძემ მე-60 წითზე გაიტანა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო მატჩებს საქართველოს ეროვნული ნაკრები ივნისში, კვიპროსის და შოტლანდიის ნაკრებთან სტუმრად გამართავს.
შეხვედრის დაწყებამდე, გურამ კაშიამ ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული 100 მატჩის აღსანიშნავად, უეფასგან სპეციალური ჯილდოები მიიღო. სიმბოლური საჩუქრები კაპიტანს ყოფილმა ფეხბურთელმა ალექსანდრე იაშვილმა გადასცა.
ამავე ქვეჯგუფში შოტლანდიის ნაკრებმა ესპანეთის ნაკრები 2:0 დაამარცხა.
გიორგი ოთინაშვილი