კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს!
პარტია „პროგრესი და თავისუფლება“-ს ლიდერი, პარლამენტარი კახა ოქრიაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ღია წერილით მიმართავს, რომელსაც „ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ:
„წელს, პრემიერმა უკვე მეორედ ახსენა კომპანია PSP. PSP ჯგუფს გვიწოდა დესტრუქციული ძალა და ბრალი დაგვდო, თითქოს ერთ-ერთ მედიკამენტზე 300%-იანი ფასნამატი გავაკეთეთ. ეს არის ტყუილი! წინა პერიოდში, ეს ონკოლოგიური პროდუქტი PSP-ს ქსელში იყიდებოდა სპეციალურ ფასად, თვითღირებულებაზე 3-ჯერ უფრო იაფად, რადგან ჰქონდა მოკლე ვადა. მიღებული პრაქტიკაა, რომ მოკლევადიანი მედიკამენტი რამდენჯერმე უფრო იაფად იყიდება, ვიდრე მისი შესასყიდი ფასია, რათა ვადა არ გაუვიდეს.
ჯანდაცვის სამინისტრომ პრემიერს არასწორი ინფორმაცია მიაწოდა, პრემიერმა კი, უკვე მერამდენედ, გააჟღერა გადაუმოწმებელი ფაქტები და პარლამენტის ტრიბუნიდან დასდო ბრალი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთ ბურჯს, ჩემს მიერ აშენებულ PSP-ს, რომელიც ჩვენი ქვეყნის უმსხვილესი კომპანიების ხუთეულში შედის, რომელმაც 8 000 -ზე მეტი სამუშაო ადგილი შექმნა, რაც საქართველოს დასაქმებული მოსახლეობის თითქმის 1 %-ია და რომელიც ყოველწლიურად, უკვე ათწლეულებია, 50 მილიონ ლარამდე გადასახადს იხდის საქართველოს ბიუჯეტში.
რაც შეეხება მედიკამენტებს, მათ შორის, თურქულს, კომპანიის წლიური მოგება არ აღემატება კომპანიის ბრუნვის
5-6 %-ს და ეს მოგება 10 %-იც რომ იყოს, აბსოლუტურად სამართლიანია. აქვე, შევეხები თურქეთის ბაზრის გახსნის თემას.
პრემიერი თავს იწონებს, რომ თურქეთის ბაზარი გახსნა და თურქეთიდან შემოსული მედიკამენტების ფასი შეამცირა. დიახ, ასეა, მაგრამ ამას ვითხოვდით ჩვენ, ფარმაცევტული კომპანიები, ჯერ კიდევ 2010 წლიდან.
ათი წლის მანძილზე „ქართულმა ოცნებამ“ ყური არ შეიბერტყა და როგორც იქნა, ათი წლის თავზე, ერთფურცლიანი დადგენილება დაწერეს. რა მაგარი საქმე გაგიკეთებიათ! პირადად მე, ასჯერ მაქვს ნათქვამი „ქართული ოცნების“ წევრებისთვის, თქვენი მთავრობის ჯანდაცვის ყველა მინისტრისთვის, რომ გაგეხსნათ თურქული ბაზარი - სად იყავით 10 წელი?! რატომ მოანდომეთ ამდენი დრო ერთი ფურცლის დაწერას? თურქული ბაზარი თქვენ კი არ გახსენით, ჩვენ, ფარმაცევტულმა კომპანიებმა და პირადად მე გაგახსნევინეთ!
არ არის გასაკვირი, რომ საქართველოს არ აქვს პროგრესი. ასე ეპყრობა ხელისუფლება ყველა ბიზნესს, თუ ეს ბიზნესი არ არის დაკავშირებული ბატონ ივანიშვილთან, ან „ქართული ოცნების“ წევრებთან. შეგახსენებთ ანაკლიის პორტის, ნამახვან-ჰესის და სხვა მაგალითებს. ასე ებრძვის ხელისუფლება საკუთარი ქვეყნის ეკონომიკას! PSP ჯგუფი არ არის კახა ოქრიაშვილის პირადი საკუთრება. ეს კომპანია ჩვენი ქვეყნის სიმდიდრე და ეკონომიკის ერთ-ერთი ბურჯია.
ბატონო პრემიერო, კატეგორიულად მოვითხოვ, თქვენი და თქვენი მთავრობის მიერ გავრცელებული დეზინფორმაციის უარყოფას და ბოდიშის მოხდას, პირადად ჩემთვის და PSPჯგუფის თითოეული თანამშრომლისთვის!", - ნათქვამია კ. ოქრიაშვილის ღია წერილში.
პრეზიდენტი - საქართველოს მოსახლეობა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მეორე უარს ვერ გაიგებს
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან ანალენა ბერბოკთან საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებული საკითხები განიხილა.
როგორც საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში გამათული შეხვედრისას განაცხადა, საქართველოს მოსახლეობა ევროკავშირის კადიდატის სტატუსთან დაკავშირებით მეორე უარს ვერ გაიგებს და ასეთ რთულ ვითარებაში თავს ევროპისგან მიტოვებულად ჩათვლის.
პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საქართველოს პარტნიორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის მნიშვნელობას, როგორც გერმანიის მხრიდან საქართველოს დამოუკიდებლობისა და ევროინტეგრაციის უწყვეტ მხარდაჭერის გამოხატულებას.
,,აშშ-ში ჩემი ბოლო ვიზიტისას სატელეფონო საუბარი მქონდა გერმანიის პრეზიდენტთან, რომელმაც დამიდასტურა საქართველოს ურყევი მხარდაჭერა და თქვენი აქ ყოფნაც ამის ნათელი დადასტურებაა“,- მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს.
თავის მხრივ, ანალენა ბერბოკმა აღნიშნა, აქ იმყოფება იმისათვის, რომ საქართველოს და მისი მოსახლეობის ევროკავშირში ხილვა სურს. ,,ამიტომ ვარ აქ და ეს არის ის, რასაც ჩემი მთავრობა უჭერს მხარს. საქართველოს სჭირდება რეფორემების გაგრძელება იმისათვის, რომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს“, - განაცხადა ბერბოკმა.
პრეზიდენტის ადმინისტრაცია
აღნიშნული ვიზიტი საქართველოს მიმართ გამორჩეული ინტერესის გამოხატულებაა - ილია დარჩიაშვილი
“გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი, საქართველოსათვის ამ მეტად მნიშვნელოვან პერიოდში, გერმანიის მხრიდან ჩვენი ქვეყნის მიმართ მტკიცე პოლიტიკურ მხარდაჭერას ადასტურებს” - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრთან, ანალენა ბერბოკთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, საქართველოსა და გერმანიას შორის არსებული ურთიერთობები მტკიცე, მრავალსაუკუნოვან ფუნდამენტსა და საერთო ევროპულ ღირებულებებს ეფუძნება. მინისტრის თქმით,შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული საკითხები და ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო პარტნიორობა.
ილია დარჩიაშვილის განცხადებით,ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების ისტორიულ მნიშვნელობას, რამაც გაამყარა საქართველოს უპირობო კუთვნილება ევროპისადმი და ქვეყანას ფორმალურად გაუხსნა გზა ევროკავშირის წევრობისაკენ.
“ვაფასებთ, რომ გერმანია მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებებსა და ევროპულ არჩევანს, რაც ეფუძნება საერთო ღირებულებებს და ქართველი ხალხის ურყევ ნებას გამოხატავს.” - აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.
ამასთან, მისი თქმით, საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოსათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება იყო. ილია დარჩიაშვილმა გერმანულ მხარეს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა ევროკომისიის 12 პრიორიტეტის განხორციელების მიმდინარეობაზე და ამ მხრივ მიღწეულ პროგრესზე.
“გვაქვს მოლოდინი, რომ საქართველოს პროგრესი სამართლიანად და დამსახურების მიხედვით იქნება შეფასებული და საქართველოც და ევროკავშირიც კიდევ ერთ ისტორიულ გადაწყვეტილებას იზეიმებს.”-განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
მინისტრის განცხადებით, ევროკავშირთან გაგრძელდება ფართო პოლიტიკური, ეკონომიკური და სექტორული ინტეგრაციის პროცესი ინსტიტუციური და სამართლებრივი დაახლოების გზით და მაქსიმალურად იქნება ათვისებული ასოცირების შეთანხმების პოტენციალი, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ჩათვლით.
ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა დაკავშირებადობის მნიშვნელობაზეც და საქართველოს როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი სტრატეგიული რგოლის ფუნქციაზე.ხაზი გაესვა ევროპის ენერგო უსაფრთხოების გაძლიერების აუცილებლობას და საქართველოს როლს ამ პროცესში. ამ კონტექსტში, აღინიშნა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის მნიშვნელობა და გამოითქვა იმედი, რომ გერმანია უფრო აქტიურად ჩაერთვება ამ სფეროში.
როგორც ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, საქართველო ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი მოკავშირეა რეგიონში და ევროკავშირის კრიზისის მართვის მისიებში ჩართულობის გზით აგრძელებს საერთო ძალისხმევაში მონაწილეობას.
შეხვედრაზე მინისტრმა მადლობა გადაუხადა გერმანელ კოლეგას საქართველოს ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერისა და ნატო–საქართველოს არსებით პაკეტში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.
“აღნიშნული პრაქტიკული მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს პროგრესისთვის და ვიმედოვნებთ, რომ ეს საბოლოოდ მიგვიყვანს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის ისტორიული გადაწყვეტილების სრულ იმპლემენტაციამდე.“ - განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
საქართველოსა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეხვედრაზე ასევე განიხილეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესია და რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გარემო.
ასევე, ყურადღება გამახვილდა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებაზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული თვალსაზრისით.
განსაკუთრებით აღინიშნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში გერმანიის მნიშვნელოვანი წვლილი, რომელიც მისიის ყველაზე დიდი კონტრიბუტორია.
აღინიშნა რუსეთის ფედერაციის მიერ საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების აუცილებლობა და ხაზი გაესვა ამ მხრივ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ეფექტური ფუნქციონირების მნიშვნელობას.
მინისტრმა გერმანიის ხელისუფლებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის, ისევე როგორც რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესისა და არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის მადლობა გადაუხადა.
მინისტრის განცხადებით, შეხვედრაზე ყურადღება ასევე გამახვილდა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების შემდგომ განმტკიცებასა და ამ მიზნით თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმატის გამოყენების გზებზე.
“დარწმუნებული ვარ, ჩვენი ეკონომიკური თანამშრომლობის ისევე, როგორც ხალხთაშორისი კავშირების შემდგომი განმტკიცების საწინდარი იქნება მასპინძელი ქვეყნის სტატუსით საქართველოს უაღრესად წარმატებული მონაწილეობა უმსხვილეს ტურისტულ გამოფენაში - ი-ტე-ბე ბერლინი 2023. ეს იყო გერმანიაში ჩვენი კულტურისა და ტრადიციების და მიმზიდველი ტურისტული პოტენციალის წარმოჩენის კიდევ ერთი უნიკალური შესაძლებლობა და ჩვენი ქვეყნის ევროპული ცივილიზაციისადმი კუთვნილების მკაფიო დადასტურება.” - განაცხადა მინისტრმა.
აღსანიშნავია, რომ ეს არის გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის ანალენა ბერბოკის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში.
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა
ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით მიმდინარე პროექტის „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ (RDYE) საგრანტო კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. RDYE პროექტს ახორციელებს საერთაშორისო ორგანიზაცია Mercy Corps ლიბერთი ბანკის და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით.
გამარჯვებულებს ჯილდოები გადასცეს ავსტრიის ელჩმა საქართველოში, თომას მიულმანმა; სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა; ლიბერთის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორმა, ვაჟა მენაბდემ; საქართველოში „მერსი ქორფსის“ წარმომადგენლობის დირექტორმა, ირაკლი ქასრაშვილმა და RDYE პროექტის დირექტორმა, უჩა ვარამაშვილმა.
ღონისძიებას ასევე დაესწრნენ საქართველოს სპორტის, კულტურისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე, ირაკლი გივიაშვილი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე, ლია გიგაური.
ღონისძიების ფარგლებში, ასევე გაიმართა პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტების წარმომადგენელ ახალგაზრდა მეწარმეთა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, რომელთაც დაასრულეს RDYE პროექტის ერთკვირიანი ინტენსიური ბიზნეს გადამზადების სასწავლო BET პროგრამა, მოამზადეს ბიზნეს გეგმები და პროექტის საგრანტო კონკურსში მიიღეს მონაწილეობა.
ღონისძიებაზე მოწვეულ კერძო სექტორის წარმომადგენლებს, საშუალება მიეცათ პირადად გაცნობოდნენ პროექტის მონაწილეებს, დაეთვალიერებინათ მათი პროდუქცია, დაემყარებინათ საქმიანი კავშირები, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) ფარგლებში, მხარი დაეჭირათ ახალგაზრდა მეწარმეებისთვის და თავისი წვლილი შეეტანათ სოფლად ახლგაზრული მეწარმეობისა და საქართველოს რეგიონებში სამეწარმეო ეკოსისტემის განვითარების საქმეში.
უჩა ვარამაშვილი:
„RDYE პროექტის ძირითადი მიზანია ხელი შეუწყოს სამიზნე რეგიონებში სამეწარმეო ეკოსისტემის განვითარებას. ამისათვის პროექტის ფარგლებში, სამიზნე მუნიციპალიტეტებში უკვე გადამზადდა 700-ზე მეტი, ხოლო სამომავლოდ დაგეგმილია დამატებით 800 ახალგაზრდის გადამზადება მეწარმეობის მიმართულებით და მათთვის დაფინანსების შესაძლებლობის მიცემა. დღევანდელ ღონისძიებაზე გამოვლინდნენ პროექტის ფინანსური მხარდაჭერის კონკურსში გამარჯვებული ახალგაზრდები, რომლებიც საკუთარი საწარმოების განვითარებას შეძლებენ სამიზნე მუნიციპალიტეტებში, ეს კი დამატებითი ეკონომიკური სტიმული იქნება არამარტო გამარჯვებულთათვის, არამედ რეგიონში მცხოვრები სხვა ახალგაზრდებისთვისაც, რათა გააქტიურდნენ და უფრო მეტად ჩაერთონ სათემო განვითარებისა და სამეწარმეო საქმიანობაში.“ - უჩა ვარამაშვილი პროექტის „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ პროექტის დირექტორი.
ვაჟა მენაბდე:
,,ლიბერთისთვის მნიშვნელოვანია საკუთარი წვლილი შეიტანოს სოფლად მცხოვრები ახალგაზრდა მეწარმეების ბიზნესის განვითარებაში.
პროექტის მიმდინარეობისას, გავიცანით ახალგაზრდა მეწარმეები ძალიან საინტერესო ბიზნეს იდეებით. ფინანსური განათლება და ფინანსური კონტრიბუცია კი ამ ახალგაზრდებს აუცილებლად დაეხმარება შექმნან წარმატებული და პასუხისმგებლიანი კომპანიები, გაძლიერდნენ და თავის კონტრიბუცია შეიტანონ რეგიონის გაძლიერებასა და მიმზიდველობაში.
მადლობას ვუხდით ჩვენს პარტნიორებს ამ შესაძლებლობისთვის.“ - ვაჟა მენაბდე, ლიბერთის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორი.
ტარიელ ხეჩიკაშვილი:
„სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი 2021 დაფუძნდა და მისი მიზანია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდების კეთილდღეობასა და განვითარებას. ამ მხრივ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ინიციატივებისა და იდეების წახალისება და მხარდაჭერა, მათ შორის ისეთი ინიციატივების, რომლებიც მათ სამეწარმეო საქმიანობასა და დასაქმებას შეუწყობენ ხელს. მერსი ქორფსთან თანამშრომლობა და RDYE პროექტის მხარდაჭერა ფონდისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება, რადგან უზრუნველყოფს რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების კეთილდღეობას, ეკონომიკურ გაძლიერებას და ასევე, შესაძლებლობას აძლევს მათ, წვლილი შეიტანონ საკუთარი თემის განვითარებაში.“ - სპორტის ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტი, ტარიელ ხეჩიკაშვილი.
ირაკლი ქასრაშვილი:
„მერსი ქორფსი საქართველოში 2000 წლიდან საქმიანობს და განხორციელებული აქვს 25-ზე მეტი პროექტი სათემო მობილიზაციის, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების, საბაზრო სისტემების განვითარების, გენდერის, გარემოს დაცვისა და ახალგაზრდობის ხელშეწყობის მიმართულებით. RDYE პროექტის ფარგლებში, მერსი ქორფსი მუშაობს სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებთან, ახალგაზრდა მეწარმეებთან და პოლიტიკის შემქმნელებთან, რათა სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებს შორის ხელი შეუწყოს მეწარმეობისა და ეკონომიკის განვითარებას.
__________________________________________________________________________________________________
ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის (RDYE) არის 3.5 წლიანი პროექტი, რომელსაც ახორციელებს მერსი ქორფსის წარმომადგენლობა საქართველოში (Mercy Corps Georgia) ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით.
პროექტის მხარდამჭერები არიან ლიბერთი ბანკი და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი.
პროექტი ხელს შეუწყობს 1,500-ზე მეტ 18-35 წლის ახალგაზრდას (50% ქალი), მათ შორის, ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობების წარმომადგენლებს, მაღალმთიანი სოფლების მკვიდრებს, ეკომიგრანტებს, იძულებით გადაადგილებულ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, განივითარონ სამეწარმეო უნარები და შესაძლებლობები, რათა შექმნან 50-ზე მეტი მდგრადი, ახალი ან/და გააფართოვონ უკვე არსებული, ახალგაზრდების მიერ მართული სოფლის მეურნეობისა და არასასოფლო-სამეურნეო საწარმო/ბიზნესი.
პროექტი განხორციელდება 42 თვის განმავლობაში (2021 წლის დეკემბერი - 2025 წლის მაისი) საქართველოს ოთხი რეგიონის მასშტაბით, რაც მოიცავს 18 მუნიციპალიტეტს:
ქვემო ქართლი რუსთავი, მარნეული, ბოლნისი, გარდაბანი, თეთრიწყარო, წალკა
სამცხე-ჯავახეთი ბორჯომი, ასპინძა, ადიგენი, ახალციხე, ახალქალაქი, ნინოწმინდა
შიდა ქართლი გორი, ქარელი, კასპი
მცხეთა-მთიანეთი მცხეთა, დუშეთი, თიანეთი
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.facebook.com/RDYE.Project, www.instagram.com/rdye_project, www.rdye.mercycorps.ge
ავსტრიის განვითარების თანამშრომლობა მხარს უჭერს აფრიკის, აზიის, სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მდგრად განვითარებას.
ევროპისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფედერალური სამინისტრო ადგენს სტრატეგიას. ავსტრიის განვითარების სააგენტო, როგორც ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის საოპერაციო უწყება, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან და საწარმოებთან ერთად ახორციელებს პროგრამებსა და პროექტებს საჯარო ინსტიტუციებთან.
მერსი ქორფსი არის საერთაშორისო არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც ეხმარება ადამიანებს შექმნან უსაფრთხო, პროდუქტიული და სამართლიანი გარემო, რათა შეამსუბუქოს ტანჯვა, სიღარიბე და ჩაგვრა. მერსი ქორფსი საქართველოში 2000 წლიდან მოღვაწეობს და ქმნის პროდუქტიულ, მედეგ, სტაბილურ, უსაფრთხო და სამართლიან თემებს სიღარიბითა და კონფლიკტით დაზარალებულ რეგიონებში.
„ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში, მერსი ქორფსი მუშაობს სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებთან, ახალგაზრდა მეწარმეებთან და პოლიტიკის შემქმნელებთან, რათა სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებს შორის ხელი შეუწყოს მეწარმეობისა და ეკონომიკის განვითარებას.
ლიბერთი ბანკი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება.
ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებული ჰყავს 4500-ზე მეტი თანამშრომელი.
ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.
ბანკის სტრატეგიულ მიმართულებას წამოადგენს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა და მრავალწლიანი გამოცდილება სოფლად მცირე და საშუალო საწარმოების დაფინანსების.
სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი შეიქმნა 2021 წლის 21 ივნისს. ფონდის მიზანია სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის განვითარების მეშვეობით პოზიტიური სოციალური ცვლილებებისთვის ხელის შეწყობა. ეროვნულ დონეზე, ფონდი წარმოადგენს სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის უნივერსალურ წამახალისებელ პლატფორმას კერძო და საჯარო სექტორისთვის.
ახალგაზრდებისა და ახალგაზრდული მეწარმეობის წახალისება ფონდის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს.
კახა ოქრიაშვილი: „საბურთალოზე, ისევე, როგორც მთელს საქართველოში, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში, „ქართული ოცნება“ პირწმინდად დამარცხდება. სწორედ ამიტომ არ გააგდეს ბატონი სერგეენკო“
პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი, პარლამენტარი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ:
„დღეს საქართველოს პარლამენტმა უფლებამოსილება შეუწყვიტა ე.წ. აგენტების რუსული კანონის მიღებასთან დაკავშირებით აჯანყებულ დეპუტატებს - ირაკლი კოვზანაძეს, გიორგი ხელაშვილს, ვლადიმერ ჩაჩიბაიას, ნინო იობაშვილს და გიორგი ამილახვარს. ბიძინა ივანიშვილმა ისინი დასაჯა და გაყარა პარლამენტიდან!
„აჯანყებულ დასჯილებს“ შორის არ არის ბატონი დავით სერგეენკო. რატომ?! იმიტომ, რომ ის საბურთალოს საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატია და მისი გაგდების შემთხვევაში, საბურთალოზე რიგგარეშე მაჟორიტარული არჩევნები დაინიშნება. ყველა კვლევა აჩვენებს, რომ საბურთალოზე, ისევე, როგორც მთელს საქართველოში, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში, „ქართული ოცნება“ პირწმინდად დამარცხდება. სწორედ ამიტომ არ გააგდეს ბატონი სერგეენკო. ეს ნიშნავს, რომ „ოცნების“ დრო ამოიწურა.
ბატონები, თქვენი დრო ამოწურულია და ისე მოიქეცით, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ტოტალურად ყველანი ციხეში არ აღმოჩნდეთ!", ნათქვამია განცხადებაში.
პარლამენტმა 5 წევრისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა
პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა 5 დეპუტატისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას.
გიორგი ამილახვარს 75 ხმით, ირაკლი კოვზანაძეს - 69 ხმით, ვლადიმერ ჩაჩიბაიას - 68 ხმით, ნინო იობაშვილს - 70 ხმით და გიორგი ხელაშვილს - 67 ხმით პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდა.
პარლამენტის 5 წევრისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ დადგენილებების პროექტები საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა წარადგინა.
პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელ თანამდებობაზე დანიშვნის გამო, პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდა - გიორგი ამილახვარს, ვლადიმერ ჩაჩიბაიას, ნინო იობაშვილს და გიორგი ხელაშვილს, რაც შეეხება ირაკლი კოვზანაძეს, მან აღნიშნულთან დაკავშირებით პირადი განცხადებით პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა.
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ CashBack-ის და Mastercard-ის ერთობლივი აქციის დახმარებით!
ლიბერთის ლოიალობის პროგრამა ‘CashBack’ ლიბერთი ბანკის Mastercard ბარათის მფლობელებს ახალ აქციას სთავაზობს: 30 %-მდე ქეშბექი ავეჯსა და სახლისთვის საჭირო პროდუქციაზე. აქციის ფარგლებში, CashBack-ის მეგობარ ობიექტებში ლიბერთის Mastercard ბარათით ლიბერთის ტერმინალზე გადახდისას მომხმარებლებს გადახდილი თანხის 30%-მდე ანგარიშზე მომენტალურად დაუბრუნდებათ.
აქციაში მონაწილე მეგობარი ობიექტები:
25 მარტი - ზოდი • Zodi - 30% CashBack | ლიმიტი-1500
26-27 მარტი - Meama • მეამა - 30% CashBack | ლიმიტი-300
26 მარტი - პანცილიონი • Pantsilion - 30% CashBack (იმპორტირებული პროდუქცია) | ლიმიტი-1000
26 მარტი - პანცილიონი • Pantsilion (რბილი ავეჯი) - 20% CashBack (საქართველოში წარმოებული პროდუქცია: რბილი ავეჯი, საწოლები, მატრასები) | ლიმიტი - 1000
ფილიალები რომლებშიც შეძლებ ქეშბექით სარგებლობას:
ზოდი
- ქ. თბილისი, ნ. გაფრინდაშვილის ქ. #11 (იმუშავებს 22:00-მდე)
- ქ. რუსთავი, გ. ლეონიძის ქ. #20ა, ქ.
- მარნეული, სულხან-საბას ქ. #13,
- ქ. გორი, ცხინვალის გზატკეცილი, მე-3 კმ.
- ქ. ბათუმი, აეროპორტის გზატკეცილი 20.
აქციაში არ მონაწილეობს ზოდის აუთლეტი
მეამა
- სითი მოლი საბურთალო
- სითი მოლი გლდანი
- ისთ ფოინთი
- თბილისი მოლი
- კანდელაკის 2
- პეკინის 41
- (ბათუმი) ზურაბ გორგილაძის 9
- (ქუთაისი) წმინდა ნინოს 13.
პანცილიონი (ქეშბექი ეხება მხოლოდ იმპორტირებულ პროდუქციას)
- თორნიკე ერისთავის #1 (იმუშავებს 21:00)
- ვიქტორ კუპრაძის 6 (იმუშავებს 21:00)
- დავით აღმაშენებლის ხეივანი 68, სავაჭრო ცენტრი პავილიონი, მაღაზია: 216-218 (იმუშავებს 19:00-მდე)
შეგახსენებთქეშბექის მიღების წესებს:
- გადმოწერე აპლიკაცია ან შედი ვებგვერდზე www.cashback.ge
- გაიაქტიურე სასურველი შეთავაზება
- გადაიხადე ლიბერთის Mastercard ბარათით
- ყოველთვის მოითხოვე ლიბერთის ტერმინალი
*წესები დეტალურად: შეთავაზების გასააქტიურებლად, გადმოწერეთ CashBack ის აპლიკაცია: iOS | Android ან შედით ვებ გვერდზე www.cashback.ge.
თუ უკვე ხართ ლიბერთის ინტერნეტ/მობაილ ბანკის მომხმარებელი, CashBack-ის აპლიკაციაში ავტორიზაციას იგივე მონაცემებით გაივლით. თუ ჯერ არ სარგებლობთ ლიბერთის ინტერნეტ/მობაილ ბანკით, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია.
ავტორიზაციის გავლის შემდეგ, CashBack-ის აპლიკაციაში აირჩიეთ სასურველი მეგობარი ობიექტი, დააჭირეთ ღილაკს "აქტივაცია" და
მომდევნო ერთი თვის განმავლობაში ლიბერთის ბარათით ლიბერთის ტერმინალზე გადახდისას, დაიბრუნეთ თანხა მომენტალურად.
ლიბერთის ლოიალობის პროგრამა CashBack 500-ზე მეტ პარტნიორ კომპანიას აერთიანებს. CashBack ერთადერთი ლოიალობის პროგრამაა საქართველოში მობილური აპლიკაციით, რომელიც ყველა შეთავაზებას ერთ პლატფორმაზე აერთიანებს.
საქართველოს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი ეწვია
23 მარტს, საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი ეწვია. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციაში განუცხადეს.
გერმანიის საგარეო უწყების ხელძმღვანელს აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე დახვდა. ვიზიტის ფარგლებში, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი შეხვედრას გამართავს ქართველ კოლეგასთან ილია დარჩიაშვილთან. ანალენა ბერბოკი შეხვდება საქართველოს მთავრობის მეთაურს, ირაკლი ღარიბაშვილს და საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს. ის ასევე ეწვევა საოკუპაციო ხაზს და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას.
აღსანიშნავია, რომ ეს არის გერმანიის საგარეო უწყების ხელძმღვანელის ანალენა ბერბოკის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში.
„ეფეს საქართველოს“ მეწარმეობის პროგრამის პრე-აქსელერატორი დაიწყო
23 მარტს, სტარტი აიღო „ეფეს საქართველოს“და Impact Hub Tbilisi-ის პრე-აქსელერაციის პროგრამამ, რომელიც მიზნად ისახავს მდგრადი მეწარმეობის პოპულარიზაციას და ამ მიმართულების სტარტაპების/კომპანიების/ინდივიდების გაძლიერებას.
შესარჩევ ტურში მონაწილეობა 60-მდე სტარტაპმა მიიღო, განაცხადებისა და გასაუბრებების საფუძველზე 9 გუნდი შეირჩა, რომელთა ფოკუსიც იყო ცირკულარული ეკონომიკა, მწვანე მეწარმეობა, მდგრადი განვითარება, სოციალური გავლენა, გარემოს დაცვა, ენერგოეფექტურობა და ა.შ. ისინი მომდევნო 12 კვირის განმავლობაში საკუთარი სტარტაპის/კომპანიის განვითარებაზე იმუშავებენ.
შერჩეული მონაწილეები არიან:
- არემარე - ეკოსაგანმანათლებლო, სარეკრეაციო, სადემონსტრაციო სივრცე, რომელიც ხელს უწყობს ეკომეგობრული ცხოვრების წესის დამკვიდრებას, ენერგოეფექტური მშენებლობისა და რეგენერაციული მეურნეობის მიდგომების პოპულარიზაციასა და დანერგვას.
- AI Farmer - სათბურების მართვის ავტომატიზებული სისტემა, რომელიც აერთიანებს კვალიფიცირებული აგრონომების ცოდნას, უახლოეს ტექნოლოგიებსა და ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებს.
- მწვანე საჩუქარი - ნარჩენის ეფექტური ლოჯისტიკური სქემით შეგროვება და გადამუშავებული ნარჩენისგან მეორეული, ეკომეგობრული, პროდუქტების დამზადება.
- Preshfood -მობილური აპლიკაცია, რომელიც მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას შეღავათიან ფასად შეიძინოს საკვები, რომელიც მათთვის საყვარელ კაფეებს, საკონდიტროებსა თუ მაღაზიებს ჭარბად აღმოაჩნდათ.
- ხიბლი - გადამამუშავებელი საწარმო, რომელიც ემსახურება ხილისა და ბოსტნეულის ნარჩენების გადამუშავებასა და კომპოსტირებას.
- DAMSI Block - ენერგოეფექტური და ეკომეგობრული სამშენებლო მასალა, რომელიც მნიშვნელოვანად ამცირებს მშენებლობის ხარჯებს.
- Da Vinci Green Systems - დინამიური სისტემები სათბურებისთვის, რომლებიც მომხმარებელს აძლევს საშუალებას მიიღონ 2-ჯერ მეტი მოსავალი 4-ჯერ ნაკლები ინვესტიციით.
- Ecomap - ცირკულარული ეკონომიკის ციფრული ეკოსისტემა.
- With us -დამგზავრების აპლიკაცია, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ერთსა და იმავე მარშრუტზე მიმავალ მძღოლსა და მგზავრს.
„საქართველოს ინოვაციური ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობა, ცირკულარულიეკონომიკის მხარდაჭერა და შესაბამისად, მისი პოპულარიზაცია, ეს არის „ეფეს საქართველოს“ სამეწარმეო პროგრამის ძირითადი მიზნები.შესარჩევ ტურში მონაწილეობა 60-მდე სტარტაპმა მიიღო, გასაუბრების საფუძველზე ჩვენ მიერ 9 გუნდი შეირჩა. მათი აქსელერაციის პროცესი 3 აპრილიდან დაიწყება და ისინი საკუთარი სტარტაპების განვითარებაზე იმუშავებენ. ეს იქნება 12 კვირიანი პროექტი - ერთგვარი სწავლება. მასში ჩართულები იქნებიან დარგის სპეციალისტები. სტარტაპებს მოვამზადებთ იმისთვის, რომ შემდეგი ეტაპისთვის - დაფინანსებისთვის მზად იყვნენ. გასათვალისწინებელია ის, რომ ინოვაციური ეკოსისტემის განვითარება არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ ბიზნესის საქმეც არის. მასში ჩართულობა კი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია „ეფეს საქართველოსთვის“, - აღნიშნავს „ეფეს საქართველოს“ კორპორაციულ საქმეთა დირექტორი,ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი.
გასათვალისწინებელია, რომ პრე-აქსელერატორი ჩატარდება ჰიბრიდულ ფორმატში (ონლაინ და ოფლაინ შეხვედრები) და გაგრძელდება 12 კვირას (აპრილი-ივნისი, 2023). მონაწილეები გაიღრმავებენ ცოდნას რამდენიმე მიმართულებით: პროდუქტის განვითარება და ვალიდაცია, მომხმარებლის სეგმენტაცია, ფასეული შეთავაზება, მარკეტინგი, ბრენდინგი, რეკლამა, გაყიდვები, Impact Measurement, MVP - ტექნიკური პროდუქტის შექმნა, ბიზნესმოდელი და ფინანსები, Pitch Deck, დაფინანსების წყაროების მოძიება.
პროგრამის დასრულების შემდეგ სტარტაპებს/კომპანიებს ჩამოყალიბებული ექნებათ: ბიზნესმოდელი, ფინანსური გეგმა, საკომუნიკაციო სტრატეგია, პროდუქტის პროტოტიპი ან მისი შესრულების ტექნიკური გეგმა, Pitch Deck, საინვესტიციო წინადადება დაფინანსების წყაროების მოსაძიებლად. პროგრამის დასასრულს გაიმართება დემო დღე, სადაც მონაწილე გუნდები წარადგენენ 3-თვიანი მუშაობის შედეგებს.
ცნობისათვის, პრე-აქსელერატორის ორგანიზატორები არიან EFES Georgia, Impact Hub Tbilisi, Startup Büro.
„ეფეს საქართველოს” შესახებ
„ეფეს საქართველო“ “ეფესის ლუდსახარშების საერთაშორისო ჯგუფის” (EBI) წარმომადგენლობაა საქართველოში, რომელიც აწარმოებს “ნატახტარის” ლუდსა და ლიმონათს და ასევე სხვადასხვა ადგილობრივ თუ ლიცენზირებულ ლუდს ქართული ბაზრისთვის.
„ეფეს საქართველო” ქართული ლუდის და ლიმონათის ბაზრის ლიდერია. კომპანია საექსპორტო ბაზრებზე წარმოდგენილია 2006 წლიდან. ამჟამად ლუდისა და ლიმონათის ექსპორტი ხდება 23 ქვეყანაში.
„ეფეს საქართველოს“ მეწარმეობის პროგრამა მიზნად ისახავს, დაეხმაროს ქართველ მეწარმეებს ქვეყნის მდგრად განვითარებაში. კომპანია ახორციელებს სხვადასხვა გარემოსდაცვით პროექტს, რომლებიც მოიცავს ჩამდინარე წყლის წმენდას, პლასტმასის გამოყენების შემცირებას, ენერგოეფექტურობას და ა.შ.