საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება
საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება.
"ონკოლოგიურ მედიკამენტებზე საოპერაციო ხარჯებისთვის განსაზღვრული პოლიტიკით მინიმალური დარიცხვები 2-დან 25%-მდე არის განსაზღვრული.
ჯანდაცვის სამინისტროთვის ცნობილის თითოეული ამ მედიკამენტის შესასყიდი ფასები ანუ თვითღირებულება.
მედიკამენტები მიმოქცევის დროს, კონკრეტული პროდუქტის მოკლე ვადიდან გამომდინარე, შესაძლებელია სარეალიზაციო ფასი მნიშნელოვნად შემცირდეს და გახდეს თვითღირებულების მეოთხედიც კი.
სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული პოზიციები მოკლე ვადის (04/2023) გამო გაიცემოდა 4-5 ჯერ უფრო დაბალ ფასად.
კომპანიაში არსებული ხარისხის სისტემის მიხედვით, ხდება იმ პროდუქციის რეალიზაციიდან ამოღება, რომელთა მოქმედების ვადაც 1 თვეზე ნაკლებია. სწორედ ამიტომ, აღნიშნულ პოზიციებზე 2023 წლის მარტიდან მოხდა ონკოლოგიური მედიკამენტების საწყის ფასებზე დაბრუნება. სამინისტროს პორტალზე მიმდინარედ განახლდა ონკოლოგიური მედიკამენტების ფასები, საიდანაც 40-ზე მეტ, მათ შორის თურქეთიდან იმპორტირებულ, მედიკამენტზე მოხდა ფასების შემცირება, ხოლო 7 მდიკამენტზე მოხდა 2022 წლის ბოლო კვარტლის ღირებულებაზე დაბრუნება", ნათქვამია განცხადებაში.
ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონატის ფორმატი შეიცვალა
FİFA-ს ოფიციალურ საიტზე 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფორმატი გამოქვეყნდა, რომელიც 48 ნაკრებზეა გათვლილი. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" იტყობინება.
თავიდან იგეგმებოდა სამ-სამ გუნდიანი 16 ჯგუფის შექმნა, თუმცა ოფიციალურ პირებს ასეთი მოდელი არ აწყობდათ, რადგან გუნდების ნაწილს ტურნირზე მხოლოდ 2 მატჩის ჩატარება მოუწევდათ.
ამიტომ, გადაწყდა, შეიქმნას 12 ჯგუფი ოთხ-ოთხი გუნდით. ამის შემდეგ იქნება პლეი-ოფი, ანუ 1/16 ფინალი, რომელსაც შეადგენენ ჯგუფებში პირველ-მეორე ადგილებზე გასული გუნდები და 8 საუკეთესო მესამეადგილოსანი.
ტურნირი, სადაც 64-ის ნაცვლად 104 მატჩი გაიმართება, 39 დღეს გაგრძელდება. 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი 19 ივლისს არის დაგეგმილი.
შეგახსენებთ, რომ პირველად მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში მუნდიალს სამი ქვეყანა - მექსიკა, აშშ და კანადა უმასპინძლებს. 32-გუნდიანი ფორმატი 1998 წლიდან შემოიღეს და კატარის მუნდიალის მოქმედებდა.
პარლამენტმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინა
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში დელეგაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი ჩიქოვანმა წარადგინა.
„2022 წელს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეისთვის, ისევე როგორც ჩვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი იყო რუსეთის აგრესიის შედეგად გამოწვეული ვითარება უკრაინაში, ამის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება ევროსაბჭოდან რუსეთის გარიცხვის თაობაზე და, შესაბამისად, ახალი სამიტის მზადება, რომელიც 2023 წლის მაისში უნდა გაიმართოს და რომელმაც უნდა დაგეგმოს ორგანიზაციის მუშაობის შესახებ შემდგომი ნაბიჯები“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
მისი თქმით, საქართველოს დელეგაცია იყო ერთ-ერთი მთავარი დელეგაცია, რომელმაც ევროსაბჭოს მიერ მოწვეულ სპეციალურ სესიაზე მხარი დაუჭირა ევროსაბჭოდან რუსეთის ფედერაციის გარიცხვას.
როგორც დელეგაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა 2022 წლის განმავლობაში რამდენიმე რეზოლუცია იქნა მიღებული, რომელიც უკრაინაში არსებულ ვითარებას უკავშირდებოდა, სადაც საქართველოს დელეგაციამ, როგორც უმრავლესობის, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებმა ერთმნიშვნელოვნად მხარი დაუჭირეს ამ დოკუმენტებს, გარდა ერთი იმ რეზოლუციისა, სადაც ჩანაწერი იყო საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით.
„ეს რეზოლუცია არანაირ შემხებლობაში არ იყო არც საქართველოსთან, არც საქართველოში არსებულ ვითარებასთან, არც დემოკრატიულ რეფორმებთან. ეს იყო მცდელობა, რომელიც საკმაოდ წარმატებულად განახორციელეს „ევროპის სახალხო პარტიის“ წარმომადგენლებმა და ამ რეზოლუციის მომხსენებელმა“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
მისი თქმით, საქართველოს შესახებ მონიტორინგის კომიტეტის მიერ ინიცირებულ და საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაში ასახულია საქართველოს მიერ მიღწეული ძალიან დიდი პროგრესი დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში.
„ეს პროგრესი არის ხაზგასმული და ცალსახა, რომელსაც ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს მთლიანად ევროპის საბჭოს ორგანიზაცია, თუმცა ასევეა საუბარი იმ გამოწვევებზე, რომელიც ჩვენ გვაქვს და რომელზეც საქართველოს სახელმწიფო მუშაობს“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
ანასტასია გუბანოვა 65.40 ქულით თავისუფალი პროგრამის წინ ჯერჯერობით მე-11 პოზიციაზეა
ევროპული სამშვიდობო მექანიზმი: ევროპის კავშირის საბჭო დაფინანსებას 2027 წლამდე 7.98 მილიარდ ევრომდე გაზრდის
ევროპის კავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, 2027 წლამდე ევროპული სამშვიდობო მექანიზმის (EPF) დაფინანსების მაქსიმუმი 7.979 მილიარდ ევრომდე გაიზრდება, რაც დამატებითი საჭიროებების დაფარვას უზრუნველყოფს.
ევროპული სამშვიდობო მექანიზმი 2021 წლის მარტში ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის (CFSP) ქმედებათა დასაფინანსებლად შეიქმნა. მისი მიზანი კონფლიქტების პრევენცია, მშვიდობის შენარჩუნება და საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გაძლიერებაა. კერძოდ, ევროპული სამშვიდობო მექანიზმი ევროკავშირს ისეთ ქმედებათა დაფინანსების საშუალებას აძლევს, როგორიც სამხედრო და თავდაცვის სფეროებში ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების თუ რეგიონული და საერთაშორისო ორგანიზაციების გაძლიერებაა.
ევროპული სამშვიდობო მექანიზმის ფარგლებში, დღეისათვის ევროკავშირმა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მხარდაჭერა შვიდი პაკეტის საშუალებით აღმოუჩინა. გარდა ამისა, ის არაერთ სხვა ქვეყანას დაეხმარა, რომელთა რიცხვში საქართველო და მოლდოვის რესპუბლიკაცაა. უკრაინისთვის ევროპული სამშვიდობო მექანიზმის საშუალებით გაწეული მხარდაჭერის მთლიანი მოცულობა დღეისათვის 3.6 მილიარდ ევროს შეადგენს.
დამატებითი ინფორმაცია
პრესრელიზი