Items filtered by date: ორშაბათი, 20 მარტი 2023 - NEWSDAY GEORGIA

21 მარტს, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ლიბერთი ბანკის ლოიალობის პროგრამა ,,CashBack’’ და სოციალური საწარმო „ბაბალე’’ მომხმარებელს სთავაზობს 50%-იან ქეშბექს. აქციით სარგებლობა შესაძლებელია ლიბერთის ნებისმიერი ბარათით. დასაბრუნებელი ქეშბექის ლიმიტი-200 ლარია.

„ბაბალეს“ საწარმოში გამართულ გამოფენა-გაყიდვაზე, მსურველები შეძლებენ მრავალფეროვანი პროდუქციის შეძენას, რომლის შექმნაშიც თავად დაუნის სინდრომის მქონე ახალგაზრდებმა მიიღეს მონაწილეობა. ასევე, წარმოებული პროდუქციის სრული ასორტიმენტი განთავსებულია „ბაბალე“-ს ვებ-გვერდზე: https://babale.ge/ 

ნივთების გაყიდვით შესული თანხა მოხმარდება დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების პროფესიულ დასაქმებასა და განვითარებას.

„Cashback“-oს და „ბაბალეს“ მეგობრობა უკვე წელიწადზე მეტია გრძელდება და სამომავლოდ კიდევ ბევრ საინტერესო აქტივობას გვპირდება. 

როგორ დავიბრუნოთ ყველაზე მაღალი ქეშბექი:

  1. გადმოწერე აპლიკაცია ან შედი ვებგვერდზე www.cashback.ge
  2. გაიაქტიურე სასურველი შეთავაზება
  3. გადაიხადე ლიბერთის ბარათით, ლიბერთის ტერმინალზე
  1. ყოველთვის მოითხოვე ლიბერთის ტერმინალი

*წესები დეტალურად: შეთავაზების გასააქტიურებლად, გადმოწერეთ CashBack ის აპლიკაცია: iOS | Android ან შედით ვებ გვერდზე www.cashback.ge

თუ უკვე ხართ ლიბერთის ინტერნეტ/მობაილ ბანკის მომხმარებელი, CashBack-ის აპლიკაციაში ავტორიზაციას იგივე მონაცემებით გაივლით. თუ ჯერ არ სარგებლობთ ლიბერთის ინტერნეტ/მობაილ ბანკით, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ავტორიზაციის  გავლის შემდეგ, CashBack-ის აპლიკაციაში აირჩიეთ სასურველი მეგობარი ობიექტი, დააჭირეთ ღილაკს "აქტივაცია" და მომდევნო ერთი თვის განმავლობაში ლიბერთის ბარათით ლიბერთის ტერმინალზე გადახდისას დაიბრუნეთ თანხა მომენტალურად.

ლიბერთის ლოიალობის პროგრამა CashBack 500-ზე მეტ პარტნიორ კომპანიას აერთიანებს. CashBack ერთადერთი ლოიალობის პროგრამაა საქართველოში მობილური აპლიკაციით, რომელიც ყველა შეთავაზებას მომხმარებელს ერთ პლატფორმაზე სთავაზობს.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (შთო) გენერალური მდივნის მოადგილემ გრიგორი ლოგვინოვმა გამოაცხადა დამკვირვებელთა მისიის მოხსენების ძირითადი პუნქტები ყაზახეთის რესპუბლიკაში მეჯლისისა და მასლიხატების დეპუტატების არჩევნებზე.

მისიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ყაზახეთის რესპუბლიკის მეჯლსისა და მასლიხატის დეპუტატების რიგგარეშე არჩევნები აკმაყოფილებს ყაზახეთის საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნებს და ქვეყნის მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს, - აღნიშნა გრიგორი ლოგვინოვმა, ასტანაში გამართულ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, ეროვნული კანონმდებლობის ნორმების დარღვევა, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს არჩევნების ლეგიტიმურობას, მისიის მხრიდან არ დაფიქსირებულა. „მისია აღიარებს ჩატარებულ არჩევნებს, და აფასებს მას როგორც გამჭვირვალე, სანდო და დემოკრატიულს. შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სადამკვირვებლო მისია მადლობას უხდის ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს და ყაზახეთის რესპუბლიკის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გაწეული დახმარებისთვის, დამკვირვებელთა მისიის საქმიანობის უზრუნველყოფაში მათი კომპეტენციის ფარგლებში“, - დასძინა მომხსენებელმა.

ავთანდილ ოთინაშვილი

სპეციალურად ასტანიდან

გამოქვეყნებულია ინტერვიუ

სიდრის კლუბი ბაზალეთზე“, შუშხუნა სიდრისა და უგემრიელესი კერძების თანხლებით, ახალი ქართული ფილმის „ზამთრის დეპრესია“  ჩვენება გაიმართა.

შაბათ საღამოს, თბილისიდან 20 წუთისსავალზე, ბაზალეთისტბისპირას, სასიამოვნო, სალონურ გარემოში  საქართველოში წარმოებული, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის დაგემოვნებაც შედგა და კინოჩვენებისშემდეგ, ფილმის რეჟისორის თაზო ნარიმანიძისა და მსახიობის, ირაკლი ხრიკაძის ჩართულობით,  დისკუსიადა კინოს ზოგადი განხილვაც მოეწყო.

„ზამთრის დეპრესია“ სამყაროში დაკარგულ და საკუთარი თავის მაძიებელ ადამიანზეა, ფილმის მთავარი პერსონაჟი მწერალია, რომელიც არეული პირადი ცხოვრების და ოჯახური ტრაგედიის გამო ქალაქიდან მშობლიურ სოფელში გადადის და ახალ ცხოვრებას იწყებს. საკუთარი თავის ძიების პროცესი დიდი ტკივილითა და ამავე დროს თანაგრძნობით სავსე აღმოჩნდება.

„მაყურებლისგან შეფასებებისმოსმენა ყველაზე კარგი გაკვეთილია, რათა სამომავლოდ  გაითვალისწინო, რა შეცვალო ან  გააგრძელო ისე როგორც შენ ფიქრობ. ჩვენებისშემდეგ, მყუდროგარემოშიშევძელითმოსაზრებებისგაცვლა დადისკუსიისგამართვა მაყურებელთან, რაც ჩემთვის და ზოგადად ნებისმიერი ხელოვანისთვის აუცილებელია. როდესაც პირდაპირი კომუნიკაცია გაქვს მაყურებელთან ავტორისთვის უფრო ნათელი ხდება რამდენად სწორად მივიდა ნამუშევარი აუდიტორიამდე, რამ მოახდინა ზეგავლენა და რამ არა, შესაბამისად მსგავსი ურთიერთობის კულტურა ავტორსა და მაყურებელს შორის ყოველთვის სასარგებლოა ორივე მხარისთვის. მადლობასიდრისკლუბსდადამსწრეაუდიტორიას, რომამისსაშუალებამომეცა. აღსანიშნავიაისიც, რომკლუბმამისცაშესაძლებლობა, საზოგადოებისიმნაწილსენახაკინო, სადაცკინოთეატრიარაა. საინტერესოდასასარგებლოგამოცდილებაიყოსიდრისკლუბისკინოჩვენება.“ - აღნიშნავს ფილმის რეჟისორი თაზო ნარიმანიძე. 

რატომ „სიდრის კლუბი ბაზალეთზე“ და რატომ შუშხუნა სიდრი? „სიდრის კლუბი ბაზალეთზე“ დამფუძნებელი ზაალ ხელაძე ხაზს უსვამს სწორედ კლუბში არსებულ მყუდრო, გემოვნებიან და სალონურ გარემოს. სიდრთან ერთად კი, ეს ყველაფერი უფრო მიმზიდველი და სასიამოვნოა.

სიდრის კლუბი ბაზალეთში ყოველ შაბათ-კვირას ვმართავთ სხვადასხვა სახის კულტურულ, საგანმანათლებლო და შემეცნებით სალონური საღამოებს. ვფიქრობ ეს დღეც სასიამოვნო და დასამახსოვრებელი იქნება, რადგან ჩვენთან გამართული ყოველი კინოჩვენება მაღალი აქტიურობითა და აუდიტორიის კმაყოფილებით გამოირჩევა. ჩვენთან მოსულ სტუმარს მოსწონს ამ გარემოში საინტერესო ფილმის ყურება და შემდეგ რეჟისორთან და მსახიობებთან ცოცხალი დისკუსია,“ - განმარტავს სიდრის კლუბი ბაზალეთზე დამფუძნებელი.

“კიდევერთი, მართლაკარგიქართულიკინოვნახე, ზაფხულისრომანის, საინტერესოვერსია, რომელიცბევრკითხვასგაგიჩენთ, ბევრპარალელსგაავლებთსაკუთართავთანდაგარშემომყოფებთან,” - გვეუბნება „სიდრის კლუბი ბაზალეთზე“ ერთ-ერთი გულშემტკივარი ზალიკო წულუკიძე.

შეგახსენებთ, რომ ფილმი „ზამთრის დეპრესია“ დებიუტანტ რეჟისორს თაზონარიმანიძეს ეკუთვნის, რომელიც მისივე დაწერილი მოთხრობის მიხედვითაა გადაღებული. სცენარზე რეჟისორმა მწერალ სანდრო ნავერიანთან ერთად იმუშავა. „ზამთრის დეპრესია“ გადაღებულია საპროდიუსერო კომპანია Film Asylum-ის და ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით. ფილმის პრემიერა 2022 წლის 22 სექტემბერს შედგა.

“სიდრისკლუბიბაზალეთზე”  მწვანეიდეოლოგიისმქონებიზნესია, რომლისფლაგმანიპროდუქტია,  ნულოვანიემისიისსაწარმოშიორგანულიპრინციპებითმოპოვებულიხილის (ვაშლის, ჟოლო, ბროწეული,ფეიხოა, მოცვი, კეხური, ალუბალიდასხვა.) წვენებისბუნებრივიფერმენტაციისშედეგადწარმოებულიდაბალალკოჰოლურისასმელი, შუშხუნასიდრი და  იქვე დამზადებული ორგანული საკვებია. კლუბი  ბაზალეთის ტბის სანაპირო ზოლში მდებარეობს, მწვანე ინჟინერინგის პრინციპებზე აგებულ, საქართველოში პირველ რეგისტრირებულ მწვანე შენობაში.

გამოქვეყნებულია კულტურა

ქართველმა დეპუტატებმა ფრანგ სენატორებს საქართველო - ევროკავშირის ურთიერთობებსა და ქვეყნის ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე მიაწოდეს ინფორმაცია.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ირაკლი ჩიქოვანი საფრანგეთის რესპუბლიკის სენატში ევროპულ საქმეთა კომიტეტის წევრებს შეხვდნენ.

სხდომას სენატის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჟან-ფრანსუა რაპენი უძღვებოდა.

მაკა ბოჭორიშვილმა ისაუბრა საქართველოს პრიორიტეტებზე, ევროკავშირთან ურთიერთობების დინამიკაზე, ევროკავშირის გაფართოების როლზე რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით.

განიხილეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები და ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი.

ირაკლი ჩიქოვანმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე.

შეხვედრისას, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებს და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობას.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

2023 წლის 19 მარტს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა კლინიკა „ვივა მედში“ განთავსებული საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ის 13 პატიმარი მოინახულა, რომლებიც ასევე კლინიკა „ვივა მედში“ გადიან მკურნალობას.

„თითქმის ერთი საათი ვისაუბრეთ მე და ყოფილმა პრეზიდენტმა სხვადასხვა თემებზე.

ვინაიდან არ ვარ ექიმი და არ მაქვს შესაბამისი კვალიფიკაცია, არ შევალ მისი სამედიცინო მდგომარეობის დეტალების განხილვაში, ეს სპეციალისტების საქმეა.

თუმცა, ჩემი მხრივ დავუდასტურე, რომ მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ყველა ის მონიტორინგის მექანიზმი, რომელიც სახალხო დამცველს აქვს, მათ შორის სამედიცინო კონსილიუმი, შენარჩუნებული იქნება და ამ პროცესს ჩემგან არანაირი შეფერხება არ ექნება. ასევე დავუდასტურე, რომ სახალხო დამცველი საკუთარი მანდატის ფარგლებში გააგრძელებს მის ჯანმრთელობაზე ზედამხედველობას.

რა თქმა უნდა, ასევე მნიშვნელოვანია იმ პატიმრების მდგომარეობაც, რომლებიც ამ კლინიკაში იმყოფებიან. მათაც აქვთ კონკრეტული საჭიროებები, რომელსაც მომავალში სახალხო დამცველის რწმუნებულები კიდევ უფრო დეტალურად შეისწავლიან.

ყველა პატიმარს ვუსურვებ ჯანმრთელობას და მალე განთავისუფლებას“, - განაცხადა სახალხო დამცველმა.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა ედუარდ ჰეგერმა განაცხადა, რომ უკრაინაში 13 ერთეულ საბჭოთა წარმოების Mig-29 ტიპის გამანადგურებელ თვითმფრინავის გაგზავნას, რომლებიც ქვეყანაში არ გამოიყენება, დაეთანხმა მმართველი უმცირესობის მთავრობა. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

უკრაინაში საბჭოთა წარმოების თვითმფრინავების გაგზავნასთან დაკავშირებით, რაც დღის წესრიგში დიდი ხანია დგას, ჰეგერმა ეს განცხადება Twitter-ზე გააკეთა.

მისი თქმით, უკრაინისთვის მიცემული დაპირება უნდა შესრულდეს. „სლოვაკეთის მთავრობამ დაამტკიცა უკრაინაში 13 ერთეული Mig-29 თვითმფრინავის გაგზავნა“. -  განაცხადა სლოვაკეთის პრემიერმა.

ჰეგერმა თქვა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოითხოვა უფრო მეტი იარაღი, მათ შორის სამხედრო თვითმფრინავები და რომ ისინი შეეცდებიან ყველაფერი გააკეთონ, რაც შეუძლიათ.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა: "სხვა ქვეყნებიც ასრულებენ მსგავს საქმეს. უკრაინაში ძირითადი სამხედრო დახმარების მასალების მიწოდების წყალობით, ეს ქვეყანა შეძლებს დაიცვას როგორც საკუთარი თავის, ისე მთელი ევროპა რუსეთის წინააღმდეგ“.

2022 წლის ივლისში თავის განცხადებაში ჰეგერმა გააზიარა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საბჭოთა წარმოების თვითმფრინავები შეიცვლება F-16-ებით და რომ ამ თვითმფრინავებს 2022 წლის სექტემბრიდან აღარ გამოიყენებენ.

გამოქვეყნებულია მსოფლიო

19 მარტს ყაზახეთში ქვეყნის პარლამენტის მეჯლისის (ქვედა პალატის) არჩევნები ჩატარდა. ამასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება გააზიარა თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციის (თსო) სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა სადი ჯაფაროვმა, ასტანაში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე.

„თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია აკვირდებოდა 2023 წლის 19 მარტს მეჯლისის და მასლიხატის არჩევნებს. მისიაში შედიოდნენ ორგანიზაციის ოფიციალური სამდივნოს წარმომადგენლები, ასევე სხვა სახელმწიფოების დიპლომატები. მისიამ თავისი საქმიანობა განახორციელა ყაზახეთის რესპუბლიკის ეროვნული კანონმდებლობისა და არჩევნების ორგანიზების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად“, - აღნიშნა სადი ჯაფაროვმა.

მისივე თქმით, ყაზახეთის ცესკოს თავმჯდომარემ ნურლან აბდიროვმა ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა მათ საარჩევნო პროცესების, საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მონაწილეობის, ასევე საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეების ხმის მიცემის პროცესის მზადების შესახებ.

„არჩევნების დღის განმავლობაში თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციის მისიამ ასტანაში 438 საარჩევნო უბანი მოინახულა. საერთო ჯამში, მისიამ დამატებით კიდევ 32 საარჩევნო უბანი მოინახულა. მონიტორინგის შედეგად, თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციის მისია აცხადებს, რომ ადმინისტრაციული და სამართლებრივი დარღვევები არ გამოვლენილა. მიღებულია ყველა საჭირო ზომა, რათა უზრუნველყოფილი იყოს ხალხის ნება“, - დასძინა ორგანიზაციის სპიკერმა.

ავთანდილ ოთინაშვილი

სპეციალურად ასტანიდან

გამოქვეყნებულია ინტერვიუ

ყაზახეთში მეჯლისის დეპუტატთა რიგგარეშე არჩევნებზე ეგზიტპოლის პირველი შედეგები გამოცხადდა, ამის თაობაზე Kazinform-ი იუწყება.

მათი ინფორმაციით, ევრაზიული ინტეგრაციის ინსტიტუტმა საკუთარი მონაცემები ონლაინ მარათონ „საილაუ-2023“-ზე გამოაქვეყნა.

ამომრჩეველთა აქტივობამ 53,25% შეადგინა.

ინსტიტუტის ცნობით, ეგზიტპოლის შედეგები ასეთია: პარტია AMANAT - 53,46%. სახალხო დემოკრატიული პარტია „აული“ - 10,52%; რესპუბლიკა პარტია - 8,9%. ყაზახეთის სახალხო პარტია - 6,25%; მწვანეთა პარტია „ბაიტაკი“ - 3,22%; დემოკრატიული პარტია „აკ ჟოლ“ - 7,87%; ეროვნულ სოციალ-დემოკრატიული პარტია - 5,31%. ევრაზიული ინტეგრაციის ინსტიტუტის ინფორმაციით, კვლევამ 200 საარჩევნო უბანი მოიცვა. აქედან 124 - ქალაქებში, 76 - სოფლებში. გამოკითხვაში სულ 30 000 ამომრჩეველი მონაწილეობდა.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამომრჩეველთა 4,47%-მა უპასუხა, რომ ხმა მისცა გრაფას „ყველას წინააღმდეგ“.

ავთანდილ ოთინაშვილი

სპეციალურად ასტანიდან

გამოქვეყნებულია ინტერვიუ

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მარტი 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური