შპს „საირმე მინერალ ვოთერსის“ თანამშრომლები, რომლებიც აგრძელებენ მუშაობას გაფიცულებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებენ
„გათავისუფლდით გიორგი დიასამიძის გავლენისგან და შეწყვიტეთ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები“
შპს „საირმე მინერალ ვოთერსის“ ქარხანაში საწარმოო პროცესი გაფიცვის ფონზე გრძელდება. პრობლემად რჩება გაფიცულების დამოკიდებულება იმ თანამშრომლების მიმართ, ვინც აგრძელებენ მუშაობას და ასევე იმ თანამშრომლების ნაწილის მიმართ, რომელიც აქციაზე არ გადის და იძულებულია დარჩეს სახლში. მათ მიმართ მუდმივად ხორციელდება მუქარა, დაშინება და შანტაჟი.
კომპანიაში აცხადებენ, რომ ქარხნის ტერიტორიაზე გაფიცულებისა და პროფკავშირების ხელმძღვანელის გიორგი დიასამიძის მხრიდან კვლავინდებურად გრძელდება კანონსაწინააღმდეგო ქმედებები: „აკეთებენ ყვლეფერს, რომ საწარმოო პროცესი გაჩერდეს. დააზარალონ კომპანია ფინანსურად და მის იმიჯს დარტყმა მიაყენონ. მათი მხრიდან მუდმივად ადგილი აქვს პროვოკაციასა და კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს. გაფიცულები დიასამიძის მეთაურობით გზასა და ქარხნის შესასვლელებს კეტავენ, მუშებს საწარმოში არ უშვებენ, პროდუქციის გადაზიდვას აფერხებენ. მიუხედავად მათი ძალადობრივი ქმედებებისა, ქარხანა აგრძელებს მუშაობას. ამ დროისთვის საწარმოო პროცესი მიმდინარეობს, საწარმოო ხაზები მუშაობს და პროდუქციის ტრანსპორტირებას ვახერხებთ,“.
ამ ფონზე, კომპანიის თანამშრომლები, რომლებიც აგრძელებენ მუშაობას და მათზე დაყრდნობით წარმოების პროცესი გრძელდება, ღია წერილით გაფიცულ კოლეგებს მიმართავენ და სთხოვენ დროულად შეწყვიტონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები. ამასთან, ისინი მათ კომპანიის ადმინისტრაციასთან და მის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებენ.
საწარმოში დარჩენილ თანამშრომლებს მიაჩნიათ, რომ გაფიცულთა დიდი ნაწილი აქციას შეუერთდა არა საკუთარი სურვილით, არამედ გიორგი დიასამიძის და ზოგიერთი თანამშრომელის ზეწოლის შედეგად და შედეგად პროვოკაციის მსხვერპლია. „გაფიცული თანამშრომლების დიდი ნაწილი გაფიცვას მუქარისა და დაშინების შედეგად შეუაერთდა. სწორედ, იმ 5-6 ადამიანის გავლენის ქვეშ იმყოფებიან, რომლებიც ფაქტობრივად, უკვე დიასამიძის თანამშრომლები არიან და გასამრჯელოსაც ელიან,“ - ნათქვამია თანამშრომელთა ღია წერილში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანია კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველას, ვინც ნებით თუ უნებლიედ, მოექცა დიასამიძის გავლენის ქვეშ, ცივილიზებულ ფორმატში განსახილველად ადმინსიტრაციასთან, მათ შორის ქარხნის დირექტორთან, წარმოების ხელმძღვანელობასთან. მოლაპარაკებას დათანხმდნენ. ხელმძღვანელობა მზად არის დეტალურად გაიარონ ყველა საკითხი.
შპს „საირმე მინერალ ვოთერსის“ ემიჯნება ყოველგვარ პროვოკაციულ ქმედებას, სარგებლობს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებით და გამორიცხული არ არის წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანიის იმიჯისა და რეპუტაციის შელახვისგან დაცვის მიზნით მიმართოს სასამართლოს.
შეგახსენებთ, რომ შპს „საირმე მინერალ ვოთერსის“ ქარხნის ტერიტორიაზე აგრარულ მეურნეობაში, ვაჭრობასა და მრეწველობაში დასაქმებულთა პროფესიული კავშირის ორგანიზებით, ქარხნის თანამშრომელთა ნაწილმა 13 თებერვლიდან გაფიცვა გამოაცხადა. გაფიცვას წინ უძღვოდა 21 დღიანი მედიაციის ინტენსიური პროცესი, თანამშრომლების მოთხოვნებზე საპასუხოდ კომპანიის მხრიდან წარმოდგენილი შეთავაზებები ქარხანაში დასაქმებულებმა დაიწუნეს, უფრო მეტიც, პარალელურად რამდენჯერმე შეიცვალა მათი მოთხოვნები და რადენობრივადაც გაიზარდა. მედიაციის დასრულებამდე ისინი გაფიცვის რეჟიმში გადავიდნენ.
შპს „საირმე მინერალ ვოთერსის“ თანამშრომლების განცხადება:
გთავაზობთ შპს „საირმე მინერალ ვოთერსის“ თანამშრომლების განცხადებას:
ჩვენ, „საირმე მინერალ ვოთერსის“ თანამშრომლები, ვთანხმდებით და ერთხმად ვაცხადებთ, რომ ვემიჯნებით გაფიცვას, ვმუშაობთ და ვაპირებთ მუსაობის გაგრძელებას, რაშიც რაშიც ხელს გვიშლის პირადად გიორგი დიასამიძე და გაფიცული თანამშრომლების გაკრვეული ნაწილი.
გვინდა ყველას გავაგებინოთ, რომ პროვოკაციის მიზნით, გიორგი დიასამიძე და ჩვენი თანამშრომლების ნაწილი, ვინც გაფიცულია, სპეციალურად კეტავენ გზებს, რადგან საწარმოდან არ მოხდეს პროდუქციის ტრანსპორტირება. ისინი ასევე ხელს გვიშლიან საწარმოში შესვლაში, გვაყენებენ სიტყვიერ შეურაცხყოფას და დაჟინებით გვთხოვენ, რომ არ გავაგრძელოთ მუშაობა. არის შემთხვევები, როდესაც ადგილი აქვს დაშინებას, მუქარას და ზოგიერთი თანამშრომელი იძულებულია დარჩეს სახლში, რომ თავი აარიდოს კონფლიქტს, დაპირისპირებას.
ჩვენ ვთვლით, გაფიცვის ორგანიზატორის, გიორგი დიასამიძის ინტერესი საწარმოო პროცესის სრულად შეწყვეტაა და არა - გაფიცულების ინტერესების დაცვა, რაც კარგად ჩანს მის განცხადებებში და ქმედებებში. ქარხნის გაჩერებით დაზიანდება არა მხოლოდ კომპანია, არამედ ჩვენც, ვინც აქ ვართ დასაქმებულები.
ჩვენ, თანამშრომლები, რომლებიც არ ვუერთდებით გაფიცვას და ვაგრძელებთ მუშაობას, ვემიჯნებით ყოველგვარ პროვოკაციულ ქმედებას და იმ ცრუ ინფორმაციებს, რაც კომპანიის მისამართით მიზანმიმართულად ვრცელდება და მოვუწოდებთ გაფიცულ თანამშრომლებს კომპანიასთან მოლაპარაკებისკენ. არ უნდა დავუშვათ, რომ საწარმოო პროცესი გაჩერდეს ერთი კონკრეტული ადამიანის ინტერესების გამო.
„სქრინფლეი“ - სცენარისტთა პირველი სკოლა საქართველოში
ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელსაც სურს საკუთარი იდეა ფართო აუდიტორიამდე მიიტანოს ფილმის, სერიალის, ვიდეორგოლის, წიგნისა თუ პიესის სახით, ეძლევა შესაძლებლობა, გაიაროს „სქრინფლეის“ სამთვიანი კურსი და გახდეს პროფესიონალი სცენარისტი.
სტუდენტები მოისმენენ საბაზისო ლექციათა კურსს, რომელიც საჭიროა სცენარისტის პროფესიისთვის. კურსი უნივერსალურია და განკუთვნილია არა მხოლოდ დამწყები, არამედ მოქმედი სცენარისტებისთვისაც, რომლებიც საჭიროდ თვლიან, რომ უნდა გაიუმჯობესონ ცოდნა ან ისწავლონ სხვა ჟანრის სცენარზე მუშაობა.
“სქრინფლეიში” სტუდენტები შეისწავლიან სცენარის წერის ტექნიკასა და უნარ-ჩვევებს, დაეუფლებიან დრამატურგიის თანამედროვე ფორმულებს, მიიღებენ სხვადასხვა ჟანრის სცენარზე პრაქტიკული მუშაობის გამოცდილებას და შეძლებენ საკუთარი იდეის პროფესიონალურ დონეზე განხორციელებას.
“სქრინფლეიში“ ასწავლიან ლექტორები, რომელთაც არაერთი წარმატებული სატელევიზიო პროექტი აქვთ შექმნილი და ცნობილი პიესებისა და წიგნების ავტორები არიან. ისინი, კურსის განმავლობაში, თეორიული ნაწილის გარდა, სტუდენტებს გაუზიარებენ საკუთარ მრავალწლიან გამოცდილებას და შეუქმნიან ყველანაირ წინაპირობას, რომ გახდნენ პროფესიონალი სცენარისტები.
სცენარისტთა სკოლის დამფუძნებელია გოჩა კორხელაური - არაერთი წარმატებული პროექტის სცენარის ხელმძღვანელი და დამდგმელი რეჟისორი, მათ შორის - ყველაზე პოპულარული ქართული ტელესერიალის -„შუა ქალაქში“, სკოლის პარტნიორები კი საკონსულტაციო სააგენტო „ჯეპრა“ და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი გახლავთ.
„სქრინფლეის“ დამფუძნებელი გოჩა კორხელაური: „ძალიან ბევრ პროექტზე მომიწია მუშაობა, როგორც სცენარის ხელმძღვანელს და ყოველთვის პრობლემა იყო სცენარისტთა ჯგუფის დაკომპლექტება, მითუმეტეს, პროექტის შინაარსისა და ჟანრის მიხედვით. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში დღემდე არ არსებობდა სცენარისტთა სასწავლებელი, ერთადერთი გზა იყო სცენარისტების შერჩევა იმ მსურველთაგან, რომელთაც უბრალოდ, ინტერესი ჰქონდათ ემუშავათ სცენარისტად.
მრავალწლიანმა პრაქტიკამ აჩვენა, რომ სცენარისტად მუშაობის მსურველი რეალურად ძალიან ბევრია, თუმცა, იმ მოკლე დროში, რომელიც ეთმობოდა ამ უამრავი კანდიდატიდან სცენარისტების შერჩევას, ძალიან რთული იყო მათთვის, გამოევლინათ ის უნარ-ჩვევები, რომელიც საჭიროა პროფესიონალი სცენარისტისთვის.
სწორედ, ამ გამოცდილების საფუძველზე, გაჩნდა იდეა, შეგვექმნა პროფესიონალ სცენარისტთა სკოლა - „სქრინფლეი“, სადაც მსურველებს საშუალება ექნებათ დაეუფლონ ამ პროფესიას და თვითონ აირჩიონ, რომელ ჟანრში და რა მიმართულებით სურთ მუშაობა.“
„ჯეპრას“ უფროსი კონსულტანტი სოსო გალუმაშვილი: „თანამედროვე საზოგადოების განვითარების საკითხში სცენარისტების როლი შეუფასებლად მაღალია. მათ მიერ შექმნილი ისტორიები ყოველთვის მოქმედებს ადამიანებზე, აძლევს პრობლემების გადაჭრის ახალ გზებს და ახალ მიმართულებებს, უჩენს თანაზიარობისა და გულისხმიერების განცდას.
სცენარისტთა სკოლა შესაძლებლობას აძლევს ნებისმიერ მსურველს, მიიტანოს სათქმელი ყველა დაინტერესებულ პირთან და გარდაქმნას თავისი იდეა დაუვიწყარ ამბად. მოხარული ვარ, რომ „სქრინფლეის“ დაფუძნებით ხელს ვუწყობთ სცენარისტის მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად პროფესიას.“
„სქრინფლეის“ კურსდამთავრებულთა შეფასებები:
ნინო ეფხოშვილი: „კურსმა ნამდვილად გადააჭარბა მოლოდინს. სწავლის პროცესი იყო ძალიან საინტერესო და ყველა ლექტორისგან მივიღეთ ის, რაც ჩვენ გვსურდა. თეორიული ცოდნის გარდა, მივიღეთ ის პრაქტიკული გამოცდილება, რომელიც ჩვენს საქმიანობაში და სცენარისტობაში უკვე გვადგება.“
თემო: „“სქრინფლეის“ კურსზე იმაზე მეტი ცოდნა შევიძინე, ვიდრე წარმომედგინა. ლექტორები იყვნენ საკუთარი საქმის პროფესიონალები და მათი ყველა ლექცია გათვლილი იყო იმაზე, რომ მე რაღაც ახალი მესწავლა. კურსმა მომცა იმის დანახვის საშუალება, რომ ჩვენ გარშემო უშინაარსობა არ არსებობს და ეს სცენარისტისთვისა თუ მწერლისთვის არის შთაგონების უდიდესი წყარო.
გვანცა ხაბელაშვილი: „ძალიან დადებითი და გამორჩეული ემოციები მაკავშირებს კურსთან, არა მხოლოდ იმიტომ, რომ გამოსაყენებელი ცოდნა შევიძინე, არამედ იმიტომ, რომ გვყავდა საუკეთესო ლექტორები, რომლებთანაც მეგობრული დამოკიდებულება გვქონდა და ასევე, განსაკუთრებული ჯგუფი შემხვდა იმ ბავშვების სახით, რომლებიც ჩემთან ერთად სწავლობდნენ.
ყველა იმ ადამიანს, რომელსაც უყვარს წერა და ერთხელ მაინც უფიქრია იმაზე, რომ საკუთარი იდეები სცენარად, მოთხრობად ან წიგნად ექცია, აუცილებლად უნდა სცადოს, გაუკეთოს საკუთარ თავს საჩუქარი და მოვიდეს სცენარისტის კურსებზე.“
სცენარისტთა სკოლაში გაზაფხულის კურსზე სწავლა 20 მარტს იწყება.
სამთვიან კურსზე შეისწავლება შემდეგი საგნები:
• სატელევიზიო სერიალის სპეციფიკა, შექმნა და წარმოება - გოჩა კორხელაური
• დრამატურგიის მეთოდოლოგია - ლაშა ბუღაძე
• ქოფირაითინგი - ბექა ადამაშვილი
• შემოქმედებითი წერა და პრაქტიკული მართლწერის საკითხები - მანანა ბეგიაშვილი
დეტალები კურსის შესახებ:
• დაწყების თარიღი: 20 მარტი
• ხანგრძლივობა: 3 თვე
• სალექციო დღეები: ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი (19:00-22:00)
• ღირებულება: 2100 ლარი
ლექციები ტარდება ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში.
რეგისტრაცია შესაძლებელია ბმულზე: https://bit.ly/3SitvMH
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ სკოლის ფეისბუქ და ინსტაგრამ გვერდებს.
აირჩიე “სქრინფლეი” - გახდი პროფესიონალი სცენარისტი!
შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩს და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩს და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა და უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის თაობაზე კანონპროექტებთან დაკავშირებით შეხვდა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, შეხვედრაზე საუბარი იყო იმ წუხილებზე, რომელიც გამოთქმულია, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა" და უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" პროექტებთან დაკავშირებით.
„ჩვენ ამაზე სხვა დროსაც გვქონდა საუბარი. მესმის, რომ ასეთი წუხილები შეიძლება იყოს, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ ხდება თავად დისკუსიის სტიგმატიზება. ფაქტია უკვე, ამერიკული კანონის პირდაპირი ასლი დაინიცირდა, და კანონსაც კი დაარქვეს არა ამერიკული, არამედ რუსული. აბსურდამდე მიდის ეს დისკუსია და გასაგებია, რომ არის მცდელობა დისკუსიის სტიგმატიზების. მიუხედავად იმისა, რომ სტიგმატიზების დიდი ტალღაა, ჩვენ საკმაო დრო დავუთმეთ იმაზე საუბარს, თუ რა მნიშვნელობა აქვს გამჭვირვალობას. ისევე როგორც გუშინ, არასამთავრობო ორგანიზაციებთან გვქონდა საუბარი; არის ურთიერთგაგება, რომ გამჭვირვალობა იმ აქტორებთან დაკავშირებით, რომლებიც ჩართული არიან პოლიტიკური გადაწყვეტილებების ფორმირებასა და მიღებაში, გამჭირვალობის მოთხოვნა ჩვენს მოქალაქეებს აქვთ და პარლამენტმა უნდა უზრუნველყოს, რომ ეს მოთხოვნა რეალიზდეს. ჩვენ ამ საჭიროებებზეც ვისაუბრეთ. ვუთხარით, რომ ვენეციის კომისიაში გავგზავნით ორივე კანონპროექტს, და დაველოდებით ვენეციის კომისიის მოსაზრებებს. ამასობაში არის საკმარისი დრო, რომ სხვა მსჯელობაც იყოს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ სამოქალაქო საზოგადოება დისკუსიის სტიგმატიზების და ტაბუირების ნაცვლად, აქტიურად იმუშავებს პარლამენტთან რათა აღმოიფხვრას არასაკმარის გამჭვირვალობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ხარვეზი.
„იმედი მაქვს, რომ სამოქალაქო საზოგადოება, ნაცვლად იმისა, რომ დისკუსიის ტაბუირება მოახდინოს გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, პირიქით, აჩვენებს, რომ თუკი ისინი ამ საკითხში თავს დაჯერებულად და ძლიერად გრძნობენ, რომ ისინი არიან მართლები ამ საკითხში და როგორც ისინი დახურულ კარს მიღმა საუბრებში ამბობენ, თვლიან, რომ გამჭვირვალობა მნიშვნელოვანია, რომ გამჭვირვალობის ის დონე, რომელიც დღეს არსებობს არ არის საკმარისი, თავად იყვნენ აქტიური ამ საკითხებში, რომ იმუშაონ პარლამენტთან იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა იყოს უზრუნველყოფილი გამჭვირვალობა და ის ხარვეზი, რომელიც ჩვენს სისტემას აქვს. პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების ფორმირებაში მონაწილე ყველა აქტორი, სახელმწიფო ინსტიტუტები, პარტიები და საჯარო მოხელეები არიან გამჭვირვალეები თავიანთ ფინანსებში და მხოლოდ ერთი აქტორი-არასამთავრობო სექტორი არის გაუმჭვირვალე ამ მხრივ, უფრო სწორად, სხვადასხვა ტიპის გამჭვირვალობა არის ამ ტიპის ორგანიზაციებში, რომ ეს ხარვეზი აღმოიფხვრას,“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ელჩებთან შეხვედრას შალვა პაპუაშვილთან ერთად, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ესწრებოდა.
პარლამენტის ადმინისტრაცია