Items filtered by date: შაბათი, 18 მარტი 2023 - NEWSDAY GEORGIA

18 მარტი ყაზახეთში „დუმილის“ დღედ გამოცხადდა მეჯლისისა და მასლიხატის დეპუტატების არჩევნების წინა დღეს. ამ დღეს ნებისმიერი წინასაარჩევნო კამპანია, ან რაიმე აქტივობა უკანონოდ ითვლება.

აღსანიშნავია, რომ პარლამენტის არჩევნებში შვიდი პოლიტიკური პარტია ღებულობს მონაწილეობას. ესენია პარტია-AMANAT, «Ауыл» - სახალხო დემოკრატიული, პატრიოტული პარტია, რესპუბლიკური პარტია, ყაზახეთის სახალხო პარტია, პარტია «Байтақ», ყაზახეთის დემოკრატიული პარტია «Ак жол» და ნაციონალური სოციალ-დემოკრატიული პარტია.

ამასთან, ყაზახეთის ერთმანდატიან ოლქებში 609 კანდიდატი იყო წარდგენილი, მათგან 525 თვითდასახელებულია. ყაზახეთის ცესკოს მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა 12 მილიონ 32 ათას 550 ადამიანს შეეძლება.

ავთანდილ ოთინაშვილი

სპეციალურად ასტანიდან

გამოქვეყნებულია ინტერვიუ

19 მარტს ყაზახეთში ქვეყნის პარლამენტის მეჯილისის (ქვედა პალატის) არჩევნები გაიმართება. როგორც ცნობილია, რამოდენიმე კვირაა, დამოუკიდებელი კანდიდატების, რეგისტრირებული პარტიებისა და მათი წარმომადგენლების საარჩევნო კამპანია მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. საარჩერვნო პლაკატები არჩევნებში მონაწილეობის ან ამა თუ იმ კანდიდატისთვის ხმის მიცემის მოწოდებით ქალაქის ნებადართულ ადგილებშია გაკრული.

ასტანის ერთ-ერთი მაცხოვრებლების თქმით, მოქალაქეებმა იციან, რომ არჩევნები მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო მოვლენაა ქვეყანის ცხოვრებაში. „მოახლოებული არჩევნები მნიშვნელოვანი მოვლენაა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. მე მჯერა კანდიდატებსა და პარტიებს შორის კონკურენტუნარიანი და საინტერესო ბრძოლა იქნება და იმედი მაქვს, რომ გამარჯვების შემთხვევაში ისინი შეასრულებენ თავიანთ პროგრამებსა და ამომრჩევლების დაპირებებს“, - განაცხადა ასტანის მკვიდრმა ალიშერმა.

ყაზახეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ნურლან აბდიროვი აღნიშნავს, რომ მოახლოებული საპარლამენტო არჩევნებით დასრულდება რეფორმების ციკლი ქვეყნის მთელი პოლიტიკური სისტემის მოდერნიზაციის მიზნით.

„მეჯლისისა და მასლიხატის დეპუტატთა არჩევნებში ახალ, პროპორციულ-მაჟორიტარულ მოდელზე გადასვლა შესაძლებელს აძლევს საზოგადოებრივი ფენების ლიდერებს შევიდნენ როგორც ადგილობრივ წარმომადგენლობით ორგანოებში, ასევე ყაზახეთის პარლამენტში. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ძალისხმევა უცვლელად არის მიმართული ყაზახეთის რესპუბლიკაში სამართლიანი, ჭეშმარიტი და თავისუფალი არჩევნებისა და რესპუბლიკური რეფერენდუმის ჩატარებისკენ, კანონის მკაცრი დაცვით. მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები დაასრულებს რეფორმების ციკლს ქვეყნის მთელი პოლიტიკური სისტემის მოდერნიზებისთვის“, - განაცხადა ნურლან აბდიროვმა საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ყაზახეთის ცესკოს ერთობლივ ბრიფინგზე.

ავთანდილ ოთინაშვილი

სპეციალურად ასტანიდან

გამოქვეყნებულია ინტერვიუ

ყაზახეთის პარლამენტის მეჯლისის (ქვედა პალატის) არჩევნები უზრუნველყოფს ახალ პოლიტიკურ მოდელზე გადასვლას. ამის შესახებ ყაზახეთის სახელმწიფო მრჩეველმა ერლან კარინმა ასტანაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, დღეისათვის აშკარად შეიმჩნევა ამ არჩევნებში მოქალაქეების აქტიური მონაწილეობა და დაინტერესება. „ამ არჩევნების შედეგად ქვეყანაში სრულიად ახალი პოლიტიკური მოდელი ჩამოყალიბდება“, - აღნიშნა მან.

სახელმწიფო მრჩევლის განცხადებით, დეპუტატებით უკმაყოფილო მოქალაქეები, დეპუტატობის მანდატის ჩამორთმევის ინიცირებასაც კი შეძლებენ. „ჩვენ გვყავს ძალიან მომწიფებული და აქტიური სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ყოველთვის აქტიურად გამოდის სხვადასხვა პოზიციიდან და ჩვენ ასევე საკმაოდ მომთხოვნი საზოგადოებაც გვაქვს“, - დასძინა ერლან კარინმა.

მისი თქმით, მიმდინარე წლის ზაფხულში „საქალაქო აკიმების“ არჩევნებიც არის მოსალოდნელი: „ესეც პოლიტიკური რეფორმების ნაწილია. ასევე პირველად გვექნება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიც“.

ერლან კარინმა აგრეთვე აღნიშნა, რომ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების შედეგების მიხედვით, მოქალაქეთა 70%-ზე მეტს მიაჩნია, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით მიემართება: „ეს აჩვენებს, რომ ხელისუფლებასა და მოქალაქეებს ერთნაირად ესმით ქვეყნის განვითარების პერსპექტივები“. „ჩვენ შორს წავედით საბჭოთა კავშირიდან. გაიზარდა მოქალაქეების სრულიად ახალი თაობა. ახალგაზრდობა ჩვენი მოსახლეობის ნახევარზე მეტს შეადგენს. მათი უმეტესობა დამოუკიდებლობის ეპოქაში გაიზარდა და მათ განსხვავებული აზრი და სულ სხვა პოზიციები აქვთ“, - აღნიშნა ყაზახეთის სახელმწიფო მრჩეველმა.

რაც შეეხება კითხვას, როგორ შეაფასებდა დღეისათვის ყაზახეთში არსებულ სიტყვის თავისუფლებას 1-დან 5- ბალიანი სისტემით? ერლან კარინმა აღნიშნა, რომ იგი მას უფრო მეტ შეფასებას 10-ს დაუწერდა. „არანაირი ცენზურა არ გვაქვს. მოქალაქეები თავისუფლად საუბრობენ და გამოთქვამენ კრიტიკას. თანამედროვე პირობებში, როცა არის სოციალური ქსელები, მედია და სხვა ტექნოლოგიები, ცენზურის დანერგვა შეუძლებელია. მოქალაქეებს ინფორმაციის წყაროს ფართო არჩევანი აქვთ. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ თუნდაც 5-ბალიანი შკალით, ამ კრიტერიუმს 10 ქულით ვაფასებ“, - დაამატა ყაზახეთის სახელმწიფო მრჩეველმა.

ავთანდილ ოთინაშვილი

სპეციალურად ასტანიდან

გამოქვეყნებულია ინტერვიუ

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მარტი 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური