Items filtered by date: პარასკევი, 17 მარტი 2023 - NEWSDAY GEORGIA

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU) საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამისა და საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) ორგანიზებით გაიმართება პანელური დისკუსია თემაზე: „ერთი წელი უკრაინის ომიდან: გეოპოლიტიკური ცვლილებები, უსაფრთხოების ახალი გარემო, გამოწვევები საქართველოსთვის.“

რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის ერთი წლის თავზე, პანელისტებმა განიხილეს ომით გამოწვეული გეოპოლიტიკური ცვლილებები, დასავლეთის მხარდაჭერა, რუსეთის გეგმები და ჩინეთის როლი ამ პროცესში. პანელური დისკუსიის ფორმატში, მოწვეულმა ექსპერტებმა იმსჯელეს სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებზე.

დისკუსიის დასასრულს, მოწვეულმა სტუმრებმა უპასუხებს სტუდენტების კითხვებსაც.

მოწვეულ ექსპერტებს შორის იყვნენ შოთა კაკაბაძე, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) ანალიტიკოსი; ნათია სესკურია, უსაფრთხოების კვლევების რეგონული ინსტიტუტის (RISS) აღმასრულებელი დირექტორი, საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტის, Chatham House-ის მრჩეველი, IBSU-ს მოწვეული ლექტორი; დიმიტრი ნადირაძე, თავდაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსის მოადგილე, IBSU-ს მოწვეული ლექტორი და გიორგი გობრონიძე, IBSU-ს მოწვეული ლექტორი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების მკვლევარი. დისკუსიის მოდერატორი იყო IBSU-ს ასოცირებული პროფესორი ივანნა მაჩიტიძე.

გამოქვეყნებულია განათლება

პარლამენტის (მეჯლისის) არჩევნები საგანგებო მოვლენაა ყაზახეთისთვის. ამის შესახებ ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ რომან ვასილენკომ ასტანაში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

„არჩევნები - დემოკრატიისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია და იგი  მოსახლეობის მონაწილეობას ეფუძნება. ყაზახეთი ახალი სახელმწიფო ხდება. ქვეყანაში პოლიტიკური მოდერნიზაცია მიმდინარეობს. ჩვენ ვაშენებთ ახალ ყაზახეთს, რაც პირველ რიგში სამართლიან ყაზახეთს გულისხმობს“, - აღნიშნა მან.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, მიუხედავად სირთულეებისა, მთავრობამ მოახერხა რეფორმების გატარება და კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა და „ეს არჩევნები ყველაზე კონკურენტული იქნება ყაზახეთის ისტორიაში“, - დასძინა მინისტრის მოადგილემ.

რომან ვასილენკომ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ შვიდი პარტიის მონაწილეობა არჩევნებში, აძლიერებს ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებაში შეტანილ წვლილს. ყაზახეთისთვის უპრეცედენტოა არჩევნებში 359 კანდიდატის მონაწილეობა. არჩევნების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, ყაზახეთში 800-მდე დამკვირვებელი და 250-მდე უცხოელი ჟურნალისტია მოწვეული. „ჩვენ გვინდა, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა განაგრძონ მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში. ეს არის მოსმენის მდგომარეობის კონცეფციის არსი. ყაზახეთის მოდერნიზაცია გაგრძელდება. არჩევნების შემდეგ პრეზიდენტი ამზადებს ახალ ინიციატივებს ქვეყანაში რეფორმებისთვის“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მისივე თქმით, პარლამენტის (მეჯლისის) არჩევნები არის ბოლო 14 თვის განმავლობაში, ყაზახეთში განხორციელებული პოლიტიკური ტრანსფორმაციის დასკვნითი ეტაპი: „ყაზახეთის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოყაევმა, გადაწყვიტა გაეძლიერებინა რეფორმები, რომლის გაატარებაც მან 2019 წელს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაიწყო“.

იანვრის მოვლენებამდე 3 წლით ადრე, ყაზახეთის პრეზიდენტის ინიციატივით, ქვეყანაში რეფორმების 4 ახალი პაკეტი განხორციელდა: „2022 წლის იანვრის შემდეგ, პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოყაევმა გადაწყვიტა, რომ დადგა დრო უფრო რადიკალური რეფორმების გატარებისთვის და სწორედ ამიტომ გასული წლის მარტში შემოთავაზებული იქნა საკონსტიტუციო რეფორმების ახალი პაკეტი და ჩვენ რეფერენდუმის დროს კონსტიტუციაში 60-ზე მეტი ცვლილება განვახორციელეთ“.

მინისტრის მოადგილემ აქვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ არჩევნებით სრულდება გარდაქმნების ეტაპი, მაგრამ ეს არ არის საბოლოო წერტილი და რეფორმები კიდევ გაგრძელდება: „ყაზახეთის პრეზიდენტი კასიმ-ჟომარტ ტოყაევი გეგმავს გამოაცხადოს შემდგომი რეფორმების გეგმები. სამყარო არ დგას ერთ ადგილას და იგი აუცილებლად უნდა განვითარდეს“.

ავთანდილ ოთინაშვილი

სპეციალურად ასტანიდან

გამოქვეყნებულია მსოფლიო

16 მარტს, საქართველოს, გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივანი ჯეიმს კლევერლი ეწვია. 
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი ოფიციალური შეხვედრების დაწყებამდე, სტუმარს ქართველმა კოლეგამ, ილია დარჩიაშვილმა არაფორმალურ გარემოში უმასპინძლა. 

მხარეებმა ხაზი გაუსვეს აღნიშნული ვიზიტის მნიშვნელობას და მიმოიხილეს საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებული თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები.
ბრიტანელი კოლეგის ვიზიტს, ილია დარჩიაშვილი სოციალურ ქსელ „Twitter”-ზე გამოეხმაურა. 
„მიხარია, რომ ვმასპინძლობ გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა, და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივანს, ჯეიმს კლევერლის. მქონდა შესაძლებლობა კოლეგასთან ერთად განმეხილა საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს ორმხრივი დღის წესრიგის საკითხები. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვიზიტი ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაძლიერებას,“ - წერს დარჩიაშვილი. 
აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში, ჯეიმს კლევერლი შეხვდება საქართველოს მთავრობის მეთაურს, ირაკლი ღარიბაშვილს. ამასთან, ის ეწვევა საოკუპაციო ხაზს და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას. ორი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელთა ოფიციალური შეხვედრა 17 მარტს გაიმართება.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მარტი 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური