Items filtered by date: ოთხშაბათი, 15 მარტი 2023 - NEWSDAY GEORGIA

16 მარტს, 17:30 საათზე, რადისონ ბლუ ივერიაში (მის: რესპუბლიკის მოედანი #1) გაიმართება შეხვედრა თემაზე „გავაუმჯობესოთ ონკოჰემატოლოგიური პაციენტების სიცოცხლე“. შეხვედრის ფარგლებში მოხდება არაჰოჯკინის ლიმფომის მქონე პაციენტების მკურნალობის ახალი სტანდარტების და ახალი მიდგომების  გაცნობა, დაავადების მკურნალობაში ინოვაციური მედიკამენტების როლისა და ახალი კლინიკური შემთხვევების განხილვა.

ღონისძიებას დაესწრებიან ექსპერტები, ექიმი ჰემატოლოგები. 

ღონისძიებაზე არაჰოჯკინის ლიმფომის მქონე პაციენტების მკურნალობაში დღეს არსებულ ინოვაციურ საშუალებებსა და მათ გაუმჯობესებულ ცხოვრების ხარისხზე ისაუბრებენ:

  • ბასტიან ვონ ტრესკოვი , ესსენი საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის პროფესორი - პოლატუზუმაბ ვედოტინის როლი დიფუზური B-მსხვილუჯრედული ლიმფომის მქონე პაციენტების მკურნალობაში/კლინიკური კვლევების მონაცემების განხილვა
  • ნინო სესკურია, გერმანული ჰოპიტალის ექიმი, ონკოჰემატოლოგი და ქეთევან ცინცაძე, მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის ექიმი, ონკოჰემატოლოგი - ობინუტუზუმაბის წარმატებული კლინიკური შემთხვევების განხილვა

რა არის არაჰოჯკინის ლიმფომა? ზოგადად ლიმფომა სისხლის ავთვისებიან დაავადებას წარმოადგენს, რომელიც სისხლის თეთრი უჯრედებიდან იღებს სათავეს. არაჰოჯკინის ლიმფომა კი წარმოადგენს ყველაზე ხშირად განვითარებად ლიმფომას, რომელიც 5 დან  4 პაციენტში იჩენს თავს. მსოფლიოს მასშტაბით, ყოველ 60 წამში ერთხელ თითო ადამიანი ისმენს, რომ მას არაჰოჯკინის ლიმფომის დიაგნოზი დაუდგინდა. ეს ნიშნავს რომ ყოველწლიურად მსოფლიოში 540 000 ადამიანს უდასტურდება არაჰოჯკინის ლიმფომის დიაგნოზი. ლიმფომა შეიძლება იყოს სწრაფად ან ნელა მზარდი. სწრაფად მზარდი ლიმფომების ერთ-ერთ ყველაზე ხშირად განვითარებად ვარიანტს წარმოადგენს დიფუზური B-მსხვილუჯრედული ლიმფომა, ხოლო ნელა მზარდი (ინდოლენტური) ლიმფომის ტიპი გახლავთ ფოლიკულური ლიმფომა.

B-მსხვილუჯრედული ლიმფომა: ცნობილია, რომ დიფუზური B-მსხვილუჯრედული ლიმფომა წარმოადგენს საკმაოდ აგრესიულ და სწრაფად მზარდ დაავადებას. იგი არაჰოჯკინის ლიმფომების საერთო რაოდენობის 30-40%-ს შეადგენს. იმ შემთხვევაში თუ ამ დიაგნოზის ქვეშ მყოფი პაციენტები მკურნალობას არ ჩაიტარებენ, მათი საერთო გადარჩენადობის მაჩვენებელი 1 წელზე ნაკლები იქნება. დიფუზური B-მსხვილუჯრედული ლიმფომის არსებული სტანდარტული სამკურნალო სქემა 20 წლის წინ იყო დანერგილი, და დღემდე წარმატებით ხორციელდება, თუმცა პაციენტების დაახლოებით 40% კვლავ განიცდის დაავადების დაბრუნებას (რეციდივს) ან არ ექვემდებარება აღნიშნულ მკურნალობას. აქედან გამომდინარე პაციენტთა დიდი რაოდენობა საჭიროებს გაუმჯობესებულ და ალტერნატიულ პრეპარატებს მკურნალობის საწყის ეტაპზე. ბოლო 20 წლის განმავლობაში  ჩატარებული კვლევებიდან მკურნალობის პირველ ხაზში, საიმედო შემთხვევები  არ დაფიქსირებულა, მხოლოდ პოლატუზუმაბ ვედოტინის+რიტუქსიმაბის+ქიმიოთერაპიის კომბინაციამ აჩვენა დიფუზური B მსხვილუჯრედული ლიმფომის მკურნალობის პირველ ხაზში პოზიტიური შედეგები, რაც კლინიკურად აისახება უფრო მეტი პაციენტის გაუმჯობესებულ ცხოვრების ხარისხში. რა მოხდება თუ დაავადება განიცდის პროგრესირებას? პაციენტები ხშირად განიცდიან მნიშვნელოვან ემოციურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას. ასეთ შემთხვევებში შესაძლებელია ჩატარდეს ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია, თუმცა პაციენტების დაახლოებით 50% თანმხლები დაავადებებისა და ასაკიდან გამომდინარე, ვერ ახერხებს მსგავსი მკურნალობის ჩატარებას. ასეთი პაციენტებისთვის არსებული სამკურნალო საშუალებები ლიმიტირებულია და დაკავშირებულია საშუალოდ მხოლოდ 6 თვიან გადარჩენადობასთან. ევროპის წამლის სააგენტომ (EMA) დაამტკიცა პოლატუზუმაბ ვედოტინი ზემოთხსენებული პაციენტების სამკურნალოდ, რადგან პრეპარატმა ქიმიოთერაპიასა და იმუნოთერაპიასთან კომბინაციაში აჩვენა მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული შედეგები და დღეს ის უკვე წარმოადგენს მკურნალობის უახლეს სტანდარტს.

სისხლის დაავადებები კომპლექსური და მრავალფეროვანია, რის გამოც ეს სფერო მუდმივად სიახლეების ძიებაშია. კომპანია როში მუდმივად ცდილობს გააუმჯობესოს მრავალწლიანი გამოცდილება ჰემატოლოგიაში და აღმოაჩინოს ინოვაციური გადაწყვეტილებები. მისი მიზანია, პაციენტებმა იცხოვრონ უფრო დიდხანს და ჯანმრთელად. ღონისძიების მიზანია, რომ ექიმები და საზოგადოება გაეცნონ მკურნალობის გაუმჯობესებული საშუალებების, ახალი სტანდარტები და სამომავლო გეგმები შესახებ ინფორმაციას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ონკოპაციენტებისთვის,

შეგახსენებთ, რომ ფარმაცევტულმა  კომპანია როშმა არაჰოჯკინის ლიმფომით დაავადებულ პაციენტებს 20 წლის წინათ შესთავაზა მკურნალობის ახალი სტანდარტი - მონოკლონური ანტისხეული, CD20 რეცეპტორზე მომქმედი რიტუქსიმაბი, რომელმაც არაჰოჯკინის ლიმფომის მქონე პაციენტების გამოჯანმრთელებაში უდიდესი როლი ითამაშა. თუმცა, პაციენტების გარკვეული ჯგუფი გამონაკლისად რჩება. ისინი განიცდიან დაავადების რეციდივს (დაბრუნებას) ან რეზისტენტულები არიან მკურნალობის მიმართ (მკურნალობა არ არის ეფექტური), შესაბამისად,  ასეთი პაციენტები საჭიროებენ დამატებით და ალტერნატიულ სამკურნალო საშუალებებს. მართალია, რიტუქსიმაბი ისევ რჩება მკურნალობის სტანდარტად, თუმცა ფარმაცევტული კომპანია მუდმივად  ცდილობს გააუმჯობესოს არესებული სამკურნალო მიდგომები. სწორედ ამის დასტურია არაჰოჯკინის ლიმფომის მქონე პაციენტების მკურნალობისთვის საჭირო ახალი საშუალებებისა და სტანდარტების დანერგვა, როგორიცაა ობინუტუზუმაბი და პოლატუზუმაბ ვედოტინი - ახალი სიტყვა ონკოჰემატოლოგიაში. 

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა

მე-14 ეროვნული სახალხო კონგრესის (NPC) პირველმა სესიამ სამშაბათს (7 მარტს) პლენარული სხდომა გამართა, რათა მოესმინა მე-13 NPC-ის მუდმივმოქმედი კომიტეტის, უზენაესი სახალხო სასამართლოსა (SPC) და უმაღლესი სახალხო პროკურატურის (SPP) სამუშაო ანგარიშები და განმარტება სახელმწიფო საბჭოს ინსტიტუტების რეფორმის გეგმის შესახებ.

სხდომას სი ძინფინგი, ლი ციანგი, ჭაო ლძი, ვანგ ხუნინგი, ხან ჭენგი, ცაი ცი, ტინგ სუესიანგი და ლი სი დაესწრნენ.

ლი ჭანშუმ, კომიტეტის თავმჯდომარემ, სხდომაზე NPC-ის მე-13 მუდმივმოქმედი კომიტეტის მუშაობის შესახებ ანგარიში წარადგინა.

მთავარმა მოსამართლემ, ჭოუ ციანგმა SPC-ის სამუშაო ანგარიში წარმოადგინა.

გენერალურმა პროკურორმა, ჭანგ ძუნმა დამსწრე საზოგადოებას SPP-ის სამუშაო ანგარიში გააცნო.

სახელმწიფო მრჩეველმა სიაო ძიემ დეპუტატებს სახელმწიფო საბჭოს ინსტიტუტების რეფორმის გეგმა განუმარტა.

 

მასალა მოამზადა მარი გიორგობიანმა

წყარო: https://sinomedia.ge/ჩინეთის-ეროვნულმა-სა34კან/

გამოქვეყნებულია ჩინეთი

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიულ წარმატებას მიაღწია. ქართველი წყალბურთელები მსოფლიო თასის I დივიზიონის ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში მოქმედ ოლიმპიური ჩემპიონ სერბეთს დაუპირისპირდნენ და პენალტების სერიაში დაამარცხეს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრები თამაშის უმეტესი ნაწილი ლიდერობდა, ბოლოსკენ წინ აშკარა ფავორიტად შერაცხული მეტოქე წინ გავიდა, ძირითადი დრო კი ფრედ - 11:11 დასრულდა. ამგვარად, გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტების სერია დაინიშნა, რომელშიც საქართველოს ნაკრებმა 12:11 იმარჯვა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო თასის I დივიზიონის მატჩებს მონტენეგროს დედაქალაქი პოდგორიცა მასპინძლობს. დღევანდლამდე, საქართველოს ნაკრებმა  მონტენეგროსთან (12:13), ესპანეთთანა (10:20) და საბერძნეთთან (7:17) წააგო, თუმცა, ავსტრალიას 13:12 სძლია. ამგვარად, ქართველმა წყალბურთელებმა 5 ქულა (ძირითად დროში მოგებაზე 3 ქულაა, პენალტების სერიაში - 2) მოაგროვეს, B ჯგუფის 6 ნაკრებს შორის მე-5 ადგილი დაიკავეს და რაც მთავარია, I დივიზიონში ადგილი შეინარჩუნეს.

გამოქვეყნებულია სპორტი

ლიბერთი მომხმარებლებს  ვადიანი ტიპის ანაბრებსა და სადეპოზიტო სერტიფიკატზესაუკეთესო  სარგებლის მიღების შესაძლებლობას სთავაზობს.. აქციის ფარგლებში ნებისმიერ მსურველს შეუძლია როგორც ლარის, ასევე აშშ დოლარის ვადიანი ტიპის ანაბრებსა და სადეპოზიტო სერტიფიკატებზე მიიღოს მაღალი სარგებელი.

,,ლიბერთის  მიზანია ჩვენს მომხმარებლებს   მუდმივად შევთავაზოთ  მათ ინტერესებზე და საჭიროებებზე მორგებული პროდუქტები, სერვისები  და ახალი პირობები.

დეპოზიტებზე გამოცხადებული საგაზაფხულო აქცია,  სრულად  პასუხობს ბაზარზე მომხარებელების მთავარ ინტერესს -

დეპოზიტის გახსნის გადაწვეტილების მიღებისას,  არჩევანი გააკეთოს  სანდოობასა და სტაბილურობაზე და მიიღოს მაქსიმალურად მაღალი სარგებელი.  

ახალი აქციის ფარგლებში, გაზრდილი საპროცენტო სარგებლის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს - როგორც ჩვენი ბანკის არსებულ მომხმარებელს, ასევე იმ მომხმარებლებს, რომლებსაც ამჟამად დეპოზიტები სხვა ბანკში აქვთ განთავსებული და  სურთ უკეთესი პირობებით  სარგებლობა ” - თინათინ ნეფარიძე, ლიბერთის საოპერაციო პროდუქტების გაყიდვების განყოფილების უფროსი.

აქციის ფარგლებში, 31 მარტის ჩათვლით, ვადიანი ანაბრის ან/და სადეპოზიტო სერტიფიკატის გახსნა როგორც ლიბერთის, ასევე სხვა ბანკების მომხმარებლებისთვის შემდეგი პირობებით იქნება შესაძლებელი:

ვადიანი ტიპის ანაბარი

ლარი - წლიური 13.10%, ეფექტური* 13.23%

დოლარი - ნომინალური 2,20%, ეფექტური* 2,30%

სადეპოზიტო სერტიფიკატი

ლარი- წლიური 13.50 % ეფექტური* 13.50 %

დოლარი - ნომინალური 2.20%, ეფექტური* 2.20%,

*ეფექტური პროცენტი დათვლილია 1000 ერთეულზე 12 თვის ვადით

ვადიანი ანაბრის გახსნა შესაძლებელია ლიბერთის მობაილ ბანკიდან კიდევ უფრო მაღალი სარგებლით - ლარრის ვალუტაში  აქციის პირობებს + 0.1%. ანაბრის გახსნა შესაძლებელია ლიბერთის ნებისმიერ ფილიალშიც.

ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4500-ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება. 

გამოქვეყნებულია საზოგადოება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი დღეს ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზარუბიშვილს შეხვდა.

შარლ მიშელმა პრეზიდენტ ს. ზურაბიშვილის წინაშე კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის ერთგულება საქართველოს ევროპული გზისადმი და მიესალმა მის როლს ქართველი ხალხის მისწრაფებების წინსვლაში“, - წერს შ. მიშელი Twitter-ზე.

მან ასევე დასძინა, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ არის "ისტორიული შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გაუშვა ხელიდან".„პროგრესი რეფორმების მიმართულებით რჩება გადამწყვეტ ამოცანად“, - აღნიშნა შარლ მიშელმა.

პრეს-რელიზი

Press release

წყარო: https://euneighbourseast.eu/news/latest-news/charles-michel-meets-georgian-president-salome-zurabishvili/

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ბერლინის მასშტაბური ტურისტული გამოფენა ITB Berlin 2023–ი ოფიციალურად დაიხურა. საქართველომ, როგორც გამოფენის ოფიციალურმა მასპინძელმა ქვეყანამ, გამოფენის 180-ზე მეტი სახელმწიფოს წარმომადგენელსა და 200 ათასამდე დამთვალიერებელს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია ქვეყნის ტურისტული სექტორის პოტენციალის, ტრადიციების, სტუმარმასპინძლობისა და სხვა ღირსშესანიშნაობების შესახებ. საქართველოს სლოგანი გამოფენაზე იყო „უსაზღვრო სტუმარმასპინძლობა“. გამოფენა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მედიის 5000-მდე წარმომადგენელმა გააშუქა. 

„ბერლინის გამოფენაზე ჩვენ გამორჩეულად საინტერესო და ყოვლისმომცველი პავილიონი გვქონდა. ჩვენ სტუმრებს გავაცანით საქართველო თავისი უნიკალური კულტურული მემკვიდრეობით, ბუნების ძეგლებით, გამორჩეული ფოლკლორით, უგემრიელესი სამზარეულოთი და მეღვინეობის უწყვეტი 8000-წლოვანი ისტორიით, რომლის გამოც მსოფლიო ჩვენს ქვეყანას სამართლიანად უწოდებს ღვინის სამშობლოს. ამავე დროს, ჩვენ თამამად შეგვიძლია ვიამაყოთ თანამედროვე მიღწევებითაც - მდგრადად განვითარებადი კურორტებით. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რათა საქართველო გახდეს კარგად განვითარებული ოთხი სეზონის ტურისტული ქვეყანა, რის გამოც ინვესტიციები ხორციელდება სხვადასხვა მიმართულებით. მათ შორის ხდება ახალი, მიმზიდველი ტურისტული ადგილების, ბალნეოლოგიური კურორტების, საბაგიროებისა და სხვა ინფრასტრუქტურის, კონკურენტული სერვისების განვითარება“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. 

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ITB Berlin 2023-ზე მასპინძელ ქვეყნად საქართველოს მონაწილეობა მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობას და ქვეყანას წარმატებით გაიყვანს ახალ სამიზნე ბაზრებზე, მათ შორის, გერმანიასა და ევროკავშირის სხვა ქვეყნებში. მან ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სექტორის ზრდის დინამიკას. „ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რათა ადგილობრივ საავიაციო ბაზარზე შემოვიდეს მეტი ახალი ავიაკომპანია, არსებულმა ავიაგადამყვანებმა კი გაზარდონ მიმართულებები და რეისების სიხშირე. ეს განსაკუთრებით აქტუალურია ევროპის მიმართულებებზე, რათა მეტმა ევროპელმა ტურისტმა შეძლოს საქართველოში მოგზაურობა“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. 

ITB Berlin 2023-ზე საქართველოს პავილიონი 1000 კვ.მ.-მდე ტერიტორიაზე განთავსდა, სადაც 80-მდე ქართული კომპანია იყო წარმოდგენილი. საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, გამოფენაში ასევე მონაწილეობდნენ თბილისის მერია, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, ტურისტული ასოციაციები, დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციები და აეროპორტების გაერთიანება.

გამოქვეყნებულია ეკონომიკა
6 ერთეული სპეციალური კომპლექტაციით აღჭურვილი „ტოიოტა ლენდ კრუიზერი პრადო 150“ საქართველოს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) სამხედრო პოლიციის ინიციატივის ფარგლებში გადაეცა. ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ძალების ადმინისტრაცია იუწყება.
ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაცემის ცერემონიალს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი ალექსანდერ ვინიკოვი, თავდაცვის ძალებისა და ნატოს ძირითადი ჯგუფის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ავტომობილებს, რომელიც სხვადასხვა ტიპის საგამოძიებო და კრიმინალური მოკვლევებისთვის საჭირო სპეციალური კომპლექტებითაა აღჭურვილი, თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიცია სამსახურებრივი საჭიროებებისას გამოიყენებს. სპეციალიზირებული ავტომობილები კიდევ უფრო გააუმჯობესებს სამხედრო პოლიციის სწრაფი და ეფექტიანი რეაგირების შესაძლებლობებს. სატრანსპორტო საშუალებების შეძენა ნატოს ნდობის ფონდის მიერ განხორციელდა და საერთო ღირებულება 542,520.00 ევროს შეადგენს.
პროექტის კონტრიბუტორები არიან ლატვია და ავსტრალია.
გამოქვეყნებულია სამხედრო

ლიბერთის და ‘მერსი ქორფსის’ ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, გრძელდება მასშტაბური პროგრამა „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ (RDYE). პროგრამის პირველი ეტაპი წარმატებით განხორციელდა და 800-მა ახალგაზრდამ მიიღო შესაბამისი ცოდნა საწარმოების მართვისა და განვითარების მიმართულებით. ამჯერად, გამოცხადდა პროგრამის მეორე ეტაპი და გრძელდება სამიზნე მუნიციპალიტეტებიდან 18-35 წლის ახალგაზრდების რეგისტრაცია.

ეს პროექტი, ხელს უწყობს ახალგაზრდა, დამწყებ და მოქმედ მეწარმეებს განავითარონ სამეწარმეო უნარები, შექმნან ახალი ან გააფართოონ არსებული ახალგაზრდული საწარმოები. აღნიშნული პროექტი, ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს მიიღონ შესაბამისი ცოდნა, მოიპოვონ დაფინანსება და გააძლიერონ საკუთარი ბიზნესი.

რეგისტრაცია შესაძლებელია ონლაინ - ქართულ,  სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე ან  QR კოდების მეშვეობითრეგისტრაციის ბოლო ვადაა 31 მარტი.

ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის (RDYE) არის 3.5 წლიანი პროექტი, რომელსაც ახორციელებს მერსი ქორფსის წარმომადგენლობა საქართველოში (Mercy Corps Georgia) ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით.

პროექტის მხარდამჭერებია ლიბერთი და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი.
RDYE პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტებია:

Marker with solid fillქვემო ქართლი რუსთავი, მარნეული, ბოლნისი, გარდაბანი, თეთრიწყარო, წალკა

Marker with solid fillსამცხე-ჯავახეთი ბორჯომი, ასპინძა, ადიგენი, ახალციხე, ახალქალაქი, ნინოწმინდა

Marker with solid fillშიდა ქართლი გორი, ქარელი, კასპი

Marker with solid fillმცხეთა-მთიანეთი მცხეთა, დუშეთი, თიანეთი

,,მერსი ქორფსის“ შესახებ

,,მერსი ქორფსი“ არის საერთაშორისო არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც ეხმარება ადამიანებს შექმნან უსაფრთხო, პროდუქტიული და სამართლიანი გარემო, რათა შეამსუბუქოს ტანჯვა, სიღარიბე და ჩაგვრა. მერსი ქორფსი საქართველოში 2000 წლიდან მოღვაწეობს და ქმნის პროდუქტიულ, მედეგ, სტაბილურ, უსაფრთხო და სამართლიან თემებს სიღარიბითა და კონფლიკტით დაზარალებულ რეგიონებში. „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში, მერსი ქორფსი მუშაობს სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებთან, ახალგაზრდა მეწარმეებთან და პოლიტიკის შემქმნელებთან, რათა სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებს შორის ხელი შეუწყოს მეწარმეობისა და ეკონომიკის განვითარება.

სს ლიბერთი ბანკის შესახებ

ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4500-ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მარტი 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური