Items filtered by date: პარასკევი, 10 მარტი 2023 - NEWSDAY GEORGIA

ჩინეთის პარლამენტმა ქვეყნის პრეზიდენტად მესამე ვადით სი ძინპინი აირჩია. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

სი ძინპინი პრეზიდენტის პოსტზე წარდგენილი ერთადერთი კანდიდატი იყო. მას მხარი ეროვნული სახალხო კონგრესის 3 000 წევრმა დაუჭირა. ხმის მიცემის პროცედურა ერთი საათის განმავლობაში გრძელდებოდა, ელექტრონული დათვლა კი 15 წუთში დასრულდა.

სი ძინპინი ქვეყნის პრეზიდენტის პოსტზე 5-წლიანი ვადით აირჩიეს.

წყარო: https://1tv.ge/news/chinetis-prezidentad-si-dzinpini-mesame-vadit-airchies/

გამოქვეყნებულია ჩინეთი

პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი, პარლამენტარი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ:

„გავრილოვის ოცნებამ“ ჩააგდო „აგენტების“ შესახებ რუსული კანონპროექტი. ქართველმა ახალგაზრდობამ აიძულა და უკან დაახევინა ხელისუფლებას, მაგრამ დღესვე გავრცელდა შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება, რომ მკაცრად დასჯიან იმ ადამიანებს, ვინც პროტესტი გამოხატა და გადაარჩინა ჩვენი ქვეყანა რუსული დიქტატურისგან. დასაჯეთ ამ კანონის ინიციატორები ივანიშვილი, კობახიძე და სხვანი!  

ბატონებო, თქვენ გსურთ საქართველოს გადამრჩენელი ახალგაზრდები გაასამართლოთ და დაიჭიროთ?! ნურას უკაცრავად, არ გამოგივათ! თქვენ, მმართველმა ძალამ მიიყვანეთ ჩვენი ხალხი იქამდე, რომ ქუჩაში გამოსულიყო. ახლა, თქვენი უტვინო მოქმედებებით, ნუ მიიყვანთ ქვეყანას ესკალაციამდე!

ძალიან სწრაფად, მშვიდობიანად შეიცვლება ეს ავტორიტარული, რუსული აგენტებით სავსე რეჟიმი და პერსონალური პასუხისმგებლობა დაეკისრება ყველას,  მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებს, ე.წ. გავრილოვის ღამის მშვიდობიანი აქციის დარბევისთვისაც. ხოლო, ის უკანონო ამნისტია, რომელიც კობახიძემ გააფორმა, გაუქმდება და ყველა პასუხს აგებს. ეს არ არის მუქარა - ეს დემოკრატიაა!

მალე ვიზეიმებთ საბოლოო გამარჯვებას! ", - წერს თავის განცხადებაში პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი.  

გამოქვეყნებულია საზოგადოება

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ოფიციალურად გაწვეულია. კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში მეორე მოსმენაზე ჩავარდა.

რეგისტრაცია გაიარა პარლამენტის 112-მა წევრმა. კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი არ დაუჭირა 35-მა დეპუტატმა, მომხრე იყო ერთი დეპუტატი.

როგორც ცნობილია, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილება საპარლამენტო უმრავლესობამ გუშინ მიიღო.

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, კანონპროექტის ოფიციალური გაწვევისთვის საჭირო იყო, პირველი მოსმენით მიღებული პროექტი პლენარულ სხდომაზე ისევ გაეტანათ და მეორე მოსმენისას კენჭისყრაზე ჩაეგდოთ.

რაც შეეხება მეორე კანონპროექტს, რომელიც პირველი მოსმენით კენჭისყრაზე არ დამდგარა, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ინიციატორებმა კანონპროექტი უკვე გაიწვიეს.

„საორგანიზაციო საკითხებში ცნობად ვიღებთ ინიციატორების მომართვას კანონპროექტის გამოთხოვასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება ე.წ. ამერიკულ ფარას თარგმანს და ის გაწვეულია“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის მოწვევით თბილისში სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ჟანა ანდრეასიანი, დელეგაციასთან ერთად, იმყოფება.

ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჩხენკელმა სომეხ კოლეგასთან სამუშაო შეხვედრა გამართა და მასთან განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით არსებული თანამშრომლობის გაფართოების საკითხები განიხილა. მინისტრმა ჟანა ანდრეასიანს მადლობა გადაუხადა განათლების სფეროში მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.

შეხვედრის ფარგლებში მინისტრებმა ორი ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის მხარდამჭერ მექანიზმებზე იმსჯელეს, მათ შორის, საუბარი შეეხო მასწავლებელთა ხელშეწყობას კვალიფიკაციის გაუმჯობესებისა და პროფესიული განვითარების მიმართულებით, მოსწავლეთა და სტუდენტთათვის მრავალფეროვანი გაცვლითი პროგრამების შეთავაზებასა და სხვადასხვა ტიპის ახალგაზრდული ღონისძიებების ორგანიზებას.

მიხეილ ჩხენკელმა სომეხ კოლეგასთან უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებიც განიხილა, რაც, შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ქართული და სომხური ენისა და ლიტერატურის სწავლების გაძლიერებას, ხოლო მეცნიერების განვითარების კუთხით ერთობლივი სამეცნიერო პროექტების განხორციელების ხელშეწყობას გულისხმობს. მინისტრის თქმით, კარგი იქნება, თუ  ევგენი ხარაძის სახელობის აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიასა და სომხეთის ბიურაკანის ასტროფიზიკურ ობსერვატორიას შორის არსებული ტრადიციული სამეცნიერო კავშირები კიდევ უფრო გაღრმავდება.

შეხვედრისას მიხეილ ჩხენკელმა ჟანა ანდრეასიანს საქართველოს განათლების სისტემის მთავარი მეგა-პროექტების – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ადრონული თერაპიის ცენტრის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ უნივერსიტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორი ბატონი ბიძინა ივანიშვილია. სწორედ მისი და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედების შედეგად ქვეყანაში გაჩნდა მსოფლიო მასშტაბის აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი სივრცე.

მიხეილ ჩხენკელის შეფასებით, უნივერსიტეტის მაღალ სტანდარტსა და ინტერნაციონალიზაციის ხარისხს განაპირობებს ის მიდგომა, რომელიც ითვალისწინებს კონკრეტულ დარგში აკადემიური პროგრამების შექმნას მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით. მინისტრმა აღნიშნა, რომ უნივერსიტეტში ამ ეტაპზე მოქმედი პროგრამები მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ანალოგს წარმოადგენს. მისი განცხადებით, მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობა აქტიურად გრძელდება და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ეტაპობრივად ემატება ახალი აკადემიური პროგრამები განათლების სამივე საფეხურისათვის.

გამოქვეყნებულია განათლება

შაბათს, 11 მარტს,  18:00 საათზესიდრისკლუბი ბაზალეთზე“, შუშხუნა სიდრისა და უგემრიელესი კერძების თანხლებით,ახალიქართულიფილმის „ზამთრის დეპრესია“  ჩვენება გაიმართება.

მოიწყეთ შაბათი საღამო თბილისიდან 20 წუთისსავალზე, ბაზალეთისტბისპირას, სასიამოვნო, სალონურ გარემოში და დააგემოვნეთ საქართველოში წარმოებული, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი. კინოჩვენების შემდეგ, ფილმის რეჟისორის თაზო ნარიმანიძისა და მსახიობის, ირაკლი ხრიკაძის ჩართულობით, გაიმართება დისკუსია და კინოს ზოგადი განხილვა.

„ზამთრის დეპრესია“ სამყაროში დაკარგულ და საკუთარი თავის მაძიებელ ადამიანზეა, ფილმის მთავარი პერსონაჟი მწერალია, რომელიც არეული პირადი ცხოვრების და ოჯახური ტრაგედიის გამო ქალაქიდან მშობლიურ სოფელში გადადის და ახალ ცხოვრებას იწყებს. საკუთარი თავის ძიების პროცესი დიდი ტკივილითა და ამავე დროს თანაგრძნობით სავსე აღმოჩნდება.

„მაყურებლისგან შეფასებებისმოსმენა ყველაზე კარგი გაკვეთილია, რათა სამომავლოდ  გაითვალისწინო, რა შეცვალო ან  გააგრძელო ისე როგორც შენ ფიქრობ. ჩვენებისშემდეგ, მყუდროგარემოშიშევძლებთმოსაზრებებისგაცვლასა დადისკუსიისგამართვას მაყურებელთან, რაც ჩემთვის და ზოგადად ნებისმიერი ხელოვანისთვის აუცილებელია. როდესაც პირდაპირი კომუნიკაცია გაქვს მაყურებელთან ავტორისთვის უფრო ნათელი ხდება რამდენად სწორად მივიდა ნამუშევარი აუდიტორიამდე, რამ მოახდინა ზეგავლენა და რამ არა, შესაბამისად მსგავსი ურთიერთობის კულტურა ავტორსა და მაყურებელს შორის ყოველთვის სასარგებლოა ორივე მხარისთვის, - აღნიშნავს ფილმის რეჟისორი თაზონარიმანიძე.

რატომ „სიდრის კლუბი ბაზალეთზე“ და რატომ შუშხუნა სიდრი? „სიდრის კლუბი ბაზალეთზე“ დამფუძნებელი ზაალ ხელაძე ხაზს უსვამს სწორედ კლუბში არსებულ მყუდრო, გემოვნებიან და სალონურ გარემოს. სიდრთან ერთად კი, ეს ყველაფერი უფრო მიმზიდველი და სასიამოვნოა.

სიდრის კლუბი ბაზალეთში ყოველ შაბათ-კვირას ვმართავთ სხვადასხვა სახის კულტურულ, საგანმანათლებლო და შემეცნებით სალონური საღამოებს. ვფიქრობ ეს დღეც სასიამოვნო და დასამახსოვრებელი იქნება, რადგან ჩვენთან გამართული ყოველი კინოჩვენება მაღალი აქტიურობითა და აუდიტორიის კმაყოფილებით გამოირჩევა. ჩვენთან მოსულ სტუმარს მოსწონს ამ გარემოში საინტერესო ფილმის ყურება და შემდეგ რეჟისორთან და მსახიობებთან ცოცხალი დისკუსია,“ - განმარტავს სიდრის კლუბი ბაზალეთზე დამფუძნებელი.

დასწრებათავისუფალია. მაგიდისდასაჯავშნადდაგვირეკეთნომერზე: + 995 599142411

შეგახსენებთ, რომ ფილმი „ზამთრის დეპრესია“ დებიუტანტ რეჟისორს თაზონარიმანიძეს ეკუთვნის, რომელიც მისივე დაწერილი მოთხრობის მიხედვითაა გადაღებული. სცენარზე რეჟისორმა მწერალ სანდრო ნავერიანთან ერთად იმუშავა. „ზამთრის დეპრესია“ გადაღებულია საპროდიუსერო კომპანია Film Asylum-ის და ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით. ფილმის პრემიერა 2022 წლის 22 სექტემბერს შედგა.

https://www.facebook.com/Ciderclubbazaleti/videos/721582066352603

“სიდრისკლუბიბაზალეთზე”  მწვანეიდეოლოგიისმქონებიზნესია, რომლისფლაგმანიპროდუქტია,  ნულოვანიემისიისსაწარმოშიორგანულიპრინციპებითმოპოვებულიხილის (ვაშლის, ჟოლო, ბროწეული,ფეიხოა, მოცვი, კეხური, ალუბალიდასხვა.) წვენებისბუნებრივიფერმენტაციისშედეგადწარმოებულიდაბალალკოჰოლურისასმელი, შუშხუნასიდრი და  იქვე დამზადებული ორგანული საკვებია. კლუბი  ბაზალეთისტბისსანაპიროზოლში მდებარეობს, მწვანეინჟინერინგისპრინციპებზეაგებულ, საქართველოშიპირველრეგისტრირებულმწვანეშენობაში.

გამოქვეყნებულია კულტურა

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მარტი 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური