„გააზიარე შენი ფერები“ - საქართველო იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღეს მეთოთხმეტედ შეუერთდა
„გააზიარე შენი ფერები“ - ამ სლოგანით მსოფლიომ იშავიათი დაავადებების დღე აღნიშნა, რომელსაც საქართველო უკვე მეთოთხმეტედ შეუერთდა. გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდის (GeRaD) მხარდაჭერით სასტუმროში „ჰოლიდეი ინნ თბილისი“ იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღისადმი მიღვინილი ღონისძიება გაიმართა. მნიშვნელოვანია, რომ ამ დღეს თბილისის ანძა იშვიათი დაავადებების ლოგოს ფერებში განათდა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ექიმები, პაციენტები, პაციენტის ოჯახის წევრები, სამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და მედია. შეხევდრაზე მოწვეულმა სპიკერებმა იშვიათი დაავადების სიმძიმესა და მკურნალობის მიმართულებით დღეს არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს. ასევე, განხილული იყო ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორიცაა: იშვიათი დაავადებების დიაგნოსტიკა, მართვის საკითხები, რა გაკეთდა, რას ველით და ა.შ
„ყოველ წელს პაციენტები, ექიმები, მხარდამჭერები სხვადასხვა ღონისძიებებით და შეხვედრებით აღნიშნავენ ამ დღეს. ვსაუბრობთ მკურნალობის ხელმისაწვდომობაზე, მასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. ბოლო წლების განმავლობაში უამრავი დაავადება დაემატა სახელმწიფო პროგრამას. გარდა ამისა, გაზრდილლია საზოგადოების ინფორმირებულობის დონე ასეთ დაავადებებთან მიმართებაში,“ - განმარტავს გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდის დირექტორის მოადგილე ანა ბოქოლიშვილი.
„ჩვენი მიზანია მივაწვდინოთ ხმა შესაბამის სტურქტურებს, ვესაუბროთ პრობლემებზე, პაციენტების ცხოვრების ხარისხზე, ფაქტობრივად უჩინარები არიან იშვიათი დაავადებების მქონე პაციენტები, გაბნეულები არიან თითო-თითოდ, თუმცა მსოფლიოში 300 მილიონზე მეტ ადამიანს აქვს სხვადასხვა იშვიათი დაავადება, ეს იქნებოდა სიდიდით მესამე ქვეყანა მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით. მათ ჩვენი მხარდაჭერა სჭირდებათ, და ამ დღეს კიდევ ერთხელ ვსაუბრობთ დაავადების იშვიათობაზე, თუმცა მის სიმძიმესა და მკურნალობის ხელმისაწვდომობაზე, “ - აღნიშნავს SCN2A საქართველოს ასოციაციის დამფუძნებელი ჟანა ჩოხელი.
„ამ დღეს განსაკუთრებული დატვირთვა გააჩნია. ამ დღეს კიდევ ერთხელ ვიკრიბებით ექიმი ნევროლოგები, გენეტიკოსები, ფარმაცევტები, აპციენტები და ვსაუბრობთ პრობლემებს, მის გადაჭრის გზებსა და მკურნალობის ხელმისაწვდომობაზე. რამდენიმე წლის წინ სპინალური კუნთოვანი ატროფია -სკა, განსაკუთრებით მისი პირველი ტიპი, ბავშვთა სიკვდილობის ერთ-ერთ ყველაზე ხშირ მიზეზს წარმოადგენდა. მკურნალობის ხელმისაწვდომობისათვის აუცილებელი იყო სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური თანადგომა და მხარდაჭერა. საოცრად სასიხარულოა და შეიძლება ითქვას მოულოდნელიც, რომ ეს ოცნება ახდა, ეს მედიკამენტი პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი გახდა - ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, დღეს სპინალური კუნთოვანი ატროფიის (სკა) მქონე პაციენტების მკურნალობის სახელმწიფო პროგრამა შეიქმნა, რამაც ოცნება რეალობად აქცია, ჩვენ ყოველ წელს ვმუშაობთ რომ გაფართოვდეს სახელმწიფო პროგრამა და მივაწვდინოთ ხმა შესაბამის სტრუქტურებს და გახდეს იშვიათი დაავადებების მკურნალობა ხელმისაწვდომი, მათი მხარდაჭერით გაუმჯობესდეს პაციენტების ცხოვრების ხარისხი და გაიზარდოს სიცხოხლის ხანგრძლივობა,“ - აღნიშნავს საქართველოს ბავშვთა ნევროლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, ექიმი ნევრლოგი, ნანა ტატიშვილი.
„მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში, უკვე არსებობს გარკვეული გამოცდილება იშვიათი დაავადებების მართვის სფეროში. ზოგიერთი მათგანის მკურნალობა უკვე სახელმწიფოს მიერ ფინანსდება, მაგრამ ბევრი დაავადება ჯერ კიდე ელოდება სახელმწიფო ფინანსურ მხარდაჭერას. ჩვენი საქმიანობის ეფექტიანი დაგეგმვის მიზნით, ყოველ წელს თებერვლის ბოლოს, გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდი, ექიმები, პაციენტები და მხარდამჭერები კიდევ ერთხელ შევიკრიბებით და ვისაუბრებთ იშვიათი დაავადებების მართვის საკითხებზე, სად ვართ, რას ვგეგმავთ და რა პერსპექტივა გაგვაჩნია, “ - განმარტავს გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ოლეგ ქვლივიძე.
ცნობისათვის, მსოფლიოში 300 მილიონზე მეტ ადამიანს აქვს სხვადასხვა იშვიათი დაავადება, რაც დედამიწის მოსახლეობის 6%-ზე მეტს შეადგენს და მათი 70% ბავშვთა ასაკში ვლინდება. დღეისათვის აღწერილია 6000-ზე მეტი სხვადასხვა იშვიათი დაავადება და წლიდან წლამდე მათი რიცხვი იზრდება. სამწუხაროდ, ბევრი მათგანის მკურნალობა, ჯერ კიდევ, შეუძლებელია, თუმცა ყოველწლიურად მსოფლიოს ფარმაცევტულ ბაზარზე ჩნდება არაერთი ახალი ეფექტური სამკურნალო პრეპარატი, რომელიც პაციენტებს მნიშვნელოვნად უმსუბუქებს იშვიათი დაავადებებით გამოწვეულ უმძიმეს ჯანმრთელობის მდგომარეობას.
იშვიათ დაავადებათა დღე 2008 წლიდან აღინიშნება და მის მთავარ მიზანს წარმოადგენს ამ დაავადების მიმართ ფართო საზოგადოების ყურადღების მიპყრობა და იმ სიმძიმეებისა და სირთულეების წარმოჩინება, რომლებიც ამ დაავადების შედეგად ვლინდება პაციენტებსა და მათზე მზრუნველ პირებში. ამ ღონისძიების მიზანიც ხომ ზემოთხსენებული პრობლემების ერთობლივად გადაჭრის გზების ძიებას ემსახურება. საქართველო იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღეს წელსაც უერთდება. იშვიათად მიიჩნევა დაავადება, რომელიც ვლინდება ყოველ 2000 მოსახლეზე 1-ზე ნაკლებ ინდივიდში. დღეისათვის, 6000-ზე მეტი სხვადასხვა იშვიათი დაავადებაა გამოვლენილი 60 მილიონზე მეტ ადამიანში ევროპასა და აშშ-ში. ამ დაავადებათა მცირე გავრცელებულობის გამო, სამედიცინო ცოდნა და გამოცდილებაც, ასევე, მცირეა და ეს პაციენტები რჩებიან მიუსაფრებად ჯანდაცვის სისტემაში დიაგნოსტირების, მკურნალობისა და კვლევების სარგებლის კუთხით.
თუ მაინც მიიღეს „აგენტების“ კანონი, მასთან ერთად უნდა დამტკიცდეს არადემოკრატიული, საქართველოს მიმართ მტრულად განწყობილი სახელმწიფოების სია, როგორიცაა რუსეთი, ვენესუელა, ნიკარაგუა და სხვა...
პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი, პარლამენტარი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: „ვაფიქსირებ პოზიციას „უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით. ამ კანონის მიღების აუცილებლობა არ არსებობს, რადგან საქართველოს მტერი, ოკუპანტი ქვეყნიდან შემოსული თანხების გაკონტროლება პრაქტიკულად არ ხდება. რუსეთის 100 000-ობით მოქალაქეს, რომელთა შორის, კაცმა არ იცის, ვინ ვინ არის, ბოლო წლებში, ოფიციალური გადმორიცხვებით, საქართველოში მილიარდები შემოაქვს, ნაღდი ფული კი საერთოდ არ კონტროლდება. ეს კანონი, რუსეთთან მიმართებაში, ვერ იმუშავებს, „უკბილო“ იქნება!





ჩინეთი მიესალმება იონმინგ პანდას და მისი ტყუპი შვილების იაპონიიდან დაბრუნებას
ჩენგდუ, 23 თებერვალი (სინხუა) - მამრობითი სქესის გიგანტური პანდა, სახელად იონგმინგი, ოთხშაბათს საღამოს დაბრუნდა სახლში, სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთის პროვინცია სიჩუანში, თავის იაპონურ ტყუპებთან, ინგბინთან და ტაობინთან ერთად.
თვითმფრინავი, რომელშიც სამი პანდა იყო, ოთხშაბათს 23:10 საათზე დაეშვა ჩენგდუს შუაგლიუს საერთაშორისო აეროპორტში. ეს ბამბუკის დათვები ერთი თვის განმავლობაში კარანტინში იქნებიან გიგანტური პანდების კვლევისა და გამრავლების ბაზაზე, ქალაქ ჩენგდუში.
იონგმინი დაიბადა პეკინის ზოოპარკში 1992 წელს და გაგზავნეს იაპონიაში 1994 წელს პანდების მოშენების ერთობლივი პროგრამის ფარგლებში. 30 წლის იუნმინი იაპონიის მხცოვანი ბამბუკის დათვი გახდა. ამ მამრობითი სქესის პანდას სულ 16 ბელი შეეძინა.
ტყუპი მდედრობითი სქესის ბელები ინგბინი და ტაობინგი, რომლებიც ჩინეთში თავის პანდა მამასთან იონგმინგთან ერთად დაბრუნდნენ, დაიბადნენ 2014 წელს.
ჩასვლამდე ერთი დღით ადრე, გასულ სამშაბათს, იაპონური წარმოშობის გიგანტური პანდა სახელად Xiangxiang დაბრუნდა ჩინეთში.
გადაიხადე გადასახადები საკომისიოს გარეშე | Pay.ge-ს და Mastercard-ის ერთობლივი აქცია დაიწყო
დღეიდან, ლიბერთის ციფრული გადახდების პლატფორმაზე www.pay.ge , ნებისმიერი ბანკის Mastercard ბარათით გადახდისას სასურველი გადასახადის დაფარვა საკომისიოს გარეშეა შესაძლებელი.
Pay.ge ლიბერთის ციფრული გადახდების არხია, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს კომუნალური, სახელმწიფო სერვისების და სხვა სახის გადასახადები მარტივად და სწრაფად გადაიხადოს:
„ჩვენს მომხმარებელს ლიბერთის ციფრულ არხებში მუდმივად ვთავაზობთ მათზე მორგებულ საბანკო სერვისებს და სპეციალურ შეთავაზებებს. განახლებული Pay.ge ნებისმიერი ბანკის მომხმარებელს აძლევს ნებისმიერი გადასახადის მომენტალურად და მარტივად გადახდის საშუალებას. 1 მარტიდან კი Mastercard-ის მხარდაჭერით, ნებისმიერი ბანკის Mastercard ტიპის ბარათით აქციის ფარგლებში მომხმარებლები ნებისმიერი კომუნალურის ან სხვა გადასახადების გადახდას უფასოდ, საკომისიოს გარეშე შეძლებენ” - დავით მესხიძე, ლიბერთის დისტანციური არხების ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი.
ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4500-ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს ირენ ფელინს შეხვდა.
„გააზიარე შენი ფერები“ - 28 თებერვლის ღამეს თბილისის ანძა იშვიათი დაავადებების ლოგოს ფერებში განათდა
თებერვლის ბოლოს, მსოფლიო იშვიათი დაავადებების დღეს აღნიშნავს. დაავადებების ყურადღების ეპიცენტრში მოხვედრის მიზნით, აღნიშნულ დღეს ათასობით ღონისძიება ტარდება, რომელიც უამრავ ადამიანს აწვდის ხმას და იპყრობს მედიის ყურადღებას. 2023 წლის გზავნილია „გააზიარე შენი ფერები“. ამ მოვლენას უკვე მეთოთხმეტე წელია საქართველოც უერთდება.
28 თებერვალს, სასტუმროში „ჰოლიდეი ინნ თბილისი“ იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღისადმი მიღვინილი ღონისძიება გაიმართა, რომელიც გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდის (GeRaD) მხარდაჭერით მოეწყო. მნიშვნელოვანია, რომ ამ დღეს თბილისის ანძა იშვიათი დაავადებების ლოგოს ფერებში განათდა.
ღონისძიებას დაესწრნენ ექიმები, პაციენტები, პაციენტის ოჯახის წევრები, სამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და მედია. შეხვედრაზე მოწვეულმა სპიკერებმა ისაუბრეს იშვიათი დაავადების სიმძიმესა და მკურნალობის მიმართულებით დღეს არსებულ პრობლემებზე. ასევე, განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორიცაა: იშვიათი დაავადებების დიაგნოსტიკა, მართვის საკითხები, რა გაკეთდა, რას ველით და ა.შ
- იშვიათი დაავადებების დღე მსოფლიოში და საქართველოში
ჟანა ჩოხელი
SCN2A საქართველოს ასოციაცია - ნერვკუნთოვანი იშვიათი დაავადებების მართვა 21-ე საუკუნეში
პროფ. ნანა ტატიშვილი
ნეირო მეცნიერებათა დეპარტამენტი, მ. იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო
დავით ტვილდიანის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტი
- პარტნიორობა იშვიათი დაავადებების მიმართულებით - მიღწევები და სამომავლო პერსპექტივები
ნინო განუგრავა
როშ ჯორჯია, სამედიცინო დირექტორი - იშვიათი დაავადებების ამბულატორიული მეთვალყურეობა - ოპტიმიზაციაზე მიმართული სახელმწიფო პროგრამა
პროფ. დოდო აგლაძე
სამედიცინო გენეტიკის და ლაბორატორული დიაგნოსტიკის ცენტრი
პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია - სისხლმბადი სისტემის იშვიათი ჰემატოლოგიური სიმსივნური დაავადებების თანამედროვე მენეჯმენტი
პროფ. ნინო შარაშენიძე
მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი, ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკა
თსსუ-ს ჰემატოლოგიის დეპარტამენტი - ჰიპოფოსფატაზიის წარმატებული კლინიკური მენეჯმენტის მიმოხილვა
ასისტ. პროფ. თინათინ დავითაია
ურო ნეფროლოგიის, რევმატოლოგიისა და ტოქსიკოლოგიის დეპარტამენტი,
მ. იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო
თსსუ-ს პედიატრიის დეპარტამენტი
„მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში, უკვე არსებობს გარკვეული გამოცდილება იშვიათი დაავადებების მართვის სფეროში. ზოგიერთი მათგანის მკურნალობა უკვე სახელმწიფოს მიერ ფინანსდება, მაგრამ ბევრი დაავადება ჯერ კიდე ელოდება სახელმწიფო ფინანსურ მხარდაჭერას. ჩვენი საქმიანობის ეფექტიანი დაგეგმვის მიზნით, ყოველ წელს თებერვლის ბოლოს, გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდი, ექიმები, პაციენტები და მხარდამჭერები კიდევ ერთხელ შევიკრიბებით და ვისაუბრებთ იშვიათი დაავადებების მართვის საკითხებზე, სად ვართ, რას ვგეგმავთ და რა პერსპექტივა გაგვაჩნია, “ - განმარტავს გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ოლეგ ქვლივიძე.
ცნობისათვის, მსოფლიოში 300 მილიონზე მეტ ადამიანს აქვს სხვადასხვა იშვიათი დაავადება, რაც დედამიწის მოსახლეობის 6%-ზე მეტს შეადგენს და მათი 70% ბავშვთა ასაკში ვლინდება. დღეისათვის აღწერილია 6000-ზე მეტი სხვადასხვა იშვიათი დაავადება და წლიდან წლამდე მათი რიცხვი იზრდება. სამწუხაროდ, ბევრი მათგანის მკურნალობა, ჯერ კიდევ, შეუძლებელია, თუმცა ყოველწლიურად მსოფლიოს ფარმაცევტულ ბაზარზე ჩნდება არაერთი ახალი ეფექტური სამკურნალო პრეპარატი, რომელიც პაციენტებს მნიშვნელოვნად უმსუბუქებს იშვიათი დაავადებებით გამოწვეულ უმძიმეს ჯანმრთელობის მდგომარეობას.
იშვიათ დაავადებათა დღე 2008 წლიდან აღინიშნება და მის მთავარ მიზანს წარმოადგენს ამ დაავადების მიმართ ფართო საზოგადოების ყურადღების მიპყრობა და იმ სიმძიმეებისა და სირთულეების წარმოჩინება, რომლებიც ამ დაავადების შედეგად ვლინდება პაციენტებსა და მათზე მზრუნველ პირებში. ამ ღონისძიების მიზანიც ხომ ზემოთხსენებული პრობლემების ერთობლივად გადაჭრის გზების ძიებას ემსახურება. საქართველო იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღეს წელსაც უერთდება. იშვიათად მიიჩნევა დაავადება, რომელიც ვლინდება ყოველ 2000 მოსახლეზე 1-ზე ნაკლებ ინდივიდში. დღეისათვის, 6000-ზე მეტი სხვადასხვა იშვიათი დაავადებაა გამოვლენილი 60 მილიონზე მეტ ადამიანში ევროპასა და აშშ-ში. ამ დაავადებათა მცირე გავრცელებულობის გამო, სამედიცინო ცოდნა და გამოცდილებაც, ასევე, მცირეა და ეს პაციენტები რჩებიან მიუსაფრებად ჯანდაცვის სისტემაში დიაგნოსტირების, მკურნალობისა და კვლევების სარგებლის კუთხით.
ლიბერთის ახალი საგაზაფხულო აქცია ბიზნეს და აგრო სესხებზე დაიწყო
1 მარტიდან ბიზნეს და აგრო მომხმარებლებისთვის საგაზაფხულო აქციის ფარგლებში, როგორც არსებულ, ასევე ახალ მომხმარებლებს, ახალ ან სხვა ბანკიდან გადმოტანილ ბიზნეს და აგრო სესხებზე, სესხის თანხაზე 2%-მდე ქეშბექით სარგებლობა შეეძლებათ.
ლიბერთის ბიზნეს და აგრო სესხების პირობები ითვალისწინებს აგრო, ინდუსტრიული თუ საოჯახო ბიზნესის საჭიროებას და სეზონურ ციკლს – შესაბამისად, გადახდის გრაფიკი ყოველთვის მორგებულია კონკრეტულ ბიზნესზე და მომხმარებელს აძლევს მაქსიმალურად ხანგრძლივი საშეღავათო პერიოდით სარგებლობის საშუალებას. აღსანიშნავია, რომ ბიზნეს და აგრო სესხების აღება შესაძლებელია როგორც ბიზნესის გაზრდისა და მეურნეობის განვითარებისთვის, ასევე პირადი მიზნებისთვისაც – 50 000 ლარამდე უზრუნველყოფის გარეშე.
"ლიბერთი აგრძელებს მომხმარებელზე ორიენტირებული პირობების შეთავაზებას ბიზნეს და აგრო პროდუქტებზე. ჩვენი მიზანია ნებისმიერ მომხმარებელს მივცეთ შესაძლებლობა მიიღოს და განკარგოს ფინანსები ეფექტურად, რაც საკუთარი ბიზნესის გაზრდაში დაეხმარება. ვფიქრობთ, ჩვენი ახალი შეთავაზებით ხელს შევუწყობთ ამ პროცესს, მომხმარებელი კი ქეშბექის სახით მაქსიმალურ სარგებელსაც მიიღებს. ლიბერთისთვის მნიშვნელოვანია მცირე და საოჯახო მეურნეობების მხარდაჭერა, რისთვისაც დეტალურად ვსწავლობთ მათ საჭიროებებს და ვცდილობთ სწორედ ამ საჭიროებებზე მორგებული პროდუქტებისა და შეთავაზებების შექმნას.“ – ვაჟა მენაბდე, ლიბერთის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორი.
ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4500-ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.
Visa-ს და Emerging Europe-ის ახალი კვლევა ცხადყოფს, რომ მეწარმე ქალებს სურთ გაიუმჯობესონ ციფრული უნარ-ჩვევები და განავითარონ ბიზნესი საერთაშორისო დონეზე
უახლესი კვლევა, რომელიც Emerging Europe-მა აღმოსავლეთ და სამხრეთ - აღმოსავლეთ ევროპაში, ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში, კამპანიის She's Next, Empowered by Visa-ს ფარგლებში ჩაატარა, მიუთითებს, რომ ქალ ლიდერებს რეგიონში ციფრული მარკეტინგი და სოციალური მედიის მართვა აინტერესებთ და მზად არიან განავითარონ თავიანთი ბიზნესი საერთაშორისო დონეზე. კვლევის შედეგად, საქართველოში მეწარმე ქალების მიერ დამატებითი დაფინანსების მოპოვების ტენდენცია გამოვლინდა
თბილისი, 2023 წლის 1 მარტი – Visa-მ, დღეს, ინიციატივა She’s Next-ის ფარგლებში, გამოაცხადა კვლევის შედეგები ქალთა ლიდერობისა და მეწარმეობის შესახებ, აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში. კვლევა ჩაატარა რეგიონული განვითარების ჰაბმა Emerging Europe-მა.
ფართომასშტაბიანმა კვლევამ მოიცვა 2000 ბიზნესის მფლობელი თუ თვითდასაქმებული ქალი, რომლებიც ონლაინ, 75 სიღრმისეული ინტერვიუსა და ფოკუს ჯგუფებთან მუშაობის შედეგად გამოიკითხნენ 11 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში. კვლევის შედეგები ამომწურავ ინფორმაციას გვიზიარებს რეგიონში საშუალო სტატისტიკური მეწარმე ქალის შესახებ და საშუალებას აძლევს დაინტერესებულ მხარეებს გაეცნონ იმ გამოწვევებს, რომლებსაც ქალები თავიანთი კარიერის განვითარების გზაზე აწყდებიან.
„როგორც ჩვენმა ერთ-ერთმა რესპონდენტმა თქვა, ქალებისთვის თანხის მოზიდვა რთულია, მაგრამ შედარებით რთულია Silicon Valley-ში და უფრო რთული მის ქვეყანაში - სომხეთში. თანხების მოზიდვა მხოლოდ ერთ-ერთია იმ მრავალ გამოწვევას შორის, რომელთა წინაშეც მეწარმე ქალები დგანან,“ - თქვა ენდრიუ ვრობელმა, Emerging Europe-ის დამფუძნებელმა პარტნიორმა. „აღნიშნულ კვლევაში გვინდოდა რაც შეიძლება საფუძვლიანად შეგვესწავლა ქალთა მეწარმეობა და გაგვეგო ყველა პოტენციური დაბრკოლება, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ქალების ბიზნესსა და სტარტაპებზე. ჩვენ ასევე გვსურდა დაგვედგინა მათი საჭიროებები, გაგვეგო მათი პოტენციური გადაწყვეტილებების შესახებ, რომლებიც ხელს შეუწყობდა მათი შესაძლებლობების გაფართოებას და მათი ბიზნესის წარმატებას საერთაშორისო დონეზე.“
საერთო ჯამში, ქალების მფლობელობაში არსებული ბიზნესების უმეტესობა აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში (84%) არ კვეთს საერთაშორისო საზღვრებს, მაგრამ მეწარმე ქალები მზად არიან შეისწავლონ საზღვარგარეთ ბიზნესის წარმოება.
ქალების მფლობელობაში არსებული ბიზნესები ერთიანდებიან შემდეგ წამყვან სექტორებში: სილამაზე და ჯანმრთელობა (17%), საცალო ვაჭრობა (12%), სოფლის მეურნეობა და საკვები პროდუქტები (12%), განათლება (8%), პიარი და მარკეტინგი (7%). მეწარმე ქალთა ორი მესამედი არ იყენებს გარე დაფინანსებას, ხოლო სამ მეოთხედს არ ჰყავს თანამშრომლები. რეგიონში ქალების საკუთრებაში არსებული ბიზნესის, დაახლოებით, 35% 1000 აშშ დოლარზე ნაკლები ინვესტიციით შეიქმნა. 10 ქალიდან მხოლოდ ერთი ასაქმებს 5-ზე მეტ ადამიანს.
„She’s Next პროგრამა, რომელიც 2019 წლიდან ხორციელდება,ქალილიდერების, ადგილობრივითემებისგაძლიერებასადამათიგანვითარების ხელშეწყობას გულისხმობს,“ - თქვავირაპლატონოვამ, Visa-ს უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა, დსთ-ს, საქართველოსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების (CISSEE) ჯგუფის რეგიონულმა მენეჯერმა. „ამიტომძალიანმნიშვნელოვანია Visa-სთვის გაეცნოსმეწარმექალთაკონკრეტულსაჭიროებებსადაპრობლემებსიმქვეყნებში, სადაცინიციატივა ხორციელდება. მოხარულივართ, რომსაქართველოს,აღმოსავლეთდასამხრეთ-აღმოსავლეთევროპის, ცენტრალურიაზიისადაკავკასიისმთელირეგიონისქალილიდერები ელექტრონულკომერციას ირჩევენ დამოსახერხებელიდასაიმედოციფრულიგადახდებით სარგებლობენ. ჩვენგამოვიყენებთკვლევისშედეგებს, რათა ბევრი სხვა ინიციატივა ავამოქმედოთრეგიონშიგენდერულიინკლუზიურობისხელშემწყობის მიზნით.“
ძირითადი დასკვნები
- ქალებიპროფესიულიდაფინანსურიდამოუკიდებლობისკენ ისწრაფვიან. საკუთარი ბიზნესის დასაწყებად ქალების მოტივაციის ძირითადი წყაროებია შემოსავლის გაზრდის სურვილი (50%), საკუთარი თავისთვის მუშაობის სურვილი (31%) და ოცნების ახდენის სურვილი (21%). საქართველოში მეწარმე ქალთა მთავარ მოტივაციას შემოსავლის ზრდა წარმოადგენს (55%).
- ქალიმეწარმეებითავიანთბიზნესზედაპირადცხოვრებაზე თითქმისთანაბრადზრუნავენ. რესპონდენტები თავიანთ ყველაზე დიდ გამოწვევად ბიზნესის სამომავლო წარუმატებლობას (29%), ფინანსური მდგომარეობის გაუარესებას (27%) და ოჯახისა და შვილების მიმართ უყურადღებობას (25%) მიიჩნევენ. საქართველოში ქალებისთვის მთავარ გამოწვევას ბიზნესის წარუმატებლობა წარმოადგენს (41%).
- ქალებისმფლობელობაშიარსებულბიზნესსკონკურენციასთანდადაფინანსებისმოსაზიდად უწევსბრძოლა. მეწარმე ქალები ისეთი გამოწვევების წინაშე დგანან, როგორიცაა მაღალი კონკურენცია (40%), კაპიტალის მოზიდვა (32%) და არახელსაყრელი ბიზნესპირობები (31%). საქართველოში რესპონდენტებმა განაცხადეს, რომ ბიზნესის დაწყებისა და წარმართვისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა მაღალი კონკურენციაა (36%), რომლის შემდეგ ინვესტიციების მოპოვება და დაფინანსება მოდის (36%).
- მეწარმექალებსსურთისწავლონბიზნესისწარმოება ონლაინ. რესპონდენტებს სურთ შეიძინონ დამატებითი დაფინანსების მოპოვების (47%), ციფრული მარკეტინგისა და სოციალური მედიის მართვის (37%), ელექტრონული კომერციისა (24%) და საერთაშორისო ბიზნესის განვითარების (21%) უნარები. საქართველოში მეწარმე ქალებს ყველაზე მეტად შემდეგი უნარების გაუმჯობესება სურთ: დამატებითი დაფინანსების მოპოვება (52%), ელექტრონული მარკეტინგი და სოციალური ქსელების მართვა (42%) და საერთაშორისო ბიზნესის განვითარება (25%).
- ქალი მეწარმეები თანამშრომლებისა და მიმწოდებლების ანაზღაურებას ნაღდი ფულით უზრუნველყოფენ, თუმცა მომხმარებლებს POS ტერმინალებით გადახდის მეთოდსაც სთავაზობენ.
მეწარმე ქალთა 42% ანგარიშსწორებას თანამშრომლებსა და მიმწოდებლებთან ნაღდი ფულით აწარმოებს, ხოლო 37% საბანკო ბარათით გადახდას ანიჭებს უპირატესობას. საქართველოში 22% იხდის ნაღდი ანგარიშსწორებით, ხოლო 45% საბანკო ბარათით გადახდას ირჩევს. რაც შეეხება მომხმარებლებს, მათ შორის ელექტრონული გადახდები ბევრად პოპულარულია: გამოკითხულთა 37%-მა განაცხადა, რომ მათი პროდუქტისა და მომსახურების საფასურის საბანკო ბარათით გადახდა ყველაზე გავრცელებული მეთოდია, ხოლო 42%-მა თქვა, რომ ურჩევნია, მომხმარებლებმა საბანკო ბარათით გადაიხადონ. შედარებისთვის, მეწარმე ქალთა 35%-მა თქვა, რომ მათი კლიენტები ნაღდი ფულით უფრო ხშირად იხდიან და მხოლოდ 28%-ს ურჩევნია, რომ კლიენტებმა ნაღდი ანგარიშსწორება გამოიყენონ. საქართველოში 40% საბანკო ბარათით გადახდას ანიჭებს უპირატესობას, და მხოლოდ 29% ნაღდ ანგარიშსწორებას ირჩევს.
Visa-ს და Emerging Europe-ის პარტნიორობის შემდგომი ეტაპის ამბიციური მიზნებია - რეგიონში ქალი მეწარმეების She's Next საზოგადოების ფარგლებში გაერთიანება, მათთვის საკომუნიკაციო პლატფორმის უზრუნველყოფა, რაც გამოცდილების გაზიარებასა და მათი ბიზნესის ჰორიზონტის გაფართოებას შეუწყობს ხელს.
###
Visa-ს შესახებ
Visa (NYSE:V) მსოფლიო ლიდერი ციფრული გადახდების სფეროში. Visa 200-ზე მეტ ქვეყანაში ამუშავებს ტრანზაქციებს, კერძოდ მომხმარებლებს, ბიზნესს, ფინანსურ ინსტიტუტებსა და სამთავრობო ორგანიზაციებს შორის. ჩვენი მისიაა, დავაკავშიროთ მსოფლიო ინოვაციური, მოსახერხებელი, საიმედო და უსაფრთხო გადახდების ქსელის მეშვეობით, რომელიც ინდივიდუალური პირების, ბიზნესისა და ეკონომიკის კეთილდღეობას უწყობს ხელს. ჩვენ გვჯერა, რომ ეკონომიკაში ხელმისაწვდომობის გაფართოება ყველასთვის, ქმნის საფუძველს მთელს მსოფლიოში ადამიანთა კეთილდღეობისთვის და მომავალში ფულის გლობალური მოძრაობის საწინდარია. გაიგეთ მეტი ვებგვერდზე visa.com.ge
ევროპის განვითარების (Emerging Europe) შესახებ
Emerging Europe არის ლონდონში დაფუძნებული განვითარების ცენტრი, რომელიც საშუალებას აძლევს სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებს განვითარდნენ და გაფართოვდნენ საერთაშორისო დონეზე. ჩვენი მისიაა მდგრადი განვითარების ხელშეწყობა მომავლის ევროპაში. ჩვენ საუკეთესო პარტნიორობას ვუწევთ მათ, ვისაც რეგიონში ბიზნესის წარმოება ან განვითარება სურს. სიღრმისეული ანალიზის, ბაზრის, კვლევის, პროგრამებისა და მიმზიდველი კონტენტის მეშვეობით, ჩვენ ვეხმარებით ბიზნესს, მთავრობებს და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს განვითარებაში. ჩვენ ვთავაზობთ მათ ზუსტ ანალიზს, წვდომას ძირითად დაინტერესებულ მხარეებთან და მონაცემებთან, რათა მიიღონ სწორი ბიზნეს გადაწყვეტილებები. ჩვენი ონლაინ პლატფორმა, Emerging Europe, არის რეგიონის შესახებ მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ინგლისურენოვანი ანალიზის წყარო.