ჩინეთის მაშველების სპეციალური სამაშველო ჯგუფი თურქეთში გაემგზავრა
ჰანჯოუ, 7 თებერვალი (სინხუა) - ჩინეთის არასამთავრობო სპეციალური სამაშველო ჯგუფი სამშაბათს დილით გაფრინდა ჰანჯოუდან, ჟეჯიანგის პროვინცია, /აღმოსავლეთ ჩინეთი/, რათა შეუერთდნენ და ჩაერთონ თურქეთში მიწისძვრის სალიკვიდაციო სამუშაოების წარმოების პროცესში.
ამ გუნდში შედის მიწისძვრის შემსწავლელი რვა ექსპერტი, სამაშველო ჯგუფიდან. ისინი თურქეთის მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ რაიონებში ოთხშაბათს შუადღისას ჩავლენ.
ჩინეთის სამაშველო ჯგუფი მისიის დროს გამოიყენებს მოწინავე სამძებრო-სარადარო სისტემის დეტექტორებს, სპეციალურ სამაშველო აღჭურვილობას და სამძებრო-სამაშველო ძაღლებს, განაცხადა გუნდის ლიდერმა ჰე ჯუნმა გამგზავრებამდე.
„ჩასვლისთანავე ჩვენ ვითანამშრომლებთ ადგილობრივ სამაშველო ჯგუფებთან და სხვა საერთაშორისო სამაშველო ძალებთან, რათა ხალხი ნანგრევებიდან რაც შეიძლება სწრაფად გამოვიხსნათ“, - აღნიშნა ჰე ჯუნმა.
გუშინ თურქეთის, ქაჰრამანმარაშის პროვინციაში მომხდარი 7,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად ბოლო მონაცემებით დაღუპულთა რიცხვი 4 ათასამდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების სამმართველო (AFAD) ავრცელებს. მათივე განცხადებით, მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა რიცხვი კი 20 ათას 426-მდე გაიზარდა.
შეგახსენებთ, რომ თურქეთში გუშინ ადგილობრივი დროით 04:17 საათზე ქაჰრამანმარაშის პროვინციის, ფაზარჯიქის რაიონში 7,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრამ ათამდე ქალაქი და მრავალი რაიონი დააზარალა.
"ვუერთდები საყოველთაო წუხილსა და გლოვას თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის გამო"-კახა ოქრიაშვილი
მეათე მოწვევის პარლამენტის 2023 წლის საგაზაფხულო სესია გაიხსნა
საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა. რეგისტრაცია 100-მა დეპუტატმა გაიარა.
საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარული სხდომა პოლიტიკური განცხადებებით დაიწყო.
საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად და პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით, პარლამენტი წელიწადში ორჯერ, - საგაზაფხულო და საშემოდგომო სესიებზე იკრიბება.
ირაკლი ღარიბაშვილმა ტოივო კლაართან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილა
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარესთან ტოივო კლაართან და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში გაეროსა და ეუთოს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.
ფარნების ფესტივალი – დღესასწაული, რომელიც ჩინური ახალი წლის დასასრულზე მიგვანიშნებს
მთვარის კალენდრით პირველი თვის მე-15 დღეს, ჩინური ახალი წლიდან ორი კვირის შემდეგ, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტრადიციული ჩინური დღესასწაული, ჩინური ფარნების ფესტივალი (იუენ სიაო ძიე – 元宵节) აღინიშნება. იგი აღნიშნავს ახალი წლის პირველ სავსემთვარეობას და ჩინური ახალი წლის (გაზაფხულის ფესტივალის) პერიოდის დასასრულს. 2023 წლის ჩინური ფარნების ფესტივალი 5 თებერვალს აღინიშნება.
ფარნების ფესტივალის მნიშვნელობა
ჩინური ახალი წელი, რომელსაც ჩინეთში გაზაფხულის ფესტივალსაც უწოდებენ, გაზაფხულის სეზონის დასაწყისს აღნიშნავს. ფარნების ფესტივალი კი ამ დღესასწაულების ბოლო დღეს წარმოადგენს. ამ უკანასკნელის დასრულების შემდეგ ჩინური საახალწლო ტაბუ აღარ მოქმედებს და ყველა საახალწლო დეკორაცია იშლება. არდადეგები სრულდება, ხალხი სამსახურში ბრუნდება ან სწავლას აგრძელებს.
ფარნების ფესტივალის წარმოშობა და ისტორიები
ჩინური ფარნების ფესტივალის ისტორია 2000 წელზე მეტს ითვლის. ფესტივალის წარმოშობის შესახებ მრავალი ისტორია არსებობს, თუმცა ორი მათგანი განსაკუთრებით პოპულარულია:
წარმოშობის ისტორია 1: ბუდისტური ზეიმი
აღმოსავლეთ ხანის დინასტიის (25–220) მმართველობის დასაწყისში, იმპერატორი ხანმინგი ბუდიზმის დამცველი იყო. მან გაიგო, რომ ზოგიერთი ბერი თავიანთ ტაძრებში ბუდასადმი პატივისცემის გამოსახატავად მთვარის კალენდრით პირველი თვის მეთხუთმეტე დღეს ფარნებს ანთებდა. ამიტომ მან ბრძანა, რომ იმ საღამოს ყველა ტაძარში, სახლსა და სამეფო სასახლეში ფარნები აენთოთ. მას შემდეგ, ეს ბუდისტური ჩვეულება თანდათანობით ჩინელ ხალხში დიდებულ ფესტივალად იქცა.
წარმოშობის ისტორია 2: ხრიკი უ ტის რისხვის ასაცილებლად
ლეგენდის თანახმად, ღვთაება უ ტი განარისხა რამდენიმე სოფლის მცხოვრების მიერ მისი საყვარელი ფრინველის მკვლელობამ, რის გამოც მან მთვარის კალენდრით წლის მეთხუთმეტე დღეს მთელი სოფლის ცეცხლით განადგურება გადაწყვიტა. მამის განზრახვამ ქალიშვილი შეაშფოთა. კეთილმა ქალიშვილმა კი სოფლის მცხოვრებლები მოსალოდნელი უბედურების შესახებ წინასწარ გააფრთხილა.
მაშინ ერთმა ბრძენმა სოფლის მოსახლეობას ურჩია წითელი ფარნები ჩამოეკიდათ, რათა უ ტისთვის შეექმნათ შთაბეჭდილება თითქოს სოფელი უკვე ცეცხლის ალში იყო გახვეული, რამაც საბოლოოდ სოფელი გადაარჩინა. მას შემდეგ, ყოველი წლის მეთხუთმეტე დღეს წითელი ფარნების ჩამოკიდება ტრადიციად იქცა.
როგორ აღნიშნავენ ჩინელები ფარნების ფესტივალს?
იუენ სიაო ძიეს დროს ყველაზე პოპულარული აქტივობებია: ფარნებით ტკბობა, ფარნების გამოცანების გამოცნობა, თანგიუენის (იუენსიაოს) ჭამა და ლომისა და დრაკონის ცეკვის ყურება.
-
ფარნებით ტკბობა
ცხადია, ფარნები ფესტივალის განუყოფელი ნაწილია. ჩინეთში ფესტივალის დროს მათ ყველგან შეხვდებით სახლებში, სავაჭრო ცენტრებში, პარკებსა და ქუჩებში. ტრადიციულად, ისინი წითელი ფერისაა.
განათებული ფარნები „ნათელი მომავლის“ სიმბოლოა. მანდარინის დიალექტზე ჩინური სიტყვა ფარანი (灯 dēng) იმავენაირად გამოითქმის, როგორც 丁 dīng, რაც “ახალშობილი ბავშვის გაჩენას” ნიშნავს, ასე რომ, ცალკეულ შემთხვევებში თაივანში ფარნების დაკიდება შესაძლებელია წყვილებისთვის შვილის ყოლის სურვების გამოხატულებაც კი იყოს.
-
ფარნების გამოცანების გამოცნობა
სონგის დინასტიის დროს (960–1279) დაწყებული ფარნებზე ჩამოკიდებული გამოცანების გამოცნობა ფარნების ფესტივალის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და პოპულარული აქტივობა გახლავთ. ფარნების მფლობელები გამოცანებს წერენ ქაღალდის ნოტებზე და ფერად ფარნებზე აკრავენ. ხალხი კი მათ გარშემო იკრიბება გამოცანების გამოსაცნობად. თუ ვინმე ფიქრობს, რომ სწორი პასუხი იცის, შეუძლია ამოიღოს გამოცანა და ფარნის მფლობელთან მივიდეს, რათა შეამოწმოს პასუხი. თუ პასუხი სწორი აღმოჩნდება, როგორც წესი, პრიზად პატარა საჩუქარს მიიღებს.
-
თანგიუენის (იუენსიაოს) ჭამა
თანგიუენის (იუენსიაოს) ჭამა ფარნების ფესტივალის მნიშვნელოვანი ჩვეულებაა. თანგიუენი (汤圆 tāngyuán / ‘წვნიანი მრგვალი’), რომელსაც ჩრდილოეთში იუენსიაოს უწოდებენ, ტკბილ წვნიანში მოხარშული წებოვანი ბრინჯის ბურთულებია. სიმბოლურად ‘გაერთიანებისა’ და ‘სისრულის’ მნიშვნელობა აქვს.
-
ლომისა და დრაკონის ცეკვების ყურება
როგორც ორი ყველაზე გამორჩეული ტრადიციული ხალხური ცეკვა ჩინეთში, დრაკონისა და ლომის ცეკვა ფარნების ფესტივალზე ყველაზე ხშირად სრულდება.
ჩინელები (ტრადიციულად) ლომს სიმამაცისა და სიძლიერის სიმბოლოდ თვლიან და მიიჩნევენ, რომ მის გარეგნობას შეუძლია განდევნოს ბოროტება და დაიცვას ხალხი.
მეორეს მხრივ, ჩინელები თაყვანს სცემენ დრაკონს და მას წარმატების სიმბოლოდ აღიარებენ.
-
-
-
მასალა მოამზადა: მარი გიორგობიანმა
წყარო: https://sinomedia.ge/ჩინური-ფარნების-ფესტივალ/
ექსტერნატის გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო!
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ I-XII კლასების პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის მსურველთათვის რეგისტრაციისა და გამოცდების ჩატარების ვადები განსაზღვრა. მსურველი პირები გამოცდაზე დარეგისტრირებას 2023 წლის 7 თებერვლიდან 15 თებერვლის ჩათვლით შეძლებენ, ხოლო გამოცდები 2023 წლის 20 თებერვლიდან 7 მარტის ჩათვლით ჩატარდება. გამოცდაზე გასვლის უფლება აქვს პირს იმ შემთხვევაში, თუ მისი ასაკი შეესაბამება ან აღემატება ექსტერნის წესით დასაძლევი კლასის მოსწავლეთა ასაკობრივ ჯგუფს და მას დაძლეული აქვს წინმსწრები კლასის საგანმანათლებლო პროგრამა.
ექსტერნად რეგისტრაციის თაობაზე სრულწლოვანი დაინტერესებული პირი ან არასრულწლოვანი დაინტერესებული პირის კანონიერი წარმომადგენელი განცხადებას რეგისტრაციისთვის დადგენილ ვადებში აუცილებელ დოკუმენტაციასთან ერთად რესურსცენტრში წარადგენს შემდეგი წესის დაცვით:
I თუ პირი, რომელსაც სურს ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების მიღება, სწავლობს სკოლაში – განცხადება მიიღება იმ რესურსცენტრში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარეობს შესაბამისი სკოლა;
II თუ პირი არ სწავლობს სკოლაში – განცხადება მიიღება ნებისმიერ რესურსცენტრში, პირის სურვილის შესაბამისად.
გამოცდებზე რეგისტრაციის მიზნით რესურსცენტრისთვის წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხა:
ა) ექსტერნატის ფორმით განათლების მიღებაზე სრულწლოვანი დაინტერესებული პირის ან არასრულწლოვანი დაინტერესებული პირის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელშიც სავალდებულოა მითითებულ იქნას შემდეგი ინფორმაცია:
- ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველის სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია (მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი);
- ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების/სემესტრის, ასევე ცალკეულ კლასში/სემესტრში შემავალი საგანი/საგნები, რომელთა ექსტერნატის ფორმით დაძლევა სურს პირს;
- ენა, რომელზეც ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველს სურს ექსტერნატის გამოცდის ჩაბარება (ქართული, რუსული, აზერბაიჯანული, სომხური);
- უცხოური ენა/ენები, რომელშიც ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველს უნდა ჩაუტარდეს ექსტერნატის გამოცდა, ასეთის საჭიროების შემთხვევაში;
- ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული არჩევითი საგანი, რომლის ჩაბარებაც სურს ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების დაძლევის მსურველს;
ბ) ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების/სემესტრის ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდაზე რეგისტრაციის შემთხვევაში, დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პირის მიერ ზოგადი განათლების იმ კლასის/სემესტრის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ათვისებას, რომელიც წინ უსწრებს ექსტერნატის ფორმით დასაძლევ კლასს/სემესტრს.
დ) იმ შემთხვევაში, თუ პირმა განათლება საზღვარგარეთ მიიღო, შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც აღიარებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ე) საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასში/სემესტრში შემავალი საგნის/საგნების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდაზე რეგისტრაციის შემთხვევაში, სკოლის მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ პირმა ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასში/სემესტრში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა უნდა დაძლიოს ექსტერნატის ფორმით.
შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცხელ ხაზს: (995 32) 2 200 220.
თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება ჟურნალისტური საქმიანობის ვიზის მოთხოვნის შეჩერების შესახებ
თურქეთში მომხდარი მიწისძვრის გამო თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ჟურნალისტური საქმიანობის ვიზის მოთხოვნის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ამის თაობაზე საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზშია ნათქვამი.
„ქაჰრამანმარაშსა და მიმდებარე რაიონებში მომხდარ მიწისძვრასთან დაკავშირებული მოვლენების გაშუქების საკითხზე საერთაშორისო მედიის ინტერესის გათვალისწინებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციის დეპარტამენტმა მიიღო გადაწყვეტილება ჟურნალისტური საქმიანობის ვიზის მოთხოვნის შეჩერების შესახებ.
კერძოდ, მიწისძვრასთან დაკავშირებით საქართველოდან თურქეთში წასვლის მსურველმა ჟურნალისტებმა უნდა გააგზავნონ წერილი, ფოტოსურათი და პასპორტის ასლი შემდეგ ელ. მისამართზე: JLIB_HTML_CLOAKING “, - ნათქვამია საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პარიზი-2024-ის ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტა მარსელიდან დაიწყება
პარიზი-2024-ის საორგანიზაციო კომიტეტის ცნობით, მარსელი გახდება საფრანგეთის პირველი ქალაქი, რომელიც პარიზის ოლიმპიური თამაშებისთვის ოლიმპიურ ცეცხლს მიიღებს.
ოლიმპიური ცეცხლი ათენიდან აიღებს გეზს, ხმელთა შუა ზღვას ევროპის ერთ-ერთი უძველესი სამანძიანი ხომალდით - Le Belem (1896) გადაკვეთს და მარსელის პორტში შევა.
პარიზი XXXIII ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს 2024 წლის 26 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით.
თურქეთში მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2316-მდე გაიზარდა
თურქეთის ქაჰრამანმარაშის ფაზარჯიქის რაიონში მომხდარი 7,7 და ელბისტანის რაიონში 7,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2316-მდე გაიზარდა. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" წერს.
კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების სამმართველოს (AFAD) მიწისძვრის რისკის და შემცირების დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა ორჰან თათარმა განაცხადა, რომ მიწისძვრების შედეგად 2316 ადამიანი დაიღუპა და 13 ათას 293 ადამიანი დაშავდა.
მისივე თქმით, მიწისძვრის შედეგად 6217 შენობა დაინგრა და ნანგრევებიდან 7 ათას 340 ადამიანი ამოიყვანეს.
ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა ჯანდაცვის მინისტრთან ფაჰრეთინ ქოჯასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მათ შექმნეს საჰაერო დახმარების დერეფანი 17 თვითმფრინავით და რომ ისინი ცდილობდნენ ამ დერეფნის გამოყენებით რეგიონებში დახმარების მიწოდებას, AFAD-ისა და ჯანდაცვის პერსონალის ჩაყვანას.
კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების სამმართველოს (AFAD) განცხადებით, მიწისძვრის სიმძლავრე, რომელიც 04:17 საათზე მოხდა ქაჰრამანმარაშის ფაზარჯიქის რაიონში 7,7 მაგნიტუდა იყო.
სტიქიის შემდეგ, რამაც 10-ზე მეტი ქალაქი დააზარალა, მე-4 დონის განგაშის რეჟიმი ამოქმედდა, რომელიც საერთაშორისო დახმარებასაც მოიცავს.
დანგრეულ შენებობში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დაიწყო.
ჯგუფები მუშაობას ადგილზე აგრძელებენ.
ქაჰრამანმარაშის ელბისტანის რაიონში კიდევ ერთი 7,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 13:24 წუთზე მოხდა.