Items filtered by date: შაბათი, 04 თებერვალი 2023 - NEWSDAY GEORGIA

კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გაგზავნა მესიჯი, რომ „სანამ დასავლეთი უკრაინას იარაღს აწვდის, რუსეთი მაქსიმალურად გამოიყენებს თავის პოტენციალს“. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" წერს.

დ. პესკოვმა, სტალინგრადის ბრძოლაში გამარჯვების 80 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე პუტინის მხრიდან დასავლეთის მიმართ გაკეთებული განცხადებები შეაფასა.

„ეს (მესიჯი) ნიშნავს, რომ რუსეთს აქვს პოტენციალი და როგორც კი გამოჩნდება ახალი იარაღი, რომელიც მიწოდებულია კოლექტიური დასავლეთის მიერ, რუსეთი გამოიყენებს არსებულ ყველა პოტენციალს, რათა უპასუხოს სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში“, განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა.

შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ პუტინმა  სტალინგრადის ბრძოლაში გამარჯვების დღესთან დაკავშრებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა: „ევროპულ ქვეყნებს, მათ შორის გერმანიას, რუსეთთან ახალ ომში აქცევს. ისინი ველზე რუსეთზე გამარჯვებას ელიან, აშკარად არ ესმით, რომ რუსეთთან თანამედროვე ომი მათთვის სრულიად განსხვავებული იქნება. ჯავშანტექნიკის გამოყენება არ მოაგვარებს საქმეს, ეს ყველამ უნდა გაიგოს“.

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ბათუმი, 2023 წლის 2-3 თებერვალი - ყაზახეთის რესპუბლიკის ელჩი მალიკ მურზალინი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის დროს შეხვდა მოვალეობის შემსრულებელს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს ჯაბა ფუტკარაძეს.
მისასალმებელი სიტყვის დროს ქართველმა პოლიტიკოსმა მიულოცა ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა და წარმატებები უსურვა მის საქმიანობაში. მან გამოხატა აჭარის რეგიონის მზადყოფნა, წვლილი შეიტანოს ქართულ-ყაზახური ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებაში ტურიზმის, ბიზნესისა და ჰუმანიტარული სექტორის სფეროებში.
მ. მურზალინმა მადლობა გადაუხადა თანამოსაუბრეს თბილი დახვედრისთვის. მან აღნიშნა ორმხრივი ურთიერთობების მაღალი პოტენციალი.
მხარეებმა განიხილეს რეგიონთაშორისი თანამშრომლობის საკითხები ლოგისტიკის, ტურიზმის, სამშენებლო და სოფლის მეურნეობის სექტორებში, ასევე საქმიანი კავშირების გაფართოება.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სატრანსპორტო და სატრანზიტო სექტორს, მათ შორის ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის გასწვრივ ტვირთების გადაზიდვის გააქტიურებას. საქონლის გადაზიდვის საზღვაო სეგმენტთან დაკავშირებით აღინიშნა ბათუმის საზღვაო ნავსადგურის ეფექტური საოპერაციო საქმიანობა. ამავდროულად, განხილულ იქნა ნავსადგურის ნავმისადგომებთან დამატებითი სარკინიგზო ხაზის მშენებლობის საკითხი.
თანამოსაუბრეები შეთანხმდნენ, განიხილონ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ყაზახეთის ერთ-ერთ რეგიონს შორის დაძმობილებული ქალაქების კავშირების დამყარების შესაძლებლობა.
შეხვედრამ თბილ და მეგობრულ გარემოში ჩაიარა.
გამოქვეყნებულია პოლიტიკა

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« February 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური