Items filtered by date: პარასკევი, 03 თებერვალი 2023 - NEWSDAY GEORGIA

2011 წლიდან დღემდე, „ფონდი ნატახტარი“ 1 042 593 ლარით 660-მდე მოზარდსა და ახალგაზრდას  დაეხმარა. შედეგად ასობით მზრუნველობამოკლებულმა ახალგაზრდამ დამოუკიდებლად ცხოვრება დაიწყო და ბევრი წარმატებულ კარიერასაც აშენებს. ამ ყველაფერს კი უზრუნველყოფს „ფონდი ნატახტარის“ 3 ძირითადი პრიორიტეტი: განათლება, დასაქმება და ფსიქოლოგიური მხარდაჭერა.

11 წლის განმავლობაში, „ფონდმა ნატახტარმა“ რესურსები იმ საჭიროებებზე გადაანაწილა, რაც თითოეული ახალგაზრდისთვის აქტუალური იყო. ამ ხნის განმავლობაში, ფონდის დახმარებით:

  • 340-მა ახალგაზრდამ მიიღო პროფესიული განათლება
  • 72-მა ახალგაზრდამ მიიღო უმაღლესი განათლება ან ამჟამად სწავლობს უმაღლეს სასწავლებლებში
  • 220-ზე მეტმა ახალგაზრდამ შეისწავლა ხელობა და გაიარა სტაჟირება სხვადასხვა მიმართულების ოსტატთან
  • 660-მა ახალგაზრდამ მიიღო ფსიქოლოგის ინდივიდუალური მომსახურება

დღეის მონაცემებით, პროექტში ჩართული ახალგაზრდების 90% მუშაობს, მათგან 60%-ზე მეტი კი სტაბილურად არის დასაქმებული. „ფონდი ნატახტარის“ 2022 წლის საჭიროებები, რესურსები და ანგარიში ასე გამოიყურება:

 

მთლიანობაში 2022 წელს ასოციაციის „ჩვენი სახლი - საქართველო“ კოორდინაციით, მომსახურება 20 ახალგაზრდას გაეწია. ოცივე იღებდა ინტენსიურ ფსიქოლოგიურ კონსულტაციას, 6 ახალგაზრდას უტარდებოდა ხანგრძლივი ფსიქოთერაპია, ხოლო 7-მა ისარგებლა ფსიქოდიაგნოსტირებით. გასულ წელს 13 ახალგაზრდას ერიცხებოდა სტიპენდია დამოუკიდებელი ცხოვრების მხარდაჭერის მიზნით. 1 დაფინანსდა კოლეჯში სიარულის მიზნით გზის თანხით. 3 ახალგაზრდა უზრუნველყოფილი იქნა ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით. გარდა ამისა, მათ ჩაუტარდათ სამედიცინო დიაგნოსტირება და მკურნალობა. 2 აბიტურიენტი დაფინანსდა ეროვნული გამოცდებისთვის მომზადების მიზნით. თითოეული მათგანი ემზადებოდა 3 საგანში.

საბოლოო ჯამში, „ფონდი ნატახტარის“ საქმიანობის შედეგად, 2022 წელს ფონდის ბენეფიციარი ორივე აბიტურიენტი გახდა სტუდენტი (დაწყებითი საფეხურის საბაკალავრო პროგრამა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი). მნიშვნელოვანია, რომ 20 ბენეფიციარიდან 15 დასაქმდა და წლის განმავლობაში 4 ბენეფიციართან ასოციაციამ დაასრულა მუშაობა, რადგან მათ ფონდის დახმარებით უკვე შეძლეს დამოუკიდებლად ცხოვრების დაწყება.

 „ფონდი ნატახტარი“ დაფუძნდა 2011 წელს და მისი მიზანია მზრუნველობამოკლებული მოზარდების და სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების მომზადება დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, რაც გულისხმობს მათ მხარდაჭერას განათლების მიღებასა და დასაქმებაში. პროექტი ხორციელდება გამოცდილი არასამთავრობო ორგანიზაცია ასოციაცია „ჩვენი სახლი – საქართველოსთან“ პარტნიორობით. ახალგაზრდების დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადების პროცესში მნიშვნელოვანია მათთვის ფსიქოლოგიური მომსახურების გაწევა: ფსიქოკონსულტირება, ფსიქოდიაგნოსტირება და, საჭიროების შემთხვევაში, ფსიქოთერაპია. თითოეული ახალგაზრდისთვის თანხა მისი ინდივიდუალური საჭიროებების შესაბამისად გამოიყოფა. პროექტის ფარგლებში, ბენეფიციართა დახმარების სახეებია: საცხოვრებლით უზრუნველყოფა, პროფესიული თუ უმაღლესი განათლების მიღების მხარდაჭერა, კომუნალური ხარჯების დაფარვა, მგზავრობის თანხის გადახდა, სახელმძღვანელოებისა და ყოველდღიური საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენა, სამედიცინო კვლევებისა და მკურნალობის დაფინანსება, მედიკამენტების შეძენა და სხვ.

გამოქვეყნებულია ეკონომიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან და მის მოადგილეებთან სამუშაო თათბირი გამართა.

შეხვედრაზე სამინისტროს 2023 წელს განსახორციელებელი გეგმები და ძირითადი მიმართულებები განიხილეს. ყურადღება დაეთმო ,,საქართველოს განვითარების სტრატეგია – ხედვა 2030-ის” იმპლემენტაციის დინამიკას.

აღინიშნა, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ, მათ შორის, სამინისტროს ქვემდებარე პროგრამების ფარგლებში, 2023 წელს განსახორციელებელი 5600 პროექტისათვის გათვალისწინებულია 3 მილიარდ 600 მილიონი ლარი.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა და მოადგილეებმა მთავრობის მეთაურს მიაწოდეს ინფორმაცია ყველა იმ ძირითად პროგრამასა და პროექტზე, რომელიც მიმდინარე წლის განმავლობაში განხორციელდება.
სამუშაო თათბირზე აღინიშნა, რომ სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად საგზაო ინფრასტრუქტურა, კერძოდ კი ქვეყნის მაგისტრალური გზების განვითარება რჩება. 2023 წელს გაგრძელდება 207 კმ მაგისტრალური გზის მშენებლობა. სულ, 2023 წელს მაგისტრალური გზების მშენებლობის მიმდინარე პროექტების ღირებულება შეადგენს 6.5 მილიარდ ლარს.
2023 წელს ასევე აქტიურად გაგრძელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის განვითარება, რომელიც შუა დერეფნის მნიშვნელოვანი ნაწილია. ამჟამად, სამუშაოები მიმდინარეობს მაგისტრალის 108 კმ-ზე. მათ შორის, გამორჩეულია რიკოთის საუკუნის პროექტი, რომლის მთლიანი პროგრესი, საშუალოდ 73%-ია. ამჟამად რიკოთის 51 გვირაბიდან გაჭრილია 41 გვირაბი, 97 ხიდიდან აშენებულია 63 ხიდი და პროექტის ძირითადი მონაკვეთების დასრულება დაგეგმილია 2023 წლის ბოლოს.
2023 წელს სამტრედია-გრიგოლეთის უკვე გახსნილ 24 კმ-იან მონაკვეთს დაემატება ახალი მონაკვეთი და ექსპლუატაციაში შევა სამტრედია-გრიგოლეთის კიდევ 13.5 კმ-იანი მონაკვეთი, რაც ზესტაფონიდან (არგვეთას კვანძიდან) ლანჩხუთამდე, 86 კმ-იანი 4 ზოლიანი ჩქაროსნული მაგისტრალური გზით გადაადგილების საშუალებას მოგვცემს. ამასთან, გაგრძელდება სამუშაოები სამტრედია-გრიგოლეთის მე-3 ლოტის 12 კმ-იან მონაკვეთზე.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

„პაციენტების სიცოცხლის გადასარჩენად აუცილებელია თანაბარი და უწყვეტი ხელმისაწვდომობა ონკოლოგიურ მკურნალობაზე“ 

4 თებერვალს, 12:00 საათზე, სასტუმრო რადისონ ბლუ ივერიაში, კიბოს მსოფლიო დღესთან დაკავშირებით გაიმართება პრესკონფერენცია თემაზე: „კიბოს დავამარცხებთ ერთად - მოქმედების დროა!“. ღონისძიება კამპანიის „სრულფასოვანი მკურნალობა - უწყვეტი ზრუნვა“ ფარგლებში იმართება, რომელის მიზანს საქართველოს ყველა მოქალაქისთვის  ონკოლოგიურ სერვისებზე თანაბარი და სრული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა წარმოადგენს.

პრესკონფერეციაზე მოწვეულები არიან პაციენტები, მედიის, ბიზნესისა და სამთავრობო სტრუქტურის წარმომადგენლები. შეხვედრა კავკასიის ონკოსაზოგადოება H.O.P.E-ისა და პაციენტთა ორგანიზაცია „ევროპა დონა საქართველოს“ ეგიდით იმართება.

დაგეგმილია  საქართველოში კიბოს მართვის მიმართულებით დღეს არსებული ხარვეზების გაანალიზება. იმსჯელებენ  ისეთ საკითხებზე, როგორიცაა, როგორი არის ონკოლოგიურ სერვისებზე წვდომა საქართველოში, რა ხარვეზებია საყოველთაო პროგრამის ფარგლებში, ასევე კერძო დაზღვევის  მქონე  ონკოპაციენტების მკურნალობაში, რა არის საჭირო ონკოლოგიურ სერვისებზე სრულფასოვანი და თანაბარი ხელმისაწვდომობის შესაქმნელად, როგორ ამოვავსოთ ონკოლოგიაში არსებული ხარვეზები და გავხადოთ მკურნალობა სრულყოფილი, ზრუნვა უწყვეტი და აშ. მნიშვნელოვანია, რომ ონკოლოგიური პაციენტების სიცოცხლის გადარჩენისათვის აუცილებელი სამკურნალო და სამედიცინო სერვისები თანაბრად  იყოს ხელმისაწვდომი თითოეული მოქალაქისთვის, განურჩევლად დიაგნოზის, გეოგრაფიული მდებარეობის, სოციალური სტატუსის, მატერიალური მდგომარეობისა და მათი წარმომავლობისა

შეგახსენებთ, რომ პაციენტთა ორგანიზაციამ „ევროპა დონა საქართველო“ ონკოლოგიური დაავადების მქონე პაციენტების მკურნალობის სრული და თანაბარი ხელმისაწვდომის მხარდამჭერი ონლაინ პეტიცია შეიმუშავა.  ისინი მიმართავენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, შექმნას თანაბარ და სრული ხელმისაწვდომობა კიბოს  მკურნალობაზე საქართველოში მცხოვრები პაციენტებისთვის! კერძოდ, რადგან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი ლიმიტი ძალიან ბევრი სიმსივნის სამკურნალოდ არასაკმარისია, აუცილებელია მოხდეს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ონკოლოგიური პაციენტებისთვის მკურნალობის დაფინანსება პერსონალიზებული მიდგომით, მათი დიაგნოზიდან გამომდინარე და ასევე რადგან  კერძოდაზღვევაარფარავსონკოლოგიურმკურნალობას, მოხდეს საყოველთაო ჯანდაცვის ონკოლოგიური პაკეტის აღიარება ქვეყანაში სავალდებულო ბაზისურ  ონკოლოგიურ პაკეტად კერძო დაზღვევისთვისაც, რაცაღმოფხვრისსაქართველოსმოქალაქეებისთვისონკოლოგიურ  სერვისებზეწვდომისუთანასწორობას.  პეტიცია დასრულდა, რომელსაც მხარი 6000-მა ხელმომწერმა დაუჭირა: https://bit.ly/3hK8qgW. ასევე, კიბოს მსოფლიო დღესთან დაკავშირებით და კამპანიის მხარდასაჭერად, ცნობილი სახეების, ექიმების, პაციენტებისა და მხარდამჭერების მონაწილეობით მომზადდა ვიდეორგოლი, რომლის პრეზენტაციაც შეხვედრაზე შედგება.

4 თებერვალს მთელ მსოფლიოში კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა ღინიშნა. ეს არის გლობალური ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს კიბოსგან გამოწვეული ზიანის შემცირებას და ონკოლოგიურ სერვისებზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას თითოეული პაციენტისთვის. ინიციატივის ფარგლებში, სხვადასხვა ქვეყანაში ხორციელდება კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლება, ხარვეზების გამოვლენა და მათი გადაჭრის გზების მოძიება სახელმწიფოს და ბიზნეს სექტორის ურთიერთთანამშრომლობის გზით. აღსანიშნავია, რომ კიბოს მართვის მიმართულებით, მთელ მსოფლიოში არსებობს გარკვეული ხარვეზები, რომელიც საჭიროებს დროულ რეაგირებას. საქართველოში მთავარ გამოწვევად ამ ეტაპამდე არათანაბარი და არასრულფასოვანი მკურნალობა რჩება.

ინფორმაცია დაავადების შესახებ

არაგადამდებ დაავადებათა შორის, დღეისათვის, კიბო წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ დაავადებასა და სიკვდილობის გამომწვევ უმთავრეს მიზეზს. ყოველწლიურად, მსოფლიოში 10 მილიონამდე ადამიანი იღუპება კიბოს დიაგნოზით. ეს რიცხვი აღემატება ერთად აღებული შიდსით, მალარიითა და ტუბერკულოზით გამოწვეული სიკვდილობის რიცხვს. ექსპერტების პროგნოზის მიხედვით, 2030 წლისთვის კიბოთი სიკვდილობის ზრდა მოსალოდნელია 13 მილიონ შემთხვევამდე, თუ ჩვენ არ მივიღებთ შესაბამის ზომებს ახლავე.

მსოფლიო მონაცემებით კიბოს სიკვდილიანობის 65% მოდის ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში. ამდენად ეს პრობლემა ძალზედ აქტუალურია ჩვენი ქვეყნისთვის.  კიბოს 1/3-ზე მეტი შემთხვევის პრევენცია შესაძლებელია. შემდეგი 1/3 შემთხვევებისა შესაძლებელია განკურნებულ იყოს სწორი მკურნალობის შედეგად თუ მისი აღმოჩენა მოხერხდება ადრეულ სტადიაზე. სამედიცინო სერვისებზე თანაბარი ხელმისაწვდომობით, სწორი პრევენციული სტრატეგიების იმპლემენტაციით, ადრეული აღმოჩენით, სწორი დიაგნოსტიკური კვლევებითა და სწორი სამკურნალო მიდგომების მეშვეობით, ჩვენ შეგვიძლია ყოველწლიურად მილიონობით სიცოცხლე გადავარჩინოთ.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, მსოფლიო ორგანიზაციებმა, როგორებიცაა, გაერთიანებული ერებისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციები, კიბო მიიჩნიეს როგორც უკიდურესად აუცილებელი გლობალური პრობლემა და მათ განაწესში კიბოსთან ბრძოლამ დაიკავა მნიშვნელოვანი ადგილი.  მათ შორის, საქართველოში ყოველწლიურად ყველა ლოკალიზაციის კიბოს შემთხვევების რაოდენობა მერყეობს 9500-11000 ფარგლებში. ინციდენტობის მაჩვენებელი 100000 მოსახლეზე 258-ს. ახალი შემთხვევების 70% რეგისტრირებულია ყველაზე შრომისუნარიან ასაკობრივ ჯგუფში 30-70 წლამდე.

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა

მეგაშოუ „ვოისი საქართველოს“ გამარჯვებული ირუ ხეჩანოვი გახდა. გამარჯვებული მაყურებელთა ხმების რაოდენობით გამოვლინდა.

ვოისის“ ფინალისტები იყვნენ – გიორგი დათიაშვილი, თაკო კაკალაშვილი, თინა დათიკაშვილი, ლიკა სირაძე, ლიკუნა თუთისანი, ანკა თათარაშვილი, ირუ ხეჩანოვი, კახა ასლამაზაშვილი.

მეგაშოუს გამარჯვებული ირუ ხეჩანოვი საქართველოს ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე წარადგენს.

მაყურებელთა ხმები ასე გადანაწილდა:

 

გამოქვეყნებულია კულტურა
ბათუმი, - 2 თებერვალს ყაზახეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში მალიკ მურზალინი ბათუმის ნავთობტერმინალის და ბათუმის საზღვაო პორტის მუშაობას გაეცნო.
შეხვედრისას ყაზახეთის ეროვნული კომპანიების ხელმძღვანელებმა - ბათუმის ნავთობტერმინალის გენერალურმა დირექტორმა ფარჰატ ტაშიბაევმა და ბათუმის საზღვაო პორტის გენერალურმა დირექტორმა ულან ტლეუგალიმ ელჩს გააცნეს მიმდინარე პროექტები და პრობლემური საკითხები, ასევე აღნიშნული ობიექტების შემდგომი განვითარების პერსპექტივები.
აცნობეს, რომ ყაზახური მხარე აჭარის ხელმძღვანელობასთან ერთად რკინიგზის სადგურიდან პორტის ნავმისადგომებამდე დამატებითი სარკინიგზო ხაზის გაყვანის საკითხზე მუშაობს.
ელჩი ასევე გაეცნო პორტის ინფრასტრუქტურას და ნავთობპროდუქტების შენახვის ობიექტებს.
შეხვედრის დასასრულს მ.მურზალინმა ყაზახურ კომპანიებს წარმატებები უსურვა თავიანთ საქმიანობაში.
Батуми, 2 февраля 2023 года – Посол Республики Казахстан в Грузии Малик Мурзалин ознакомился с работой Батумского нефтяного терминала и Батумского морского порта.
В ходе встречи руководители казахстанских национальных компаний - генеральный директор Батумского нефтяного терминала Фархат Ташибаев и генеральный директор Батумского морского порта Улан Тлеугали проинформировали Посла о текущих проектах и проблемных вопросах, а также перспективах дальнейшего развития данных объектов.
Сообщили, что казахстанская сторона с руководством Аджарии прорабатывает вопрос строительства дополнительной железнодорожной ветки от ЖД станции до причалов порта.
Посол также ознакомился с портовой инфраструктурой и объектами хранения нефтепродуктов.
В завершение встречи М.Мурзалин пожелал казахстанским компаниям успехов в их деятельности.
გამოქვეყნებულია ეკონომიკა

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« February 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური