Items filtered by date: ხუთშაბათი, 02 თებერვალი 2023 - NEWSDAY GEORGIA

4 თებერვალი,  „სიდრის კლუბი ბაზალეთზე“ საბავშვო წიგნის კითხვის დღეა.  ამ დღეს კლუბში  მისულ  პატარებსსპეციალურად მათთვის მოწვეული მწერალი და ილუსტრატორი ლელა ცუცქირიძე დევიდ ლიამსის სახალისო წიგნცუდიმამაწარუდგენს. დევიდ უოლიამსის ეს მხიარული, ალაგ-ალაგ კი სევდიანი წიგნი გიამბობთ მამა-შვილზე, რომელიც უდრტვინველად უძლებს გაჭირვებას, ოღონდ კი ერთად იყვნენწიგნი განკუთვნილია 12-წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. ღონისძიებაზე მოსული თითოეული სტუმარი საჩუქრად წიგნის ერთ ეგზემპლიარს მიიღებს.

„სიდრის კლუბი ბაზალეთზე ყოველ შაბათ-კვირას იმართება სხვადასხვა სახის კულტურული, საგანმანათლებლო და შემეცნებითი საღამოები. ვზრუნავთ ადამიანების მათ შორის, პატარების განწყობაზე. ვცდილობთ მათ ყოველდღიურობისგან თავის დაღწევისა და განტვირთვისთვის სასიამოვნო გარემო შევუქმნათ.  4 თებერვალი „სიდრის კლუბი ბაზალეთზე“ წიგნის კითხვის დღედ გამოვაცხადეთ, სპეციალურად მოვიწვიეთ სტუმარი, რომელიც ჩვენთან მოსულ პატარებს გააცნობს საინტერესო მწერალსა და მის ნაწარმოებს, ვფიქრობ სახალისო იქნება და კმაყოფილები დარჩებიან. მსგავსი ტიპის ღონისძიებები ძალიანმნიშვნელოვანია წიგნის თუ ავტორთა პოპულარიზაციისთვის, განსაკუთრებით ამ დროში, როცა წიგნის მიმართ ნაკლები ინტერესია,- განმარტავს „სიდრის კლუბი ბაზალეთზე“ დამფუძნებელი ზაალ ხელაძე.

 დევიდ უილიამსის წიგნი “ცუდი მამა” სათაურიდანვე გარკვეულ ინტრიგას აჩენს, რატომ აირჩია მსოფლიო ბესტსელერების ავტორმა ეს სათაური, იქნებ იმიტომ, რომ უფრო მეტი ინტერესი გამოიწვიოს მკითხველებში,  მართლა ცუდ მამაზეა წიგნი თუ პირიქით, კარგ მამაზე, ეს წიგნის წაკითხვის შემდეგ გახდება ცნობილი. წიგნი ძალიან  საინტერესოა არა მარტო შინაარსით, არამედ დიზაინითაც და დასურათებულია  უხვი, გრაფიკული ილუსტრაციებით. “ცუდი მამა” მარტივი, სახალისო ენითაა დაწერილი და ერატი ამოწუნთქვით იკითხება, რაც მნიშვნელოვანია საბავშვო ლიტერატურაში. რას გვასწავლის წიგნი? მარადიულ ღირებულებებს- თანადგომას, სიყვარულს და მეგბრობას, განსაკუთრებით, ოჯახის წევრებს შორის. ასე რომ ყველას ვურჩევ მის წაკითხვას - როგორც მოზარდებს, ასევე უფროსებს. წიგნის კითხვა და ზოგადად, წიგნიერება აუცილებელია მოზარდებისთვის, მათი თვალსაწიერის გაფართოებისთვის, ფანტაზიის, კოგნიტური და შემოქმედებითი უნარების განვითარებისთვის. ასეთი ღონისძიებები კი, რომელიც დწტვირთული იქნება სახალისო და საინტერეეო აქტივობებით, წიგნის მიმართ ინტერესს დააბრუნებს. ვფიქრობ, რომ საკმაოდ საინტერსო და სახალისო შეხვედრა იქნება, ომელსაც აუცილებლად ექნება უკუკავშირიბავშვებისგან,“ - აღნიშნავს ლელა ცუცქირიძე.

მასპინძლობა „სიდრის კლუბი ბაზალეთზე“  ამით არ დასრულდება, წიგნის კითხვის შემდეგ პატარებს ელოდებათ სამაგიდო თამაშები. მშობლები კი შეძლებენ სიდრის კლუბის მყუდრო გარემოში ისიამოვნონ შუშხუნა სიდრითა და მრავალფეროვანი, ორგანული პროდუქტებით დამზადებული კერძებით. საღამოს კი,  დიჯეი და პროდიუსერი GogiGunia  ფოლკლორისა და ელექტრონული ჟღერადობის ჰარმონიულ სინთეზს წარმოადგენს.

ღონისძიებაზე დასწრების ღირებულება ერთი ბავშვისთვის - 15 ლარი.

გთხოვთ წინასწარ დაგვიკავშირდეთ მაგიდის დასაჯავშნად ნომერზე + 995 599 14 24 11

 სიდრის კლუბი ბაზალეთზე  მწვანე იდეოლოგიის მქონე ბიზნესია, რომლის ფლაგმანი პროდუქტია,  ნულოვანი ემისიის საწამოში ორგანული პრინციპებით მოპოვებული ხილის (ვაშლის, ჟოლო, ბროწეულიფეიხოა, მოცვი, კეხური, ალუბალი და სხვა.) წვენების ბუნებრივი ფერმეტაციის შედეგად წარმოებული დაბალალკოჰოლური სასმელი, შუშხუნა სიდრი და იქვე დამზადებული ორგანული საკვებია. კლუბი  ბაზალეთის ტბის სანაპირო ზოლში მდებარეობს, მწვანე ინჟინერინგის პრინციპებზე აგებულ, საქართველოში პირველ რეგისტრირებულ მწვანე შენობაში.

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი, პარლამენტარი კახა ოქრიაშვილი დღეს განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: "ისევ ეკონომიკაზე: NDI-ის კვლევებით, საქართველოს მოსახლეობის 20 % არის უმუშევარი. დასაქმებულების ჯამური რაოდენობის დაახლოებით 30 %-ს, თვიური შემოსავალი აქვს 500 ლარამდე, რაც არ შეიძლება ჩაითვალოს ღირსეულ ანაზღაურებად. ეს ხალხი, ფაქტობრივად, უფასოდ შრომობს. ისინი ვერ ჩაითვლებიან დასაქმებულებად.
ეს მარტივი მათემატიკაა, მოსახლეობის ნახევარი უმუშევარია - აი, ეს არის სიმართლე!
პრობლემა სრულად უნდა გააშიშვლო და დაინახო მთელი სიღრმე, რომ შეძლო მისი უკეთესად მოგვარება!", - ნათქვამია განცხადებაში.
გამოქვეყნებულია საზოგადოება

ჰარბინი, 1 თებერვალი (სინხუა) -- "ძალიან ლამაზი და საინტერესოა! მომეწონა!"ტაიანდაოს თოვლის ქანდაკების 35-ე გამოფენაზე ჰარბინში, /ჰეილონჯიანგის პროვინცია, ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთი/. ევგენი ისაევმა რუსეთიდან თავისი კამერით გადაიღო სხვადასხვა ხელოვნების მიერ შესრულებული დახვეწილი თოვლის ქანდაკებები. ამჟამად ჰარბინი მასპინძლობს ყინულისა და თოვლის 39-ე საერთაშორისო ფესტივალს, რომელიც გაიხსნა მიმდინარე წლის 5 იანვარს.

ამ ფესტივალის ფარგლებში მოეწყო მრავალი ღონისძიება, მათ შორის თოვლის ქანდაკებების გამოფენა კუნძულ ტაიანდაოზე / მზის კუნძული /. გამოფენის ორგანიზატორის თქმით, 1,54 მლნ კვადრატულ მეტრ ფართობზე წარმოდგენილი იყო 160-ზე მეტი ცალი თოვლის ქანდაკება, მათგან 27 - დიდი და საშუალო ზომის. 

"ზოგიერთ ნამუშევარში რუსული ელემენტებია. ჩვენ მოგვწონს", - ამბობს ე. ისაევი და დასძენს, რომ ამ გამოფენას თავის მეგობრებს ურჩევს, რომ მათაც ესტუმრონ, როცა შესაძლებლობა ექნებათ.

გამოქვეყნებულია ჩინეთი

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თურქეთში ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატში თურქ და აზერბაიჯანელ კოლეგებს ყარსში შეხვდა. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ თავდაცვის ძალების ადმინისტრაციაში განუცხადეს.

ჯუანშერ ბურჭულაძემ, თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა გენერალ-პოლკოვნიკმა ზაქირ ჰასანოვმა რეგიონული განვითარებისა და თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ერთობლივი სამხედრო წვრთნებისა და სწავლებების მნიშვნელობაზე, რაც კიდევ უფრო აახლოებს სამივე ქვეყნის სამხედროებს და აძლიერებს ურთიერთთავსებადობას. აღინიშნა თავდაცვის სფეროში სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატის მნიშვნელობა, რაც რეგიონში უსაფრთხოებასა და სტაბილურობას ემსახურება.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თურქეთში მრავალეროვნული სწავლების „ზამთარი 2023“ საპატიო სტუმართა დღეზე დასასწრებად არის მიწვეული. თურქეთი ფართომასშტაბიან ზამთრის სამხედრო სწავლებას ყარსის პროვინციაში მასპინძლობს. საერთაშორისო სწავლებაში 17 ქვეყანა მონაწილეობს, მათ შორის საქართველო, აზერბაიჯანი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, იტალია და სხვა. სწავლება მიზნად ისახავს ზამთრის პირობებში საბრძოლო უნარ-ჩვევების გაძლიერებას.

გამოქვეყნებულია სამხედრო
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა დღეს წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღნიშნა, რომელიც მიზნად ისახავს წიგნიერებისა და წიგნის კითხვის პოპულარიზაციის ხელშეწყობას.
ამ დღესთან დაკავშირებით, უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ამონარიდები წაიკითხეს სხვადასხვა ცნობილი მწერლის/პოეტის შემოქმედებიდან, მათ შორის გიორგი ლეონიძის, გელა ჩარკვიანის, ნინო ხარატიშვილის, ლადო ასათიანის, ჯონ დოს პასოსის და ჟორჟ ნაველის წიგნებიდან.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს ყოველწლიურად მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში თებერვლის პირველ ოთხშაბათს აღნიშნავენ.
 
ფოტოალბომი: https://bit.ly/3kTjXvr
გამოქვეყნებულია განათლება

ათასწლეულის ფონდი აცხადებს ათასწლეულის ინოვაციის კონკურსს 2023 წლისთვის.

კონკურსის პირველ ადგილზე გასული გუნდი 2024 წლის ზაფხულში გაემგზავრება ამერიკის შეერთებულ შტატებში და მონაწილეობას მიიღებს NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის ბანაკში. მეორე ადგილზე გასულ გუნდს, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, აშშ-ში სტენფორდის უნივერსიტეტის iD Tech ბანაკში გააგზავნის, ხოლო მესამე ადგილზე გასული გუნდი, ლიბერთი ბანკის დაფინანსებით, შვეიცარიაში ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრს მოინახულებს.
წელს, პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებს, რომლებიც დაბადებულნი არიან 2006 წლის 2 აპრილიდან - 2010 წლის 1 აპრილის პერიოდში. კონკურსში მონაწილეობის მიღება შესაძლებელია გუნდურად. გუნდში წევრების მინიმალური რაოდენობაა ორი, ხოლო მაქსიმალური - ხუთი. კონკურსში მონაწილე გუნდებმა უნდა წარმოადიგონ მათ მიერ შექმნილი ინოვაციური პროექტები საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნოლოგიურ (STEM) დარგებში, ისეთ მიმართულებებში როგორიცაა: კოსმოსი და ავიაცია; რობოტექნიკა; გამოყენებითი ტექნოლოგიები და აპლიკაციები; გარემოს დაცვა; ჯანდაცვა და კვება.
„ვიწყებთ ათასწლეულის ინოვაციის კონკურსს 2023 წლისთვის. კონკურსი ემსახურება საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ტექნოლოგიებისადმი (STEM დარგები) ახალგაზრდების დაინტერესებას, ინოვაციური იდეებისა და პროექტების განხორციელების წახალისებას. კონკურსის მონაწილეთა უმეტესობა სწორედ STEM დისციპლინებში აგრძელებს განათლებას, რაც ვთვლით რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ამ დარგებშია მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალების დიდი მოთხოვნა“, - აღნიშნავს მაგდა მაღრაძე, ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი.
„ლიბერთისთვის დიდი პატივია ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის პარტნიორობა. წარმატებული ურთიერთთანამშრომლობა ყოველთვის ღირებულებათა თანხვედრას ეფუძნება. ვფიქრობთ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი საერთო მიზანი - ხელი შევუწყოთ ახალგაზრდებს ცოდნის მიღებასა და მომავლის პროფესიებისადმი დაინტერესებაში. ლიბერთის კორპორაციული პასუხისმგებლობის მთავარი მიმართულება განათლების მხარდაჭერაა და მომავალში კიდევ უფრო გავაძლიერებთ ნიჭიერი, სიახლეების მაძიებელი, რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების თანადგომას. - აცხადებს თამარ ზაქარიაძე, ლიბერთის კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი.
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი 2014 წლიდან ხორციელდება, აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით და მიზნად ისახავს უფროსკლასელებში ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების
2 / 2
შექმნის წახალისება. კონკურსში დღეისათვის 2,500-ზე მეტ მოსწავლეს აქვს მონაწილეობა მიღებული.
კონკურსის ძირითადი პარტნიორები არიან საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA) და ლიბერთი ბანკი. კონკურსი ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობით. პროექტის მხარდამჭერები არიან სხვადასხვა კომპანიები და ორგანიზაციები.
2023 წლის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ი განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2023 წლის 6 მარტი.
კონკურსის პირობები და განაცხადის ფორმა შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: https://millennium.org.ge/geo/events/detailed/15.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

ჩინეთში რომ მოვდიოდი, კარგად ვიცოდი რომ ჩინური ახალი წელი ყველაზე დიდი და გრანდიოზული დღესასწაული იყო ჩინელებისთვის, თუმცა ნანახმა მოლოდინს ბევრად გადააჭარბა. წელს, ჩინური ახალი წელი, იგივე გაზაფხულის დღესასწაული (ჩუნძიე), 22 იანვარს აღინიშნა, თუმცა მისთვის მზადება ბევრად უფრო ადრე დაიწყო.

2023 წელს, სამი წლის შემდეგ, ჩინური ახალი წელი პირველად აღინიშნება კოვიდ რეგულაციების გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩინელთა უმეტესობა დიდი ქალაქებიდან თავისუფლად ბრუნდება თავის მხარეში და ოჯახთან ერთად ატარებს დღესასწაულს.  ეს განსაკუთრებით შესამჩნევია ისეთ დიდ ქალაქებში როგორიც, მაგალითად, პეკინია.

პეკინში ჩინური ახალი წლის მოახლოვება რამდენიმე კვირით ადრე იგრძნობოდა, ხოლო რაც უფრო ახლოვდებოდა თარიღი, მით უფრო მძაფრდებოდა ეს შეგრძნება. პირველ რიგში, ეს გამოიხატებოდა იმაში, რომ მოირთო ქუჩები, მთელი ქალაქი “გაწითლდა”, სუპერმარკეტებში და მოლებში მუდმივად ისმის ჩინური ტრადიციული საახალწლო მუსიკა, ყველა კუთხეში შეხვდებით კურდღლის გამოსახულებას (მოგეხსენებათ, 2023 ჩინური კალენდრით კურდღლის წელია). ამას გარდა, 22 იანვრის მოახლოებასთან ერთად უფრო და უფრო მეტმა ობიექტმა შეწყვიტა მუშაობა, იქნებოდა ეს რესტორნები, კაფეები თუ მაღაზიები. უფრო გართულდა ტაქსის გამოძახება, გახანგრძლივდა გამოძახებული საკვების მოტანის დრო. ეს ყველაფერი გამოწვეული იყო იმით, რომ როგორც აღვნიშნე, გაზაფხულის დღესასწაულზე ჩინელები დიდი ქალაქებიდან თავიანთ მხარეში ბრუნდებიან, შესაბამისად ქალაქში შედარებით ცოტა ადამიანი რჩება. ამ პროცესს აღდგომის დღესასწაულს შევადარებდი საქართველოში, როცა შიდა მიგრაცია ქვეყანაში ყველაზე დიდია.

ამ მომენტში, ჩემს უნივერსიტეტში ძალიან გაგიჭირდებათ ჩინელი სტუდენტის პოვნა, მაშინ როდესაც სხვა დროს (თუნდაც ჩვენთვის ტრადიციული ახალ წელს), მათი რაოდენობა ასე საგრძნობლად არასდროს მცირდება. მიუხედავად ამისა, ჩინელებს არასდროს ავიწყდებათ თავიანთი მეგობრები (განსაკუთრებით კი უცხოელი მეგობრები) და გაზაფხულის დღესასწაულისთვის აუცილებლად იღებთ საჩუქარს, იქნება ეს “წითელი კონვერტი” (ხუნგპაო), რომელშიც გარკვეული ოდენობის თანხაა მოთავსებული; ტრადიციული ჩინური ალკოჰოლი (პაიძიუ) თუ სხვა რამ.

ჩინური ახალი წელი წარმოუდგენელია ტრადიციული კერძების გარეშე, რომლის ერთად მირთმევა დიდი მხიარულებაა. ჩინეთში მცხოვრები უცხოელისთვის ამ მხიარულების გაზიარება ჩინელებთან შედარებით რთულია, ვინაიდან ჩინელები ოჯახის წევრებთან ერთად მიირთმევენ სადღესასწაულო კერძებს; თუმცა ეს ხელს არ გვიშლის უცხოელებს, ერთად, ჩინური ტრადიციების მიხედვით აღვნიშნოთ “ახალი გაზაფხულის” დადგომა, რაც არანაკლები მხიარულებაა. ჩინური ახალი წლის ტრადიციული კუზინა ჩრდილოეთში აუცილებლად შედგება პელმენებისგან (ძიაოწი), რომელიც გემოთი ქართულ ხინკალს წააგავს; თევზით, რომელიც სიმდიდრის და კეთილდღეობის სიმბოლოა და დესერტად ბრინჯის ტკბილი ბურთულებით სხვადასხვა შიგთავსით.

გაზაფხულის დღესასწაული 9 თებერვლამდე გრძელდება, თუმცა დიდ ქალაქში მაცხოვრებელ ჩინელებს ასეთი დიდი შვებულების ფუფუნება არ აქვთ. მნიშვნელოვანი თარიღის გადავლის შემდეგ  დაცლილი ქალაქი ნელნელა ისევ ივსება და დღითიდღე უფრო და უფრო აქტიური და ცოცხალი ხდება, მანამ,

სანამ  ბოლომდე არ დაუბრუნდება წინანდელ მგომარეობას, რაც პირველ რიგში გადატვირთულ ქუჩებში, მაღაზიის რიგებსა და ინტენსიურ სამუშაო გრაფიკსა თუ ცხოვრების რიტმში გამოიხატება.

თორნიკე ტაბატაძე

წყარო: https://sinomedia.ge/ჩუნძიე-ჩემი-თვალით-დანახ/

გამოქვეყნებულია ჩინეთი

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« February 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური