,,ბიზნეს დიალოგი“- ლიბერთის ინიციატივა რეგიონებში
Visa: საქართველო პირველ ადგილზეა მსოფლიოში უკონტაქტო გადახდების შეღწევადობით
თბილისი, საქართველო, 2023 წლის 1 თებერვალი – VisaNet-ის უახლესი მონაცემების მიხედვით, საქართველო, მსოფლიოს მასშტაბით, პირველ ადგილს იკავებს უკონტაქტო გადახდების შეღწევადობით.
სწრაფი, უსაფრთხო და უკონტაქტო გადახდების მაჩვენებლით, საქართველო 200-ზე მეტ ქვეყანას შორის, სადაც Visa ოპერირებს, ლიდერი ქვეყანაა, რომლის შემდეგ, მე-2 და მე-3 ადგილებს ავსტრალია და უნგრეთი იკავებენ. VisaNet-ის რეიტინგის მიხედვით, საქართველოში Visa ბარათებით განხორციელებული 10 ტრანზაქციიდან, თითქმის, 10-ვე უკონტაქტოა.
Visa, როგორც მსოფლიო ლიდერი ციფრულ გადახდებში, ერთგულად განაგრძობს ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვას ყველა ქვეყანაში, სადაც ის ოპერირებს, უცვლელი მისიით - შესთავაზოს ყველას, ყველგან თანხის გადახდისა და მიღების ინოვაციური საშუალებები. მრავალი წლის განმავლობაში, Visa აქტიურად თანამშრომლობს ფინანსურ ინსტიტუტებსა და სამთავრობო ორგანიზაციებთან საქართველოში და ხელს უწყობს თანამედროვე გადახდის ეკოსისტემისა და უნაღდო ეკონომიკის განვითარებას.
“ამაყი ვარ, რომ საქართველო მსოფლიოს მასშტაბით, უკონტაქტო გადახდების შეღწევადობით, პირველ ადგილს იკავებს, რაც მოწმობს Visa ბარათის მფლობელების მზადყოფნას - განახორციელონ უსაფრთხო, სწრაფი და მოსახერხებელი გადახდები. მინდა, მივულოცო Visa ბარათის მფლობელებსა და ჩვენს პარტნიორებს ეს წარმატება, რაც ჩვენი მრავალწლიანი ძალისხმევის შედეგია. მიხარია, რომ საქართველო, მზად არის ინოვაციებისა და გადახდის ახალი მეთოდების მისაღებად,” განაცხადა დიანა კიღურაძემ, Visa-ს რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიის რეგიონში.
Visa-ს შესახებ:
Visa (NYSE:V) მსოფლიო ლიდერი ციფრული გადახდების სფეროში. Visa 200-ზე მეტ ქვეყანაში ამუშავებს ტრანზაქციებს, კერძოდ მომხმარებლებს, ბიზნესს, ფინანსურ ინსტიტუტებსა და სამთავრობო ორგანიზაციებს შორის. ჩვენი მისიაა, დავაკავშიროთ მსოფლიო ინოვაციური, მოსახერხებელი, საიმედო და უსაფრთხო გადახდების ქსელის მეშვეობით, რომელიც ინდივიდუალური პირების, ბიზნესისა და ეკონომიკის კეთილდღეობას უწყობს ხელს. ჩვენ გვჯერა, რომ ეკონომიკაში ხელმისაწვდომობის გაფართოება ყველასთვის, ქმნის საფუძველს მთელს მსოფლიოში ადამიანთა კეთილდღეობისთვის და მომავალში ფულის გლობალური მოძრაობის საწინდარია. გაიგეთ მეტი ვებგვერდზე visa.com.ge
საქართველოში გაიხსნა სამართლებრივი ენის ცენტრი - Center For Legal Language (CLL)
საქართველოში გაიხსნა სამართლებრივი ენის ცენტრი - Center For Legal Language (CLL), რომელიც გთავაზობთ სამართლებრივი ინგლისურისა და სამართლებრივი გერმანულის ონლაინ კურსებს. კურსებს უძღვება გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი, სამართლის დოქტორი და ინგლისური ენის მასწავლებელი, ხატია თანდილაშვილი.
კურსების მოკლე აღწერილობა შეგიძლიათ იხილოთ ატივრთულ ფოტოებში. დეტალური აღწერილობის სანახავად, ესტუმრობთ ვებგვერდს - https://cll.ge/ .
კურსზე რეგისტრაციისთვის შეგიძლიათ მიწეროთ ელ. ფოსტაზე JLIB_HTML_CLOAKING ან დარეკოთ ნომერზე + 995 551 28 00 26.
CLL მის ფეისბუქ გვერდზე და Instagram-ზე შემოგთავაზებთ სახალისო ტესტებს, რომლითაც შეძლებთ სამართლებრივი ინგლისურსა და სამართლებრივ გერმანულში ცოდნის გაღრმავებას. ასევე სოციალურ ქსელში მუდმივ რეჟიმში დაიდება CLL-ის სიახლეები. ამიტომ, გთხვოთ, გამოიწეროთ CLL-ის Facebook და Instagram გვერდები.
Facebook - Center For Legal Language • სამართლებრივი ენის ცენტრი
Instagram - https://www.instagram.com/centerforlegallanguage/
ვებგვერდი - https://cll.ge/
საუბრები ბედნიერებაზე - ბედნიერების ელჩი სტუმრად „სიდრის კლუბი ბაზალეთზე“
მიყევი „ბედნიერების ფორმულას“ და თავადვე იპოვე შენი ბედნიერება!
„სიდრის კლუბი ბაზალეთზე“ ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკის ხელმძღვანელთან კოგნიტურ/შემეცნებით ვიზუალურ არტისტთან, "ბედნიერების ელჩთან" - არსენ გვენეტაძესთან (Dr. AG) გაიმართა შეხვედრა თემაზე „ბედნიერება გაზიარებით იბადება!“.
ეს იყო თავისუფალი ლექცია აუდიტორიის ჩართულობით, კითხვა-პასუხის რეჟიმში. არ¬სენ გვე¬ნე¬ტა¬ძის თქმით, სი¬ხა¬რუ¬ლისა და ბედნიერების ემო¬ცია სწო¬რედ ასეთ დროს გვჭირ¬დე¬ბა, რო¬დე¬საც მსოფ¬ლი¬ო¬ში ომია და შე¬იძ¬ლე¬ბა ადა¬მი¬ა¬ნე¬ბის დიდი ნა¬წი¬ლი სუ¬ლაც არ იყოს მხი¬ა-რუ¬ლე¬ბის ხა¬სი¬ათ¬ზე. იყავით დღევანდელი დღით ბედნიერი: წარსულზე ფიქრით თავს ნუ გადაიღლით, რასაც ვერ შეცვლით და მომავალიც ცოტა ხნით გვერდზე გადადეთ! „იყავით ბედ¬ნი¬ე¬რე¬ბი ახლა და ამ წუ¬თას“ - სწორედ ასეთია "ბედნიერების ფორმულა" ბედნიერების ელჩისგან“!
„სიდრის კლუბი ბაზალეთზე ყოველ შაბათ-კვირას იმართება სხვადასხვა სახის კულტურული, საგანმანათლებლო და შემეცნებითი საღამოები. ვზრუნავთ ადამიანების განწყობაზე, ვცდილობთ მათ ყოველდღიურობისგან თავის დაღწევისა და განტვირთვისთვის სასიამოვნო გარემო შევუქმნათ. ეს კი უფრო ემოციური და სახალისოა შუშხუნა სიდრის თანხლებით, “ - განმარტავს „სიდრის კლუბი ბაზალეთზე“ დამფუძნებელი ზაალ ხელაძე.
„ბედნიერება მიუღწეველი იქნება იქამდე, სანამ არ ისწავლით, იყოთ ბედნიერები ახლა და ამ წუთას. თუ თავისუფალი ადამიანი ღირსებასთან დამეგობრდება, შანსი იმის, რომ მან თავი ბედნიერად იგრძნოს, დიდია და ეს ფორმულით ასე გადმოვეცი - "თავისუფლება + ღირსება = ბედნიერებას"... ეს ალბათ ბევრისთვის საკამათოა, მაგრამ ჩემთვის ასეა და კარგია! დამიჯერეთ ცხოვრება უმარტივესია, მას ჩვენ ვართულებთ“- აღნიშნავს არსენ გვენეტაძე (Dr. AG), რომელმაც მოსულ სტუმრებს უფრო მეტი ბედნიერება ადგილზე, „სიდრის კლუბი ბაზალეთზე“ გაუზიარათ.
მასპინძლობა „სიდრის კლუბი ბაზალეთზე“ ამით არ დასრულებულა საღამოს დიჯეი და პროდიუსერma GogiGunia ფოლკლორისა და ელექტრონული ჟღერადობის ჰარმონიული სინთეზი წარმოადგინა.
“სიდრის კლუბი ბაზალეთზე” მწვანე იდეოლოგიის მქონე ბიზნესია, რომლის ფლაგმანი პროდუქტია, ნულოვანი ემისიის საწარმოში ორგანული პრინციპებით მოპოვებული ხილის (ვაშლის, ჟოლო, ბროწეული, ფეიხოა, მოცვი, კეხური, ალუბალი და სხვა.) წვენების ბუნებრივი ფერმენტაციის შედეგად წარმოებული დაბალალკოჰოლური სასმელი, შუშხუნა სიდრი და იქვე დამზადებული ორგანული საკვებია. კლუბი ბაზალეთის ტბის სანაპირო ზოლში მდებარეობს, მწვანე ინჟინერინგის პრინციპებზე აგებულ, საქართველოში პირველ რეგისტრირებულ მწვანე შენობაში.
დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ავიაციის, საზღვაო და უსაფრთხოების მინისტრმა, ბარონესა ვერემ ლონდონში ხელი მოაწერეს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის „საჰაერო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმებას. დოკუმენტი უორდროპის სტრატეგიული დიალოგის მერვე რაუნდის ფარგლებში გაფორმდა.
საჰაერო მიმოსვლის შეთანხმების მიხედვით, ავიასაწარმოებს საშუალება ეძლევათ დამოუკიდებლად განსაზღვრონ ტარიფები, ტევადობა და სიხშირე, საჰაერო მიმოსვლა შესაძლებელი იქნება ქვეყნების ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ პუნქტებს შორის, საიდანაც განხორციელდება საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა. ასევე, შეთანხმების პროექტით დარეგულირდება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა ფრენის უსაფრთხოება და საავიაციო უშიშროება, უფლებების მინიჭება, ავიაგადამზიდველების დანიშვნა, ჩიკაგოს კონვენციის გამოყენება, ავიაკომპანიების მიერ ერთობლივი კოდების გამოყენება და ა.შ.
„აღნიშნული შეთანხმების ხელმოწერა ხელს შეუწყობს საქართველოსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს შორის რეგულარული საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვების განხორციელებას, თავისუფალი კონკურენციის ამაღლებას, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას და ქვეყნებს შორის ტურიზმის განვითარებას“ - აღნიშნა გენადი არველაძემ.
მისივე თქმით, საქართველოს მსგავსი ტიპის შეთანხმებები გაფორმებული აქვს მრავალ პარტნიორ ქვეყანასთან, მათ შორის ისრაელთან, ჩინეთთან, კორეის რესპუბლიკასთან, ინდოეთთან, არაბეთის გაერთიანებულ ემირატებთან, ბაჰრეინთან, კატართან და ა.შ.
დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების ორმხრივად გაფორმების საჭიროება დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ დადგა.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოლდოვის ვიცე-პრემიერს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოლდოვის ვიცე-პრემიერს რეინტეგრაციის საკითხებში ოლეგ სერებრიანს შეხვდა.
ჩინეთში ფარნების დღესასწაულს ეგებებიან
პეკინი, 31 იანვარი (სინხუა) - ჩინეთში ფარნების ფესტივლის („იუანსიაოცზე“) მოახლოებასთან დაკავშირებით (მთვარის კალენდრის პირველი თვის მე-15 დღე), რომელიც მიმდინარე წელს 5 თებერვალს აღინიშნება, ჩინეთის სხვადასხვა რეგიონებში საზეიმო ღონისძიებების მზადება მიმდინარეობს, რომლებიც დაკავშირებულია უძველეს ხალხურ წეს-ჩვეულებებთან და ტრადიციებთან.