ჩინელმა არქეოლოგებმა ცენტრალური ჩინეთის პროვინციაში 6000 წლის წინანდელი სახლის ნანგრევები აღმოაჩინეს
ჟენჟოუ, 9 იანვარი (სინხუა) -- ჩინელმა არქეოლოგებმა ცენტრალური ჩინეთის პროვინცია ჰენანის პროვინციაში 6000 წლის წინანდელი სახლის ნანგრევები აღმოაჩინეს.
ჰენანის პროვინციის კულტურული მემკვიდრეობისა და არქეოლოგიის ინსტიტუტის თანახმად, სხვადასხვა ზომის შვიდი სახლის საძირკვლები ნაპოვნი იქნა ქალაქ ლინბაოში, ბეიანგპინის ნანგრევებში და მიეკუთვნება იანშაოს კულტურის შუა პერიოდს.
იანშაოს კულტურა, რომელიც წარმოიშვა 5000-7000 წლის წინ ყვითელი მდინარის შუა დინებაში, ნეოლითური კულტურა იყო. ყველაზე დიდი სახლის საძირკველი არის ნახევრად მიწისქვეშა, მართკუთხა სტრუქტურა მომრგვალებული კუთხეებით. ახლა მისი ფართობი 172 კვადრატული მეტრია. თავდაპირველად ამ სახლს ეკავა თითქმის 250 კვადრატული მეტრი ფართობი.
ზემოაღნიშნული ინსტიტუტის ხელმძღვანელის მოადგილემ ვეი ქსინტაომ აღნიშნა, რომ შუა იანშაოს კულტურის დიდი სახლები ხასიათდება რთული სტრუქტურებითა და სამშენებლო პროცესებით, რაც მოითხოვს სიფრთხილეს, ზუსტ გაანგარიშებას და მკაცრ სამშენებლო მენეჯმენტს. ეს მეტყველებს იმაზე, რომ იმ დროს უკვე არსებობდა საკმაოდ მოწინავე არქიტექტურული ტექნოლოგიები.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა.
განსახილველ საკითხთა შორის იყო საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი – „შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის პროექტის” ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის განხორციელების მიზნით დაფინანსების მოზიდვის შესახებ”.
კერძოდ, საქართველოს ინიციატივით მუშაობა დაიწყო პროექტზე, რომელიც კავკასიის რეგიონისა და ევროპის ენერგეტიკულ დაკავშირებას გულისხმობს მაღალი ძაბვის შავი ზღვის წყალქვეშა გადამცემი ხაზის საშუალებით. კონკრეტულად, შავი ზღვის ფსკერზე გამავალი ელექტროგადამცემი ხაზი დააკავშირებს საქართველოს და რუმინეთის ელექტროსისტემებს.
ტექნიკური კვლევა უკვე მიმდინარეობს, რომლისთვისაც 2.5 მილიონი ევროს ოდენობით დაფინანსებაა გამოყოფილი და მიმდინარე წელს დასრულდება.
კიდევ ერთი საკითხი, რაზეც მთავრობის წევრებმა იმსჯელეს იყო – საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „საქართველოს მთავრობასა და შპს „აჭარ ენერჯი-2007“-ს შორის „იმერეთის ქარის“ ელექტროსადგურის შესახებ დასადები ხელშეკრულების თაობაზე“.
2022 წლის ნაერთი ბიუჯეტის, როგორც შემოსავლების, ისე ხარჯვითი ნაწილი შესრულებულია-ფინანსთა მინისტრი
ჩინეთმა კოსმოსში სამი ახალი თანამგზავრი გაუშვა
ვენჩანი, 9 იანვარი (სინხუა) -- ორშაბათს ჩინეთმა, ვენჩანის კოსმოსური ცენტრიდან (სამხრეთ ჩინეთის კუნძულის პროვინცია ჰაინანში) ორბიტაზე წარმატებით გაუშვა სამი ახალი თანამგზავრი.
კოსმოსურმა თანამგზავრებმა Shijian-23, Shiyan-22A და Shiyan-22B, რომლებიც Long March 7-ის გადამზიდავი რაკეტის შეცვლილი ვერსიის დახმარებით გაუშვეს, წარმატებით მიაღწიეს დაგეგმილ ორბიტას.
თანამგზავრი Shijian-23 ძირითადად გამოიყენება სამეცნიერო ტესტირებისა და ტექნიკური გადამოწმებისთვის, ხოლო Shiyan-22A და Shiyan-22B თანამგზავრები გამოიყენება ახალი ტექნოლოგიების ორბიტაზე გადამოწმების ტესტებისთვის, მათ შორის კოსმოსური გარემოს მონიტორინგისთვის.
შეგახსენებთ, რომ „შიჯიანის“ / Shijian-23, Shiyan-22A და Shiyan-22B / სერიის გამშვები მანქანებისთვის ეს ფრენა ზედიზედ 459-ე იყო.
„თბილსერვის ჯგუფი“ გზის გაწმენდის სამუშაოებს აწარმოებს
დედაქალაქში მოსული ნალექისა და დაბალი ტემპერატურის გამო, შპს „თბილსერვის ჯგუფი“ გზის გაწმენდის სამუშაოებს ახორციელებს. სამუშაოები გვიან ღამით დაიწყო და თბილისის მასშტაბით, დაახლოებით, 160 ტონა ტექნიკური მარილი დაიყარა. სამუშაოებში ჩართული იყო კომპანიის 150 თანამშრომელი და 27 ერთეული ტექნიკა.
ამ ეტაპზე, ტექნიკური მარილი დაყრილია აღმაშენებლის ხეივანში, ქოშიგორას დასახლებაში, მუხათგვერდის სასაფლაოსთან; კახეთის გზატკეცილზე და ლილოს დასახლებაში; ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩებზე, ზაჰესის ხიდზე, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიასა და სოფელ გიორგიწმინდაში. ტექნიკური მარილი დაიყარა ნუცუბიძის პლატოებზეც.
მთელი ღამის განმავლობაში იწმინდებოდა გზები თბილისს შემოერთებულ ტერიტორიებზე: შინდისში, წავკისში, კოჯორში, ტაბახმელაში, სამადლოში, ახალბაში, კიკეთში, წყნეთში, ბეთანიაში, თხინვალაში, დიდგორსა და თელოვანში.
სამუშაოები საჭიროებიდან გამომდინარე, კვლავ გაგრძელდება, რათა ავტოტრანსპორტით გადაადგილება შეუფერხებლად იყოს შესაძლებელი. პრობლემის არსებობის შემთხვევაში, დარეკეთ „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე - 2 61 90 50 ან თბილისის მერიის ცხელ ხაზზე - 2 72 22 22.
უკრაინამ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადება უარყო
უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის ძალების ჯგუფის სპიკერმა სერგეი ჩერევატიმ უარყო რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადება იმის შესახებ, რომ „კრამატორსკზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად 600-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა“. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" წერს.
უკრაინის საინფორმაციო სააგენტო „უკრინფო“-ს ცნობით, ჩერევატიმ შეაფასა რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს განცხადება დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკზე რუსეთის თავდასხმების შესახებ.
მისი განცხადებით, რუსეთის არმიას არ შეუძლია მაღალი სიზუსტის შეტევების განხორციელება და თქვა: „ეს ინფორმაცია ისეთივე ზუსტია, როგორც ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მათ გაანადგურეს მთელი ჩვენი HIMARS-ები. ეს არის საინფორმაციო ოპერაცია, რომელიც ორგანიზებულია რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს მიერ უკრაინის შეიარაღებული ძალების მაღალი სიზუსტის თავდასხმის სისტემებით ხალხმრავალი პერსონალის ცენტრებზე, საწყობებზე და ლოჯისტიკაზე წარმატებული მოქმედებების საპასუხოდ. მათ ასეთი შანსი არ აქვთ“.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, კრამატორსკზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად 600-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ახალ სათავო ოფისში გახანგრძლივებული მანდატი აამოქმედა
2022-2024 წლების გახანგრძლივებული მანდატის პირველ დღეს, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ (EUMM) თბილისში ოფიციალურად გახსნა ახალი სათავო ოფისი.
25 ნოემბერს ევროკავშირის 27-მა წევრმა სახელმწიფომ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი კიდევ ორი წლით, 2024 წლის 14 დეკემბრამდე გაახანგრძლივა.
კრწანისში მდებარე შენობაში 14-წლიანი მუშაობის შემდეგ, მისიის სათავო ოფისი ახალ მისამართზე, ილია ჭავჭავაძის გამზირის 64ა ნომერში გადავიდა, სადაც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისიცაა განთავსებული.
„ახალი შენობაში გადასვლა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატის გახანგრძლივებასთან ერთად, აჩვენებს ევროკავშირის ურყევ ერთგულებას საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობისადმი. გარწმუნებთ, რომ ჩვენი დამკვირვებლები შეუსვენებლად განაგრძობენ თავიანთ საქმეს რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნების მხარდასაჭერად“, — განაცხადა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, ტიბორ კოზმამ.
დამატებითი ინფორმაცია