Items filtered by date: შაბათი, 07 იანვარი 2023 - NEWSDAY GEORGIA
შაბათი, 07 იანვარი 2023 14:59
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ჭოუ ციენი წლის დიპლომატად დასახელდა
რამდენიმე დღის წინ საქართველოში ერთ-ერთმა წამყვანმა მედიამ, მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსმა“ გამოაქვეყნა 2022 წლის მედიაგამოკითხვის შედეგები, რომელთა თანახმადაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ჭოუ ციენი წლის დიპლომატად დასახელდა.
მედიაჰოლდინგი „ჯორჯიან თაიმსი“ აღნიშნულ გამოკითხვას 2020 წლიდან ატარებს. გამოკითხვის ფარგლებში სხვადასხვა წამყვანი მედიის საზოგადოებისთვის 30 ჟურნალისტი ფარული კენჭისყრის პრინციპით ირჩევს საკუთარ რჩეულს ისეთ კატეგორიებში, როგორებიცაა, მაგალითად, წლის მოვლენა და წლის ადამიანი.
2022 წელს ჟურნალისტების რჩეული ნომინანტების სია ასე გამოიყურება:
1. წლის ადამიანი - საქართველოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე;
2. წლის ანტიგმირი - საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი;
3. წლის მოვლენა - პანდემიის დასასრულის დასაწყისი;
4. წლის პოლიტიკოსი - საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი;
5. წლის კულტურული მოღვაწე - რეჟისორი ლევან თუთბერიძე;
6. წლის ბიზნესმენი - კომპანია „თამ მენეჯმენტის“ დამფუძნებელი პანტიკო თორდია;
7. წლის სპორტსმენი - ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია;
8. წლის პრობლემა - დედაქალაქში არსებული საცობები და პროდუქტებზე ფასების ზრდა;
9. წლის პროფესია - ჟურნალისტი;
10. წლის დიპლომატი - ჩინეთის ელჩი საქართველოში ჭოუ ციენი.
დაწვრილებით, გთხოვთ, იხილოთ ბმული: https://geotimes.com.ge/index.php?m=5&news_id=113161
გამოქვეყნებულია
ჩინეთი