Items filtered by date: პარასკევი, 06 იანვარი 2023 - NEWSDAY GEORGIA

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ისინი უკრაინაში მსუბუქ ტანკებს გაგზავნიან. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" წერს.

ემანუელ მაკრონმა სოციალურ ქსელ, Twitter-ის ანგარიშიდან გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა: „სანამ ევროპაში მშვიდობა არ დაბრუნდება, ჩვენი მხარდაჭერა უკრაინისადმი გაგრძელდება“. მაკრონმა თავის განცხადებაში ასევე აღნიშნა, რომ ის მუდმივ კონტაქტშია უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან.

გამოქვეყნებულია მსოფლიო

სიჩანი, (სინხუა) – ხუთშაბათს ჩინეთმა ორბიტაზე წარმატებით გაუშვა ექსპერიმენტული თანამგზავრი, შიიან-10 02 /Shiyan-10 02/. კოსმოსური ხომალდის გაშვება განხორციელდა პეკინის დროით 12:43 საათზე, სიჩანის კოსმოდრომიდან სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთში, Long March-3B გამშვები მანქანის (CZ-3B ან Long March-3B) გამოყენებით.

ახალი თანამგზავრი ძირითადად გამოყენებული იქნება კოსმოსური გარემოს მონიტორინგის ახალი ტექნოლოგიების შესამოწმებლად.

აღსანიშნავია, რომ  „ჩანჩჟენის“ /"Чанчжэн-3Б" /CZ-3B или Long March-3B/ სერიის გამშვები მანქანებისთვის ეს ფრენა ზედიზედ 458-ე იყო.

გამოქვეყნებულია ჩინეთი
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში იტყობინება, რომ "შობის დღესასწაული ახლოვდება და განსაკუთრებით ვფიქრობთ უკრაინელ ბავშვებსა და ოჯახებზე, რომლებიც რუსეთის სასტიკ, გაუმართლებელ ომს გამოექცნენ და საქართველოში აფარებენ თავს.
გასული წლის განმავლობაში ამერიკის საელჩო შევუერთდით ქართველი ხალხის თანადგომას, რომელიც დღემდე აქტიურად გრძელდება და სამოქალაქო საზოგადოების თაოსნობით უკრაინელ დევნილთა დახმარების არაერთ პროექტს დავუჭირეთ მხარი.
ერთ-ერთი ასეთი პროექტი უკრაინელი და ქართველი ბავშვებისთვის შექმნილი სონიაშნიკია, რომელმაც დღემდე 150-ზე მეტი ბავშვი საგანმანათლებლო აქტივობებში ჩართო. 2023 წლის განმავლობაში უფასო ინგლისურისა და ზუსტი მეცნიერებების კლასები გაგრძელდება და მათ მედიაწიგნიერებისა და გოგოების გაძლიერების პროექტები დაემატება", - აღნიშნულია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ინფორმაციაში.
გამოქვეყნებულია საზოგადოება
საქართველოს პრემიერ მინისტრის დავალებით უკრაინაში გაგზავნილი 25 ერთეული მაღალი სიმძლავრის გენერატორი ქ. კიევში ჩავიდა. ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს ადმინისტრაცია იუწყება.
აღნიშნული გენერატორები იმ დახმარების ნაწილია, რომელსაც საქართველოს მთავრობა უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად ახორციელებს.
უკრაინაში საქართველოს საელჩოს ძალისხმევით, გენერატორები საჭიროების შესაბამისად უკრაინის სხვადასხვა რეგიონებში გადანაწილდა და ხარკოვის, ნიკოლაევის, ლვოვის, კიევის ოლქსა და ქალაქ კიევს მიეწოდა.
აღნიშნულის თაობაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველ მოადგილეს რომეო მიქაუტაძეს ინფორმაცია ასევე მიაწოდა საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა.
2022 წლის დეკემბრის ბოლოს, პრემიერ-მინისტრის დავალებით შეძენილი 25 ერთეული გენერატორი საქართველოდან უკრაინაში გაიგზავნა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა კომპანიამ „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ უკრაინისთვის 1,5 მლნ ლარის საერთო ღირებულების სამრეწველო დანიშნულების გენერატორები შეიძინა, რომელთა საშუალებით საავადმყოფოები, კვების ობიექტები და სხვა კრიტიკული დანიშნულების ობიექტები საგანგებო რეჟიმში იმუშავებენ, - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოქვეყნებულია საზოგადოება

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური