Items filtered by date: ხუთშაბათი, 05 იანვარი 2023 - NEWSDAY GEORGIA

დადგინდა, რომ იმ ადამიანების სიკვდილის რისკი, რომლებიც არ სვამენ საკმარის წყალს, 20 პროცენტით მეტია, ვიდრე მათი, ვინც საკმარის წყალს სვამს. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" წერს.

კვლევა, რომელიც ჩატარდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სამეცნიერო ჟურნალში Lancet-ში გამოქვეყნდა.

აშშ-ის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის მკვლევართა ჯგუფმა 25 წელზე მეტი ხნის განმავლობაში 11 000 ამერიკელი ზრდასრული ადამიანის მონაცემები შეაგროვა.

მკვლევარებმა აღწერეს ადამიანების წყლის საშუალო მოხმარება სისხლში ნატრიუმის დონეზე დაკვირვებით.

რადგანაც რაც უფრო მაღალია ნატრიუმის დონე ადამიანის სისხლში, ეს იმას ნიშნავს, რომ მით უფრო ნაკლებია წყლის მოხმარება.

მონაცემების მიხედვით, მათში, ვისაც სისხლში ნატრიუმის კონცენტრაცია აღემატება 144 მილიმოლს თითო ლიტრ სისხლში, ფიზიკური დაბერების ნიშნების ჩვენების დონე 50 პროცენტით მეტია მათთან შედარებით, ვისაც ნატრიუმის კონცენტრაცია დაბალი აქვს.

დაბერების ეს ფიზიკური ნიშნები კი არის მაღალი ქოლესტერინი, შაქარი, მშრალი კანი და ნაოჭები თვალების ირგვლივ.

მეცნიერებმა ასევე დაადგინეს, რომ ადამიანების, რომლებსაც სისხლში მეტი ნატრიუმი აქვთ, ანუ, რომლებიც ვერ ახერხებენ ყოველდღიურად საჭირო რაოდენობის წყლის მოხმარებას, ნაადრევი სიკვდილის რისკი 20 პროცენტით მეტია.

შესაბამისად, ადამიანები, რომლებიც ნაკლებ წყალს სვამენ, ასევე უფრო ხშირად ემართებათ ისეთი დაავადებები, როგორიცაა დიაბეტი, გულის უკმარისობა, დემენცია და სხვა.

აშშ-ს მეცნიერების, ინჟინერიისა და მედიცინის ეროვნული აკადემიის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ დღეში 8 ჭიქა წყლის დალევა საკმარისად ითვლება, ჯანმრთელი ადამიანის წყლის საშუალო მოთხოვნილება შეიძლება დაკმაყოფილდეს მამაკაცებში 15,5 ჭიქა (3,7 ლიტრი) და ქალებში 11,5 ჭიქა (2.7 ლიტრი) წყლით.

გამოქვეყნებულია მსოფლიო

პეკინი, 4 იანვარი / სინხუა /- ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინფინგმა მოლაპარაკებები გამართა ფილიპინების პრეზიდენტ ფერდინანდ მარკოს-უმცროსთან. 

სწორედ ფილიპინების პრეზიდენტი გახდა პირველი უცხოელი ლიდერი, რომელსაც ჩინეთის პრეზიდენტმა უმასპინძლა 2023 წელს. ეს ვიზიტი მისი პირველი ვიზიტია ჩინეთში პრეზიდენტის რანგში და პირველი ოფიციალური ვიზიტი ქვეყანაში, რომელიც არ არის სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ასოციაციის წევრი.

”ეს სრულად ასახავს ჩინეთსა და ფილიპინებს შორის არსებული კავშირების სიახლოვეს და ასევე ამტკიცებს, რომ ორი ქვეყანა მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ერთმანეთის საგარეო პოლიტიკაში”, - განაცხადა სი ძინფინგმა.

ჩინეთის ლიდერმა მოუწოდა მხარეებს შეიმუშაონ ახალი, ღია პარტნიორობის წერტილები, როგორც თანამშრომლობის ოთხი ძირითადი სფერო. ეს სფეროებია - სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა და კულტურა.

სი ძინფინგის თქმით, ჩინეთი მზად არის ხელი შეუწყოს ფილიპინების სოფლის მეურნეობის განვითარებას და ასევე ხელი შეუწყოს ფილიპინებს ინფრასტრუქტურისა და ურთიერთკავშირების აღორძინების პროექტების განხორციელებაში.

ფილიპინების პრეზიდენტმა თავის მხრივ, გამოთქვა იმედი, რომ ამჟამინდელი ვიზიტი მთელ მსოფლიოს დაანახვებს, რომ ფილიპინებსა და ჩინეთს შორის ურთიერთობა ძალიან კარგი და ძალიან მნიშვნელოვანია, და რომ ორივე მხარე ცდილობს ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაუმჯობესებას.

ჩინეთი ფილიპინებისთვის ყველაზე ძლიერი და საიმედო პარტნიორია და ამ ურთიერთობას ვერაფერი შეუშლის ხელს. ორ ქვეყანას შორის მეგობრობა და თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება, ხაზგასმით აღნიშნა ფილიპინების პრეზიდენტმა.

გამოქვეყნებულია ჩინეთი

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური