უკრაინის ომში დაღუპულ რუს ჯარისკაცებს 5 მილიონი რუბლი გადაეცემათ
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც უკრაინის ომში დაღუპული რუსი ჯარისკაცების ოჯახებისთვის 5 მილიონი რუბლის დახმარებას მოიცავს. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" იუწყება.
ვლადიმერ პუტინის მიერ ხელმოწერილი განკარგულება, რომელიც ითვალისწინებს დამატებით სოციალურ გარანტიებს რუსი ჯარისკაცებისთვის, უსაფრთხოების ძალებისთვის და მათი ოჯახებისთვის, გამოქვეყნდა რუსეთის სახელმწიფო სამართლის საინფორმაციო ვებ-გვერდზე.
განკარგულების თანახმად, უკრაინაში, „სპეციალური სამხედრო ოპერაციის დროს“ დაღუპული ჯარისკაცების, შინაგან საქმეთა სამინისტროს და რუსეთის ეროვნული გვარდიის წევრების ოჯახებს ერთჯერადად 5 მილიონ რუბლს (დაახლოებით 71 500 დოლარი) გადაუხდიან.
ამავე განკარგულების მიხედვით, უკრაინის ომში მონაწილეობის დროს დაშავებულ უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლებს ერთჯერადად, 3 მილიონი რუბლი (დაახლოებით 42 ათასი 900 დოლარი) გადაეცემათ.
გადაწყვეტილება, რომელიც ძალაში შევიდა ხელმოწერის დღიდან, შეეხება 24 თებერვალს ომის დაწყებიდან დაღუპული და დაშავებული ჯარისკაცების ოჯახებს.
მედეა კეიდიას პერსონალური საშობაო გამოფენა
5 იანვარს, 15 საათზე მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრი მედეა კეიდიას პერსონალური საშობაო გამოფენას უმაპისნძლებს. გამოგფენა 22 იანვრამდე გაგრძელდება და დამთვალიერებლებს ექნებათ შესაძლებლობა მხატვრის ძველი და ახალი ანგელოზები იხილონ და იმ კოსმიურ ენერგეტიკას ეზიარონ, რასაც მხატვრის ნახატები ატარებენ.
„"მადლიერების გამოფენა" დავარქვი, რათა ჩემი მადლიერება იმ ადამიანების მიმართ გამოვხატო, ვისაც სხვადასხვანაირი ამაგი აქვთ ჩემს ანგელოზებზე. ამ გამოფენის მოწყობის უმთავრესი მოტივაცია ეს არის. მყავს ანგელოზმოყვარეების არმია და მყავს ასევე ანგელოზთქომაგები. ყველას ვისაც ანგელოზებით გახარება და მათი დაბედება მოგინდეთ მთელი წლის განმავლობაში - გელოდებიან როგორც ახალმოფრენილი ისე კარგად ნაცნობი ანგელოზები,“ - აღნიშნავს ქ-ნი მედეა.
თუმანიშვილის თეატრმა მხატვრის გამოფენას, პირველად 2014 წელს უმასპინძლა. მას შემდეგ, ისევე როგორც მანამდე, მხატვარმა არაერთ ჯგუფურ და საქველმოქმედო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა.