Items filtered by date: ორშაბათი, 30 იანვარი 2023 - NEWSDAY GEORGIA

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ კანცლერს კარლ ნეჰამერს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პირისპირ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული ორმხრივი დღის წესრიგის ძირითადი მიმართულებები და არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.
ხაზი გაესვა საქართველოში ავსტრიის ფედერალური კანცლერის ვიზიტის მნიშვნელობას და აღინიშნა, რომ ეს ვიზიტი ადასტურებს ავსტრიის რესპუბლიკის ძლიერ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ და საქართველოს ავსტრიის მნიშვნელოვან გეოსტრატეგიულ პარტნიორად წარმოაჩენს. 
პრემიერ-მინისტრის თქმით,  საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკას მჭიდრო მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობა აკავშირებთ, რომელიც საერთო-ევროპულ ღირებულებებსა და ინტერესებზეა დაფუძნებული. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ავსტრიის რესპუბლიკას საქართველოს სახით საიმედო პარტნიორი ჰყავს, რომელიც რეგიონსა და მის ფარგლებს გარეთ ხელს უწყობს საერთო-ევროპული ღირებულებებისა და ინტერესების დაცვას მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. ხაზი გაესვა რეგიონსა და მსოფლიოში არსებული გამოწვევების დასაძლევად ერთიანი ძალისხმევის მნიშვნელობას.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს კავკასიის რეგიონისა და ევროპის დამაკავშირებელი შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის ისტორიული პროექტი. ხაზი გაესვა პროექტის სტრატეგიულ მნიშვნელობას.
საუბარი შეეხო ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და ხაზი გაესვა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ავსტრიის რესპუბლიკის ურყევი პოლიტიკური მხარდაჭერის მნიშვნელობას. ირაკლი ღარიბაშვილმა კარლ ნეჰამერს საქართველოს ევროინტეგრაციის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრი, მათ შორის, სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის ასპექტები ტურიზმისა და ენერგეტიკის მიმართულებით.  ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის არსებული ეკონომიკური პოტენციალის სრულად ათვისების მნიშვნელობას.
მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური
გამოქვეყნებულია პოლიტიკა

პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: „ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდა არჩევნები დასრულდა. ნებისმიერი პარტიის განვითარებისთვის პერიოდული შიდა დემოკრატიული არჩევნები არის განვითარების მთავარი პირობა. „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, ეს პრაქტიკა არავის დაუმკვიდრებია და არსებობენ პარტიები, რომლებსაც ბოლო 30 წელია, უცვლელი თავმჯდომარე ჰყავთ. ვინმეს წარმოგიდგენიათ, რომ „ქართულ ოცნებაში“ ჩატარდეს არჩევნები?! ამიტომაც არის „ოცნება“ ერთი ადამიანის პარტია!

კანდიდატების მიმართ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებსა და ამომრჩეველს არაერთგვაროვანი განწყობა და დამოკიდებულება ჰქონდათ. ასევე, სასიამოვნო არ იყო საჯაროდ გამოტანილი პოლიტიკური კინკლაობა. თუმცა, აქ პროცესია უმთავრესი და მომავალში, დარწმუნებული ვარ, ყოველ 2-4 წელიწადში, ამ პარტიაში არჩევნები ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ  კარი ღიაა და პოლიტიკით დაინტერესებულ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გაიაროს საკუთარი პოლიტიკური გზა ამ პარტიაში. 

ვულოცავ „ნაციონალურ მოძრაობას“ შიდა დემოკრატიის განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლას, რის შედეგადაც ეს პარტია უკეთესი და უკეთესი ლიდერებით  შეივსება!", - ნათქვამია განცხადებაში.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

ალმადას (პორტუგალია) გრან პრის დასკვნით დღეს საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ორმა წევრმა ფინალებამდე გაიკვალა გზა, აქედან ერთმა კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ასვლა შეძლო, მეორემ ვერცხლის ჯილდო მიიღო. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ ოლიმპიური კომიტეტის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

100 კილოგრამ წონით კატეგორიაში დაუმარცხებელი იყო მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი ილია სულამანიძე.

მომავალი ოქროს მედლის მფლობელი ასპარეზობას მეორე წრიდან შეუდგა. წმინდა გამარჯვებები მოიპოვა პორტუგალიელ, ავსტრიელ, უკრაინელ და ჩეხ მეტოქეებთან, გადამწყვეტ შეხვედრაში კი იაპონელ დოტა არაის ჯერ ვაზარი აართვა, შემდეგ კი იპონით დაამარცხა.

ჩემპიონობამდე ნაბიჯი დააკლდა მძიმეწონოსან საბა ინანეიშვილს. იუნიორებში მსოფლიო ჩემპიონმა ფინალისკენ მიმავალ გზაზე დაამარცხა რუმინელი, სლოვენიელი, მონღოლი და ბრაზილიელი მოწინააღმდეგეები, გადამწყვეტ შეხვედრაში კი ვაზარით დამარცხდა მსოფლიო ჩემპიონატების ორი ბრინჯაოს მედლის მფლობელ კორეელ მინიონ კიმთან.

გამოქვეყნებულია სპორტი

ჩინეთის სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო კონფერენციის (CPPCC) მე-14 ეროვნული კომიტეტის წევრების სია გამოქვეყნდა. CPPCC წევრების სიას, გარემოსა და რესურსების ახალი სექტორი დაემატა. ექსპერტთა თქმით, ამ სექტორს დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან გარემოს დაცვა ჩინეთის მოდერნიზაციის ფუნდამენტურ ნაწილს წარმოადგენს.

იმავდროულად, ქვეყანაში ეპიდემიის პრევენციისა და კონტროლის ზომების კორექტირებისა და ოპტიმიზაციის გათვალისწინებით, წლევანდელი „ორი სესია“, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ყოველწლიური პოლიტიკური მოვლენა გახლავთ. 

სესიებზე წარმოდგენილი იქნება 2172 წევრი 34 სექტორიდან, 85 კი ახლად შექმნილი გარემოსა და რესურსების სექტორიდან.

ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს 30 დეკემბრის განცხადების თანახმად, CPPCC-ის მე-14 ეროვნული კომიტეტის პირველი სესია 4 მარტს დაიწყება, ხოლო მე-14 ეროვნული სახალხო კონგრესის პირველი სესია 5 მარტს გაიმართება.

ჩინეთის კომუნისტური პარტიის (CPC) ცენტრალური კომიტეტის მიერ გამოცემული CPPCC-ის მუშაობის გაძლიერებისა და გაუმჯობესების სახელმძღვანელო პრინციპების შესაბამისად, CPPCC-ის მე-13 ეროვნული კომიტეტი ხელს უწყობს გარემოსა და რესურსების სექტორის ჩამოყალიბებას.

ბოლო წლების განმავლობაში, CPPCC-ის ზოგიერთმა რეგიონალურმა კომიტეტმა დაიწყო ამ ახალი სექტორის დამატება. 31 პროვინციაში არსებულმა რეგიონალურმა კომიტეტებმა, ავტონომიურმა რეგიონებმა და მუნიციპალიტეტმა დაამატეს ახალი სექტორი სახელწოდებით „გარემო და რესურსები“ ან „რესურსები და გარემო“.

ჩინური მოდერნიზაციის, გარემოს დაცვისა და აღმშენებლობის ხელშეწყობის მიზნით გარემოს განვითარებაზე ორიენტირებული სექტორის შექმნა ფუნდამენტური მნიშვნელობის მოვლენაა თუ გავითვალისწინებ იმას, რომ გაიზრდება გარემოს დაცვასთან დაკავშირებული პოლიტიკის წარმოების შესაძლებლობა.

გარემოს დაცვა კვლავაც იქნება CPC-ის მუშაობის მთავარი აქცენტი მომავალში. CPC ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივნის, სი ძინფინგის მიერ 2022 წლის ოქტომბერში CPC-ის მე-20 ეროვნულ კონგრესზე მიწოდებულ მოხსენებაში, მან აღნიშნა, რომ მიიღო ჰოლისტიკური და სისტემატური მიდგომა მთების, წყლების, ტყეების, სასოფლო-სამეურნეო მიწების, მდელოებისა და უდაბნოების შესანარჩუნებლად და გასაუმჯობესებლად.

ჩინეთის ლიდერის სი ძინფინგის განცხადებაში საუბარია შემდეგ ეკოლოგიურ საკითხებზე: კოორდინირებული სამრეწველო რესტრუქტურიზაცია, დაბინძურების კონტროლი, ეკოლოგიური კონსერვაცია, ნახშირბადის გამონაბოლქვისა და დაბინძურების შემცირება, გარემოს დაცვა, რესურსების დაზოგვა და მათი ეფექტურად გამოყენება…

წლევანდელი ორი სესია ასევე პირველი ყოველწლიური შეკრება იქნება ქვეყნის ორი მთავარი პოლიტიკური ორგანოსთვის. მათი მთავარი მიზანი სამომავლო პრიორიტეტებისა და გეგმების დადგენა იქნება (რომლებიც მოიცავს ეკონომიკას, სამხედრო საკითხებს, ვაჭრობას, დიპლომატიას და გარემოს დაცვას) მას შემდეგ, რაც ქვეყანამ შეამცირა მისი COVID-19 მენეჯმენტი.

ექსპერტების თქმით, წლევანდელი ორი სესია ძირითადად ფოკუსირებული იქნება ეკონომიკის აღდგენაზე, მათ შორის, წარმოების განახლების დაჩქარებაზე. ასევე, აქცენტი გაკეთდება ჩინეთის მოსახლეობის კლების საკითხზეც, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჩინეთის მატერიკზე მოსახლეობა 61 წლის განმავლობაში პირველად შემცირდა, რამაც მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო.

ამასთან, 2172 წევრს შორის 124 ჰონგ-კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონიდან, ხოლო 29 მაკაოდან იქნება წარმოდგენილი. შესაბამისად, სესიებზე ყურადღება გამახვილდება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა იურიდიული სერვისების გაცვლა მატერიკსა და ჰონგ-კონგს შორის, მაღალტექნოლოგიური განვითარება, ენერგიის დაზოგვა და გარემოს დაცვა.

მასალა მოამზადა: მარი გიორგობიანმა

წყარო: https://sinomedia.ge/cppcc-წევრებს-ახალი-გარემოს-გა/

გამოქვეყნებულია ჩინეთი

30 იანვარს, ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური კანცლერი კარლ ნეჰამერი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციაში განუცხადეს.

მათი ინფორმაციით, საქართველოსა და ავსტრიის ორმხრივი ურთიერთობების ისტორიაში, ეს გახლავთ ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური კანცლერის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში.
თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა.
ვიზიტის ფარგლებში, კარლ ნეჰამერი შეხვედრებს გამართავს საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირებთან.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 30 იანვარი 2023 12:13

„იდუმალი“ დაავადება პაკისტანში

პაკისტანის ქალაქ კარაჩიში ბოლო 2 კვირის განმავლობაში სუნთქვის უკმარისობის გამო 18 ადამიანი დაიღუპა, რომელთაგან 10 ბავშვი იყო. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" წერს.

პაკისტანის პრესის ცნობით, 10-25 იანვარს ქალაქ კარაჩის კიმარის რაიონში 18 ადამიანი, რომელთაგან სულ მცირე 10 ბავშვი იყო, იდუმალი დაავადების გამო, რომელიც სუნთქვის უკმარისობას იწვევს, გარდაიცვალა.

ფიქრობენ, რომ რეგიონში ნავთობის, ზეთების და მეტალის ქარხნებიდან გამომავალი „ტოქსიკური აირები“ ირგვლივ მცხოვრებლების სუნთქვის უკმარისობას იწვევს.

გამოძიების ფარგლებში 3 ქარხანა დაიხურა და 4 პირი დააკავეს. აღნიშნული გაზისა და სხვა ქიმიური ნივთიერებების კვლევა მიმდინარეობს.

გამოქვეყნებულია მსოფლიო

ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა. მან ხმების 52.58 პროცენტი მიიღო. ამის შესახებ პარტიის ოფისში პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, კობა ნაყოფიამ განაცხადა.

„არჩევნებზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 49 638-ს შეადგენს. არჩევნებში მონაწილეობა კი 41 264-მა ადამიანმა მიიღო. საარჩევნო სუბიექტების მიერ ხმათა რაოდენობა ასეთია – ნონა მამულაშვილი 1 537 ხმა, რაც ხმების 3.73 პროცენტს შეადგენს, ნიკა მელია 16 476 ხმა – 40 პროცენტი, გიორგი მუმლაძე 1 516 ხმა – 3.68 პროცენტი, ლევან ხაბეიშვილი 21 656 ხმა – 52.58 პროცენტი“, – განაცხადა ნაყოფიამ.

არჩევნებში ოთხი კანდიდატი მონაწილეობდა: ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი მუმლაძე და ნონა მამულაშვილი.

ხმის მიცემის პროცედურა 28 იანვარს დაიწყო და დღეს დილით, 10:00 საათზე დასრულდა.

საარჩევნო პროცესი ბლოკჩეინის პრინციპით, ფარულად მიმდინარეობდა.

წყარო: https://1tv.ge/news/nacionaluri-modzraobis-akhali-tavmjdomare-levan-khabeishvili-gakhda/

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

ლიბერთის ლოიალობის პროგრამა CashBack, მეგობარი ქართული ბრენდების ელექტრონული კომერციის განვითარების მიმართულებით ახალ აქციას იწყებს: მომხმარებლები, რომლებიც ლიბერთის Mastercard ბარათით აქციაში მონაწილე მეგობარი ობიექტების ონლაინ მაღაზიებში გააკეთებენ შენაძენს, გადახდილი თანხის 60%-მდე მომენტალურად დაიბრუნებენ ანგარიშზე.

აქციაში მონაწილე CashBack-ის მეგობარი ქართული ბრენდები და პირობები:

· 1 თებერვალი - Person - 60% | https://person.ge

· 2 თებერვალი- Onemall • ვანმოლ - 30 % | https://onemall.ge

· 3 თებერვალი- Ninea • ნინეა - 40% | https://ninea.ge

· 4 თებერვალი- გოგოშა • GOGOSHA - 50% | https://gogosha.ge

· 5 თებერვალი- Hamo • ჰამო -  50% | https://hamo.ge

ქეშბექის აქციით სარგებლობისთვის საჭიროა cashback.ge-ზე ან მობილურ აპლიკაციაში შეთავაზებების გააქტიურება და ონლაინ გადახდისას ლიბერთის Mastercard ბარათის გამოყენება.

აქციის ფარგლებში, ლიბერთის Mastercard ბარათით გადახდისას, დაბრუნებული ქეშბექის ლიმიტია 200 ლარი. აქცია ძალაშია 1-დან 5 თებერვლის ჩათვლით.

„ქართულ ბრენდებთან მეგობრობა, ლიბერთის ლოიალობის მიმართულებისთვის განსაკუთრებით ძვირფასია. ლიბერთის ბარათების მომხმარებლებისთვის მუდმივად აქტიური გვაქვს ეს შეთავაზებები და მოხარულები ვართ, რომ ჩვენი წვლილიც შეგვაქვს მათი ბიზნესის განვითარებაში.

ელექტრონული კომერციის კუთხით, როგორც ლიბერთის მომხმარებლების, ასევე ქართული ბრენდების ონლაინ მაღაზიებში გადახდების წახალისება ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იქნება. მოხარული ვართ, რომ Mastercard-თან ერთად, მოგვეცა შესაძლებლობა ჩვენს მომხმარებლებს ონლაინ შოპინგისას 60%-მდე ქეშბექი მომენტალურად დაუბრუნდეთ ანგარიშზე და სახლიდან გაუსვლელად ისარგებლონ ყველაზე მაღალი ქეშბექით“ -  დაჯი მალაღურაძე, ლიბერთის ლოიალობის განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი.

როგორ დავიბრუნოთ ყველაზე მაღალი ქეშბექი:

1. გადმოწერე აპლიკაცია ან შედი ვებგვერდზე www.cashback.ge

2. გაიაქტიურე სასურველი შეთავაზება

3. გადაიხადე ლიბერთის Mastercard  ბარათით, ლიბერთის ტერმინალზე

ლიბერთის ლოიალობის პროგრამა CashBack 500-ზე მეტ პარტნიორ კომპანიას აერთიანებს. CashBack ერთადერთი ლოიალობის პროგრამაა საქართველოში მობილური აპლიკაციით, რომელიც ყველა შეთავაზებას ერთ პლატფორმაზე აერთიანებს.

გამოქვეყნებულია ეკონომიკა

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური