ჩინური ავიამზიდი „შანტუნგი“ საზღვაო წვრთნების ახალ ეტაპს გადის
ჩინეთის მეორე ავიამზიდმა, „შანტუნგმა“, ახლახან ჩაატარა საბრძოლო სწავლება სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, იტყობინება ჩინეთის ცენტრალური ტელევიზია (CCTV). განცხადება გაკეთდა დასავლეთ წყნარ ოკეანეში ჩინეთის პირველი ავიამზიდი „ლიაონინგის“ მოიერიშე თვითმფრინავების წვრთნების ფონზე. ანალიტიკოსების თქმით, ორმა ავიამზიდმა, რომელიც მასპინძლობდა წვრთნებს ორი სხვადასხვა მიმართულებით, აჩვენა ჩინეთის ავიამზიდების გაუმჯობესებული შესაძლებლობები და ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის საზღვაო ძალების საბრძოლო მზადყოფნა.
შანტუნგის ავიამზიდის სწავლება დაიწყო რამდენიმე J-15 მოიერიშე თვითმფრინავის სასწავლო ფრენით, ნათქვამია CCTV-ს მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში.
სონგ ჭიხაომ, თვითმფრინავის აფრენის ასისტენტმა შანტუნგზე, განუცხადა CCTV-ს, რომ ვარჯიშის სირთულე ამჯერად გაიზარდა.
წვრთნების დროს შანტუნგმა თანდათან გააუმჯობესა ძირითადი საბრძოლო შესაძლებლობები, როგორიცაა დაშვება და აფრენა, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირება და დაზიანების კონტროლი, რთულ გარემო პირობებში. მან ასევე გამოსცადა საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმები, სასწავლო მეთოდები და დამხმარე მოდელები.
CCTV-ის მიხედვით,შანტუნგის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა საზღვაო ბრძოლის მომავლის საჭიროებებს. წარმატებით შესრულდა სხვადასხვა ამოცანა, როგორიცაა J-15 გამანადგურებლების მაქსიმალური რაოდენობის აფრენა ერთად, თვითმფრინავების მაქსიმალური რაოდენობის გაგზავნა რამდენიმე პარტიად და დაშვება და აფრენა ღამით.
სამხრეთ ჩინეთის ზღვაში შანტუნგის წვრთნის შესახებ განცხადება გავრცელდა მას შემდეგ, რაც ჩინეთის ავიამზიდმა ლიაონინგმა და ორმა Type 055 კლასის 10 000 ტონიანმა გამანადგურებელმა, ჩაატარა წვრთნები წყნარი ოკეანის დასავლეთ წყლებში, ტაიავანის კუნძულის აღმოსავლეთითა და იაპონიის სამხრეთით. 2022 წლის დეკემბერში ჩატარებულ ამ ღონისძიებაში, რომელიც ასევე გუამის დასავლეთითაც მიმდინარეობდა, მონაწილეობდნენ ჩინური ავიაგამანადგურებლები და შვეულმფრენები. პროცესი განხორციელდა იაპონიის საზღვაო თავდაცვის ძალების მჭიდრო მეთვალყურეობის ქვეშ.
მას შემდეგ, რაც სამხრეთ ჩინეთის ზღვაში შანტუნგის წვრთნა დაანონსდა, ანალიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ ორივე ავიამზიდის წვრთნების ერთდროულად ჩატარება სხვადასხვა საზღვაო რეგიონში ჩინეთის ავიამზიდების და ჩინეთის საზღვაო ძალების განვითარების მანიშნებელი იყო. წვრთნები ხელს შეუწყობს სიტუაციის სტაბილიზაციას დასავლეთ წყნარ ოკეანეში და სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, ბოლო დროს აშშ-ის მიერ ჩინეთის წინააღმდეგ განხორციელებული პროვოკაციების გათვალისწინებით, აღნიშნავენ ექსპერტები.
წვრთნების დახმარებით, შანტუნგი, რომელიც საზღვაო ძალების სამსახურში 2019 წლის დეკემბერში შევიდა, მოსალოდნელია, რომ თანდათან მიაღწევს ოპერატიული მზადყოფნის უფრო მაღალ დონეს, საბოლოოდ გადააჭარბებს ლიაონინგის შესაძლებლობებს და სამხრეთ ჩინეთის ზღვის მიღმაც გაცურავს.
მასალა მოამზადა: აკაკი ბალანჩივაძემ
წყარო: https://sinomedia.ge/წვრთნები-სამხრეთ-ჩინეთის/
პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ირანში აზერბაიჯანის საელჩოზე თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სოციალურ ქსელ Twitter-ზე გაავრცელა განცხადება თეირანში, აზერბაიჯანის საელჩოზე განხორციელებულ, მოღალატურ თავდასხმასთან დაკავშირებით.
როგორც აზერბაიჯანული სააგენტო АЗЕРТАДЖ-ი იტყობინება, პრეზიდენტის განცხადებაში ნათქვამია: „მკაცრად ვგმობ დღეს თეირანში ჩვენი საელჩოს წინააღმდეგ განხორციელებულ ტერორისტულ აქტს. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ უფროსი ლეიტენანტის ასკეროვ ორხან რიზვან ოღლუს დაღუპვის გამო და ვუსამძიმრებ მისი ოჯახის წევრებსა და მეგობრებს. საელჩოს თანამშრომელი დაიღუპა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, რომელიც იცავდა ჩვენს საელჩოს და საელჩოს პერსონალს.
კატეგორიულად მოვითხოვთ ამ ტერორისტული აქტის უსწრაფესად გამოძიებას და ტერორისტების კანონით დასჯას. ტერორისტული თავდასხმები დიპლომატიურ მისიებზე მიუღებელია!“, - აცხადებს ილხამ ალიევი.
IBSU-ს ინგლისური ფილოლოგიის ინგლისურენოვანმა საბაკალავრო პროგრამამ შვიდწლიანი აკრედიტაცია მიიღო
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის ინგლისურენოვანმა საბაკალავრო პროგრამამ, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, შვიდწლიანი აკრედიტაცია მოიპოვა.
როგორც პროგრამის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა მაია ჩქოტუამ განაცხადა, პროგრამაში ცვლილებები განხორციელდა თანამედროვე მოთხოვნებისა და საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლის აკადემიური კორპუსის, პოტენციური დამსაქმებლების, კურსდამთავრებულების და სტუდენტების აქტიური ჩართულობით. ინგლისური ფილოლოგიის პროგრამა არის ერთადერთი საქართველოში, რომელშიც ინტეგრირებულია ინგლისური ენის მასწავლებლის მომზადების ინგლისურენოვანი პროგრამა, რაც კურსდამთავრებულებს მასწავლებლის პროფესიაში შესვლის საშუალებას მისცემს.
განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლა მადლობას უხდის პროგრამის განვითარებაში ჩართულ პირებს, აკრედიტაციის ექსპერტებსა და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს, აქტიური თანამშრომლობისა და თანადგომისთვის.
ინგლისური ფილოლოგიის ინგლისურენოვანი პროგრამა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში 2011 წლიდან ფუნქციონირებს.
პრემიერ-მინისტრი ქართულ-პოლონური საწარმოს მიერ განხორციელებულ უპილოტო საფრენი აპარატების სატესტო ჩვენებას დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქართულ-პოლონური საწარმოს მიერ განხორციელებულ უპილოტო საფრენი აპარატების სატესტო ჩვენებას დაესწრო. საბრძოლო და სადაზვერვო უპილოტო საფრენმა აპარატებმა საცდელი ფრენა წარმატებით განახორციელეს. ქართულ-პოლონური საწარმოს – შპს „დელტა-ვებეს” მიერ WARMATE-ისა (კამიკაძე) და FLYEYE-ის სადაზვერვო ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების სადემონსტრაციო ფრენას მხარდამჭერი ცენტრის – „კრწანისის” სასროლეთზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის მინისტრთან ჯუანშერ ბურჭულაძესთან, შინაგან საქმეთა მინისტრთან ვახტანგ გომელაურთან და თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. სადემონსტრაციო ფრენებისთვის საჭირო მოსამზადებელი პროცედურები პოლონელმა და ქართველმა სპეციალისტებმა ერთობლივად განახორციელეს.
შპს „დელტა-ვებე” საქართველოში დაფუძნდა „დელტას” 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი კომპანიების – შპს „დელტა ინტერნეიშენალისა” და WB Electronics S.A.-ის მიერ. ქართულ-პოლონური საწარმოს მიზანი უპილოტო საფრენი აპარატების აწყობაა. საწარმო წელიწადში ასეულობით დრონის წარმოებას შეძლებს. ამ ეტაპზე კომპანია WARMATE-ისა და FLYEYE-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების საამწყობო ხაზის გამართვის პროცედურებს უზრუნველყოფს.
ქართული ბიზნეს კომპანიები უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობენ
ქართული ბიზნეს კომპანიები და საზოგადოება უკრაინის მხარდაჭერას ომის დაწყების პირველი დღეებიდან სხვადასხვა აქტივობით გამოხატავს. ზამთრის დადგომასთან ერთად, უკრაინაში ელექტროსადგურების და ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანებამ, ქვეყნის ემერგომომარაგებას სერიოზული საფრთხე შეუქმნა, მათ შორის სასიცოცხლო ობიექტების: საავადმყოფოების, პურის ქარხნების და სკოლების გამართულ ფუნქციონირებას. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს მოსახლეობამ სოლიდარობის აქციის ფარგლებში „დავეხმაროთ ენერგოკრიზისში მყოფ უკრაინას“ რამდენიმე კვირაში ნახევარი მილიონის ლარის მობილიზება მოახდინა, ჰუმანიტარულ აქციას ქართული ბიზნესიც შეუერთდა.
კომპანია GM Pharma (PSP ჯგუფი) და „საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა“ (GIG ჯგუფი) 300 - 300 ათასი ლარი გამოყვეს გენერატორების შესაძენად. ჰუმანიტარული ტვირთით პირველი კონტეინერები დეკემბერში ჩავიდა უკრაიანში, ამ კვირაში მეორე პარტიის მიწოდება გახდა შესაძლებელი. ჯამში, უკრაიანას მიეწოდა 290 კვ.ა. სიმძლავრის ინდუსტრიული გენერატორი, 6,5კვ.ა. სიმძლავრის 41 ცალი, 110 კვ.ა. 4 ცალი და 55 კვ.ა. სიმძლავრის გენერატორი.
მიმდინარე ომის გათვალისიწნებით, მკაცრი ზამთრის პირობებში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადამიანური თანადგომა და სოლიდარობა. ამ მიზნით, უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად საქართველოს საზოგადოება და ქართული ბიზნესი კიდევ ერთხელ გაერთიანდნენ.
თეირანში აზერბაიჯანის საელჩოზე შეიარაღებული თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაიჭრა
ირანის დედაქალაქ თეირანში აზერბაიჯანის საელჩოზე შეიარაღებული თავდასხმის შედეგად უსაფრთხოების სამსახურის უფროსი დაიღუპა. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ბაქოს დროით დაახლოებით 08:30 საათზე თეირანში მდებარე საელჩოზე შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა.
განცხადების მიხედვით, თავდამსხმელმა, რომელმაც კალაშნიკოვის ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გახსნა, მოკლა საელჩოს დაცვის უფროსი და დაჭრა დაცვის 2 თანამშრომელი.
თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
კონსტანტინე სუპატაშვილმა ზამთრის ოლიმპიურ ფესტივალზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
ევროპის ზამთრის XVI ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მეხუთე საშეჯიბრო დღე საქართველოს ნაკრებისთვის შედეგიანი გამოდგა. კონსტანტინე სუპატაშვილმა ფიგურულ ციგურაობაში მე-2 ადგილი დაიკავა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.
მომავალმა მედალოსანმა თავისუფალ პროგრამაში მსაჯებისგან საუკეთესო - 123.88-ქულიანი შეფასება მიიღო და 16 ფინალისტს შორის პირველი ადგილი დაიკავა. ქართველმა მოციგურავემ ერთი დღით ადრე მოკლე პროგრამაში 65.12 ქულა დაიმსახურა და ფინალში გამოსვლის უფლება მეხუთე ადგილით მოიპოვა.
მოკლე და თავისუფალი პროგრამის ჯამში მისმა მაჩვენებელმა 189 ქულა შეადგინა, რამაც მას ვერცხლის მედალი მოუტანა.
აღსანიშნავია, რომ ზამთრის ოლიმპიური თამაშების ისტორიაში საქართველოს ნაკრებისთვის ეს მეორე ვერცხლის მედალია. სუპატაშვილამდე 1997 წლის ოლიმპიურ ფესტივალზე ვერცხლის მედალი ერგო ვახტანგ მურვანიძეს, 2017 წელს კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ნიკა ეგაძემ.
დღესვე სარბიელზე გავიდა სამთო მოთხილამურე ნინო ენუქიძე, რომელიც გიგანტურ სლალომში პირველი დაშვებისას (1:52.36) 63-ე იყო, მეორე დაშვებისას კი გაცილებით უკეთ გამოვიდა (1:42.10) და ორივეს ჯამში (3:34.46) 53-ე ადგილზე დაასრულა გამოსვლა.
„სიდრის კლუბი ბაზალეთზე“ ბედნიერების ელჩს უმასპინძლებს
მიყევი „ბედნიერების ფორმულას“ და თავადვე იპოვე შენი ბედნიერება !
29 იანვარს, 15:00სთ-ზე „სიდრის კლუბი ბაზალეთზე“ გიწვევთ ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკის ხელმძღვანელთან კოგნიტურ/შემეცნებით ვიზუალურ არტისტთან, "ბედნიერების ელჩთან" - არსენ გვენეტაძესთან (Dr. AG) შეხვედრაზე
„ბედნიერება გაზიარებით იბადება!“.
ეს იქნება თავისუფალი ლექცია აუდიტორიის ჩართულობით, კითხვა-პასუხის რეჟიმში - "ბედნიერების ფორმულა" ბედნიერების ელჩისგან“!
„სიდრის კლუბი ბაზალეთზე ყოველ შაბათ-კვირას იმართება სხვადასხვა სახის კულტურული, საგანმანათლებლო და შემეცნებითი საღამოები. ვზრუნავთ ადამიანების განწყობაზე, ვცდილობთ მათ ყოველდღიურობისგან თავის დაღწევისა და განტვირთვისთვის სასიამოვნო გარემო შევუქმნათ. ეს კი უფრო ემოციური და სახალისოა შუშხუნა სიდრის თანხლებით, “ - განმარტავს „სიდრის კლუბი ბაზალეთზე“ დამფუძნებელი ზაალ ხელაძე.
„ბედნიერება მიუღწეველი იქნება იქამდე, სანამ არ ისწვალით, იყოთ ბედნიერები ახლა და ამწუთას. თუ თავისუფალი ადამიანი ღირსებასთან დამეგობრდება, შანსი იმის, რომ მან თავი ბედნიერად იგრძნოს, დიდია და ეს ფორმულით ასე გადმოვეცი - "თავისუფლება + ღირსება = ბედნიერებას"... ეს ალბათ ბევრისთვის საკამათოა, მაგრამ ჩემთვის ასეა და კარგია! დამიჯერეთ ცხოვრება უმარტივესია, მას ჩვენ ვართულებთ“- აღნიშნავს არსენ გვენეტაძე (Dr. AG), რომელიც 29 იანვარს უფრო მეტი ბედნიერებას ადგილზე, „სიდრის კლუბი ბაზალეთზე“ გაგიზიარებთ.
მასპინძლობა „სიდრის კლუბი ბაზალეთზე“ ამით არ დასრუდლება საღამოს 18:00 საათიდან დიჯეი და პროდიუსერი GOGIGUNIA წარმოგდიგენთ ფოლკლორისა და ელექტრონული ჟღერადობის ჰარმონიულ სინთეზს.
დასწრების შემთხვევაში, გთხოვთ, წინასწარ დაგვიკავშირდეთ მაგიდის დასაჯავშნად ნომერზე +995599142411
“სიდრის კლუბი ბაზალეთზე” მწვანე იდეოლოგიის მქონე ბიზნესია, რომლის ფლაგმანი პროდუქტია, ნულოვანი ემისიის საწარმოში ორგანული პრინციპებით მოპოვებული ხილის (ვაშლის, ჟოლო, ბროწეული, ფეიხო, მოცვი, კეხური, ალუბალი და სხვა.) წვენების ბუნებრივი ფერმეტაციის შედეგად წარმოებული დაბალალკოჰოლური სასმელი, შუშხუნა სიდრი და იქვე დამზადებული ორგანული საკვებია. კლუბი ბაზალეთის ტბის სანაპირო ზოლში მდებარეობს, მწვანე ინჟინერინგის პრინციპებზე აგებულ, საქართველოში პირველ რეგისტრირებულ მწვანე შენობაში.