გერმანია უკრაინაში „ლეოპარდის“ ტიპის თანამედროვე ტანკების გაგზავნაზე დათანხმდა
გერმანია უკრაინაში „ლეოპარდის“ ტიპის თანამედროვე ტანკების გაგზავნაზე დათანხმდა. ამის შესახებ განაცხადეს ჟურნალმა Der Spiegel-მა და გერმანულმა ტელეარხმა n-tv-მ. ამავდროულად, ვაშინგტონი განიხილავს კიევში M1 Abrams-ის ტიპის თანამედროვე ტანკების გაგზავნასაც.
გერმანული მედიის ცნობით, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა გადაწყვიტა უკრაინას გაუგზავნოს „ლეოპარდის“ ყველაზე თანამედროვე მოდიფიკაციის 2A6-ის ტანკები ბუნდესვერის მარაგებიდან. საუბარია ტანკების ერთ მარაგზე - ანუ 10-14 ცალ ტექნიკაზე.
ბერლინი ასევე აპირებს დაამტკიცოს გერმანული წარმოების ტანკების მიწოდება სხვა ქვეყნების მიერ (მათ არ შეუძლიათ ამის გაკეთება მწარმოებლის ნებართვის გარეშე).
ნაგასაკის პრეფექტურის სანაპიროსთან სატვირთო გემი ჩაიძირა
იაპონიაში, ნაგასაკის პრეფექტურის სანაპიროსთან სატვირთო გემი - 22 კაციანი ეკიპაჟით ჩაიძირა. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" წერს.
იაპონიის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო, Kyodo-ს ცნობით, ჰონგ-კონგის დროშის ქვეშ მცურავი 6551 ტონიანი სატვირთო გემი, „Jintan“ ნაგასაკის სანაპიროსთან ჩაიძირა. ამავე ინფორმაციით, ეკიპაჟის 22 წევრიდან 4 გადაარჩინეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ეკიპაჟის 14 წევრი ჩინეთის, 8 კი მიანმარის მოქალაქეა.
იაპონიის სანაპირო დაცვა რეგიონში აგრძელებს სამაშველო სამუშაოებს.
იმპერატორის სასახლის ნანგრევებში 240 „იმპერატორის ბეღელი“ აღმოაჩინეს
ჟენჟოუ (სინხუა) -- ჩინეთში, ქ. ლუოიანში, /ჰენანის პროვინცია, ცენტრალური ჩინეთი/ იმპერატორის სასახლის ნანგრევებში 240 „იმპერატორის ბეღელი“ აღმოაჩინეს, განაცხადეს ჩინეთის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიის ინსტიტუტში.
ეს არის უძველესი ურბანული ტერიტორიის „ჰანვეი ლუოანგის“ ტერიტორიაზე საწყობების საძირკვლის აღმოჩენის პირველი შემთხვევა. ეს ნაგებობები, რომლებიც ჩრდილოეთ ვეის დინასტიის (386-534) იმპერიული სამთავრობო საწყობებია, მიეკუთვნება ჩინეთის უძველეს ხანას.
აღნიშნული ნაგებობები ქმნიდნენ შედარებით დამოუკიდებელ ზონას 150 მეტრი სიგანით აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ და 600 მეტრის სიგრძით ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ.
2022 წელს არქეოლოგთა ჯგუფმა განაგრძო სასახლის ქალაქის ნანგრევების აღმოსავლეთ კედლის გათხრა მისი არქიტექტურული განლაგების შემდგომი შესწავლის მიზნით. „ამ აღმოჩენამ საგრძნობლად გაამდიდრა უძველესი დედაქალაქის ფორმისა და განლაგების და საწყობის ტიპის არქიტექტურული ობიექტების შესწავლის შინაარსი“, - განაცხადა ლიუ ტაომ, არქეოლოგიური ჯგუფის ხელმძღვანელმა.
უძველესი ქალაქი არქეოლოგიური სახელწოდებით "Hanwei Luoyang", რომელიც მდებარეობს დღევანდელი ქალაქ ლუოიანგის ტერიტორიაზე, არსებობდა 1500 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, მათ შორის 600 წლის განმავლობაში, როგორც ძველი ჩინეთის მრავალი დინასტიის დედაქალაქი.
საქართველოს მინი ფეხბურთის ეროვნული ნაკრები 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს!
ფინანსთა მინისტრი აზიის განვითარების ბანკის რეგიონულ დირექტორს შეხვდა
პრემიერ-მინისტრმა დაზვერვის სამსახურის საქმიანობის 2022 წლის ანგარიში მოისმინა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაზვერვის სამსახურის უფროსს შალვა ლომიძეს შეხვდა. შალვა ლომიძემ პრემიერ-მინისტრს სამსახურის საქმიანობის 2022 წლის ანგარიში წარუდგინა.