ჩინელები გაზაფხულის დღესასწაულს აღნიშნავენ
პეკინი, 24 იანვარი (სინხუა) -- ჩინელები ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან გაზაფხულის ფესტივალს, ტრადიციულ ჩინურ მთვარის ახალ წელს, მხიარულად და ამაღელვებლად აღნიშნავენ.
ჩინური ახალი წელი ცნობილია, როგორც მთვარის ახალი წელი, ან გაზაფხულის ფესტივალი. ჩინურ ენაზე მისი სახელწოდებაა „ჩუნცზე“ და ჩინური მთვარის კალენდრის მიხედვით ტრადიციული ჩინური ახალი წლის დღესასწაულის დადგომასთან დაკავშირებით აღინიშნება. ის დღესასწაულთა მთელ სერიას მოიცავს.
ამ ღონისძიებისთვის მოსახლეობა ყიდულობს ლამაზ, ტრადიციულ საჩუქრებს და ამგვარად ისინი აღნიშნავენ ჩინური ახალი წლის დადგომას.
პრეზიდენტის ადმინისტრაცია - უკვე მერამდენე მიზანმიმართული მცდელობაა პრეზიდენტის განცხადებები არასწორად გაავრცელონ!
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა განცხადება, რომელსაც "ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: "უკვე მერამდენე მიზანმიმართული მცდელობაა პრეზიდენტის განცხადებები არასწორად გაავრცელონ და საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ!
ამჯერად, საქმე ეხება სანქციების გვერდის ავლის თემას - საქართველოს პრეზიდენტს, ქვეყანა არათუ არასოდეს დაუდანაშაულებია ამ საკითხში, არამედ პირველია, ვინც საერთაშორისო მასშტაბით, როგორც უმაღლეს თანამდებობის პირებთან, ასევე, უცხოურ და ადგილობრივ მედიასთან იცავდა და იცავს ქვეყნის იმიჯს; მას არაერთხელ განუცხადებია, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, არ არსებობს საქართველოს გზით სანქციების თავის არიდების ფაქტი, პირიქით, საქართველოს ფინანსური სექტორი ზედმიწევნით ასრულებს ყველა საერთაშორისო ფინანსურ სანქციას.
დღევანდელ მოცემულებაში, როცა ქვეყნის მიმართ ისმის ბრალდებები, თითქოსდა საქართველოს ტერიტორია გამოყენებულია სანქციებისგან თავის არიდებისთვის, საჭიროა, ხელისუფლებამ მიიღოს ყველა ზომა, რათა ქვეყნის რეპუტაცია ეფექტიანად იყოს დაცული", - აღნიშნულია პრეზიდენტის განცხადებაში.
ევროპის საბჭო მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს 12 პუნქტიანი გეგმის შესრულების პროცესში-მარია ბურიჩი
პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის ფარგლებში, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩს შეხვდა.
შეხვედრაზე ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა საქართველოს დელეგაციას აქტიური მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა. საუბარი შეეხო ევროპის საბჭოს მიერ საქართველოს მხარდაჭერის მნიშვნელობას. მარია ბურიჩმა ხაზი გაუსვა საქართველოს მნიშვნელოვან პროგრესს რეფორმების მიმართულებით და აღნიშნა, რომ ევროპის საბჭო სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს 12 პუნქტიანი გეგმის შესრულების პროცესში.
შეხვედრაზე ირაკლი კობახიძემ და მარია ბურიჩმა რეგიონში შექმნილი პოლიტიკური ვითარება განიხილეს.
მმართველი პარტიის ხელმძღვანელთან ერთად აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდნენ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელი ირაკლი ჩიქოვანი და ევროპის საბჭოში საქართველოს ელჩი, თამარ ტალიაშვილი.