საქართველოში თურქმენეთის საელჩოში ბრიფინგი გაიმართა, რომელიც თანამედროვე და „ჭკვიანი“ ქალაქ არკადაგის მშენებლობას მიეძღვნა
18 იანვარს თურქმენეთის საელჩოში თბილისში, საქართველოს მედიის წარმომადგენლებისთვის ჩატარდა ბრიფინგი, რომელიც მიეძღვნა თურქმენეთის ახალკსკის ველაიატის ახალ თანამედროვე ადმინისტრაციულ ცენტრს, ქალაქ არკადაგს.
ბრიფინგს ესწრებოდნენ პირველი არხის, TV-24-ის, The Georgian Business Week-ის ჟურნალისტები, საინფორმაციო სააგენტოები News Day Georgia, InterPressNews, ონლაინ გამოცემა Geoecohub, გაზეთები რეზონანსი, მულტინაციონალური საქართველო, თავისუფალი საქართველო, კომსომოლსკაია პრავდა წარმომადგენლები.
თავის გამოსვლაში საქართველოში თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დოვლეთმურატ მურატოვმა აღნიშნა, რომ თურქმენეთის პრეზიდენტის ხელმძღვანელობით განხორციელებული გრძელვადიანი, ფართომასშტაბიანი პროგრამები მიზნად ისახავს სახელმწიფო საფუძვლების განმტკიცებას, ქვეყნის ეკონომიკური სიძლიერის გაზრდას, ქვეყნის მოსახლეობის საყიფაცხოვრებო მდგომარეობის გაუმჯობესებას და ცხოვრების დონის ამაღლებას.
კოპეტდაგის თვალწარმტაც მთისწინეთში ახალი ქალაქის დაბადება კიდევ ერთი მტკიცებულებაა ქვეყნის თავდაჯერებული წინსვლისა და განვითარების ახალ სიმაღლეებზე ასვლაზე. ასევე იგი წარმოადგენს ხალხის შემოქმედებითი პოტენციალის წარმატებული რეალიზაციის ნათელ მაგალითს.
ჟურნალისტები დეტალურად გაეცნენ ახალი, თანამედროვე და „ჭკვიანი“ ქალაქის მშენებლობის ეტაპებს. კერძოდ, გამწვანებულ პარკებს, შენობებისა და ნაგებობების მშენებლობას, ასევე თანამედროვე საკომუნიკაციო სისტემების დანერგვის მაგალითებს, რაც უზრუნველყოფს „ჭკვიანი ქალაქის თანამედროვე ტექნოლოგიების“ გამართულ მუშაობას. ასევე ხაზი გაესვა, რომ თურქმენეთი, რომელიც დაადგა პროგრესული გარდაქმნების გზას, მიზნად ისახავს „ჭკვიანი“ ქალაქების კონცეფციის დანერგვასა და განხორციელებას.
„ახალკსკის ველაიატის ახალი ადმინისტრაციული ცენტრი „არკადაგი“ გახდება ყველასთვის მისაბაძი მაგალითი, როგორც ახალი ურბანული კულტურის მხრივ, ასევე ეკოლოგიის თვალსაზრისით, აგრეთვე ჩვენი სამშობლოს პროგრესული წინსვლისა და თურქმენი ხალხის სიამაყის შთაგონების უპირობო წყარო“, დასძინა თურქმენეთის ელჩმა.
ჩინეთში ექსპლუატაციაში შევიდა მსოფლიოში ყველაზე დიდი, მზის მცურავი ელექტროსადგური
ჩინეთის ენერგეტიკულმა კომპანია Huaneng Power International-მა (HPI) დაასრულა მსოფლიოში ყველაზე დიდი მზის მცურავი ელექტროსადგურის პროექტი – 320 მეგავატი სიმძლავრის ობიექტი დეჭოუში, ჩინეთის შანტუნგის პროვინციაში. ელექტროსადგური განთავსდა რეზერვუარზე ორ ფაზად, დეჭოუს 2,65 გიგავატი სიმძლავრის თბოელექტროსადგურთან ახლოს.
ელექტროსადგურის მშენებლობა მიმდინარეობდა ორ ფაზაში. პირველი ფაზის დასრულების შედეგად სადგურის სიმძლავრე 200 მეგავატი იყო, ხოლო მეორე ფაზაში მას 120 მეგავატი სიმძლავრის ნაწილი დაემატა. პირველი ეტაპი, რომელიც ასევე მოიცავდა 8 მგვტ/სთ სიმძლავრის საცავის აშენებას, დასრულდა 2020 წლის ნოემბერში. კონსტრუქციის მეორე ეტაპი დასრულდა დეკემბერში.
კომპანიაში აცხადებენ, რომ ობიექტი წელიწადში დაახლოებით 550 მილიონი კვტ/სთ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. პროექტს გააჩნია ენერგიის შენახვის შესაძლებლობები და ასევე ინტეგრირებულია ახლომდებარე ქარის ელექტროსადგურთან. კომპანიის ინფორმაციით, მზისა და ქარის ელექტროსადგურები იზიარებენ ელექტროგადამცემი ინფრასტრუქტურის გარკვეულ ნაწილს, რომელიც აუცილებელია ქსელში წარმოებული ენერგიის შესანახად. ახლომდებარე ქარის ელექტროსადგური ქსელს დაუკავშირდა 2020 წლის 27 ივნისს. მას შემდეგ მან გამოიმუშავა 267 გვტ/სთ ელექტროენერგია.
2022 წლის დეკემბერში კომპანიამ ასევე აამუშავა 130 მეგავატი სიმძლავრის მზის ელექტროსადგური ჭეძიანგის პროვინციაში, იუხუანის მახლობლად მდებარე მოქცევის ზონაში. ცინგგანგის ეს ელექტროსადგური ჩინეთის ისტორიაში პირველი მოქცევათაშორისი სადგურია. იგი მოიცავს 242,000 მოდულს, რომელიც განლაგებულია 1,2 მილიონი კვადრატული მეტრის ფართობზე. პროექტი წელიწადში დაახლოებით 150 მლნ კვტ/სთ-ს გამოიმუშავებს. სხვა მკაცრ გარემო ფაქტორებთან ერთად, ის გამძლე იქნება ტაიფუნებისა და წყლის კოროზიის მიმართ.
Huaneng Power ასევე გეგმავს 2 გიგავატიანი მზის სადგურის აშენებას ფენჩენგში, ძიანგსის პროვინციაში. პირველი 320 მეგავატიანი ბლოკი წელს დასრულდება, დანარჩენი ნაწილი კი 2026 წლისთვის დამონტაჟდება.
მასალა მოამზადა აკაკი ბალანჩივაძემ
წყარო: sinomedia.ge